Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

არ ვიცი, ვის შევჩივლო, ვისთან დავცალო ჩემი გულის ბალღამი…

ნუ გაგიკვირდებათ—ის ხომ ერთი რკინის კონსტრუქციაა ბორბლებზე—რომელ გულის ბალღამზე ლაპარაკობსო…

მე გულიც მაქვს და სულიც–თქვებდა გასაოცრად!! ტირილიც შემიძლია დასიხარულიც, თუმცა ჩემს ცხოვრებაში ტირილი უფრო აქტუალურია ვიდრე სიხარული…

მე ეტლი მქვია! თქვენ ალბათ ცხენებშებმული ლამაზი ეტლი წარმოგიდგათ თვალწინ , ანდა სულაც ჩვილი ბავშვის ოთხთვალა ფერადჩარდახიანი სასეირნო ტრანსპორტი…

სამწუხაროდ ჩამოთვლილთაგან არც ერთი ვარ და არც მეორე…მე საჭირო და აუცილებელი ნივთი ვარ, იმდენად რამდენადაც ჩემს მხრებზე გადამაქვს პატრონის სიმძიმე… რაც მას სტკივა — მეც მტკივა, მტკივა ჩემზე ჩამოწყობილი უმოძრაო– უუნარო ფეხები… სული მეწიწკნება… ნეტავ შველა შემეძლოს, ნეტავ ისეთი დღე გამითენდებოდეს–დამკეცონ და სადმე ბნელ კუთხეში მიმდგან როგორც გამოუსადეგარი და არასაჭირო ნივთი–რა ბედნიერი ვიქნებოდი! ხომ გესმით ჩემი! ხომ მიმიხვდით გულისტკივილს… დარდიანი და ტკივილიანი მონოლოგი გამომდის, მაგრამ რა ვქნა, თუ ასეთი ცხოვრებისთვის ვარ შექმნილი…

მე ერთი პატარა ბიჭის ცხოვრების ნაწილი ვარ, ვზივზრთ ხოლმე ერთად, ჩუმად, გატრუნულები და ვფიქრობთ რაღაც-რაღაცეებზე. ერთად გვტკივა და გვიხარია, მეც მასთან ართად დავფრინავ ოცნებებში…

ძალიან დავიღალე, ნეტავ რკინის გული მდებოდა საგულეში–მაშინ ხომ ვერაფერს ვიგრძნობდი და ამდენი ტანჯვაც ამცდებოდა,,,

ვეღარ დავინახავდი ჩემი პატრონის საყვარელ, ლამაზ და წყლიან, მაგრამ თვალისჩინგამქრალთვალებს, უსუსურ ხელებს, უღონოდ ჩამოკიდებულ თავს და უილაჯოდ მოკონწიალე, დადამბლავებულ ფეხებს…

ისღა დამრჩენია ვილოცო!… არ გაგიკვირდეთ– მე ლოცვაც შემიძლია! ხოდა მეც ვლოცულობ, რომ გათენდეს ერთხელაც ისეთი დღე — დამკეცავდნენ და მიმდგავდნენ როგორც უკვე არასაჭირო და ვალმოხდილ ნივთს….

სიცოცხლეს გავიღებ—ას ნატვრა ამიხდებოდეს და მერე თუნდაც გული გამსკდომოდეს სხივჩამდგარი, თვალისჩინდაბრუნებული მზერის და ღონიერი ფეხების ვაჟკაცურად მიხვრა-მოხვრის შემხედვარეს!

მანამდე კი იმედით უნდა ვატრიალოთ ბორბლები, ფეხი ავუწყოთ პატრონის სიცოცხლეს და მის გამოჯანმრთელებაზე ვიოცნებოთ…

პარადოქსებითაა ცხოვრაბა სავსე!

მაშ ბედის მწარე ირონია არაა?????—-ვინ სიმდიდრეზე და ფუფუნებაზე ოცნებობს, ვინ ძლიარ სავარძლებზე და თანამდებობებზე, ჩვენ კი იმაზე ვოცნებობთ როდის შეგვჭამს და დაგვფქვავს ჟანგი, როდის აგვეხსნებიან ჩვენზე მიჟაჭვული გოგო-ბიჭები!!

მაშ გაუმარჯოს იმ ბედნიერ წამს რომელსაც დიდი მოთმინებით დაველოდებით

ღმერთმა მოგვცეს გაძლება და არ მოგვიშალოს იმედი!!!!

იმედი–გამოჯანმრთელების, თვალის ჩინის დაბრუნების, ენის ამოდგმის, ფეხზე გავლის და გახარების!!…. ყველას ღმერთი შეგეწიოთ და გაგაძლებინოთ!!!!

/ჩანახატი/

ავტორი–ციცი გურიელი

 

argumenti.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...