შანკარადევა Posted June 12, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2014 პანთეიზმში არსებობს ცამეტი აქსიომა:ბუნება ღმერთშია და ღმერთი ბუნებაშიღმერთი არის უსასრულო კოსმიური სული, უსასრულო კოსმიური ინტელექტი, უსასრულო კოსმიური გონება და უსასრულო კოსმიური ცნობიერებაღმერთი როგორც უსასრულო კოსმიური სული, უსასრულო კოსმიური ინტელექტი, უსასრულო კოსმიური გონება და უსასრულო კოსმიური ცნობიერება, არის ცოცხალ არსებაში, არის ადამიანში, ღმერთი როგორც უსასრულო კოსმიური სული, უსასრულო კოსმიური ინტელექტი, უსასრულო კოსმიური გონება და უსასრულო კოსმიური ცნობიერება, იმყოფება თითოეული ცოცხალი არსების, თითოეული ადამიანის, მატერიის თითოეული მოლეკულის, ატომისა და სუბატომის წიაღშიყველა ცოცხალი არსება უკვდავიაყველა ცოცხალი არსება ფლობს ღვთაებრივ ბუნებასყველა ცოცხალ არსებას გააჩნია უკვდავი სული, უკვდავი ინტელექტი, უკვდავი გონი და უკვდავი ცნობიერებაყველა ცოცხალი არსება განიცდის რეინკარნაციასყველა ცოცხალი არსება არის საკუთარი აზრების, სიტყვების და ქმედებების პირდაპირი რეზულტატიყველა ცოცხალი არსება თავად ქმნის ბედისწერასღმერთს გააჩნია უსასრულო რაოდენობის იპოსტასები, სახეები, ფორმები, ფუნქციები, ძალები (ენერგიები) და სახელებიმატერია ანუ ხილული მატერიალური კოსმოსი არის უხილავი სულიერი ღმერთის ხილული მისტიკური სხეულიბუნებაში არსებობენ უხილავი სულიერი და ასტრალური ღვთაებრივი ენერგეტიკული არსებები, რომლებიც უზენაესი სულის ემანაციები არიანცოცხალი არსებები წარმოადგენენ უსასრულო სულის ანუ კოსმიური ღმერთის მატერიალურ და სულიერ ფრაგმენტებს პანთეიზმი – ესაა სწავლება იმის შესახებ, რომ მთელი ხილული მატერიალური სამყარო სულიერია. მის წიაღში არსებობს უხილავი და იმანენტური იმპერსონალური სულიერი სუბსტანცია, რომელიც წარმოადგენს ყოველგვარი მატერიალური ფენომენის, ნებისმიერი მატერიალური ელემენტის დედამატრიცას და პირველდასაბამს. უნივერსალური სული ითვლება ყოვლისმომცველად და ყოვლისგამჭოლად, უსაწყისოდ და უსასრულოდ, უქმნელად და მარადიულად. აღიარებულია სხვადასხვა ღვთაებრივი, ნახევრადღვთაებრივი, დემონური, ნახევრადდემონური და ადამიანური არსებების არსებობა, რომლებიც უნივერსალური სულის ემანაციებად, რადიაციებად ითვლებიან. ისინი წარმოადგენენ აგრეთვე მის ცოცხალ, ინდივიდუალურ, ავტონომიურ იპოსტასებს ანუ მოდუსებს, რომელთა რაოდენობა უსასრულოა. თავად მატერიალური კოსმოსი ითვლება ამ უზენაესი სულის საბოლოო ემანაციად და რადიაციად. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.