შანკარადევა Posted June 11, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted June 11, 2014 მსურს მივიღო ზუსტი პასუხები შემდეგ საკითხებზე:1. შეიძლება თუ არა სამოთხეში რაიმე ახლის სწავლა? მაგალითად ადამიანმა სააქაო ცხოვრებში არ იცოდა ფრანგული ენა, შეძლებს იგი ამ ენის სწავლას საიქიოში? ვთქვათ მოძებნა რომელიმე ფრანგი ეროვნების ადამიანის სული და სთხოვა შენი ენა მასწავლეო, გამოვა ეს ამბავი?2. სამოთხეში როგორ ვიცნობთ ჩვენს სააქაო ნაცნობებს? სულს გარეგნობა იგივე ექნება რაც სიკვდილის მომენტში ჰქონდა იმ პიროვნებას?3. სამოთხე და ჯოჯოხეთი ფიზიკურად გვერდიგვერდ მდებარეობენ? შეიძლება რომ სამოთხიდან „გადმოიხედო“ და ჯოჯოხეთში „ჩაიხედო“?4. სამოთხიდან დროებით გასვლა და სადმე გასეირნება შეიძლება? ერთიც ვნახოთ და მოგწყინდა სულ სიამტკბილობაში ყოფნა............5. სამოთხეში მყოფებმა რამე იციან სააქაო ცხოვრებაზე? მაგალითად თუ რას აკეთებენ მათი ჯერ კიდევ ცოცხალი ნათესავები დედამიწაზე, რა ხდება ჩვენს მიწიერ სამყაროში საერთოდ და ა.შ.6. თუ კაცს ორი ცოლი ჰყავდა (ცხადია სხვადასხვა დროს) და საბოლოო ჯამში სამივე სამოთხეში მოხვდა მაშინ როგორ გადაწყდება მათი თანაცხოვრების საკითხი? კაცის სული ორივე ცოლის სულთან ერთად „იცხოვრებს“? ეს ვითომ არ გამოიწვევს ეჭვიანობას? წესით ეჭვიანობით შეპყრობილი ადამიანი სამოთხეში კი არ უნდა მოხვდეს, მაგრამ ქორწინება ხომ მხოლოდ ორ ადამიანს შორისაა და მესამე მანდ რაღაც ვერ „ეწყობა“. ან იქნებ სამოთხეში საერთოდ შეუძლებელია უარყოფითი და უარყოფითთან ახლოს მდგომი (იგივე ეჭვიანობა მაგალითად. სიყვარული ხომ ეგოისტური გრძნობაა და ეს არა მგონია ცუდი იყოს, ჰოდა ორივე ცოლს მოუნდება რომ მხოლოდ მას ჰყავდეს ქმარი და არა კონკურენტ ცოლს) გრძნობების არსებობა და ასეთი სამეული მშვენივრად იგრძნობს თავს?7. შეიძლება სამოთხეში მეცნიერული ცდების ცატარება და ბუნების/საიქოს კანონების შეცნობა? ახალი კინოს ყურება ან წიგნის წაკითხვა შემეძლება? ან მე რომ წიგნი დავწერო და სამოთხეში არსებულ სხვა სულებს გავაცნო შემეძლება?8. საიქიოს რაიმე კანონი მართავს საერთოდ? ამ კანონებს რაიმე საერთო აქვს ფიზიკის კანონებთან? მაგალითად სამოთხეში შუქი რომ ავანთო (მგონი ისედაც ნათელია მანდ, მაგრამ მაინც) იგი რაიმე განსაზღვრული სიჩქარით გავრცელდება? როგორ ბუნება ექნება ამ სინათლეს, ტალღური თუ ნაწილაკური? შეიძლება სამოთხის და ჯოჯოხეთის აღწერა მეცნიერული მეთოდებით?9. საერთოდ, სამოთხეში სულმა რა უნდა აკეთოს? სულ ნეტარებაში უნდა იყოს? ღმერთს ნახავს იქ? თუ ნახავს შეეძლება მასთან გასაუბრება და სამყაროს არსის უკეთ შეცნობა?10. რამდენი ეცოდინება სულს? რა კავშირშია მისი სააქაური ცოდნა საიქიურ ცოდნასთან? იგი მანდ ყველაფერს გაიგებს რაც აინტერესებს?11. სამოთხე უფრო დიდია თუ ჯოჯოხეთი? საერთოდ, მათ აქვთ რაიმე კონკრეტული ზომა და ფორმა? თუ რომელიმე მაინც უსასრულოა?12. სად უნდა მოხვდნენ შემდეგი კატეგორიის ადამიანები:ა) ბიოლოგიურად/გონებრივად ჩამორჩენილები (დაუნის სინდომით დაავადებულები მაგალითად). მათ ხომ არავითარი წარმოდგენა არ აქვთ რელიგიაზე და ვერც ცოდვას ჩაიდენენ. ესე იგი ჯოჯოხეთში არ უნდა მოხვდნენ, მაგრამ სამოთხეში რა დამსახურების გამო უნდა შეუშვან?ბ) ბიოლოგიურად/ანატომიურად გაუგებარი სქესის ადამიანები (რამდენიმე ათეულ ათასში ერთხელ იბადებიან) რომლებიც მამაკაცებიც არიან და ქალებიც და სრულიად გაუგებარია რომელ სქესთან უნდა იცხოვრონ/ჯვარი დაიწერონ რომ ეს ცოდვად არ ჩაეთვალოთ.13. სამოთხეში რისი გაკეთება შეეძლება ადამიანს პრინციპულად? მისი ნება, უფლებები და შესაძლებლობები არსებითად შეზღუდულია თუ არა?14. სამოთხეში სულს შეეძლება ხანგამოშვებით დაიძინოს? თუ სული/ცნობიერება სულ აქტიურობაშია? არ დაიღლება ვითომ?15. იქნება თუ არა სამოთხეში სულების რაიმე დაყოფა ენების, ერების, რასების და სოციალური ჯგუფების მიხედვით? ვთქვათ, ქართველები ცალკე იქნებიან და პორტუგალიელები ცალკე? თუ აღრევაა ყველანაირი? თუ ვთქვათ ომის დროს დაიღუპნენ სამხედრო მეთაური და რიგითი ჯარისკაცი და ორივე სამოთხეში მოხვდა მაშინ ორივე თანაბარი იქნება? თუ ჯარისკაცს მაინც მოუწევს თავისი უფროსის ბრძანებების შესრულება?16. შეიძლება ერთი ადამიანის სულს შეუყვარდეს მეორე ადამიანის სული რომელსაც სამოთხეში შეხვდება? შეეძლებათ მათ დაქორწინება და ერთად ცხოვრება?17. პრინციპულად შესაძლებელია რომ სამოთხეში სულს ცუდი აზრები მოუვიდეს თავში? აი ვთქვათ უცებ სხვა სულზე რომ ცუდი გაიფიქროს, თუ სამოთხეში უბრალოდ არ შეიძლება ცუდი აზრების არსებობაც კი? თუ ასეა, ესე იგი სული გარკვეუწილად შეზღუდულია აზრებში და მოქმედებებში?ჯოჯოხეთში მყოფ სულს შეუძლია თავში კარგი აზრი მოუვიდეს და ვთქვათ სხვა ცოდვილის დახმარება სცადოს?18. ადამიანის სული საიქიოში შეინარჩუნებს მის სააქაურ ცოდნას და ინტელექტს?19. სამოთხეში მყოფმა სულებმა ღმერთს ძალიან რომ სთხოვონ რომელიმე არც ისე ცოდვილი სულის ამოყვანა ჯოჯოხეთიდან სამოთხეში ღმერთი ამ თხოვნას შეუსრულებს მათ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted June 11, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted June 11, 2014 19. სამოთხეში მყოფმა სულებმა ღმერთს ძალიან რომ სთხოვონ რომელიმე არც ისე ცოდვილი სულის ამოყვანა ჯოჯოხეთიდან სამოთხეში ღმერთი ამ თხოვნას შეუსრულებს მათ? ცოტა პატივისცემა.., რამე რუმე.... და ბაზარი არაა.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.