Giorgi Kiskeidze Posted August 19, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2014 მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაული (აღინიშნება 6(19) აგვისტოს) — თორმეტი უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულიდან ერთ-ერთი. უკავშირდება იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს. ფერისცვალების შესახებ მოგვითხრობენ მახარებლები მათე (XVII, 1-13), მარკოზი (VI, 2-13) და ლუკა (IX, 28-36). უფალმა თავის მოწაფეთაგან გამოირჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა: „და იცუალა მათ წინაშე სხუად ფერად და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი“ (მათე XVII, 2). ამ დროს მაცხოვრის გვერდით ზეციური დიდებით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი იდგნენ, რომლებიც მაცხოვართან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რომლებიც მას იერუსალიმში მოელოდა. ამის მნახველი მოწაფეები გამოუთქმელმა ნეტარებამ მოიცვა და გაოგნებულმა პეტრემ უნებლიეთ წამოიძახა: „მოძღუარ კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფა. და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა, ერთი მოსესა და ერთი ელიაისა“ (ლუკა IX, 33). ამ სიტყვების თქმის შემდეგ ნათელი ღრუბელი დაადგა მათ, ხოლო ღრუბლიდან მოისმა ხმა ღვთისა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხვნენ, მათთან იესო მივიდა, ხელი შეახო და უთხრა: „აღდეგით და ნუ გეშინინ“ (მათე XVII, 7). როდესაც მათ მიმოიხედეს, მოსე და ელია აღარსად იყვნენ. თაბორის მთაზე ფერისცვალებით უფალმა მოწაფეებს ხილული სახით უჩვენა თავისი ღმრთაებრივი დიდება - ღვთაებრივი, შეუქმნელი, მარადიული, ნათელი, უფრო ბრწყინვალე და წმიდა, ვიდრე მზის სხივები, ნათელი, რომელიც მათ სულებს საოცარი სიხარულით, ზეციური სიმშვიდითა და ნეტარებით ავსებდა. მოწაფეთა წინაშე გაცხადდა მარადიული სიცოცხლის საიდუმლო, ანუ ის სიცოცხლის საიდუმლო, რომელიც მარადიულადაა გაცისკროვნებული ღმრთაებრივი ნათლით. გილოცავთ ფერისცვალებას! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
კლოუნი Posted August 19, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2014 გილოცავთ. :3 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted August 20, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2014 (edited) Giorgi Kiskeidze, გაიხარე..! შენ კი გილოცავ ბოლო-ბოლო არჩევნის გაკეთებას და ქრისტეს გზაზე დადგომას.. აწი რა გიჭირს..?! და კიდევ, - მთელ ფორუმს ვულოცავ კლოუნის გამოჩენას..! ;) Edited August 20, 2014 by Shaten Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted August 20, 2014 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2014 Shaten რა გზაზე მეუბნები? შენ რა გგონია, რომ ებრაელი ვარ თუ სომეხი ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted August 21, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2014 Shaten რა გზაზე მეუბნები? არა, ისე გულმხურვალედ მოგვილოცე, მგონი მორწმუნე გახდი.. ამას ვგულისხმობ.. შენ რა გგონია, რომ ებრაელი ვარ თუ სომეხი რა შუაშია აქ ებრაელი და სომეხი..?? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted August 21, 2014 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 21, 2014 არა, ისე გულმხურვალედ მოგვილოცე, მგონი მორწმუნე გახდი.. ამას ვგულისხმობ.. არა, გავიგე, მაგრამ საიდან მოიტანე ან რატო რო ურწმუნო ვარ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted August 22, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2014 არა, გავიგე, მაგრამ საიდან მოიტანე ან რატო რო ურწმუნო ვარ? ე, ახლა თუ ძმა ხარ არ დამაწყებინო მამხილებელი (შენი) პოსტების ძიება.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted August 22, 2014 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2014 ე, ახლა თუ ძმა ხარ არ დამაწყებინო მამხილებელი (შენი) პოსტების ძიება.. კარგი რა რამდენჯერ გითხარი, მჯერა ღმერთის ეს ერთია, და რაღაცა ზღაპრების, ლოცვა და ეგეთები საჩემო არა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted August 22, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2014 კარგი რა რამდენჯერ გითხარი, მჯერა ღმერთის ეს ერთია, და რაღაცა ზღაპრების, ლოცვა და ეგეთები საჩემო არა მასე სატანასაც ჯერა ღმერთის არსებობის.., მაგრამ რელიგიურ დღესასწაულს, ხალხს ასეთი პათოსით არ ულოცავს.. - მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაული (აღინიშნება 6(19) აგვისტოს) — თორმეტი უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულიდან ერთ-ერთი. უკავშირდება იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს. ფერისცვალების შესახებ მოგვითხრობენ მახარებლები მათე (XVII, 1-13), მარკოზი (VI, 2-13) და ლუკა (IX, 28-36). უფალმა თავის მოწაფეთაგან გამოირჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა: „და იცუალა მათ წინაშე სხუად ფერად და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი“ (მათე XVII, 2). ამ დროს მაცხოვრის გვერდით ზეციური დიდებით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი იდგნენ, რომლებიც მაცხოვართან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რომლებიც მას იერუსალიმში მოელოდა. ამის მნახველი მოწაფეები გამოუთქმელმა ნეტარებამ მოიცვა და გაოგნებულმა პეტრემ უნებლიეთ წამოიძახა: „მოძღუარ კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფა. და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა, ერთი მოსესა და ერთი ელიაისა“ (ლუკა IX, 33). ამ სიტყვების თქმის შემდეგ ნათელი ღრუბელი დაადგა მათ, ხოლო ღრუბლიდან მოისმა ხმა ღვთისა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხვნენ, მათთან იესო მივიდა, ხელი შეახო და უთხრა: „აღდეგით და ნუ გეშინინ“ (მათე XVII, 7). როდესაც მათ მიმოიხედეს, მოსე და ელია აღარსად იყვნენ. თაბორის მთაზე ფერისცვალებით უფალმა მოწაფეებს ხილული სახით უჩვენა თავისი ღმრთაებრივი დიდება - ღვთაებრივი, შეუქმნელი, მარადიული, ნათელი, უფრო ბრწყინვალე და წმიდა, ვიდრე მზის სხივები, ნათელი, რომელიც მათ სულებს საოცარი სიხარულით, ზეციური სიმშვიდითა და ნეტარებით ავსებდა. მოწაფეთა წინაშე გაცხადდა მარადიული სიცოცხლის საიდუმლო, ანუ ის სიცოცხლის საიდუმლო, რომელიც მარადიულადაა გაცისკროვნებული ღმრთაებრივი ნათლით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted August 22, 2014 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2014 (edited) მასე სატანასაც ჯერა ღმერთის არსებობის.., მაგრამ რელიგიურ დღესასწაულს, ხალხს ასეთი პათოსით არ ულოცავს.. - რა მაგრათ თქვი ნუ, ახლა, მაგისი არ ვიცი, მაგრამ მე თვითონ სახელი (მისი აზრი) მომწონს ისე მე არც ისე ვარ ჩახედული ამ დღესასწაულებებში, თან იმდენია, ეშმაკიც ფეხს მოიტეხავს Edited August 22, 2014 by Giorgi Kiskeidze Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted August 22, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2014 თან იმდენია, ეშმაკიც ფეხს მოიტეხავს კი ნამდვილად.. ეს კი შენ თქვი მაგრად.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted August 22, 2014 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2014 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.