Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

,,ამ ყველაფერს უკან დგას საპატრიარქო და პატრიარქი, რომლის ერთ სიტყვაზედაც ხალხს შეუძლია, ბიძინა ივანიშვილის მთავრობაც ხვალვე გადმოაყირაოს”

სკანდალური ინტერვიუ თეა თუთბერიძესთან

ცოტაც და, შემდეგი გაჩერება თეოკრატია იქნება. 90-იან წლებში, უნივერსიტეტში, სამართლის ისტორიას ერთი ღირსეული პროფესორი გვასწავლიდა. ერთ-ერთ ლექციაზე ვრცლად გვესაუბრებოდა, თუ როგორ და რა ფორმებით ცდილობდა ქრისტიანული ეკლესია კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ხალხზე, სახელმწიფოზე გავლენის მოხდენას, იდეოლოგიის თავს მოხვევას, გვიყვებოდა ინკვიზიციაზე და ა.შ. პროფესორი საუბრობდა ზოგადად ქრისტიანულ ეკლესიაზე, ვთხოვე დაეკონკრეტებინა, რომ კათოლიკური ეკლესია იყენებდა ამ მეთოდებს და არ იყენებდა მართლმადიდებელი ეკლესია. მახსოვს, მომიახლოვდა და აუღელვებლად მითხრა – მართლმადიდებელ ეკლესიას არ ჰქონდა ის ძალა, რაც ჰქონდა კათოლიკურს, თორემ მერწმუნე, იგივეს განახორციელებდა”. მაშინ არ დავუჯერე, მხოლოდ ზრდილობიანად გავჩუმდი. დღეს უკვე მჯერა – ვნახე რა ,,ტაბურეტკებით’‘ ამხედრებული მამაოები, მხოლოდ საკუთარ მრევლს კი არა, ყველას რომ უდგენენ ცხოვრების წესს, მონოპოლიას აცხადებენ სიკეთეზე, ქველმოქმედებაზე და ხელისუფლებაც მორჩილად უქნევს თავს. ამ დღეებში კიევის პატრიარქმა ფილარეტიმ გაავრცელა უკრაინის ევროინტეგრაციის მხარდამჭერი მიმართვა. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ღიად აფიქსირებს თავის პოზიციას - მხარს უჭერს ევროინტეგრაციას. ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის საკითხებზე საუბარი, თეა თუთბერიძესთან სწორედ ამ მიმართვაზე საუბრით დავიწყეთ, რადგან პოზიციის პროგრესულობის მიუხედავად, იგი მაინც წარმოადგენს ეკლესიის ჩარევას სახელმწიფოს საქმეებში.

_ ყველა, ვინც ადეკვატურად აღიქვამს რეალობას, ხედავს, რომ აბსოლუტურად განსხვავებულია კიევის პატრიარქისა და ჩვენი პატრიარქის მიდგომები. სამწუხაროდ, განსხვავებით უკრაინისგან, ჩვენს ქვეყანაში ეკლესია ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებების კეთებით არის დაკავებული. გავიხსენოთ საქართველოს პატრიარქის ბოლოდროინდელი განცხადებები _ ომიდან ერთი წლის თავზე ხომ სწორედ მან განაცხადა, რომ თურმე საქართველოს ბრალი ყოფილა ომის დაწყება, რომ როდესაც გემის კაპიტანი ხედავს კლდეს, არ უნდა შეეჯახოს, გვერდი უნდა აუაროს, გასასვლელი იპოვოს და ა.შ. მე ძალიან კარგად ვიცი, რომ სანამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი გადაწყვეტილებას მიიღებდა, ჩვენი ქვეყნის ჯარის ნაწილების ჩვენივე ქვეყნის ტერიტორიაზე, ჩვენივე ქვეყნის მოქალაქეების დასაცავად შეყვანის შესახებ, იგი კონსულტაციებს გადიოდა ოპოზიციის წარმომადგენლებთან. როგორც ვიცი, ილია მეორესთანაც იმყოფებოდნენ დეპუტატები ამ თემებზე სასაუბროდ, რჩევაც ჰკითხეს, თუმცა მას არ მიუთითებია, სად იყო კლდე და სად _ გასასვლელი. ამ გამოსავალში თუ ილია მეორე თბილისის თავზე რუსული დროშის აფრიალებას გულისხმობდა, არ ვიცი, თორემ გამოსავალი, სამწუხაროდ, არ იყო. თუ იყო და მან ეს იცოდა, მაშინვე შეეთავაზებინა. საზოგადოების ნაწილი ფანატიზმშია გადავარდნილი და პატრიარქის ნებისმიერი განცხადება, როგორი ანტისახელმწიფოებრივიც არ უნდა იყოს, სათანადოდ არ არის აღქმული, რაც კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის.

_ კიევის პატრიარქის პოზიცია უდავოდ პროგრესულია, თუმცა ესეც ხომ პოლიტიკურ პროცესებში ჩარევაა, უნდა ჩაერიოს ეკლესია პოლიტიკურ პროცესებში?

_ არ ვარ მომხრე, ეკლესია ერეოდეს სახელმწიფოს საქმეებში ისევე, როგორც სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ეკლესიის შიდა საქმეებში. ჩარევა გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ქვეყნის ბედი წყდება და ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას.

_ ნებისმიერი ჩარევის დროს საეკლესიო პირებიც სწორედ მაგ არგუმენტს იშველიებენ, იგივე თქვეს 17 მაისსაც _ აცხადებდნენ, რომ ახალგაზრდობა ირყვნება და არ დაუშვებდნენ და ა.შ.

_ მათ ძალიან კარგად ესმით, რასაც აკეთებენ. აქცია, რომელიც საზოგადოებას მიაწოდეს სხვა კუთხით, ჰომოფობიის წინააღმდეგ იყო მიმართული, მათ კი მრევლს აუხსნეს რომ ეს იყო ,,გეიპარადი’‘. ეს იყო არა რამდენიმე ათეული ახალგაზრდის წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ კუნთების ჩვენება სახელმწიფოსთვის _ ვინ უფრო ძლიერია და რეალურად ვის უფრო მეტი გავლენა აქვს ქვეყანაში ეკლესიას თუ ხელისუფლებას. ანალოგიური მცდელობები წინა ხელისუფლების დროსაც იყო და, სამწუხაროდ, ვერც მან მიუჩინა თავისი ადგილი ეკლესიას. 2009 წლის აქციებზე, ტელევიზიასთან, რამდენიმე ხულიგანმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტსა და ოპერატორს. მაშინ მთელი საპატრიარქო ფეხზე დადგა, რათა დამნაშავეები გამოეშვათ. ცხადია, პრობლემაა როდესაც მსგავსი განცხადებები კეთდება ეკლესიის მიერ, მაგრამ უფრო დიდი პრობლემაა, როდესაც სახელმწიფო ამ ულტიმატუმებს ემორჩილება და დგამს იმ ნაბიჯებს, რაც საბოლოოდ ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობას უთხრის ძირს. მთელი ის ხუხულა, რაც აგებულია ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში, მთელი ეს შუშის კოშკი დამყარებულია ფანატიზმზე და არა რწმენაზე. ესაა რაღაც ერთობა, რომელიც დგას შუშის ფეხებზე და ერთ პატარა კენჭს შეუძლია მარტივად დაფშვნას. მართლმადიდებლობასა და ეკლესიას ებრძვის არა თეა თუთბერიძე და რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელიც ხედავს პრობლემებს ეკლესიის შიგნით, არამედ ის სიბნელე, რომელიც გამეფებულია ეკლესიის შიგნით და რასაც თავად საპატრიარქო უწყობს ხელს, ნაცვლად იმისა, რომ ებრძოდეს.

_ ვინც დღეს ეკლესიას აკრიტიკებს, შეიძლება პირობითად ორი ნაწილად დავყოთ _ ვინც გულშემატკივრის პოზიციიდან აკრიტიკებს და მეორე _ საერთოდ შორს რომ დგას ყოველგვარი რწმენისგან, ათეისტია და აგდებულად მოიხსენიებს, ანეგდოტებს ჰყვება ღვთისმშობელზე, ქრისტეზე... ეს ადამიანები რეალურად არღვევენ სხვათა უფლებებს, სხვის რელიგიურ გრძნობებს აყენებენ შეურაცხყოფას.

_ მესმის, ეს შეიძლება ასედაც იყოს აღქმული, თუმცა ასევე არის იმ ადამიანის გამოხატვის თავისუფლება, ისინი ასე მიიჩნევენ საჭიროდ თავისი დამოკიდებულების გამოხატვას.

_ შენი უფლება მთავრდება იქ, სადაც სხვისი იწყება.

_ ადამიანის უფლებათა პირამიდაში, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება გაცილებით მაღლა დგას სხვა უფლებებზე. თუ გახსოვთ, ძალიან დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა მუჰამედის კარიკატურებს, მაგრამ ის ადამიანი არ დასჯილა და ვერც დაისჯებოდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის მისი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ვიღაცამ თავისი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად შეიძლება ისიც აღიქვას, მე რომ ილია მეორეს ვაკრიტიკებ, მაგრამ მე მაქვს კრიტიკის სრული უფლება. ეს ძალიან პირობითია, და თუ ჩვენ დავუშვებთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას იმის გამო, რომ ვინმეს რელიგიური გრძნობები ილახება, ეს ძალიან ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს. დავანებოთ თავი იმას, ვინც აქილიკებს რწმენას _ როგორ იღებს იმათ, ვინც გულშემატკივრის პოზიციიდან აკრიტიკებს ეკლესიას? პირველად ვინც ეკლესიის შიდაპრობლემებზე ალაპარაკდა, სწორედ მისი გულშემატკივარი იყო... 2009 წელს კითხვები გავუგზავნეთ ილია მეორეს, 30-მდე კაცი ვმუშაობდით ამ კითხვებზე მიუხედავად იმისა, რომ ხელთ კონკრეტული დოკუმენტები და მტკიცებულებები გვქონდა, საკითხები ჩამოვაყალიბეთ არა მტკიცებითი ფორმით, არამედ კითხვების ფორმით. მას ერთ დღეღამეში ხელი მოაწერა 235 ადამიანმა და გავაგზავნეთ საპატრიარქოში, რაზეც გვიპასუხეს, რომ ამ 235 ადამიანს არ თვლიდნენ საზოგადოების ნაწილად. რა უფლება აქვს საპატრიარქოს ან პატრიარქს ჩამოგვართვას საზოგადოების წევრის სტატუსი ან მე, ან იმ 234 ადამიანს? საერთოდ, რამდენად ემსახურებიან რეალურად მართლმადიდებლობასა და ეკლესიას ისინი, ვისაც ანაფორა აცვია? ხშირად ხომ ისინი არიან ანაფორაგადაცმული კრიმინალური აზროვნებისა და მენტალიტეტის პირები და საბოლოოდ, თუ ვინმე მართლაც ებრძვის ეკლესიას სწორედ ისინი და არა ათეისტები ან გულშემატკივრები, რომლებიც აკრიტიკებენ.

_ საეკლესიო პირები ღიად მოითხოვენ, ცალკე ფრაქციას პარლამენტში, მეტიც, თურმე ბიძინა ივანიშვილს მიმართავდნენ კიდეც, სახალხო დამცველად მეუფე იობი დაენიშნა.

_ მადლობა ბიძინა ივანიშვილს, რომ მათი ეს თხოვნა არ გაითვალისწინა, ეს იმდენად ცდება ადეკვატური აზროვნების ჩარჩოებს, რომ თვით ივანიშვილიც კი ვერ აუხდენდა მათ ამ ოცნებას. იმედი მაქვს, არც მომავალში უწერია ახდენა. ამ ქვეყანაში მე არაფერს გამოვრიცხავ, უბრალოდ, ვიტოვებ იმედს, რომ მსგავსი არაფერი მოხდება.

_ თუმცა ბოლო დროს კონსტიტუციური მონარქიაზე ალაპარაკდნენ და... (არ მამთავრებინებს, _ რ.შ)

_ მე მაინტერესებს რაინდი სად იყო ჩვენს ისტორიაში, იქნებ ეს აგვიხსნას ვინმემ და მერე აღვადგინოთ მონარქია.

_ ამ პროექტს ეკლესია ლობირებს და ხომ არაა ეს ისევ და ისევ გავლენის გასაძლიერებლად, ხომ არ მივიღებთ კონსტიტუციურ მონარქიის ნიღაბს ამოფარებულ თეოკრატიულ მონარქიას?

_ ეს არ არის მხოლოდ საპატრიარქოს სცენარი, ეს არის რუსული სპეცსამსახურების ერთ-ერთი სცენარი და სწორედ მათი მხრიდანაა ყველაფერი ხელშეწყობილი. ახლა ამ ყველაფერს ძალზე არასერიოზულად კი ვუყურებთ და გვეცინება, მაგრამ ივანიშვილსაც ძალიან არასერიოზულად უყურებდნენ, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ფულმა ძალიან დიდი როლი ითამაშა. მე ამ ყველაფერს შიშით ვიყურებ, რადგან აქ მარტო ბაგრატიონები არ არიან, ამ ყველაფრის უკან დგას ძალიან დიდი რუსული ფული, საპატრიარქო და პატრიარქი, რომლის ერთ სიტყვაზედაც ხალხს შეუძლია, ხვალვე გადმოაყირავოს ბიძინა ივანიშვილის მთავრობაც კი.

_ თავის დროზე, მერაბიშვილიც საუბრობდა, რომ ბაგრატიონები პრიმაკოვის პროექტი იყო, მაშინ ამ ვერსიას ლოგიკა გააჩნდა - რუსეთს სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება სურდა და თუკი ბაგრატიონები ავიდოდნენ ტახტზე, სააკაშვილი ხავერდოვნად დარჩებოდა განზე. რაღატომ გახდა ეს აქტუალური ინაუგურაციის წინა დღეებში, ისევ კუნთების დემონსტრირებაა?

_ არა მხოლოდ. თუ ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ საპატრიარქოში, მათ შორის სინოდში, აღარ არიან რუსული სპეცსამსახურების დასაყრდენები, ძალიან ცდება. რუსულმა სპეცსამსახურებმა ძალიან კარგად იციან, რომ ვერც ივანიშვილი და ვერც მის მიერ დანატოვარი გუნდი საბოლოოდ ვერ შეინარჩუნებს იმ მხარდაჭერას, რომელიც ამ ეტაპზე აქვთ. ყველა ძალიან მალე საბოლოოდ დარწმუნდება, რომ მათ ოცნებებს ახდენა არ უწერია და ამ ხელისუფლებას დიდი პერსპექტივა არ გააჩნია, ამიტომაც რამოდენიმე სცენარი არსებობს, მათ შორის ერთ-ერთი სწორედ ბაგრატიონების ტახტზე აყვანაა.

_ ამბობ, რომ პასუხისმგებლობას აკისრებ, პასუხს ითხოვ სახელმწიფოსგან, რომელიც არ აჩერებს ეკლესიას. არადა, იგივე მოხდა უსახლკაროთა თავშესაფრის თემაზე, როცა ეკლესია წინ აღუდგა ,,იდენტობის’‘ ამ ინიციატივას. კიდევ უფრო გაუგებარი იყო სერგეენკოს პოზიცია, რომელიც პასუხისმგებელი საზოგადოების წინაშე. საზოგადოებამ ეს ხელისუფლება აირჩია და არა საპატრიარქო. ფაქტია, სახელმწიფო ვერ უძლებს ეკლესიის ზეწოლას, სადამდე შეიძლება მივიდეს ეს?

_ სადამდეც მივედით და კიდევ უარესამდეც. მე ამ პრობლემას ვერ დავაბრალებ ამ ხელისუფლებას, ეკლესია წინა ხელისუფლებამ გაათავხედა.

_ და იმის წინამ?

_ ძალიან კარგად იცით ჩემი დამოკიდებულება შევარდნაძის მიმართ, მაგრამ მან ზუსტად იცოდა, როგორ მოქცეულიყო ეკლესიასთან. 1995 წლის 25 დეკემბერს, ოპერის თეატრში, ილია მეორის აღსაყდრებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, შევარდნაძემ ღიად განაცხადა, რომ მას მიუძღვის ძალიან დიდი წვლილი ილია მეორის პატრიარქად კურთხევაში. კადრები მაქვს ნანახი, როგორ მოდიან შევარდნაძე და ილია მეორე, შევარდნაძე მხარზე ხელს ურტყამს და ,,მღვდელი გამოატარეთ, მღვდელიო’‘, ირონიული სახით ამბობს. ეს კადრები დღესაც ინახება საზმაუწყებლის არქივში. ვერ ვიტყვი, რომ შევარდნაძის გათავხედებულია ეკლესია ან მის დროს იმდენს ბედავდნენ, რამდენიც სააკაშვილის დროს გაბედეს. შევარდნაძე იყენებდა ეკლესიას იმ დოზით, რა დოზითაც სჭირდებოდა, მიხეილ სააკაშვილს მოუვიდა მეტისმეტი, რაც უკან მოუბრუნდა ძალიან ცუდად. მიხეილ სააკაშვილს ვარდების რევოლუციის შემდეგ ჰქონდა ძალიან დიდი ლეგიტიმაცია, დიდი მხარდაჭერა და მაშინ უნდა დაეწყო ამ ინსტიტუტთან იმ ფორმით ურთიერთობა, როგორც ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა _ დაეჭირა მღვდლები, რომლებსაც ნარკოტიკები შეჰქონდათ ციხეებში პატიმრებთან, არ გამოეშვათ, არ მიეჩქმალათ ეს ფაქტები და ა.შ. მაშინ ჩვენ ამ რეალობის წინაშე არ აღმოვჩნდებოდით. სამწუხაროდ, ეს ჯერ არ გააკეთა და მერე უკვე ვეღარ გააკეთა და ივანიშვილის ხელისუფლებას ძალიან ცუდი მემკვიდრეობა ერგო. იგი ვერც შეძლებს ამის წინააღმდეგ ბრძოლას და ბევრს არც ექნება სურვილი, წინააღმდეგობა გაუწიოს ეკლესიის მსგავს გამოვლინებებს.

_ ამ ინტერვიუს შემდეგ, როგორც მინიმუმ, ბართლომეს წყევლა გელის!

_ ეს ძალიან სასაცილოდ მეჩვენება. მე არ ვთვლი ამ ადამიანებს სასულიერო პირებად, ისინი ჩემთვის სხვა რაღაცასთან ასოცირდება და არა იმ ანაფორიან კრიმინალებთან, რომლებიც დღეს ეკლესიას აფარებენ თავს. იმ მიდგომებით, რომელიც ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს, იგი დღეს თუ ხვალ აუცილებლად ჩამოიშლება. რამდენადაც არ უნდა ცდილობდეს, ჰყავდეს ბნელი მრევლი, ტექნოლოგიები, პროგრესი თავისას გაიტანეს. საერთოდ, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია განათლების პრობლემა და, მგონი, სააკაშვილიც მიხვდა, რომ დაუშვა ძალიან დიდი შეცდომა, განათლებაში რომ არ ჩადო იმაზე მეტი, ვიდრე დებდა სახელმწიფო. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ახალგაზრდა განათლებას იღებდეს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, სადაც არა გვაქვს კარგი სისტემა, არამედ ქვეყნის გარეთ. მაინც ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუსრულებია თავისი პოლიტიკური კარიერა და გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავ შეძლებს ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმის კეთებას. ვფიქრობ, მთელი ის შეცდომები...

_ არ გამორიცხავ ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის მობრუნებას?

_ რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, მაგრამ, ვფიქრობ, იგი იმ გუნდთან ერთად, რომელი ჰყავდა, არ უნდა მობრუნდეს.

_ ვისთან გაქვს პრეტენზია?

_ ძალიან ბევრთან, შაშკინით დაწყებული და ბევრი სხვა ადამიანით დამთავრებული, ვინც კახა ლომაიას შემდეგ, განათლების რეფორმა აქცია ფასადურ რეფორმად. შეცდომა იყო იმათი გვერდით დაყენება, ვინც მხოლოდ შემსრულებელი იყო და საკუთარი ტვინი ნაკლებად ჰყოფნიდა, საკუთარ უწყებაში საქმე დამოუკიდებლად ეკეთებინა. ასეთი მონური მენტალიტეტის ადამიანები არ უნდა იდგნენ სააკაშვილის გვერდით, რადგან სწორედ ამან დაღუპა.

_ თქვენც ეთანხმებით მოსაზრებას, რომ სააკაშვილი დაიღუპა? სად ჩანს, რომ დაღუპულია, ორი ვადა მოათავა მშვიდობიანად და თანაც ვამბობთ რომ აქვს ხელისუფლებაში მობრუნების შანსიო?!

_ არა, მე ვსაუბრობ იმაზე, რომ მისმა ხელისუფლებამ ვერ შეინარჩუნა პოლიტიკური ძალაუფლება ქვეყანაში.

_ გამოდის, რომ დაიღუპა მისი გარემოცვა და არა თავად სააკაშვილი, რომელსაც ადგილი განაღდებული აქვს ისტორიაში.

_ დაიღუპა გარემოცვა და რეალურად ქვეყანა, თორემ მართალი გითხრათ, ეგ გარემოცვაც ნაკლებად მაინტერესებს. ჩემთვის მთავარია ქვეყნის ინტერესები და ის საფრთხე, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას, თორემ სააკაშვილი მსოფლიოში დარჩა, როგორც დემოკრატიული ლიდერი. ამ საფრთხეების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, თუ სწორად გატარდებოდა რეფორმები და შეირჩეოდა კადრები. სამწუხაროდ, სააკაშვილის გარემოცვიდან ჩამოაშორეს ბაჩო ახალაიას გარდა, ყველა ის მინისტრი, რომელიც დამოუკიდებელი მოთამაშე, ფიგურა იყო დაწყებული კახა ლომაიადან დამთავრებული კახა ბენდუქიძით, ყველა, ვინც გადაწყვეტილებას იღებდა და აქედან დაიწყო ხელისუფლების ჩამოშლა, რეალურად კი მივიდა იმ ლოგიკურ დასასრულამდე, სადაც მივიდა.

რეზო შატაკიშვილი

“ტაძარი, ფული და ერთი შანსი” – ახალი შოუ “TV კვირიკეზე”

თბილისი, 11 ივლისი – სამების საკათედრო ტაძრის ეზოში “ლაღიძის კაფის” გახსნის შემდეგ საქართველოს საპატრიარქოს დამატებითი შემოსავალი გაუჩნდა, რის შედეგადაც ორგანიზაციაში ამ ფულის ტაძრების მშენებლობაზე დახარჯვის გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც საპატრიარქოში იუწყებიან, წლიური 25 მლნ. დაფინანსება და ხატებისა და საეკლესიო ნივთების ბიზნესიდან შემოსული თანხები ტაძრების აშენებისათვის საკმარისი არ იყო და მხოლოდ გასტრონომიულ ბიზნესს შეუძლია ქართველთა სულიერ სამყაროს შეეხიდოს. “საქართველოში დღეს ძალიან ბევრი ტაძარი შენდება და დამატებითი შემოსავლის მიუხედავად ყველას დაფინანსება შეუძლებელი იქნება” – განაცხადა საპატრიარქოს პრეს-სპიკერმა მამა მიხეილ ბოტკოველმა. მისი თქმით, ბიუჯეტის გადანაწილება მხოლოდ რამდენიმე ტაძარზე იქნება შესაძლებელი, ხოლო რომელი ტაძარი იქნება ეს ამას “TV კვირიკეზე” გასულ გადაცემაში სპეციალურად შერჩეული ჟიური გადაწყვეტს.

“ჟიურის წევრების ვინაობა ჯერ უცნობია, გეტყვით მხოლოდ იმას, რომ რამდენიმე ადამიანთან – როგორც სასულიერო, ისე საერო პირებთან, მიმდინარეობს მოლაპარაკება.” განცხადა “TV კვირიკეს” გენერალურმა დირექტორმა დეკანოზმა გიორგი ყიფშიძემ. როგორც ჩიტისთვის გახდა ცნობილი, ჟიურში შესაძლებელია ვიხილოთ მარინა ბერიძე, რომელიც დასაფინანსებელი ტაძრის მგალობელთა გუნდს შეაფასებს. გადაცემის ფორმატის მიხედვით ჟიურის წინაშე ტაძრის წარმომადგენლები წარსდგებიან, რომლებიც შეეცდებიან დაამტკიცონ, რომ მათი ტაძარი ყველაზე პრიორიტეტულია ერის სულიერი განვითარების ამ ეტაპზე. ჟიურის წევრები გაითვალისწინებენ ისეთ მაჩვენებლებს როგორიცაა: ზარის ხმის გავრცელების რადიუსი, გუმბათის სიმაღლე, დარბაზის ფართი და სხვ. ექსპერტების რჩევით, კონკურსანტები პრეზენტაციისას ზუსტად ისეთივე სათნო ხმით უნდა მოყვნენ ტაძრის შესახებ, როგორც ამას სატელევიზიო რეკლამებისას აკეთებენ. აღნიშნულის გამო უკვე დაწყებულია სათნო ხმების კასტინგი საქართველოს სხვადასხვა ტაძრებში.

“TV კვირიკესა” და საპატრიარქოს მესვეურებს იმედი აქვთ, რომ ეს პროექტი საქართველოში ახალ სასულიერო ეპოქას ჩაუყრის საფუძველს და ტაძრების მშენებლობას საშველი ბოლოს და ბოლოს დაადგება.

პროექტის წარმატების შემთხვევაში ტელევიზია სხვა გადაცემების ამუშავებასაც აპირებს. მაგალითად, ერთ-ერთი იქნება “იქადაგე და მოიგე” – რომელშიც სასულიერო პირები, რომელთა სახელფასო ბიუჯეტზე საპატრიარქოს 2 მილიარდიანი ქონება არ ჰყოფნის, შეეცდებიან ჟიურის წევრებს უქადაგონ და თუ მათ რწმენას 1 წუთის განმავლობაში გააღრმავებენ ფულად ჯილდოს მიიღებენ. თუმცა, ახალი პროექტისთვის უკვე სხვა კაფის ან “ზავიძეენიის” გახსნა იქნება საჭირო.

ტეგები:
,
,

- See more at:

|

ორშაბათი, 01 აპრილი 2013 11:19

საქართველოს საპატრიარქო ბიუჯეტიდან მიღებული 25 მილიონი ლარის ხარჯვაზე განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქოს ინფორმაციით, მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების შესახებ და იყო მცდელობა, რომ საზოგადოებას უარყოფითი განწყობა შექმნოდა ამ თანხის გამოყოფის გამო. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით რამდენიმე დღე მიმდინარეობდა მსჯელობა სახელმწიფოს მხრიდან 25 მილიონი ლარით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების შესახებ და იყო მცდელობა იმისა, რომ საზოგადოებას უარყოფითი განწყობა შექმნოდა ამ თანხის გამოყოფის გამო.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ შემდეგი: 1. საერთოდ, სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური გაერთიანებების პრდაპირი ან ირიბი (ხელფასები სასულიერო პირებისათვის, ზრუნვა მათ საყოფაცხოვრებო პირობებზე, გრანტები, ფინანსური შეღავათები და სხვ.) დაფინანსება ჩვეულებრივი პრაქტიკაა დემოკრატიული ქვეყნების და, მათ შორის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის.

ამასთან, ამ მიზნით იქ გაცილებით დიდი ფინანსები გაიცემა და ეს ხდება, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ევროპაში არც აგრესიულ ათეიზმს და არც კომუნისტურ ეპოქას ადგილი არ ჰქონია.

2. 2002 წლის 14 ოქტომბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმებით (XI მუხლი), სახელმწიფო აღიარებს XIX და განსაკუთრებით XX საუკუნეში, კომუნისტური რეპრესიების დროს, ეკლესიისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულებას. ჩვენის მხრიდანაც არაერთხელ იქნა განმარტებული, რომ საპატრიარქო სახელმწიფოსგან თანხას სწორედ ამ სახით იღებს. ამდენად იგი არ წარმოადგენს დახმარებას, როგორც ეს გაფორმდა წინა ხელისუფლების მიერ, არამედ, – მიყენებული ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურებას; ვიმედოვნებთ, ხელისუფლება მომავალში სწორედ ამ ფორმულირებას მიანიჭებს მას.

3. მიუხედავად იმისა, რომ ეს თანხა არ არის მიზნობრივი და მის განკარგვაში ეკლესია თავისუფალია, ჩვენ, გავითვალისწინეთ რა, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, არ მოვიხმარეთ იგი საკუთარი საჭიროებისათვის (თუმცა სოფლად, განსაკუთრებით მთის რეგიონში, მოღვაწე სასულიერო პირების შემოსავალი მეტად მწირია, ასევე საპატრიარქოს თანამშრომლების ხელფასებიც მიზერული, – 180 ლარიდან 220 ლარამდე) და ვამჯობინეთ გადასახადის გადამხდელთა თანხები, ჩვენის აზრით, მეტად მნიშვნელოვანი ორი მიმართულებით, - სოციალური და საგანმანათლებლო საქმიანობით, – ისევ ხალხისთვის დაგვებრუნებინა.

4. რატომღაც იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ეკლესია ასაიდუმლოებს 25 000 000 ლარის განკარგვას, მაშინ, როდესაც დაინტერესებულ პირთ ისედაც შეუძლიათ მასალა იხილონ ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე. შევნიშნავთ იმასაც, რომ ფული ხელზე არავის მიეცემა, არამედ ერიცხებათ კონკრეტული დანიშნულებით, ნაწილ-ნაწილ, წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით და ეს პროცესი სახელმწიფოს მხრიდან კონტროლდება.

5. სულ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებულ 90-მდე სასწავლო დაწესებულებაში 17 918 მოსწავლეა, რომელთაგან 856 მუდმივად ცხოვრობს პანსიონში, 525 ბავშვთა სახლებშია, 130 მოხუცებულთა თავშესაფარში, ამათ ყველას 2119 თანამშრომელი ემსახურება, რომელთგან 1364 პედაგოგია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ხელფასების გარდა, ეკლესიამ უნდა უზრუნველყოს სათანადო შენობების აგება, მათი კეთილმოწყობა და მოვლა-პატრონობა, კომუნალური ხარჯების დაფარვა და სათანადო კვება, ბუნებრივია, რომ გამოყოფილი თანხა ამას არ ეყოფა და არც ყოფნის. ამიტომაც რიგი სასწავლებლები მხოლოდ ნაწილობრივ ფინანსდება და ისინი იძულებულნი არიან, შემოსავლის სხვა წყაროები მოიძიონ.

6. წარმოგიდგენთ 25 000 000 ლარის განაწილების ცხრილს: 2013 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული საპატრიარქოს ორგანიზაციების სია : გელათის სასულიერო აკადემია, ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, ქუთაისის სასულიერო სემინარია, ახალციხის სასულიერო სემინარია, მ.შ. სასულიერო სემინარია საფარაში, სამრევლო სკოლები: ასპინძაში, ვალეში, სოფ. უდეში, სოფ. არალი, სოფ. ივლიტი, სოფ. ბენარი, სოფ. მოხი. გელათის მეცნიერებათა აკადემია, თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია, მ.შ. სასულიერო აკადემია-სემინარია, საღვთისმეტყველო ინსტიტუტი , საქართველოს საპატრიარქოს წმ.ილია მართლის სახ. თბილისის სკოლა, ა(ა)იპ – მესტიის ქრისტიანული განათლების ცენტრი, მ.შ. ქრისტიანული კულტურის ცენტრი, გიმნაზია, საქ. ნიკო ბაგრატიონის (ნიკო ბურის) კავშირი (ნიკო ბაგრატიონის სახელობის თავად-აზნაურთა სკოლა-ლიცეუმი) (თბილისში), ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმ. მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლა, ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახ. სკოლა-პანსიონი (თბილისში), ა(ა)იპ ალავერდის ეპარქიასთან არსებული წმიდა ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ამბროსი ხელაიას სახ. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა (მარტვილში) (სკოლა-პანსიონი) , ა(ა)იპ წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახ. წყალტუბოს სასულიერო გიმნაზია, ა(ა)იპ ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახ. სამრევლო სკოლა (ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა), ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოანე ბოლნელის სახ. სკოლა (ბოლნისში), ა(ა)იპ წმინდა ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელების სახ. მართლმადიდებლური ზოგადსაგანმანათლებლო საშ. სკოლა (თბილისში), ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული მოძრაობა დავითიანნი, ა(ა)იპ ”წმინდა ნინოს სახელობის საირხის სასულიერო სკოლა-პანსიონი” (საჩხერის რ-ნ), ა(ა)იპ ”წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლური სკოლა”, ა(ა)იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია, ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ნინოს სახ. სამრევლო სკოლა (ოზურგეთში), ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ლანჩხუთის წმიდა იოანე ნათლოსმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზია, ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ზუგდიდის წმ.გიორგის სახ. გიმნაზია, ა(ა)იპ სტეფანწმიდის წმინდა ილია მართლის სახ. გიმნაზია-პანსიონი, ა(ა)იპ ყვარლის წმ. აბიბოს ნეკრესელის სახ. სასულიერო სემინარია (ყვარელში), ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი (სამედიცინო) (თბილისში), ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახ. მართლმადიდებლური სკოლა (თბილისში), ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ლაზარე, ა(ა)იპ წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახ. სკოლა (ნიქოზში), ა(ა)იპ ცაგერისა და ლენტეხის საგანმანათლებლო და კულტურულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, გიმნაზიები: ცაგერში, ლენტეხში, სემინარია, საღვთისმეტყველო ინსტიტუტი , ა(ა)იპ მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლა, ა(ა)იპ სულიერებისა და კულტურის ცენტრი (გორში), მ.შ. გიმნაზია გორში, საბავშვო ბაგა-ბაღი, კულტურისა და სულიერების ცენტრი, კასპის სამრევლო სკოლა, სობისის სამრევლო სკოლა, უპოვართა სასადილო კარალეთში, უმწეოთა თავშესაფარი, ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატი (დედოფლისწყაროში), ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლა (ოზურგეთი), ა(ა)იპ წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია (სენაკში), ა(ა)იპ რუსთავისა და მარნეულის ეპარქიასთან არსებული სახელობო სკოლა, ა(ა)იპ წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯი (თბილისში), ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ურბნისისა და რუისის ეპარქიის ქარელის წმ.გიორგი მთაწმინდელის სახ. გიმნაზია, ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონი (ხაშურში), ა(ა)იპ საქართველოს საპატრიაროსთან არსებული წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის დედათა და ბავშვთა თავშესაფარი (წავკისში) , ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა მოციქულთა სწორის ნინო ქართველთგანმანათლებლის სახელობის ვანის მართლმადიდებლური გიმნაზია, ა(ა)იპ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის განვითარების ფონდი, სამრევლო სკოლა თიანეთში , სამრევლო სკოლა შატილში, ა(ა)იპ ქართული საგალობლისა და სიმღერის საერთაშორისო ცენტრი, სრულიად საქართველოს საპატრიარქო, მ.შ. დასავლეთ ევროპის ეპარქიის განათლების ცენტრი (11 სამრევლო სკოლა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში), საპატრიარქოს განათლების ცენტრი, ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს გიორგი მთაწმინდელის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი (მგალობელთა და ლოტბართა) (თბილისში), მ.შ. სასწავლო უნივერსიტეტი, საპატრიარქოს სამრევლო სკოლა, სამების ტაძრის მგალობელთა გუნდი, ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯი (თბილისში), ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი, ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებული მოწყალების ცენტრი , ა(ა)იპ "საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმიდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზია" (ზუგდიდის რ-ნ), ა(ა)იპ "საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიათან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი", საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სიმონ კანანელის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრისათვის გადასაცემი გრანტი, მ.შ. მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლი ზესტაფონში, საბავშვო ბაგა-ბაღი ზესტაფონში , გიმნაზია ხარაგაული, ა(ა)იპ – ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის საგანმანათლებლო ცენტრისათვის გადასაცემი გრანტი, მ.შ. მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა გიმნაზია-პანსიონი (ბავშვთა სახლი), გიმნაზიები: ბათუმში, ჩაქვში, ქობულეთში, სემინარია ბათუმში. საბავშვო ბაღები: ბათუმში, ქობულეთში , ჩაქვში, მართლმადიდებლური ცენტრი ქობულეთში, საზაფხულო ბანაკი ქობულეთში, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატისათვის გადასაცემი გრანტი (ჯავახეთში), საქართველოს საპატრიარქოს ბათუმის წმინდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანისათვის გადასაცემი გრანტი (მოხუცთა თავშესაფარი), საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრისათვის გადასაცემი გრანტი (ხულოში), მ.შ. გიმნაზიები: ხულოში , ხიჭაურში, საბავშვო ბაღი ხულოში, წმინდა გიორგი მთაწმინდელის მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრისათვის გადასაცემი გრანტი, მ.შ. ძეგვის ბავშვთა სახლი, ბედიანის ბავშვთა სახლი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისათვის გადასაცემი გრანტი (თბილისში), საქართველოს საპატრიარქოს ა(ა)იპ – ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტისათვის გადასაცემი გრანტი (ზემო აჭარაში), ა(ა)იპ – სმენადაქვეითებულ ბავშვთა რეაბილიტაციის და ადაპტაციის ცენტრისათვის გადასაცემი გრანტი (ბათუმში), საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიის სუბსიდირების ღონისძიებები, ა(ა)იპ – ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის სასწავლო ცენტრისთვის გადასაცემი გრანტი, მ.შ. სახელობო სასწავლებელი, საღვთისმეტყველო სასწავლებელი, ა(ა)იპ ფოთის საგანმანათლებლო და კულტურულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, მ.შ. სემინარია, გიმნაზია, ახალგაზრდული ცენტრი.

ზემოთ აღნიშნული აქტიურობების გარდა და მწირი შემოსავლის მიუხედავად, ჩვენ არაერთ სხვა საქველმოქმედო საქმიანობასაც ვეწევით, მაგრამ სახარებისეული პრინციპიდან გამომდინარე, – ,,მარჯვენამ არა იცოდეს, რასა იქმს მარცხენა," ხმაურს არასოდეს ვტეხდით; თუმცა, ბოლო დროინდელმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ „ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა." და ბოლოს, კამპანია, რომელიც აგორდა მუსლიმურ ოჯახში დაბადებული გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების გამო, კარგია რომ საზოგადოებამ გაითავისა, მაგრამ შხამიანი ისრების დამიზნება, რატომღაც ძირითადად საპატრიარქოსთვის უნდოდათ. საქართველოში ყველა ბუნებრივი პირობაა იმისათვის, რომ შიმშილით არც ბავშვი გარდაიცვალოს და არც მოხუცებული, არც სანაგვეში ეძებოს ვინმემ ლუკმა-პური. საყოველთაო გაჭირვების მიზეზი რომ ეკლესიისთვის გადმორიცხული და სახელმწიფო ბიუჯეტისთვის „დაკლებული" 25 მილიონი ლარი არ არის, ვგონებთ, ცხადზე ცხადია; ცხადია ისიც, რომ ეს ყველაფერი ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებული მორიგი შემოტევის ნაწილია, სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც ყოველთვის, ახლაც „მოწოდების სიმაღლეზე" აღმოჩნდა“.

პრეზიდენტის ურთიერთობა ეკლესიასთან

 

ეთერ თურაძე

გაზეთი ბათუმელები

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ბოლო ექვის წლის განმავლობაში, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 10 401 087 ლარი გამოუყო. იურისტ სულხან სალაძის აზრით, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება კანონიერია, მაგრამ მიზანშეწონილობის თვალსაზრისით კითხვები არსებობს.

 

მართლმადიდებლურ ეკლესიას, კონსტიტუციურად აღიარებული განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო, 2006 წლიდან დღემდე თანხა - 91 137 000 ლარი ბიუჯეტიდანაც შეხვდა.

 

ყველაზე გულუხვი პრეზიდენტის ფონდი ეკლესიის მიმართ 2008 წლის დასაწყისში იყო. საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 დღით ადრე ამ ფონდიდან პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ ეკლესიას 1,7 მილიონი ლარი გამოუყო.

 

ამ წლებში პრეზიდენტის ფონდიდან ეკლესიებისთვის ავტომანქანების შესაძენად 2 170 290 ლარი დაიხარჯა. პატრიარქის დაბადებისა და აღსაყდრების დღესასწაულებთან დაკავშირებით - 1 741 010 ლარი; სარფში ეკლესიის ასაშენებლად - 1,450 მილიონი, შუახევში ეკლესიის მშენებლობის და საგანმანათლებლო მიზნებისთვის 600 ათასი ლარი; ფოთში ტაძრის მშენებლობისთვის 1 მილიონი ლარი, საიდანაც 600 ათასი ლარი ტაძრის გუმბათის მოოქროვებისთვის გამოიყო. თანხები წლების მიხედვით შემდეგ საქმიანობაზე გადანაწილდა:

 

2007
წელი
- 1 435 644
ლარი

 

21
იანვარი
:
სოფელ წავკისში მდებარე საპატრიარქოს უმწეოთა თავშესაფრის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისთვის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 20 ათასი ლარი.

 

17
აპრილი
:
წმინდა სამების საკათედრო ტაძრის გუმბათის ნაწილების მოოქროვების დაფინანსების მიზნით, ფონდიდან გამოიყოს 667 644 ლარი.

 

28
სექტემბერი
:
ილია II დაბადების 75, მღვდელმთავრობის 45, და აღსაყდრების 30 წლისთავისადმის მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიების დასაფინანსებლად ფონდიდან გამოიყოს 700 000 ლარი.

 

16
ოქტომბერი
:
ანანურის ღვთისმშობლის ეკლესიაში გათბობის სისტემის უზრუნველყოფისთვის, სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 48 000 ლარი.

 

13
დეკემბერი
:
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვის ბავშვთა სახლის აღსაზრდელების - რომან, ტრისტან, ტარიელ და სოფო ც-სისთვის საცხოვრებელი სახლის შეძენა-საკუთრებაში გადაცემის, საწყის ეტაპზე მათი მატერიალური უზრუნველყოფის მიზნით, ფონდიდან გამოიყოს 8 ათასი დოლარის ეკვივალენტი ლარი. ამ დოკუმენტსაც ხელს ნინო ბურჯანაძე აწერს.

 

2008
წელი
- 5 484 800
ლარი

 

3
იანვარი
:
სოფელ სარფში ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის მშენებლობისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 1 000 000 ლარი. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ გადადგა, შესაბამისად, ამ დოკუმენტს ხელს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე აწერს.

 

ცაგერის წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობის დაფინანსების მიზნით, სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 700 ათასი ლარი. დოკუმენტს ხელს აწერს ნინო ბურჯანაძე.

 

10
იანვარი
:
ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიაშია არსებული ეკლესია-მონასტრების შეშითა და ქვანახშირით უზრუნველყოფის დაფინანსებისთვის ფონდიდან 10 200 ლარი გამოყო. ხელს აწერს ნინო ბურჯანაძე.

 

შეშითა და ქვანახშირით უზრუნველყოფის მიზნით, სარეზერვო ფონდმა ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერს 18 ათასი დოლარის ექვივალენტი ლარი გამოეყო. ხელს აწერს ნინო ბურჯანაძე.

 

14
იანვარი
:
ავტომანქანების შეძენისთვის საჭირო ხარჯების მიზნით... სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 1 693 300 ლარი. ეს ავტომანქანები გადაცეს საქართველოს საპატრიარქოს დანართის შესაბამისად ეპარქიებისთვის გადანაწილების მიზნით. დოკუმენტს ხელს ნინო ბურჯანაძე აწერს.

 

15
იანვარი
:
რეზიდენციის ასაშენებლად საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით სარეზერვო ფონდიდან ცხუმ-აფახაზეთის ეპარქიას გამოუყოს 100 ათასი ლარი. დოკუმენტს ხელს აწერს ნინო ბიურჯანაძე.

 

რეზიდენციის ასაშენებლად სარეზერვო ფონდიდან ახალქალაქისა და კუმორდის ეპარქიას გამოეყოს 100 ათასი ლარი. დოკუმენტს ხელს აწერს ნინო ბიურჯანაძე.

 

21
იანვარი
:
საპატრიარქოსთვის ავტომანქანის შეძენა-გადაცემისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 96 900 ლარი.

 

31
მარტი
:
დარიალის ხეობაში სამონასტრო კომპლექსის მშენებლობისთვის საჭირო ხარჯების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით, ფონდიდან გამოიყოს 200 ათასი ლარი.

 

17
აპრილი
:
ხარაგაულის ტერიტორიაზე ეკლესიის მშენებლობისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, ფონდიდან გამოიყოს 20 ათასი ლარი.

 

2
მაისი
:
კათოლიკოს პატრიარქის ილია II დაბადების 75, მღვდელმთავრობის 45 და აღსაყდრების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიების დამატებითი დაფინანსების მიზნით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 300 000 ლარი.

 

13
მაისი
:
შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობილის ხატის ტაძრის მშენებლობისა და საეკლესიო სასწავლო-საგანმანათლებლო კომპლექსის რეაბილიტაციისთვის, სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 200 000 ლარი.

 

18
ივლისი
:
ფოთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობილის შობის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების საჭირო ხარჯების მიზნით, სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 300 000 ლარი.

 

16
სექტემბერი
:
შუახევში ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობილის ხატის ტაძრის მშენებლობისა და საეკლესიო სასწავლო-საგანმანათლებლო კომპლექსის რეაბილიტაციისთვის დამატებითი დაფინანსების მიზნით, სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 200 000 ლარი.

 

31
ოქტომბერი
:
სალხინოს დადიანისეული სახლის რესტავრაციისა და კარის ეკლესიისა და დადიანისეული მარნის აღსადგენის მიზნით, ფონდიდან გამოიყოს 200 000 ლარი.

 

16
დეკემბერი
:
ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტრის კეთილმოწყობის მიზნით, სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 62 000 ლარი.

 

25
დეკემბერი
:
საპატრიარქოსთვის გადაცემის მიზნით „ტოიატა ლენდკრუიზერი პრადოს“ (6 ერთეული) შესაძენად სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 302 400 ლარი.

პატრიარქი და პრეზიდენტი

 

 

2009
წელი
- 280 210
ლარი

 

3
თებერვალი
:
საპატრარქოსათვის ავტომანქანის შეძენა-გადაცემისთვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად ფონდიდან გამოიყოს 30 600 ეკვივალენტი დოლარის ლარი.

 

13
აპრილი
:
შუახევში ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობილის ხატის ტაძრის მშენებლობისა და საეკლესიო სასწავლო კომპლექსის მშენებლობის დასაფინანსებლად სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 200 000 ლარი.

 

3
ივლისი
:
საპატრიარქოსთვის გადაცემის მიზნით „ტოიატა ლენდკრუიზერი პრადოს 2,7“-ის შესაძენად სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 47 090 ლარი.

 

21
სექტემბერი
:
წმინდა მღვდელმოწამე არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის მიერ დაწერილი სირია-პალესტინაში მოგზაურობის დღიურის „იერიქონის ვარდები“ ინგლისურ და ქართუულ ენაზე თარგმნისა და რედაქტირებისთვის სჭირო ხარჯების დასაფინანსებლად სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 2 520 ლარი.

 

2010
წელი
- 20 000
ლარი

 

24
მარტი
:
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის დაწერილი საეკლესიო საგალობლების კომპაქტ დისკის „ლოცვები სამშობლოსათვის“ გამოსაცემად სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 20 000 ლარი.

 

2011
წელი
- 1 674 423
ლარი

 

29
მარტი
:
სოფელ სარფში წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის დასრულებისთვის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 200 000 ლარი.

 

16
მაისი
:
თბილისის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ეკლესიის შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოებისთვის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 290 000 ლარი.

 

6
ივლისი
:
2011 წლის 10-15 ივლისს საქართველოში სომხეთის ეკლესიის მეთაურის გარეგინ II-ის სტუმრობასთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 30 000 ლარი.

 

25
ნოემბერი
:
წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატის აღსაზრდელებისთვის სახელმძღვანელო წიგნების შეძენის მიზნით, ფონდიდან გამოიყოს 4423 ლარი.

 

1
დეკემბერი
:
სხალთის ეპარქიაში საგანმანათლებლო საქმიანობისა და საეკლესიო მშენებლობისთვის ფონდიდან გამოიყოს 200 000 ლარი.

 

26
დეკემბერი
:
სარფში წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მშენებლობის დაფინანსების მიზნით, სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 250 000 ლარი.

 

28
დეკემბერი
:
ფოთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობილის შობის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისთვის საჭირო ხარჯების დაფინანასების მიზნით, ფონდიდან გამოიყოს 700 000 ლარი. აქედან 600 ათასი ლარი ტაძრის გუმბათის მოოქროვებისთვის, ხოლო 100 ათასი ლარი - ტაძრის რეაბილიტაციისთვის.

 

2012
წელი
- 1 506 010
ლარი

 

27
ივლისი
:
თბილისის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ეკლესიის გარე ფასადის მოპირკეთებისა და ეზოს მოწესრიგებისთვის გამოიყოს 60 000 ლარი.

 

31
ივლისი
:
ჩხოროწყუში ეკლესიის მშენებლობის დასამთავრებლად გამოიყო 105 000 ლარი.

 

15
აგვისტო
:
კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრებიდან 35 წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიების უზრუნველსაყოფად სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 374 225 ლარი.

 

21
აგვისტო
:
ცაგერში წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობის გასაგრძელებლად სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 150 000 ლარი.

 

24
აგვისტო
:
სამტრედიაში წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობის გასაგრძელებლად სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 50 000 ლარი.

 

17
სექტემბერი
:
ქალაქ ფოთის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაციისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 400 000 ლარი.

 

17
ოქტომბერი
:
კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრებიდან 35 და დაბადებიდან 80 წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის „შემობრუნება სულიერებისკენ“ უზრუნველსაყოფად ფონდიდან გამოიყოს 230 565 ლარი.

 

24
ოქტომბერი
:
ილია II-ის აღსაყდრებიდან 35 და დაბადებიდან 80 წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით დაგეგმილია ქართულ-ბერძნული ხელნაწერის ფაქსიმილური ვარიანტისა (ათასი ცალი) და ალბომის ქართული ხელნაწერი წიგნის (ათასი ცალი) გამოცემისთვის საჭირო დაფინანსების მიზნით, ფონდიდან გამოიყოს 136 220 ლარი.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მართლმადიდებელი ფანატიკოსი

ასეთი გამიგია..

ან გარეკილი ათეისტი

ასეთი კი ჯერ არა.. სატანისტებშიო ხო არ გეშლება..? :P :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასეთი კი ჯერ არა.. სატანისტებშიო ხო არ გეშლება..? :P :D

 

ადამიანი იმდენად სულელია რომ არაფერი არ უნდა გაგიკვირდეს :)) ჩვენ მაგალითად ჩვენ შვილებს არ დავუშლით არაფერს მაგრამ აი მამა დატუქსავს შვილს ეკლესიას რო ახსენებს :)) იქნება კიდევიღაც უარესი რომელიც წიხლქვეშ გაიგდებს და ა.შ :titebi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მამა დატუქსავს შვილს ეკლესიას რო ახსენებს

იმედია ხუმრობ, თუ მართლა ასე გაიგე?

მე პიროვნული თავისუფლების მომხრე ვარ და იმიტო არ ვნათლავ ჩვილს, თორე რო გაიზრდება თუ უნდა კამიკაძე მუსლიმანიც გამხდარა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმედია ხუმრობ, თუ მართლა ასე გაიგე?

მე პიროვნული თავისუფლების მომხრე ვარ და იმიტო არ ვნათლავ ჩვილს, თორე რო გაიზრდება თუ უნდა კამიკაძე მუსლიმანიც გამხდარა.

 

ვიხუმრე კაცო... მაგალითისთვის გამოვიყენე ეს ხუმრობა :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგალითისთვის გამოვიყენე ეს ხუმრობა

სამაგალითოც გავხდი ხოო? :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი მამა დატუქსავს შვილს ეკლესიას რო ახსენებს იქნება კიდევიღაც უარესი რომელიც წიხლქვეშ გაიგდებს და ა.შ

:D :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...