Jump to content
Planeta.Ge

თეოსოფია და მართლმადიდებლობა


Recommended Posts

თეოსოფიური კონტრარგუმენტები

(დჰარმული მოძღვრებებისა და თეოსოფიის საერთო ანტიაბრაამული აპოლოგია)

 

ავტორი სტუდენტი ღვთისავარ ჩაბრავა

 

მართლმადიდებლური არგუმენტი:
„ამდენად, ადამიანის ინდივიდუალობაც ილუზიაა. მაშ, ვინაა სიყვარულის სუბიექტი? თუ მოყვარული სხეულებრივი ადამიანია, მაშინ გამოდის, რომ უყვარს ილუზიას, ხოლო თუ მოყვარული ატმანია მაშინ საკუთარ სიყვარულთან ანუ ეგოცენტიზმთან და თვითგაღმერთებასთან გვაქვს საქმე, ე.ი. თუ ადამიანს უყვარს სხვა ადამიანი, როგორც ინდივიდუმი, მას უყვარს მირაჟი და ილუზია, ხოლო, თუ ადამიანს ატმანი უყვარს, მაშინ, რადგან ატმანი ერთია, ამიტომ მას საკუთარი თავი უყვარს. ინდუიზმის უმთავრესი „დოგმატია“: „შენ ხარ ის“ (სანსკ. „ტატ ტვამ ასი“). რა სიყვარულზე შეიძლება ამ შემთხვევაში ვილაპარაკოთ, როცა სიყვარულის ობიექტი და სუბიექტი ერთი და იგივეა: ატმანს უყვარს საკუთარი თავი ბრაჰმანის სახით და პირიქით. მაშ ვინ უყვარს და ვის ერწყმის იოგი, თუ ყოველივე ილუზიაა, ხოლო მისი ატმანი აბსოლუტის იგივეობითია? ამის გამოა, რომ იოგი სიყვარულსაც ისეთივე დამღუპველ ვნებად მიიჩნევს, როგორც სიძულვილს, რადგან იგი მას მატერიალურ ე.ი. ილუზორულ სამყაროზე აჯაჭვავს.“ (წყარო: მართლმადიდებელი აპოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“
)

კონტრარგუმენტი
#1
:
ჯერ ეს ერთი დავიწყოთ იმით, რომ ადამიანის ინდივიდუალობა ილუზია არაა, ადამიანის ინდივიდუალობა ორნაირი არსებობს: სულიერი ანუ ჯივატმიკური და ფშვინიერი ანუ ბუდჰიკურ-მანასიკურ-კაუზიური, სულიერი ინდივიდუალობა, ესაა ზესულიერი, უსახო, უსაწყისო, უსასრულო და უფორმო, ყოვლისმომცველი ზეცნობიერი არსი. ატმანი ანუ ეს არსი, სხვა არაფერია თუ არა ერთიანი და არადიფერენცირებული სულიერი ცნობიერება, ყოვლისგამჭოლი და ყოვლისმომცველი, იმანენტური და ტრანცენდენტური, ისაა სიყვარულისა და ჰარმონიის, სიკეთისა და სინათლის აბსოლუტური პირველარსი და დასაბამი, სიცოცხლის, მარადიული არამატერიალური ზესულიერი სიცოცხლის ზეკოსმიური ზესამყაროული არსი, რომელიც არის ყოველივე ცოცხალის ერთიანი და განუყოფელი არადისკრეტული საფუძველი. სიყვარულის სუბიექტი ეს ატმანი ვერ იქნება, ეს გასაგებია. მაგრამ ისიც გასაგებია, რომ სიყვარულის სუბიექტი შესაძლოა იყოს კაუზიური საფშვინველი როგორც მეორადი არსი, რეზულტატი და შედეგი პირველარსისა. კაუზიური საფშვინველი - ბუდჰი-მანასი ანუ ტაიჯასა ესაა ცოცხალი, მოაზროვნე არსება, რომელიც გრძნობს, ფიქრობს, აზროვნებს, გააჩნია მისწრაფებები და იმედები, ფსიქომენტალური ფუნქციები, თვისებები და ატრიბუტები. კაუზიური (ბინარული) საფშვინველი განსხვავებით მარადიული ატმანისაგან მრავალია და არა ერთი. ატმანი ანუ სული, ბუდისტური ტერმინოლოგიით პარანიშპანა სვაბჰავა იგივე კაბალისტური ეინ სოფი იგივე ზოროასტრული ზარვან აკარანა ანუ ვედანტური ნირგუნა ბრაჰმანი იგივე დაო– ერთადერთია და მოიცავს ყოველივეს და განმსჭვალავს, ხოლო საფშვინველი ბევრია. ყველა ცოცხალ არსებას საკუთარი პერსონალური საფშვინველი გააჩნია. საფშვინველი სამია: ღვთაებრივი, ადამიანური და ცხოველური ანუ ფსიქიკური. ამათგან მესამე ფსიქოასტრალური მატერიალური ელემენტებისაგან შედგება და არააბსოლუტურია და ამიტომაც მოკვდავია და წარმავალი, ეფემერული, ისაა წყარო მატერიალური ვნებებისა და სურვილებისა, ადამიანური და ღვთაებრივი საფშვინველები მარადიულნი და უკვდავნი არიან, მაგრამ მატერიალურ ენერგიებთან და მატერიის ნაწილაკებთან შეხებისას განიცდიან მოქცევით დეფორმაციებსა და გამრუდებებს, ადამიანური საფშვინველის - მანასის და ღვთაებრივი საფშვინველის - ბუდჰის ჭეშმარიტი ბუნება არის - მარადისობა, ცნობიერება და ნეტარება (სატ-ჩიტ-ანანდა), ანანდას თვისება მატერიასთან შეხების გამო გამოწვეული დეფორმაციებით ხანაც ლებულობს და ხანაც ისევ ნორმაში მოდის. სიყვარულის სუბიექტი არის ცოცხალი გონება - ადამიანური საფშვინველი და ცოცხალი ინტელექტი - ღვთაებრივი საფშვინველი, სხეული ილუზიაა, ხოლო საფშვინველი არა! აი ასე! ბუდჰის უყვარს ბუდჰი, მანასს უყვარს მანასი და არა ატმანს ატმანი, ბუდჰი აზროვნებს, მანასი აზროვნებს და არა ატმანი, ატმანი არის საფუძველი ანუ თესლი, საფშვინველი არის ყლორტი, ხოლო სხეული ნაყოფი. ატმანი არის თესლი უქმნელი და უშობელი, მარადის არსებული, დაუბადებელი... საფშვინველი ყლორტი ტანჯული, დატყვევებული, მოაზროვნე და მოსიყვარულე, სამსახოვანი, საგვამოვანი; ფსიქიკური, მენტალური და სულიერი (უგუნური, გონიერი და სულიერ-ინტელექტუალური), სხეული ესაა - მატერია სამსახოვანი, სამგვამოვანი; სულიერი, მშვინვიერი და ხორციელი (კაუზიური, ასტრალური და ფიზიკური), უსასრულოდ და უსაზღვროდ დაყოფადი, დისკრეტული და დიფერენცირებული ილუზორული სტრუქტურა. მატერია არის ბრაჰმანის უმდაბლესი რეზულტატი. პიროვნულობის ილუზია იბადება ფსიქიკური ეგოს – ახამკარას წიაღში და აღწევს გონებაში, ამრუდებს რა მის მენტალურ იდენტობას. პიროვნულობა წარმოადგენს ილუზიას რომელიც იქმნება ჯივას ანუ ცოცხალი არსების პოტენციური ენერგიის, უმეცრების ენერგიის, გონების, ინტელექტისა და ცნობიერების დამჩრდილავი, ჭეშმარიტი სულიერი მე–ს დამფარავი ძალის – ავარანა შაკტის და იშვარას ანუ უფლის პოტენციური ღვთაებრივი ენერგიის, ვირტუალური პროექციის ენერგიის – იოგა-მაიას ანუ ვიკშიპა შაკტის სინერგიული ზეგავლენით, ჯივას გონებაზე (მანასზე) და ინტელექტზე (ბუდჰიზე). იშვარას პოტენციური იოგა–მაია ესაა პროექციის ენერგია, რომლის მეშვეობითაც ხდება მატერიალური კოსმოსის პროექცია, როგორც ვირტუალური მატრიცისა, ეს ენერგია ნეგატიურად მოქმედებს ჯივაზე და ფარავს არა მარტო იშვარას და მის ჭეშმარიტ სიდიადეს, არამედ მთელი ყოფიერებისა და თითოეული ჯივას ჭეშმარიტ უმაღლეს მე–ს, მაგრამ იშვარაზე ეს ენერგია არანაირ ზეგავლენას არ ახდენს, რაც შეეხება ავარანა შაკტის, ეს არის ენერგია რომელიც გავს იოგა–მაიას, მაგრამ ჯივას არ შეუძლია მისი მართვა და მისი მეოხებით კოსმოსის განზომილებათა პროექცია, მსგავსად იშვარასი (უფლისა). ჯივას შეუძლია განთავისუფლდეს საკუთარი ავარანასა და უფლის მაიას ზეგავლენისაგან და შეიცნოს ჭეშმარიტება, მოიპოვოს ზე–კოსმიური სულიერი ნეტარება, მაგრამ ამას კოლოსალური ძალისხმევა სჭირდება, სწორედ ამიტომ რათა დაეხმაროს ჯივებს, იშვარა იცის რა მათი გასაჭირი, დროდადრო ეშვება მატერიალურ კოსმოსში, როგორც ღვთიური გონი განსხეულებული ადამიანის ფორმით და ქადაგებს სულიერ მეცნიერებას – ბრაჰმავიდიას, სწორედ ამისათვის არსებობენ წმინდანები, მაჰათმები, რიშები, ბოდჰისატვები და სხვა ღვთაებრივი არსებები. ადამიანს შეუძლია ისწავლოს თავისი ავარანა შაკტის, კაუზიური სხეულის ენერგიის მართვა, ასეთნი არიან წმინდანები და მოგვები. პიროვნულობის ილუზიას ბადებს ორი რამ: ინდივიდუალური უმეცრება (განპირობებული არაკონტროლირებადი ავარანასა და იოგა–მაიას ზეგავლენით) – ვიაშტა აჯნანა და ექსტრაპოლირებული და სინერგიული, გეომეტრიული პროგრესიით გაასმაგებული კოლექტიური უმეცრება – სამაშტი აჯნანა. პიროვნულობა ეს არის ახამკარას პრინციპი ადამიანში, მას აგრეთვე ეწოდება ფსიქიკური ეგო (აქედან მოდის ეგოიზმი), პიროვნულობას ბადებს არაკონტროლირებადი ახამკარა, გაძლიერებული ავარანასა და ვიკშიპას სინერგიული ზემოქმედებით. შუდხა მანასი ანუ სუფთა გონება და შუდხა ბუდჰი ანუ სუფთა ინტელექტი საკუთარ არსში არ შეიცავენ პიროვნული ეგოიზმის ნასახსაც კი. შუდხა მანასი და შუდხა ბუდჰი წარმოადგენენ სუფთა სულიერ ინდივიდუალობას სწორი იდენტიფიკაციური ასოციაციით, იდენტიფაკაციური ასოციაცია ანუ ლინგა ესაა გონების ერთერთი უნარი. გონებას გააჩნია რამოდენიმე ასოციაციური უნარი: იდენტიფიკაციური ასოციაცია – ლინგა, მახასიათებელი ასოციაცია – ლიაკშანა, თანმიმდევრობითი ასოციაცია – ანტარია და ინტენსიური ასოციაცია – ატიშაია, გონებას გააჩნია აგრეთვე დისფუნქციური ანუ დისოციაციური უნარი – ვიროდხა, მენტალური ფრაგმენტაცია – ვიიოგა და მრავალი სხვა უნარი. გონების რვა მთავარი იპოსტასი–ფუნქციაა: ჯიოტირმანას ანუ დეივამანას – ფუნქცია, რომელიც აცოცხლებს და აფხიზლებს, ააქტიურებს გრძნობით ორგანოებს გამოღვიძებისას და რომელიც საკუთარ თავში ისრუტავს დღის მანძილზე შთაბეჭდილებებს და ამ შთაბეჭდილებებით დატვირთული აქტიურდება ძილის დროს და ეხმარება ტვინს (გონებას) მუშაობაში, მანიშანახმანასი – რაციონალობის პრინციპი, რომელიც ანსხვავებს სინათლეს სიბნელისაგან, სიკეთეს ბოროტებისაგან, მართალს არამართალისაგან, სწორს არასწორისაგან, დიფერენციაციული დუალისტური დიალექტიკური შემეცნების ფუნქცია, პრაჯნანამანას – სიბრძნის საცავი, ჩეტასმანასი – მეხსიერების ბლოკი, მენტალური რეგისტრატორი, ინფორმაციული ბანკი, დხრიტიმანას – შთაგონებისა და სულიერი, მენტალური სიმტკიცის პრინციპი, სიმამაცე და სიმედგრე, ძალა რომელიც ადამიანს ეხმარება წინაღობათა გადალახვაში, საპტა ხოტრი ვისტარაკა მანას – ათი პრანას და ჯივატმანის (სულისა) და პრაკრიტის დამაკავშირებელი ძალა, ტრი კალია პარიგრიხიტრი მანას – წარსულის, აწმყოსა და მომავლის მაინტეგრირებელი, დროისა და სივრცის მაინტეგრირებელი ძალა და ბოლოს ხრიდ პრატიშტხა იავიშტხა მანას – გრძნობათა და სასიცოცხლო ენერგიათა მაკონტროლებელი ცენტრი, გულის ცენტრი. როდესაც პიროვნულობის ეგოისტური პრინციპი მძლავრობს, გონების ზემოთხსენებული ფუნციები ხარვეზებით მუშაობენ.

მართლმადიდებლური არგუმენტი:
„ინდუიზმში აბსოლუტი ერთადერთ ყოფიერებად, ერთადერთ ჭეშმარიტად არსებულ არსად მოიაზრება. ინდუიზმისათვის პიროვნება თვითგამოხატვა კი არ არის, არამედ თვითშეზღუდვაა. ინდური ტრიმურტი სამი პიროვნება კი არ არის, არამედ იგი აბსოლუტის მყოფობის სამ მოდუსს წარმოადგენს - ბრაჰმას, ვიშნუსა და შივას (შექმნა, შენახვა, მოსპობა) მათი მრავალნაირი ავატარების (გამოვლინებების) სახით. ამდენად, ამგვარი ღვთაების სიყვარული - ესაა უპიროვნო ძალის, ან ნიღბის სიყვარული“ (წყარო: მართლმადიდებელი აპოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“
)

კონტრარგუმენტი #2
: ჭეშმარიტად მართალია ის რომ ინდუიზმში, კონკრეტულად კი ვედანტაში, უფრო კონკრეტულად კი ადვაიტა და შუდხა ადვაიტა ვედანტაში ერთადერთ ჭეშმარიტ ყოფიერებას წარმოადგენს აბსოლუტი ანუ ბრაჰმანი, მაგრამ მართლმადიდებელ აპოლოგეტებს ავიწყდებათ რომ ეს ბრაჰმანი იგივეა რაც თითოეული ცოცხალი არსების ატმანი ანუ სული, სულიერი ცნობიერება, ღვთაებრივი სუბსტანცია, საფუძველი ყოველგვარი არსებობისა და ყოფიერებისა, ეს აბსოლუტი არის არც არსებული, არც არ არსებული, არც არ არსებული და არ არ არსებული ერთდროულად, არც არსებული და არ არსებული ერთდროულად, მოკლედ რომ ვთქვათ ეს აბსოლუტი არის თავად გადაუჭრელი განუსაზღვრელი პარადოქსი, ის შეუცნობადია და უხილავი, ისაა ყველა ჩვენთაგანის უმაღლესი მე. ადამიანის არსება ბინარულია და შედგება ორი საწყისისაგან სინათლისა და წყვდიადისაგან ანუ სულიერი (სულიერ-ფშვინიერი, უმაღლესი) საწყისისაგან და მატერიალური (ფშვინიერ-მატერიალური, უმდაბლესი) საწყისისაგან, პიროვნულობა განეკუთვნება მატერიალურ საწყისს, ხოლო ინდივიდუალობა სულიერს და არა პირიქით, ჩვენ თეოსოფებმა ეს ძალიან კარგად ვიცით, მართლმადიდებლებს საუბედუროდ ეს სრულებით უკუღმა ესმით, უმდაბლესი მატერიალური საწყისი ადამიანისა ესაა - ფსიქიკური საფშვინველი - ფსიხეია ანუ ნეფეში, ასტრალური სხეული, ეთერული სხეული და ფიზიკური სხეული, ის მოკვდავია, დისკრეტული, დიფერენცირებული და დეტერმინირებული, უსასრულოდ დაყოფადი, არარაობამდე დაყვანით, ხოლო სულიერი საწყისი მარადიულია და არადიფერენცირებული, არადეტერმინირებული და არადისკრეტული, ინდივიდუალობა სწორედ რომ მას განეკუთვნება, ბრაჰმა, ვიშნუ და შივა, ისევე როგორც მათი მეწყვილე ქალღმერთები - მაჰასარასვატი, მაჰალაკშმი და მაჰაკალი, ეს უბრალოდ მოდუსები კი არაა არამედ ცოცხალი საფშვინველები, ცოცხალი და გონიერი არსებები, აღვსილნი ღვთაებრივი ძალითა და სიყვარულით, ავატარები ესენია ღვთაებრივი განსხეულებები ამ ღვთაებათა (ღვთაებრივ საფშვინველთა), ეს ღვთიური ინდივიდუუმები რეალურები და ნამდვილები არიან. არსებობს მულტისამყაროების უსასრულო მირიადები, ალტერნატიულ და პარალელურ რეალობათა უსასრულო მირიადები, ერთი და იგივე ღვთაებას, მაგალითისათვის შაკტის (ან ნებისმიერ სხვა ღვთაებას), შეუძლია იარსებოს, ერთდროულად ყველა სამყაროში, ყველა განზომილებაში, ყველა რეალობაში, აურაცხელი რაოდენობის და სხვადასხვა კლასის (კოსმიური, სოლარული, ლუნარული, პლანეტარული და ადამიანური) ღვთაებრივი (და ნახევრადღვთაებრივი) ავატარების სახით, რომელთაგან თითოეული მისი სულიერი ინდივიდუალობის უნიკალურ და განუმეორებელ, ღვთაებრივ იპოსტასთაგან ერთერთს წარმოადგენს, თითოეული ავატარა ქალღმერთი შაკტისა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ღვთაებისა, ესაა ერთიანი ბრაჰმანის, მარადიული სულიერი ცნობიერების და უმაღლესი შაკტის; დასაბამიერი ძალის, ზესულიერი მარად ქალური ენერგიის, ერთერთ ღვთაებრივ გამოვლინებას, იმაგინაციას, იდეაციას, ინსპირაციას და სუპრამენტალურ-სულიერ-ფსიქიკურ იპოსტასს, ასპექტს. კონკრეტული ღვთაება ესაა უმაღლესი ბრაჰმანისა და მისი მეორე მხარის - უზენაესი შაკტის ერთ ერთი გამოვლინება, იპოსტასი ასევთქვათ, რომელთაგან თითოეულს გააჩნია ავატარების ანუ მატერიალური ინკარნაციების, ფშვინიერი იმაგინაციების, იდეაციების, ინსპირაციების და იპოსტასების უსასრულო მირიადები, თითოეული კონკრეტული ავატარა ესაა კონკრეტული ღვთაების, უმაღლესი ბრაჰმანის გამოვლინების (სარგუნა ბრაჰმანის) ცოცხალი იპოსტასი, კოსმიური გონი, ცოცხალი გონი, ცოცხალი და უნიკალური ფშვინიერი მონადა. ვიმეორებ კიდევ ერთხელ, თითოეული ღვთაება, ქალღმერთი თუ კაცღმერთი, ერთდროულად ყველა მულტისამყაროში იმყოფება ავატარების მთელი მირიადების სახით, რომელთაგან თითოეული თან იდენტურიცაა და თან სრულებით განსხვავებულიც, თითოეული მათგანი ესაა პირველადი ინდივიდუუმის (უფრო ზუსტად მულტივიდუუმის) ერთერთი მეტაფიზიკური ჰიპერკვანტური ვარიაცია და კომბინაცია და აბსოლუტური სულის ერთერთი იპოსტასური დესიგნაცია. ავატარა იგივეა ღვთაებისათვის, რაც სხივი მზისათვის, მზეს უამრავი სხივი გააჩნია და თითოეული მათგანი მისი განუყოფელი ნაწილია, ჩვენ ვერ ვიტყვით რომ ვთქვათ ესა თუ ის სხივი მზის სხეულის ნაწილი არაა მარტო იმიტომ რომ მზიდან შორსაა წამოსული სივრცეში, მაგრამ ამავდროულად ვერც იმას რომ სხივი ესაა მზე, პირდაპირი გაგებით და აგრეთვე მესამე სრულებით პარადოქსალური რამის თქმაც შეგვიძლია, კერძოდ იმისა, რომ სხივი მზიდან წამოსული, ერთდროულად მზეცაა და მისგან გამომავალი ობიექტი და თან იმავდროულად არც ერთია და არც მეორე, აი ასე! კარლ გუსტავ იუგის მოძღვრების და აგრეთვე თანამედროვე კვანტური ფიზიკის ეგზოტიკური თეორიების თანახმად, თითოეული ცოცხალი არსება, თითოეული ადამიანი შედგება პიროვნულობებისა და ინდივიდუალობების, არქეტიპების უსასრულო მირიადებისაგან. თითოეული არქეტიპი ესაა კონკრეტული პიროვნებისა და ინდივიდის ზესულიერი მე-ს - ატმანის ერთერთი იპოსტასი, უნიკალური და განუმეორებელი ვარიაცია-ალტერმირა. თითოეული ავატარა ესაა ღვთაების ალტერ-მირა და ალტერ-ეგო.

ყველა საფშვინველი, ესაა უმაღლესი სულის ღვთაებრივი გამოვლინება, სამყაროული ყოფიერების საფეხურების გამოვლინების სქემა ამგვარია: თავდაპირველად არ არსებობს არაფერი გარდა არაფრისა და არა-რაობისა, რომელიც აგრეთვე არის ყველაფერი და სუპერ-რაობა, ის არც არსებობს და არც არ არსებობს, არც ერთი და არც მეორე, არც მარტო პირველი, არც მარტო მეორე და არც ორივე ერთად, აგრეთვე არც არ არსებობს და არც არ არ არსებობს, მარტო პირველი, მარტო მეორე ან ორივე ერთად, ის უფორმოა, უსახელო, უსახო და იმპერსონალური, ჰიპერუნივერსალური, დრო დროის გარეშე, დრო დროის მიღმა, მარადისობა სადაც არ არის დროის მდინარება,ისაა უზენააესი სულიერი ცნობიერება და მამრობითი საწყისი, მას ყავს მეუღლე და მეწყვილე; ქალური იპოსტასი რომელიც მისგან განუყოფელია, ესაა უზენაესი, არადიფერენცირებული, არადეტერმინირებული და არადისკრეტული, არამატერიალური, უსახო და იმპერსონალური პირველძალი, პირველენერგია, თუ მამრობითი იპოსტასი ესაა ზე-ცნობიერება, მაშინ ქალური (ზე შაკტი) ესაა არაცნობიერი არამატერიალური მეტაფიზიკური ჰიპერ-ენერგია. უმაღლესი ორსქესიანი ყოფიერება, საკუთარ თავში შეიცავს ორ ლატენტურ, ფარულ, გონიერ და მოაზროვნე ინტრა-სუბსტანციას; უნივერსალურ კოსმიურ სულიერ საფშვინველს და უნივერსალურ კოსმიურ მენტალურ საფშვინველს, როგორც პირველს, ასევე მეორეს გააჩნია ორი ასპექტი, ზედა და ქვედა, ზედა ასპექტი არის აბსოლუტურად არადიფერენცირებული და ერთიანი, ხოლო ქვედა ასპექტი დიფერენცირებული მაგრამ კოლექტიური, კოალიციური, სხვაგვარად რომ ვთქვათ მაკროკოსმიური და მიკროკოსმიური, პირველძალის როგორც ენერგეტიკული მატრიცის წიაღში არსებობს ციკლური გამოვლინების ანუ ილუზორული შემოქმედების მარადიული და უქმნელი, უშობელი ჰიპერპროგრამა, რომელიც დაკავშირებულია ცნობიერებასთან, მამრობით საწყისთან, მამრობითი საწყისი და მდედრობითი საწყისი „ერთდებიან“ ანუ ერთმანეთს „ეხებიან“ და მათ შორის იწყება რექცია, ენერგეტიკული და სუპრამენტალური ჰიპერრეაქცია, შედეგად აბსოლუტურად გამოუვლენელი და უსახო ყოფიერებიდან, ვლინდება ჯერ უნივერსალური კოსმიური სულიერი საფშვინველი - ბუდჰი-პურუშა იგივე ღვთაებრივი ინტელექტი (ორივე ასპექტითურთ), მერე კი უნივერსალური კოსმიური მენტალური საფშვინველი იგივე ღვთაებრივი გონი, ეს ორი კოსმიური პრინციპი, უნივერსალური სულიერი საფშვინველი (კოსმიური ინტელექტი) და უნივერსალური მენტალური საფშვინველი (კოსმიური გონი), მათი ზედა და ქვედა ასპექტები ანუ ერთიანი სუბსტანცია და მისი ემანაციები, ინდივიდუალური ღვთაებრივი და მოაზროვნე გონიერი საფშვინველები, ანიმები ანუ მონადები, ახდენენ სულიერი სამყაროების ფორმირებას ილუზორული (ვირტუალური) შემოქმედებითი ენერგიების, უმაღლესი პირველძალის მოდიფიკაციების მეოხებით. თანდათან აბსოლუტური სიკეთის სულიერი სინათლის პირველწყაროსაგან ანიმები, მონადები ანუ ეონები უფრო და უფრო შორს მიდიან, თანდათან მათში ვითარდება მენტალური დეფორმაციები, რაც ბადებს აზრს აბსოლუტისაგან დამოუკიდებელი არსებობით ტკბობის შესახებ, მაგრამ ამას თავისი ფასი აქვს, ეონებს თანდათან აკლდებათ ძალები, მათი სულიერი სინათლე და ძალა, პირველწყაროსაგან განშორების ე.ი. უფრო და უფრო დაბალ განზომილებებში ჩაშვების პარალელურად უფრო და უფრო კლებულობს, საბოლოოდ პირველწყაროსაგან, აბსოლუტური სინათლის ორმაგი პირველეონისაგან ძალიან დაშორებული ეონების საფშვინველთა წიაღში ხდება სიკეთისა და სინათლის ინვერსია (ინვერსიული დეფორმაცია) და სიკეთე და სინათლე გარდაისახებიან ბოროტებად და წყვდიადად, არასუბსტანციურ ილუზიად, ისინი ხდებიან ბოროტები და ემტერებიან უმაღლეს კეთილ ეონებს, ცდილობენ ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება, შექმნან საკუთარი სამყარო, რასაც საბოლოოდ აკეთებენ კიდეც, ისინი ქმნიან უმდაბლეს, ყოველგვარ სინათლესა და სიკეთეს, ჰარმონიასა და სიმშვიდეს მოკლებულ სამყაროებს (ჯოჯოხეთსა და ადამიანთა სამყაროს), ატყვევებენ ზეციურ ეონთაგან, კეთილ ეონთაგან ყველაზე სუსტებს და ამწყვდევენ უმდაბლეს მატერიალურ სხეულებში, ამასთან უშლიან მეხსიერებას და აიძულებენ სხეულიდან სხეულში გადასვლას ანუ გადანაცვლებას მილიონობით და მილიარდობით წლის განმავლობაში, ამისათვის ისინი იყენებენ ანანკეს ანუ კარმის უნივერსალურ კანონს, რომლის თანახმადაც დაცემა აუცილებელია და საჭირო, რათა ეონმა გამოცადოს რა არის აბსოლუტისაგან განყენებული და განცალკევებული მდგომარეობა, რა არის ტანჯვა და ბოროტება, გააცნობიეროს მისი სიცრუე და ილუზორულობა, სძლიოს მას, დათრგუნოს მატერია, მიიღოს უფრო მეტი ენერგია, გამოანთავისუფლოს შინაგანი ენერგიები და შეუერთოს ინდივიდუალური საფშვინველი მსოფლიო საფშვინველს, ხოლო მსოფლიო საფშვინველი უმაღლეს სულს.

ბრაჰმანი, შაკტი და იშვარა, არის მარადიული ერთარსება, მარადიული ერთიანი ღვთაება, ამ სამების სამივე იპოსტასი განუყოფელია ერთმანეთისაგან და დაკავშირებულია ერთმანეთთან, სამივე იპოსტასი, ერთიანია და შეურევნელი, განუყოფელი და შეურწყმელი. ეს სამი იპოსტასი არის ერთი ღმერთისა და უფლის სამი ასპექტი, სამი მხარე. ერთიანი უფალი ღმერთი - ბრაჰმაშაკტიშვარა (ტრიბუდა), არის მარადიული - სატ, უცვლელი - ნირვიკარა, უსახო - ნირაკარა, შეუზღუდავი - ნირუპადხიკა, სხეულებრივი - სარუპადხიკა, უთვისებო და უატრიბუტო(გამოუვლენელი) - ნირგუნა, თვისებებისა და ატრიბუტების მქონე(გამოვლენილი) - სარგუნა, არადიფერენცირებული ცნობიერება - ნირვიშეშაჩიტმატრა, დიფერენცირებული ცნობიერება - სავიშეშაჩიტმატრა, სუფთა ცნობიერება - ჩაიტანია, ცნობიერების ფორმა - ჩიტრუპინი, ღვთაებრივი გამოვლინება - ავატარა (იშვარა), გასხივოსნებული - ავეშა, მოჩვენებითი ილუზორული ძილბურანი - ვივარტასვაპნამაია, მოჩვენებითი კოსმიური განზომილება - ვივარტალოკა, მოჩვენებითისამყარო - ვივარტაბჰუვანა, მოჩვენებითი უმდაბლესი ბუნება - ვივარტა აპარა პრაკრიტი, უცვლელი დამოუკიდებელი თვითმყოფადი ბუნება - ნირვიკარა სვატანტრა სვაიამბჰუ პრაკრიტი (სვაბჰავა), დამოკიდებული (სულიერ-ფშვინიერი) ბუნება - პარატანტრა სვაბჰავა და მოჩვენებითი ბუნება - პარიკალპიტა სვაბჰავა.

სამყაროში ყველაფერი ბრაჰმანია, ბრაჰმანია არის ყველაფერი რაც არსებობს, ბრაჰმანია ყოველივე და ყოველივეში. იმდენად რამდენადაც ინვოლუციის ძალის - ავიდიას ზეგავლენით ინდივიდუუმებში, მიკროკოსმიურ იშვარებში, ინდივიდუალურ საფშვინველებში ჯივა ანიმებში ანანდას თვისება (ნეტარების ბუნება) შეშუსტებულია, ჩვენ ბრაჰმანის მაგივრად ვხედავთ მატერიალურ სამყაროს, მატერიალურ კოსმოსს, იქ სადაც სინამდვილეში არაფერია, გარდა მარადიული ბრაჰმანისა, ჩვენ რომ სულიერი მხედველობა გვქონდეს, საითაც კი არ გავიხედავდით, ყველგან და ყველაფერში კაშკაშა მარადიულ ბრაჰმანს დავინახავდით და არა მატერიალურ ობიექტებსა და სუბიექტებს, ჩვენი მიწიერი გრძნობითი ორგანოები მყისვე გაითიშებოდნენ და გაქრებოდნენ. სამყარო ეს არის ბრაჰმანი ოღონდაც არასწორად აღქმული ბრაჰმანი შეშუსტებული ანანდას მქონე ჯივების მიერ ავიდიას ძალის გამო.

ათეისტი მატერიალისტი ფიზიკოსები ამბობენ რომ მატერიის ნაწილაკი არის სივრცესა და დროში უსასრულოდ გაწელილი სიმი, ხოლო სიმი ესაა ვიბრაცია, მაგრამ ისინი ვერ აკონკრეტებენ თუ რა ვიბრაციაა ეს, მე კი ვიცი, თეოსოფიური სწავლება გვინმარტავს რომ ვიბრაცია არის ხმა, ხოლო ხმა არის სიტყვა ანუ ლოგოსი, გამოუვლენელი იმპერსონალური ტრანცენდენტური და იმანენტური აბსოლუტის, აბსოლუტური უნივერსალური სულის ღვთაებრივი გამოვლინება, ესაა უფალი ანუ იშვარა, „ქრისტეა ყოველივე და ყოველივეში“ (პავლე, კოლასელთა მიმართ, თავი 3, სტროფი 11). სიმი არის ვიბრაცია, ხოლო იესო ქრისტეს ერთერთი ეპითეტი არის - ლოგოსი, რაც ნიშნავს სიტყვას, ფილონ ალექსანდრიელი, გამოჩენილი გნოსტიკოსი აცხადებდა რომ ლოგოსი არის უმაღლესი ღვთაების ძე, მისი გამოვლინება, შუამავალი მამაღმერთსა და ადამიანებს შორის, თუ ჩვენ სიმების თეორიას მივიღებთ გამოვა რომ მთელი მატერიაალური სამყარო, მთელი მატერია, ესაა ვიბრაცია, ვიბრაცია როგორც უკვე ვიცით არის ხმა, ხოლო ხმა არის - ლოგოსი, ღვთის სიტყვა, „თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი“ (იოანეს სახარება, თავი 1, სტროფი 1). „ის იყო თავდაპირველად ღმერთთან“ (იოანეს სახარება, თავი 1, სტროფი 2). „ყოველივე მის მიერ შეიქმნა და მის გარეშე არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილა“ (იოანეს სახარება, თავი 1, სტროფი 3). „სიტყვა გახდა ხორცი და დამკვიდრდა ჩვენ შორის“ (იოანეს სახარება, თავი 1, სტროფი 14). აქ გვახსენდება შუდხა ადვაიტა ვედანტას უმთავრესი დოქტრინა, რომლის თანახმადაც მთელი მატერიალური ბუნება სხვა არაფერია თუ არა არასწორად აღქმული და არასწორად გაგებული ბრაჰმანი ანუ აბსოლუტი, ღვთაებრივი სულიერი ცნობიერება. მთელი მატერიალური ბუნება ესაა ჩვენი საკუთარი გონების მიერვე წარმოშობილი წარმოსახვითი ილუზია, მენტალური აღქმის დეფექტი.

მართლმადიდებლური არგუმენტი:
„ქრისტიანობაში ღვთისადმი სიყვარულს პიროვნული ხასიათი აქვს. ადამიანის პიროვნებას უყვარს ღვთაებრივი პიროვნება. ადამიანის პიროვნება ქრისტიანობის მიხედვით, ესაა ხატი ღვთისა, რომელსაც გააჩნია სიყვარული, სიბრძნე, თვითშემეცნება, შემოქმედებითი ძალა და თავისუფლება. ღვთის პიროვნება კი აბსოლუტური არსია“ (წყარო: მართლმადიდებელი აპოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“
)

კონტრარგუმენტი #3
: ვიმეორებ კიდევ ერთხელ, პიროვნულობა არის წარმავალი და მოკვდავი ცნება-განსაზღვრება, რომელიც ადამიანის უმდაბლეს ბნელ მატერიალურ საწყისს განეკუთვნება, პიროვნულობა ესაა სკანდხა-ვიჯნანა - ფსოქოფიზიკური ცნობიერება, უმდაბლესი ცნობიერება, ხოლო ინდივიდუალობა გაანეკუთვნება სულიერ საწყისს - სინათლეს ანუ ატმანს; ალაია-ვიჯნანას - სულიერ ცნობიერებას, ესაა სულიერი ინდივიდუალობა, ხოლო რაც შეეხება სუბიექტთა შორის სიყვარულს, ადამიანის პიროვნებას კი არ უყვარს ღვთის პიროვნება, არამედ ადამიანის ფშვინიერ ინდივიდუუმს უყვარს მაკროკოსმიური ზე-ადამიანის ანუ უფლის - იშვარას ღვთიური ზე-ფშვინიერი ინდივიდუუმი, თუ ადამიანი ესაა ინდივიდუალური ფშვინიერი ცნობიერება, უფალი ანუ იშვარა ესაა ინდივიდუალურ ცნობიერებათა უსასრულო მირიადების კრებითი სახე, კოლექტიური ცნობიერება, ადამიანი არაა ღვთის ხატი, ერთის მხრივ ადამიანი ესაა თავად უმაღლესი აბსოლუტი - პარაბრაჰმანი, ხოლო მეორეს მხრივ თავად ამ აბსოლუტის ღვთაებრივი გამოვლინება - ღვთიური სამშვინველი (საფშვინველი), უმაღლესი აბსოლუტი ესაა ნირგუნა ბრაჰმანი ანუ ნირუპადხიკა ბრაჰმანი, ხოლო გამოვლინება ესაა სარგუნა ბრაჰმანი ანუ სარუპადხიკა ბრაჰმანი, ამასთან აღსანიშნავია რომ არსებობს სარგუნების ანუ სარუპადხების უსასრულო მირიადები, თანაც თითოეული სარგუნი (ინდივიდუუმი) არსებობს დუბლიკატების ანუ ორეულების უსასრულო ფორმების სახით, არსებობენ ალტერნატიული და პარალელური განზომილებების უსასრულო ფორმები და არსებობენ ინდივიდუალური საფშვინველების უსასრულო ფორმები, თითოეული საფშვინველი არსებობს ორეულების ანუ ავატარების უსასრულო ფორმების სახით, ერთი და იგივე საფშვინველი-ინდივიდი ერთდროულად ყველა სამყაროში, ყველა განზომილებაში არსებობს. ადამიანის ორივე უზენაესი საფშვინველი შეუქმნელია და უშობელი, სული მითუმეტეს, ცხოველური საფშვინველი კი ქმნილია და ქმნილია იგი 73 მატერიალური ასტრალური ელოჰიმის ფშვინიერი ენერგიით, იეღოვა ელოჰიმმა დანარჩენ 72 ელოჰიმთან ერთად ადამს შთაბერა ცოცხალი ანუ ცხოველური საფშვინველი - ნეფეშ, მაგრამ არა ღვთიური საფშვინველი ან ადამიანური ანდა მითუმეტეს უკვდავი სული, რადგან ნეფეშ არ ნიშნავს სულს, სული ესაა - რუახ, ებრაულად და არა ნეფეშ!

მართლმადიდებლური არგუმენტი:
„პლატონურ ჰილეფობიას და ინდუისტურ აკოსმიზმს ქრისტიანობა უპირისპირებს მოძღვრებას ადამიანის მატერიალური სხეულის, როგორც სულის საოცარი ინსტრუმენტის შესახებ. ქრისტიანული ანთროპოლოგიის ცენტრალური ცნება პიროვნებაა, რომელიც სულისა და სხეულის ერთიანობაა. სული და სხეული ერთდროულად წარმოიშობიან და ერთდროულად თანაარსებობენ სიკვდილამდე. სიკვდილი მათი დროებითი განშორებაა, რომელიც საყოველთაო აღდგომამდე გრძელდება, რომლის დროსაც მოხდება ადამიანის ერთადერთი ჭეშმარიტი რეინკარნაცია, ანუ მისი სული კვლავ შეიმოსავს ახალ, უხრწნელ, გასულიერებულ და ფერნაცვალებ სხეულს მარადიული ასიცოცხლისათვის“(
წყარო: მართლმადიდებელი პოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“
)

კონტრარგუმენტი #4
:
სული და სხეული ერთდროულად არ წარმოიშობიან, იმ მარტივი მიზეზისდა გამო რომ სულს სხეულისაგან განსხვავებით საწყისი არ გააჩნია, სული არც იბადება და არც ნადგურდება, სულს ვერავინ ვერ „შექმნის“, სხეული შეიძლება შეიქმნას, მაგრამ არა სული, სული ესაა უსაწყისო და უქმნელი სუბსტანცია, არსი, მარადიული არსობრიობა, სხეული ნაწილაკობრივია და ხრწნადი და როგორც მოციქული პავლე ამბობს სახარებაში, ხრწნილი უხრწნელებას ვერ დაიმკვიდრებს ე.ი. ხორცი ვერ გახდება უკვდავი, უკვდავი მარტოოდენ სულია, როგორც მოციქული პავლე ამბობს; არსებობს სამი სხეული, ადამიანს სამი სხეული აქვს - სულიერი სხეული (კაუზიური), ფშვინიერი სხეული (ასტრალური) და ხორციელი სხეული (ფიზიკური), მოციქული პავლე ზუსტად იმავეს ამბობს რასაც ტარაკა რაჯა იოგას აღმოსავლური სწავლება, რომ არის სამი სხეული, კარანოპადხი - მიზეზთა სხეული, სუკშმოპადხი - ნატიფი სხეული და სტხულოპადხი - უხეში ფიზიკური სხეული, ის აღდგომა რომელზედაც საუბარია სახარებაში, ესაა არა ხორციელი სხეულით აღდგომა, არამედ სულიერით, კაუზიურით, მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ თვით ეს სხეულიც კი არაა მარადიული, ასე რომ კიდევ ერთი შეცდომა მართლმადიდებელთა მრუდე გონებაში(!!). მატერია არაა მარადიული, მარადიულია მხოლოდ სული (და საფშვინველი), ხოლო სხეულებრივი ხორციელი აღდგომის აღიარებას ჩვენ მივყავართ მატერიისა და ზოგადად მატერიალური კოსმოსის მარადიულობის აბსურდულ იდეამდე, რაც ეწინააღმდეგება დედამიწის ფილოსოფიურ სისტემათა 80%-ს, ეზოთერიკულ, ოკულტურ, თეოსოფიურ, ანთროპოსოფიურ და ტანტრისტულ ფილოსოფიურ-მეტაფიზიკურ დოქტრინებს. ხოლო თუ მატერიის, მატერიალური სხეულის მარადიულობას ვაღიარებთ ე.წ. აღდგომის შემდეგ, თუ ჩვენ მიუხედავად იმისა რომ ვიცით; სხეული ქმნადია და მას გააჩნია საწყისი, იმას კი რასაც საწყისი გააჩნია სასრულიც გააჩნია, მისი (სხეულის) მომავალ მარადიულობაზე დავიწყებთ თავის გამოდებას, კიდევ უფრო დიდი აბსურდი გამოვა. განა რა აღდგომა უნდა მოხდეს ასეთი, რა მუტაცია უნდა განიცადოს ხორციელმა სხეულმა ასეთი, რომ ე.წ. აღდგომის შემდეგ მარადიულად იარსებოს და თუნდაც მან შეიძინოს ეს უნარი , მარადიული არსებობისა, მატერიალური კოსმოსი მაინც ვერ გაუკვდავდება, რამეთუ ეს ბუნების კანონებს ეწინააღმდეგება, როგორც სულიერისას, აგრეთვე მატერიალურისას, ხოლო თუ ვინმე იდიოტი იმის მტკიცებას დაიწყებს რომ ახალი გაუკვდავებული აღმდგარი ხორციელი სხეულით ადამიანი სამოთხეში წავა, კიდევ უფრო დიდ სიბრიყვეს დააბრეხვებს, რადგან ჯერ ერთი სამოთხე არაფიზიკური ჰიპერსამყაროების მთელი სისტემაა და იქ ფიზიკურ ობიექტებს არსებობა არ შეუძლიათ და მეორეც არც სამოთხეა მარადიული, რადგან ისიც მატერიალური სამყაროული სისტემაა, როგორც ჩვენი მიწიერი, უბრალოდ ვიბრაციის სხვა სიხშირით, სამოთხისა და ჯოჯოხეთის სამყაროები უბრალოდ მატერიისა და ენერგიის სხვა ვიბრაციული სიხშირეებია. სამივე სამყაროული სისტემა, სამოთხეც, ჯოჯოხეთიცა და ადამიანთა სამყაროც ესაა ჩაკეტილი სისტემა, რომელსაც ეწოდება სამსარა, სამსარა ესაა მატერიალური ბუნება, რომელშიც ცოცხალი არსება იძულებულია იბრუნოს, როგორც ციყვმა ბორბალში, ოღონდ განსხვავებით ციყვისაგან რომელიც ბორბალში ბრუნავს, სამსარას წრეში „მრბოლელი“ სულიერ არსება სხეულიდან სხეულში გადადის და თან ყოველი ახალი განსხეულების დროს ახლიდან იწყებს ცხოვრებას და ძველი ინკარნაციის მეხსიერება იკარგება. ადამიანის და არამარტო ადამიანის არსება, შედგება სამი ნაწილისაგან, ესაა სული, საფშვინველი და სხეული, სული მარადიული და უცვლელი სუბსტანციააა, რომელიც სამსარას ფარგლებს გარეთ იმყოფება, საფშვინველი ჩამწყვდეულია სამსარაში და ბრუნავს, ჩამწყვდეულია სხეულში, ხოლო სხეული ესაა თავად სამსარა, მატერიალური ბუნება, მატერიალური ბუნება ესაა ილუზორული ცრურეალობა.გულახდილად რომ ვთქვათ, სამყაროს „შექმნის“ ბიბლიური ვერსიის, წმინდა მართლმადიდებლური ინტერპრეტაცია, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ფიზიკის ფუნდამენტურ კანონთან - ენერგიის შენახვის კანონთან, რომლის თანახმადაც არაფერი არ იქმნება არაფრიდან არავის მიერ და არ ნადგურდება აბსოლუტურად და არ ქრება უკვალოდ, არამედ ყოველივე რაც არსებობს, უბრალოდ ყოფიერების, მარადიული კოსმიური ყოფიერების ერთი ფორმიდან მეორეში გადადის ე.ი. არ შეიძლება არაფრიდან შექმნა და არ შეიძლება არაფრად ქცევა უკვე არსებულისა სრული განადგურების გზით. ამ კანონი, ამ დოქტრინას სხვათაშორის სხვათაშორის იზიარებს ბუდისტური მოძღვრებაც. მე ვემხრობი დინამიკური კოსმოსის მოდელს, როგორც ფიზიკოსები, ბუდისტები, ინდუისტები, ძველი ბერძენი ეზოთერიკოსები (მაგ. ემპედოკლე, დემოკრიტე, ანაქსიმანდრე და სხვანი), აგრეთვე თეოსოფები, ანთროპოსოფები და ა.შ. და არა სტატიკური კოსმოსის მოდელს როგორც მართლმადიდებლები, ისლამისტები, იუდაისტები და ა.შ. მე მჯერა მარადიული მუდმივად ცვალებადი ანუ დინამიკური კოსმოსისა, რომელსაც გააჩნია ორი უნივერსალური პირველსაწყისი, ორი სუპრაუნივერსალური დასაბამი - ბრაჰმანი და მისი შაკტი.

მართლმადიდებლური არგუმენტი:
„რეინკარნაციის თეორია ოჯახის ცნების პროფანაციას ახდენს. უბიწოება უფრო სულის მდგომარეობაა, ვიდრე სხეულისა, მაგრამ სადაა იგი, რა ფასი აქვს ქალწულობას, თუკი პატარა გოგონას სულმა წარსულ ცხოვრებაში უკვე ყველა სახის ცოდვა იგემა? სადაა მეუღლეთა ერთგულება, თუკი თითოეულმა მათგანმა უწინ უკვე მრავალგზის იქორწინა სხვებთან და მომავალშიც სხვაზე იქორწინებს?“(წყარო: მართლმადიდებელი აპოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“
)

კონტრარგუმენტი #5
: ცოდვა სულს კი არა საფშვინველს ეხება, სული კიდევ ვიმეორებ ესაა - უსაწყისო და უსასრულო, არადიფერენცირებული, არადეტერმინირებული, არადისკრეტული, უპრედიკატო, შეუცნობადი და განუსაზღვრელი აბსოლუტური ღვთაებრივი ცნობიერების მარადიული ოკეანე, აბსოლუტურად ხელშეუხებელი საფუძველი ყოფიერებისა, საფშვინველი ესაა მისი გამოვლინება და ემანაცია, როგორც უკვე ზემოთ ითქვა ღვთაებრივი საფშვინველი და ადამიანური საფშვინველი განიცდიან დეფორმაციას მატერიისა და მატერიალური ენერგიის ნაწილაკებთან კონტაქტის შედეგად, არიმანის - ბოროტების ანტისულის ზეგავლენით მრუდდება, მაგრამ იოგას ხელოვნების მეოხებით შეიძლება მისი გაწმენდა და განთავისუფლება მატერიის ტყვეობისაგან, ცოდვა ახდენს საფშვინველის დეფორმაციას, მაგრამ ამ დეფორმაციის კორექტირება სულ მუდამ არის შესაძლებელი, სწორედ ესაა მუქტი - ხსნა, გასანთავისუფლებელია საფშვინველი და არა სული, სული მუდამ თავისუფალია, რათა საბოლოოდ გააცნობიერონ ზოგ ზოგიერთებმა, ვაცხადებ, სული ესაა ლატენტური და პასიური გამოუვლენელი, პერიოდულად აქტიური და პერიოდულად არააქტიური ცნობიერი სუბსტანცია, მისი წიაღიდან ცოცხალი არსებების გამოვლინება შესაძლებელი ხდება მხოლოდ მისი არაცნობიერ სუბსტანციასთან, მარად ქალურ სულთან - პრადხანასთან ანუ მულაპრაკრიტისთან შეერთებით. აბსოლუტური ღვთაებრივი ცნობიერების მარადიული ოკეანე , რომელსაც ინდუიზმში პარაბრაჰმანი, ადი პურუშა, ნირგუნა ბრაჰმანი და უმაღლესი შივა ეწოდება იგივეა რაც ტანტრისტული ბუდიზმის - ადიბუდა სამანტაბჰადრა, აგრეთვე აბსოლუტური და ღვთაებრივი ძალის, არამატერიალური პირველენერგიის მარადიული ოკეანე; ინდუიზმის უმაღლესი შაკტი ანუ მულაპრაკრიტი იგივე პარა ვაკი ზუსტად იგივეა რაც ტანტრისტული ბუდიზმის - ადიბუდა სამანტაბჰადრი (ქალური უზენაესი ბუდა), პარაბრაჰმანი ანუ იგივე სამანტაბჰადრა ადიბუდა ზუსტად შეესაბამება კაბალისტურ - ეინ სოფს, ხოლო უმაღლესი შაკტი ანუ სამანტაბჰადრი ადიბუდა კაბალისტურ - შეხინას ანუ შეკინას (რაც ნიშნავს განათებას, გასხივოსნებას, სულიერ სინათლეს). მარტივად რომ ვთქვათ და ცოტათი უფრო ოპტიმისტურადაც, სამსარა ანუ მატერიალურ სამყაროებში სხეულიდან სხეულში ბრუნვა ე.ი. რეინკარნაცია სხვა არაფერია თუ არა დიდი კოსმიური მოგზაურობა და თავგადასავალი, დიახ! ესაა საოცარი და განმაცვიფრებელი თავგადასავალი... ინდივიდუალური საფშვინველი სხეულიდან სხეულში, სამყაროდან სამყაროში, სივრცითი განზომილებიდან სივრცით განზომილებაში გადასვლით იღებს უზარმაზარ გამოცდილებას, ის იბრძმედება და უმტკიცდება ნებისყოფა, ესაა მოგზაურობა საკუთარი შინაგანი მე-ს აღმოჩენისაკენ, საფშვინველმა შეიძლება მილიონი ან მილიარდი სხეული გამოიცვალოს, მილიონჯერ ან მილიარდჯერ იცხოვროს სხვადასხვა ცხოვრებით სხვადასხვა პლანეტაზე, სხვადასხვა სამყაროში და მიუხედავად იმისა რომ ადამიანის ფსიქოფიზიკური საწყისი; ფსიქიკური საფშვინველი და ასტრალური და ფიზიკური სხეულები მოკვდავნი არიან და ნადგურდებიან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, იქმნებიან და ნადგურდებიან, მაგრამ არცერთი ადამიანის სხეულებრივი მატერიალური ცხოვრების არცერთი წამი, არცერთი წუთი, არცერთი მომენტი მისი მატერიალური ყოფიერებისა, არსად არ ქრება და არ ნადგურდება, არამედ პირიქით(!), აღიბეჭდება რა ინდივიდუალურ საფშვინველში; მენტალურ და სულიერ საფშვინველებში და აგრეთვე ატმანში - მარადიულ სულში, მათ წიაღში მარადიულად ინახება, ასე და ამრიგად ადამიანი საბოლოოდ თავისი მატერიალური ყოფიერების საბოლოო ამოწურვის შემდგომ განაგრძობს არსებობას მარადიულად ორი სახით, ორნაირად, ორგვარად; როგორც ავტონომიური ინდივიდუალური საფშვინველი, ღვთიური ნაპერწკალი და როგორც ერთიანი და საყოველთაო არადიფერენცირებული სული, ის არსებობს როგორც კონკრეტული ფშვინიერი მოაზროვნე სუბსტანცია, ინდივიდუალური და ავტონომიური არსი და აგრეთვე როგორც უპიროვნო იმპერსონალური უსახო და არადიფერენცირებული მარადიული ზეცნობიერი სუბსტანცია, მკვეთრად ჰომოგენური და უნიტარული. ჭეშმარიტი ადამიანი ესაა მხოლოდ ღვთიური საფშვინველი და ღვთიური სული, სხეული მარტოოდენ ჰოლოგრაფიული ეფემერული ილუზორული გარსია და მეტი არაფერი. მატერიალური კოსმოსი ესაა ერთდროულად სვაპნამაია ანუ ილუზორული ძილბურანი, ძილქუში და აგრეთვე ვიბჰუტი ანუ უმაღლესი კოსმიური ღვთაების გამოვლინება და ემანაცია. რეინკარნაციის ანუ სამსარას დოქტრინის დამამტკიცებელი საბუთები მრავლადაა სახარებაში, ოღონდაც მართლმადიდებელი დოგმატიკოსები თავიანთი განუვითარებლობისა და სულიერი სიბეცის გამო მათ ვერ ხედავენ, ან არ უნდათ რომ დაინახონ, ისინი აბსურდულ და სასაცილო ახსნა-განმარტებებს იძლევიან იმ მონაკვეთების შესახებ, რომლებშიაც ძევს რეინკარნაციის შესახებ აშკარა თუ ცალსახა მინიშნებანი. „როცა ისინი მოდიოდნენ იესომ დაუწყო ლაპარაკი ხალხს იოანეზე: „რის სანახავად გახვედით უდაბნოში? ქარისაგან შერხეული ლერწმისა?“ (მათეს სახარება, თავი 11, სტროფი 7). „ვინაიდან ეს ის არის, ვისზედაც დაწერილია: აჰა, მე ვგზავნი შენს წინაშე ჩემს ანგელოზს, რომელიც განამზადებს შენს გზას შენს წინაშე“ ((მათეს სახარება, თავი 11, სტროფი 10). „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედაკაცთაგან ნაშობთა შორის არ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე უფრო დიდი; მაგრამ ცათა სასუფეველში უმცირესი მასზე დიდია“ (მათეს სახარება, თავი 11, სტროფი 11). „თუ მიღება გსურთ, იგია ელია რომელიც უნდა მოვიდეს“ (მათეს სახარება, თავი 11, სტროფი 14). „ჰკითხეს მას მოწაფეებმა: რატომ ამბობენ მწიგნობრები რომ პირველად ელია უნდა მოვიდესო?“ (მათეს სახარება, თავი 17, სტროფი 10). „ხოლო მან მიუგო პასუხად: „ელია ნამდვილად მოვა და აღადგენს ყოველივეს“ (მათეს სახარება, თავი 17, სტროფი 11). „მაგრამ თქვენ გეუბნებით, რომ ელია უკვე მოვიდა, მაგრამ ვერ იცნეს იგი და ისე მოექცნენ როგორც უნდოდათ; კაცის ძესაც ასევე მოელის მათგან ტანჯვა“ (მათეს სახარება, თავი 17, სტროფი 12). „მაშინ მიხვდნენ მოწაფეები, რომ ის იოანე ნათლისმცემელზე ელაპარაკებოდა“ (მათეს სახარება, თავი 17, სტროფი 13). „ის ივლის მის წინაშე ელიას სულით და ძალით“ (ლუკას სახარება, თავი 1, სტროფი 17). „ჰკითხეს მას: რატომ ამბობენ მწიგნობრები რომ პირველად ელია უნდა მოვიდესო?“ (მარკოზის სახარება, თავი 9, სტროფი 11). „მან უპასუხა მათ: „მართალია, პირველად ელია უნდა მოვიდეს და აღადგინოს ყოველივე. კაცის ძეზე კი როგორღაა დაწერილი, რომ მას მართებს ბევრი ტანჯვა და დამცირება?“ (მარკოზის სახარება, თავი 9, სტროფი 12). „მაგრამ თქვენ გეუბნებით, რომ ელია უკვე მოვიდა და მას ისე მოექცნენ როგორც უნდოდათ და როგორც დაწერილია მასზე“ (მარკოზის სახარება, თავი 9, სტროფი 13). „როცა მოდავესთან ერთად მთავართან მიდიხარ, ეცადე გზაშივე გათავისუფლდე მისგან, რომ მან არ მიგიყვანოს მოსამართლესთან, მოსამართლემ არ მიგცეს ბოქაულს და ბოქაულმა არ ჩაგაგდოს საპყრობილეში“ (ლუკას სახარება, თავი 12, სტროფი 58). „გეუბნები: იქიდან ვერ გამოხვალ, ვიდრე უკანასკნელ გროშს არ გადაიხდი“ (ლუკას სახარება, თავი 12, სტროფი 59). „შეურიგდი შენს მეტოქეს სასწრაფოდ, ვიდრე მასთან ერთად გზას ადგახარ, რომ მეტოქემ არ გადაგცეს მსაჯულს, ხოლო მსაჯულმა არ გადაგცეს მსახურს და არ ჩაგაგდონ საპყრობილეში“ (მათეს სახარება, თავი 5, სტროფი 25). „ჭეშმარიტად გეუბნები შენ: იქიდან ვერ გამოხვალ ვიდრე უკანასკნელ კოდრანტს არ გადაიხდი“ (მათეს სახარება, თავი 5, სტროფი 26). ზემოთთქმულიდან აშკარაა რომ ა) იოანე ნათლისმცემელი იყო ელია წინასწარმეტყველის რეინკარნაცია რამეთუ ეს სავსებით აშკარაა და პირდაპირაა ნათქვამი ფაქტობრივად და ბ) მეტოქე იგავიდან ესაა ინდივიდუალური კარმა ანუ გატრა კარმა, რომელიც შედგება სამი კარმისაგან, კარმული ე.ი. ბედისწერის ენერგიის სამი სახეობისაგან; წარსულის კარმა - პრარაბდხა კარმა, კარმა, რომლის ნაყოფები უკვე მოცემულია, აწმყოს კარმა - სანჩიტა კარმა, კარმა რომლის ნაყოფები ჯერ მიუმწიფებელია, მაგრამ ახლა ახლა იწყებს მომწიფებას და მომავლის კარმა - აგამინ კარმა, კარმა, რომელიც მომავალში მოიღებს ნაყოფებს, შემდეგ ინკარნაციაში, გზა ესაა რეინკარნაციის ბორბალი, ადამიანის ინდივიდუალური საფშვინველის კოსმიური გზა, მსაჯული ესაა მატერიის მეუფე, ბოროტი დემიურგი, მატერიის, ბნელეთისა და წყვდიადი ანტიღმერთი, ქვეყნიერებისა და ქვესკნელის შემოქმედი ბოროტი ანგელოზი - არიმანი ანუ იეღოვა, მსახური ესაა არქონტი ანუ ბნელი ანგელოზი, რომელიც არიმანს ემსახურება, საპყრობილე ესა არის ხირციელი ფიზიკური მატერიალური სხეული, ხოლო უკანასკნელი კოდრანტის გადახდა ეს არის კარმული ვალის სრულად აღსრულება, კარმული ენერგიის ნაკადის შეჩერება - სამვარა და კარმული ენერგიის ნატიფი გარსის - სამსკარას ჩამოცილება - ნირჯარა.

მართლმადიდებლური არგუმენტი:
უმთავრესი ისაა, რომ მეტემფსიქოზის აღიარება ამახინჯებს ადამიანის ზნეობრივ ცხოვრებას. ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით, ცოდვა ყველაზე დიდი უბედურებაა, რომელიც თუ სინანულით არ წარიხოცა, მარად რჩება ადამიანის სულში. ცოდვა ღვთისგან განდგომა და დემონთან საიდუმლო კავშირია. რეინკარნაციის მომხრენი საპირისპიროს ამტკიცებენ. მათი აზრით, ცოდვა სვლის შეფერხებაა სულის მოგზაურობის გზაზე, რომელსაც სასჯელად გარდასხეულება მოსდევს. ამდენად, სწორედ ცოდვაა ის ძალა, რომელიც „რეინკარნაციის ბორბალს“ ატრიალებს(წყარო: მართლმადიდებელი აპოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“
)

კონტრარგუმენტი #6
:
სული არ მოგზაურობს, მოგზაურობს საფშვინველი, ცოდვა ესაა ის რაც ადამიანის მატერიალურ საწყისშია ჩაბუდებული, ცოდვის განადგურება საფშვინველის განთავისუფლების საწინდარია, ცოდვა ესაა სკანდხა-ვიჯნანა - ფსიქომატერიალური ცნობიერება(არიმანი), ხოლო სიკეთე და სათნოება ესაა - სულიერი საწყისი (ორმუზდი). ცოდვა სულს საერთოდ არ ეხება, ის ეხება საფშვინველს, რომელიც სამსარაში ჩამწყვდეული, ბრუნავს იქამდე და ერთი სხეულიდან მეორეში გადადის სანამ არ გააცნობიერებს თავის ღვთაებრიობას და კავშირს უზენაეს სულთან - ბრაჰმანთან, არ განუდგება ამსოფლიურ ყოფიერებას და არ მიაღწევს გასხივოსნებას და არ შეუერთდება უზენაეს სულს, ისე რომ არ დაკარგავს თავის მშვინვიერ ავტონომიურობას. ცოდვა ესაა ნეგატიური კარმული ენერგია აღბეჭდილი და დალექილი ინდივიდუალური საფშვინველის ნატიფ სუპრაენერგეტიკულ გარსზე - სამსკარაზე, მაგრამ არა მარტო ცოდვა აკავებს ცოცხალ არსებას სამსარას კვაზიჩაკეტილ სუპერსისტემაში და აიძულებს ნების საწინააღმდეგოდ სხეულიდან სხეულში გადასვლას, არამედ კეთილი საქმეებით გამოწვეული დადებითი კარმული ენერგიის ანაბეჭდებიც, განსხვავება ბუდასა და ჩვეულებრივ ადამიანს შორის ისაა რომ ბუდა სრულად უფლობს და ბრძანებლობს საკუთარ არსებაზე, საკუთარ სულზე, საფშვინველზე და სხეულზე, საკუთარი არსების შინაგან ენერგიებზე, ის არათუ თავისუფალია კარმული ოკეანის დინებების გავლენისაგან, არამედ მეუფებს და მბრძანებლობს კიდეც მასზე, ხოლო ჩვეულებრივი ადამიანი პირიქით, საკუთარ არსებაზე, საკუთარ სულზე, საფშვინველზე და სხეულზე, საკუთარ ენერგიებზე და მით უმეტეს კარმულ ოკეანეზე ვერ მეუფებს, არამედ პირიქით კარმული ოკეანე მეუფებს მასზე და მართავს მას, მაშინაც კი როდესაც ადამიანს გონია რომ საკუთარ ბედს თვითონ მართავს და რომ აბსოლუტურად დამმოუკიდებელი და თავისუფალია ყველაფრისაგან, რაღათქმაუნდა ადამიანს აქვს არჩევანი, სამი არჩევანი; ან სიკეთე ქმნასმხოლოდ, ან ბოროტება, ანდა საერთოდაც არაფერი არ ქმნას; განუდგეს ამსოფლიურ მიწიერ ყოფიერებას და მკაცრი ბერმონაზვნური იოგინური ასკეზის ძალით მიაღწიოს თვითსრულყოფილებასა და გასხივოსნებას, საკუთარ არსებაში ჩაღრმავების გზით, აი მაშინ უკვე ბუდად გამხდარ არსებას შეეძლება ადამიანთა დახმარება და სიკეთის ქმნა, მაგრამ ეს მის სამსკარაზე აღარანაირ კვალს აღარ დატოვებს და მის საფშვინველს არ დააბინძურებს კარმული ენერგიით, რამეთუ სამსკარა (საფშვინველის გარსი) საერთოდაც აღარ იარსებებს, ბუდა ესაა არსება რომელიც მეუფებს კარმის მსოფლიო ოკეანეზე და არა პირიქით. გასხივოსნება მიიღწევა პირადი ნებელობის, ნებისყოფის განმტკიცება-გაძლიერებით და მისი მეოხებით მკაფიო მიზნის დასახვით. თუმცაღა ბუდებსა და ბოდჰისატვებს და ზოგადად ბუდისტურ მოძღვრებას მოჩვენებით ყალბ ფსევდოჰუმანიზმსა და ამორალურ პესიმიზმში ადანაშაულებენ (მართლმადიდებელი აპოლოგეტები განსაკუთრებით) მაგრამ სინამდვილეში მთელი ბუდისტური ფილოსოფია და მეტაფიზიკა მიმართულია ერთადერთი მიზნისაკენ - სამსარას ჩაკეტილ კარმულ სისტემაში დატყვევებული ცოცხალი არსებების განთავისუფლებისაკენ, ბუდას ფილოსოფიის მთელი არსი და აზრი, მნიშვნელობა ძევს იმაში რომ იგი მთელი ძალით ილტვის, ცოცხალ არსებათა (და არა მარტო ადამიანთა) ილუზორული ამსოფლიური ამაო ყოფიერების ბორკილებისაგან განთავისუფლებისა და მათი უმაღლეს სულიერ ყოფიერებასთან - ადიბუდასთან ანუ ალაია-ვიჯნანასთან ზიარებისაკენ, ინდივიდუალური დამოუკიდებლობისა და პირადი თავისუფლების წარუშლელად. არსებობს ასეულობით ბუდა და ბოდჰისატვა და ყველა იღწვის ერთდერთი მიზნისათვის, ცოცხალ არსებათა გამოსაღვიძებლად ცრუ ყოფიერებიდან.

მართლმადიდებლური არგუმენტი:
„უნდა აღინიშნოს, რომ ორიგენე სულაც არ იზიარებდა რეინკარნაციის თეორიას, ის მხოლოდ სულთა წინასწარ არსებობას აღიარებდა და ამტკიცებდა, რომ სულის სხეულთან დაკავშირება მათი (სულების) დაცემის შედეგია და რომ მეორედ მოსვლისას აღდგება და ცხონდება ყველა სული თვით ცოდვილთა და დემონთა ჩათვლით
(
.
.
აპოკატასტასისის
თეორია
).
სწორედ ეს გაუკუღმართებული სწავლება დაიგმო ეკლესიის მიერ და თანაც მრავალგზის და ბევრად უფრო ადრე, ვიდრე V მსოფლიო საეკლესიო კრება შედგებოდა“ (წყარო: მართლმადიდებელი აპოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“
)

კონტრარგუმენტი #7
: ჯერ ეს ერთი ორიგენიც იზიარებდა რეინკარნაციის დოქტრინას, მეორეც რეინკარნაციის ანუ მეტემფსიქოზის დოქტრინის მომხრენი იყვნენ ძველი საბერძნეთი ყველაზე გამოჩენილი ფილოსოფოსები - პლატონი, პითაგორა, ემპედოკლე და ჰერაკლიტე, აგრეთვე პლუტარქე, მესამეც ის რომ რეინკარნაციის გარეშე ყველაფერი აზრს კარგავს, არსებობს სამი ხარვეზი, სამი პრობლემა რომელთა გამოც მართლმადიდებლური სწავლება ეწინააღმდეგება სამსარას ანუ რეინკარნაციის დოქტრინას, პირველი ისაა რომ მართლმადიდებელმა დოგმატიკოსებმა არ იციან რა არის სული, რა არის საფშვინველი და რამდენი სხეული გააჩნია ადამიანს, ისინი (მართლმადიდებელნი) ალოგიკურად და ირაციონალურად უდგებიან სპირიტოლოგიის საკითხს, მათი დოქტრინები სულისა და საფშვინველის ბუნებასთან მიმართებაში ძირშივე მცდარია. სული არაფერთან არაა დაკავშირებული, ცოდვა ეხება არა სულს არამედ საფშვინველს და სხეულს (სხეულებს), როდესაც ადამიანი ცოდვებს ჩადის და ნეგატიურ კარმულ ენერგიას იგროვებს, ეს ნეგატიური ენერგია სადღაც უნდა წავიდეს, გაქრეს, რადგანაც ნეგატიური კარმული ენერგია, საფშვინველის მეტაფიზიკურ გარსზე ბნელი კარმის ანაბეჭდები იწვევენ საფშვინველისა და მისი შინაგანი პოტენციური ენერგიის მოქცევით დეფორმაციას, ეს ერთი და მეორეც არა მარტო ნეგატიური კარმა, არამედ ზოგადად მთლიანად კარმა, კარმული ენერგია და მისი ანაბეჭდი განაპირობებს, იმას რომ საფშვინველი მატერიის ტყვეობისაგან საბოლოოდ ვერ აღწევს თავს, არამედ კვლავ და კვლავ ხორციელდება. სამყაროში არსებობს მეტაფიზიკური კარმული ენერგიის უნივერსალური მაკროკოსმიური ოკეანე, ადამიანური არსებები ესენი არიან ენერგიის ცენტრები, ფოკუსები, რომელთაც გააჩნიათ მეტაფიზიკური გრავიტაცია და სივრცისა და დროის გამრუდების უნარი, საფშვინველი პულსირებს, ხან იკუმშება (სანკუჩიტა) და ხანაც ფართოვდება (ვაკასა) და გააჩნია პირადი ინდივიდუალური ნებელობა (სანკალპადევა), ის არის ჯნატა - თვითშემცნობი იდეალური მეტაფიზიკური სუბიექტი, სამყაროში ყველაფერი იდეაა, თითოეულ საგანს, მატერიის თითოეულ ნაწილაკს გააჩნია საკუთარი პერსონალური იდეა ანუ ეონი, ეიდოსი, ეიდოსების რიცხვი უსასრულოა, მაგრამ ყველა ამ იდეას გააჩნია საერთო უნივერსალური პირველსაწყისი - ალაია-ვიჯნანა ანუ დაო, უმაღლესი პირველეიდოსი - აგაფონი ანუ პირველერთიანი (ადიეკა), საფშვინველი მატერიალური ძალების ზეგავლენით კარგავს თავის პირვანდელ სინათლეს, საფშვინველი იქამდე იმოგზაურებს ერთი სხეულიდან მეორეში და დაიტანჯება, სანამ მთელი კარმული ენერგია, მთელი კარმული ანაბეჭდები, სამსკარები ანუ ვასანები არ განადგურდებიან ასკეზის მეოხებით, იქამდე სანამ ადამიანი არ მიაღწევს ავატარას და მაჰასიდხის მდგომარეობას ანუ არ გახდება ბუდა, ვერ განთავისუფლდება სამსარასაგან, ნებისმიერი ქმედება ადამიანისა წარმოშობს კარმას, დადებითსა თუ უარყოფითს და ეს კარმული ანაბეჭდები იწვევენ საფშვინველის დეფორმაციას და გამრუდებას რასაც რაღათქმაუნდა თან ახლავს ადამიანის მიერ საკუთარი ჭეშმარიტი ღვთაებრივი ბუნების დავიწყება, უარყოფითი კარმის გამო ადამიანი საშინლად ისჯება მიწიერ სამყაროშიც და გარდაცვალების შემდეგ ჯოჯოხეთის სფეროებშიც, ხოლო დადებითი კარმის გულისათვის ეძლევა ჯილდო, ის ჯილდოვდება, როგორც მიწიერ სამყაროში, ასევე გარდაცვალების შემდეგაც, ბოროტი ქმედებები განსაზღვრავენ იმას თუ რა სახის და რამდენი რაოდენობით უბედურებები დაემართება ადამიანს ფიზიკურ სამყაროში და რამდენი ხანი დარჩება იგი ჯოჯოხეთში, ე.ი. რამდენი ხანი მოუწევს მას ჯოჯოხეთის სფეროებში ტანჯვა-პატიმრობა, ხოლო დადებითი კარმა განაპირობებს იმას თუ რა სახის და რამდენი სიკეთე და ბედნიერება დაემართება ადამიანს მიწიერ სიცოცხლეში და გარდაცვალების შემდეგ, მაგრამ პრობლემა იმაშია რომ არც სამოთხეში და არც ჯოჯოხეთში და არც ადამიანთა სამყაროში ადამიანის არსება მარადიულად და მუდმივად არ რჩება და ასე უსასრულოდ ქვეყნიერების აღსასრულამდე სხეულიდან სხეულში, სამყაროდან სამყაროში ხეტიალისათვისაა განწირული, საბოლოო განთავისუფლება მარტო იოგას ასკეტურ ბერმონაზვნური ხელოვნების ძალისხმევით არის შესაძლებელი, როდესაც ადამიანი საბოლოოდ თავისუფლდება, ის ხდება ბუდა ანუ ავატარა, ჯივანმუქტა, სამუდამოდ ტოვებს მატერიალურ ბუნებას და შედის ზესულიერი მარადისობის ოკეანის წიაღში, სადაც ყველგან და ყოველთვის მარტო მარადისობა, ცნობიერება, უსაზღვრო ნეტარება, სინათლე, სიმშვიდე, ჰარმონია, სიყვარული და თანაგრძნობაა, ყველა სათნოება ერთში გაერთიანებული და იძენს აბსოლუტურ და უსასრულო ნეტარებას და ამასთან არასდროს არ რჩება მარტო, არამედ მის გვერდით მუდამ იმყოფებიან გასხივოსნებული ღვთაებრივი საფშვინველები და მასთან ერთად ნეტარებენ. რაც შეეხება აპოკატასტასისს, ბოროტების საბოლოო განადგურება მარტო მისი აბსოლუტური გარდასახვით ანუ ტრანსფორმაციით, სრული ინვერსიით არის შესაძლებელი, იდენად რამდენადაც ბოროტება ესაა სიკეთის ინვერსია და გარდასახვა, აქედან - საყოველთაო ცხონების ანუ აპოკატასტასისის დოქტრინა და თუ ჯოჯოხეთი მარადიულია, ესე იგი უსასრულოა და აბსოლუტური და თუ ეს ასეა მაშინ ბოროტება ყოფილა მარადიული, უსასრულო და აბსოლუტური, ეს კი ეწინააღმდეგება არა მარტო ზოგადად ოკულტურ-ეზოთერიკული თეოსოფიური სწავლების ძირეულ პრინციპებს არამედ კონკრეტულად ქრისტიანულ ეზოთერიკასაც. ორიგენე ამტკიცებდა რომ ნებისმიერი სული, მათ შორის ადამიანისაც, უქმნელია და უსაწყისო და ეს ჭეშმარიტებაა, ქრისტიანული მოძღვრება ადასტურებს სულის წინარეარსებობას; „როგორც ამოგვარჩია ჩვენ მასში სოფლის შექმნამდე, რათა წმიდანი და უბიწონი ვყოფილიყავით მის წინაშე სიყვარულით“ (ეფესელთა მიმართ, თავი 1, სტროფი 4). „ქრისტეა ყოველივე და ყოველივეში“ (კოლასელთა მიმართ, თავი 3, სტროფი 11). „ერთია ღმერთი და მამა ყოველთა, რომელიც ყოველთა ზედაა, ყველას მიერ და ყველა ჩვენგანში“ (ეფესელთა მიმართ, თავი 4, სტროფი 6). „ნუთუ არ იცით რომ ღვთის ტაძარი ხართ და ღვთის სული ცოცხლობს თქვენში?“ (პავლე, 1 კორინთელთა, თავი 3, სტროფი 16). „ნუთუ არ იცით რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში მცხოვრები სულიწმინდისა“ (პავლე, 1 კორინთელთა, თავი 6, სტროფი 19). „იმ დღეს გაიგებთ რომ მე მამაჩემში ვარ და თქვენ ჩემში და მე თქვენში“ (იოანეს სახარება, თავი 14, სტროფი 20). „მერწმუნეთ რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემში“ (იოანეს სახარება, თავი 14, სტროფი 11). „უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ აბრაამი იქნებოდა მე ვიყავი“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 58). „თვითონ თქვენშია ღვთის სასუფეველი“ (ლუკას სახარება, თავი 17, სტროფი 21). ყოველივე ზემოთთქმული ამტკიცებს ადამიანის სულის, ინტელექტისა და გონების უქმნადობას და უსაწყისობას და ადამიანის სულიერი არსების ღვთაებრიობას. რეინკარნაციის შესახებ სახარებებში უამრავი ინფორმაცია არის, მაგრამ ყველაფერს დანახვა უნდა უბრალოდ, „ძველ ტანისამოსს არავინ დაადებს ახალი ქსოვილის საკერებელს, ვინაიდან ახლად დაკერებული მოიხევა სამოსელისაგან და ნახვრეტი უარესი გახდება“ (მათეს სახარება, თავი 9, სტროფი 16). „არც ახალ ღვინოს ჩაასხამენ ძველ ტიკებში, თორემ ტიკები დასკდება, ღვინოც დაიღვრება და ტიკებიც დაიღუპება; არამედ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ და ორივე ინახება“ (მათეს სახარება, თავი 9, სტროფი 17). „ძველ ტანსაცმელს არავინ დაადებს საკერებელს ახალი ქსოვილისგან; თორემ ახალი დაკერებული მოხევს ძველს და უარესად გაიგლიჯება“ (მარკოზის სახარება, თავი 2, სტროფი 21). „არავინ ჩაასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში, თორემ ღვინო ტიკებს დახეთქავს და ღვინოც დაიკარგება და ტიკებიც. არამედ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ“ (მარკოზის სახარება, თავი 2, სტროფი 22). „იგავიც უთხრა მათ: „არავინ მოხეცს საკერებელს ახალ სამოსელს და არ დაადებს ძველ სამოსელს, თორემ ახალსაც დაგლეჯს და ძველსაც არ გამოადგება ახალი სამოსლის საკერებელი“ (ლუკას სახარება, თავი 5, სტროფი 36). „არავინ ჩაასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში, თორემ ახალი ღვინო ტიკებს დახეთქავს და ღვინოც დაიკარგება და ტიკებიც“ (ლუკას სახარება, თავი 5, სტროფი 37). „არამედ ახალი ღვინო ახალ ტიკებში უნდა ჩაისხას“ (ლუკას სახარება, თავი 5, სტროფი 38). „არც ერთი ძველის მსმელი არ მოისურვებს ახალს, რადგან იტყვის: ძველი სჯობიაო“ (ლუკას სახარება, თავი 5, სტროფი 39). ეს სიტყვები მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარებებიდან ამტკიცებენ რეინკარნაციის არსებობას და განიმარტებიან შემდეგნაირად: ბუდისტური ეზოთერიკული, მაჰაიანური და ვაჯრაიანური ანთროპოლოგიის თანახმად, ადამიანის არსება შედგება რვა ელემენტისაგან, აქედან სამი სულიერია, ხოლო ხუთი მშვინვიერი და მატერიალური ანუ ხორციელი, ესენია; ყოველთა არსებათა, ყოველთა ცოცხალთა აბსოლუტური და უნივერსალური სუპრაცნობიერება, ცნობიერება-საცავი - ალაია-ვიჯნანა ანუ ადიბუდა, იგივე დჰარმატა - სამყაროს და ყოველთა არსებათა უსასრულო მირიადების უზენაესი ღვთაებრივი არსი, აბსოლუტური არსი ყველასა და ყველაფრისა, გამაერთიანებელი ყველასა და ყველაფრისა, არადიფერენცირებული, არადეტერმინირებული, არადისკრეტული, არამატერიალური, მარადიული სულიერი არსი, შემდეგ; ღვთაებრივი კოსმიური ინტელექტი - ბუდჰი, შემდეგ; მარადიული გონება - მანასი, კაუზიურ-ფსიქიკურ-ფიზიკური ანუ ფსიქომატერიალური დისკრეტული და დიფერენცირებული უმდაბლესი მოდიფიცირებული ცნობიერება - სკანდხა-ვიჯნანა ანუ კამა-მანასი იგივე კამა-რუპა, ფსიქომენტალური უმდაბლესი ინსტინქტური იმულსების ელემენტების კომბინაცია ანუ კარმული დანალექების ერთობლიობა და კარმული ნალექის დამაგროვებელი ნატიფი ენერგეტიკული გარსი (ჭუპრი გონებისა) - სამსკარა-სკანდხა, უმდაბლესი მენტალური ელემენტების კომბინაცია, ფსიქოფიზიკური გონება - სამჯნა-სკანდხა, ფსიქიკური გრძნობების ელემენტების კომბინაცია - ვედანა-სკანდხა და ბოლოს სამი მატერიალური სხეულის, კაუზიური, ფსიქიკური და ფიზიკური სხეულების ფორმის ე.ი. ფორმაწარმომქმნელი ელემენტების კომბინაცია - რუპა-სკანდხა, თეოსოფიურ მოძღვრებაში ანთროპოლოგია შემდეგნაირია: აბსოლუტური ღვთაებრივი სული ანუ ღვთაებრივი ცნობიერება - ატმანი, ღვთაებრივი ინტელექტი ანუ სულიერი საფშვინველი - ბუდჰი, მენტალური საფშვინველი ანუ გონება - მანასი, ფსიქიკური საფშვინველი ანუ პიროვნული მე, ეგო - კამა-რუპა ანუ ფსიხეია (კამა-მანასი), კაუზიური სხეული, ასტრალური (ფსიქიკური) სხეული და ფიზიკური სხეული, ალაია-ვიჯნანა ანუ ატმანი, ბუდჰი და მანასი მარადიული სულიერი ელემენტებია, რომელთაც არ გააჩნიათ არც საწყისი და არც სასრული, ისინი დროისა და სივრცის მიღმა იმყოფებიან, ისინი წარმოადგენენ ადამიანის არსების სულიერ ინდივიდუალობას, უზენაეს პრინციპს, ხოლო დანარჩენი ელემენტები განასახიერებენ ადამიანის უმდაბლეს მოკვდავ ხრწნად პიროვნულ ეგოისტურ ბუნებას, რომელიც ქმნად-დაშლადი, არასტაციონარული ფსიქომატერიალური ელემენტებისაგან - დჰარმებისაგან და სკანდხებისაგან შედგება, უზენაესი ბუნება არის ინდივიდუალობა, ხოლო უმდაბლესი ბუნება პიროვნულობა, რაც იგივეა რაც ეგოიზმი, რადგანაც პიროვნულობის ანუ ეგოიზმის მოვლენა სწორედაც რომ ეგოდან ანუ ფსიქიკური საფშვინველიდან მოდის, ე.წ. დჰარმები, ესენია მატერიალური და ფსიქიკური ყოფიერების არასტაბილური ელემენტები, რომელნიც საერთო ჯამში ცარიელნი არიან, მათ არ გააჩნია არსი, მეტიც ისინი მარადისობის საპირისპირონი არიან, მარადისობა ანუ ალაია იგივე ადიბუდა უკვდავია, უხრწნადი და უქმნელი, აბსოლუტური, ხოლო ეს მატერიალური დჰარმები არა, დჰარმები ერთიანდებიან უფრო დიდ ჯგუფებად, რომელთაც ეწოდებათ სკანდხები, არის 72 დჰარმა და სამოცდათორმეტივე დაჯგუფებულია 5 სკანდხად, ესენია ადამიანის ფსიქომატერიალური ელემენტები, მათი ერთობლიობა არის კიდეც პიროვნულობა, განსხვავებით ინდივიდუალობისაგან რომელიც უხრწნადია, არადაშლადი, უკვდავი და არამატერიალური, შედგება ხრწნადი და დაშლადი, დაყოფადი, მატერიალური ელემენტებისაგან, რომელთაც ძალიან უჭირთ ერთობის შენარჩუნება და წამდაუწუმ ხან ერთიანდებიან და ხანაც იშლებიან, მერე ისევ ერთიანდებიან და კვლავ იშლებიან და ა.შ., სწორედ ესაა რეინკარნაცია, ამ დროს ადამიანის სულიერი გონება და ინტელექტი ამ ე.წ. სკანდხებს ისე იცილებენ და იცვლიან როგორც ადამიანი შესამოსელს, პიროვნულობის ელემენტები ხან ერთიანდებიან და ქმნიან გარკვეულ კომბინაციას და ხან კიდევ იშლებიან, მერე კვლავ ერთიანდებიან ახალი კომბინაციით და ასე იქამდე ვიდრე ადამიანი არ განუდგება სამყაროს მატერიალურ ყოფიერებას, არ მიაღწევს გასხივოსნებას, ბერმონაზვნური ასკეტური გმირობებით, არ გაეხსნება ყოვლისმჭვრეტელობის სულიერი უნარი, არ გააცნობიერებს მატერიალური ყოფიერების ილუზორულობასა და ამაოებას, არ გავა ილუზორული ვირტუალური რეალობიდან - სამსარადან, დაამსხვრევს კარმული ენერგიის ბორკილებს და არ შეუერთდება უზენაეს სუფთა ყოფიერებას, სულიერ მარადისობას და უკბდავ ცნობიერებას, აბსოლუტურ სულს - ალაია-ვიჯნანას, ადიბუდას იგივე ატმანს ანუ სარვასატვას. ყოველი ახალი პიროვნულობა სახლდება ახალ სხეულში და უერთდება სულიერ ინდივიდუალობას, კონკრეტულად კი გონებას და ინტელექტს, იგავიც სწორედ ასე განიმარტება, ძველი სამოსელი არის ძველი სხეული, ახალი ქსოვილი კი ახალ სხეული, ასევე ძველი ტიკი ღვინისა არის ძველი სხეული, ხოლო ახალი ტიკი ახალი სხეული, ადამიანის გონება და ინტელექტი რომელნიც მარადიულნი არიან გადადიან სხეულიდან სხეულში და ყოველი ახალი ინკარნაციისას მათ უერთდება ახალი პიროვნულობა შექმნილი ძველის ნარჩენებისაგან, ასევთქვათ მოდოფიცირებული და „ისხმება“ როგორც ღვინო ახალ „ტიკში“ უფრო ზუსტად სხეულში
.

მართლმადიდებლური არგუმენტი:
„ბოროტება არ ისპობა, პირიქით, სულ უფრო და უფრო მრავლდება. აქედან კი ლოგიკურად გამომდინარეობს ბუდიზმის უმთავრესი დასკვნა, რომლის თანახმადაც ამგვარი მდგომარეობიდან საუკეთესო გამოსავალა სამყაროდან გაქცევა, სიცოცხლის სურვილის მოსპობა - ნირვანაა. რეინკარნაციის აღიარება გულისხმობს, როგორც სულის არსებობის მაღალი ფორმებიდან დაღმასვლის შესაძლებლობას, ისე მის პირუკუ პროცესსაც“ (წყარო: მართლმადიდებელი აპოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“
)

კონტრარგუმენტი #8
:
რა სიცოცხლეზეა საუბარი მატერიალურ ბუნებაში?! თუ მატერია უსასრულოდ იყოფა შემადგენელ ელემენტარულ ნაწილაკებად, მაშინ სადღაა თავად მატერია? მატერია დისკრეტულია და უსასრულოდ დიფერენცირებული, განსხვავებით სულისაგან რომელიც უსასრულოდ არადიფერენცირებულია, მატერია შედგება მოლეკულებისაგან, მოლეკულები ატომებისაგან, ხოლო ატომები სუბატომებისაგან, ისინი კიდევ უფრო მცირე ნაწილაკებისაგან და ასე უსასრულოდ, ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ფიზიკის თანახმად, ატომის მასის მთელი 99 % სრული ვაკუუმი და სიცარიელეა სადაც ერთი წვეთი მატერიაც კი არაა და აქედან გამომდინარე გამოდის რომ მთელი მატერიალური კოსმიური ბუნების 99 % არის სრული ვაკუუმი და არარაობა - ნიჰილო, შუნია, ეინ სოფ. რაღათქმაუნდა ადვაიტა ვედანტა მართალია როდესაც ამტკიცებს რომ ერთადერთ ჭეშმარიტ რეალობას წარმოადგენს არამატერიალური ბრაჰმანი. ნირვანა არ ნიშნავს სიცოცხლის სურვილის მოსპობას ან ჩაქრობას, როგორც ამას ეგზოთერიკი, საქმეში ჩაუხედავი პირები განმარტავენ, ნირვანა ნიშნავს აბსოლუტთან შეერთებას, ზეცნობიერ მდგომარეობას, ინდივიდუალური საფშვინველის გასხივოსნებას, უმაღლეს აბსოლუტურ სულთან შეერთების გზით, ინდივიდუალური საფშვინველის ცნობიერების, უმაღლესი აბსოლუტური სულის ზეცნობიერებასთან დაკავშირებას. როდესაც ინდივიდუალური საფშვინველი აცნობიერებს თავის კავშირს აბსოლუტურ სულთან, სამსარას ბორკილები იმსხვრევა და არსება ხდება ბუდა - საკუთარი არსების, საკუთარი ბედისწერის სრული ბატონპატრონი და სრულად თავისუფლდება კარმული ენერგიის დანალექებისაგან. სამსარა (ანუ სანსარა) ესაა სამი სამყაროული სისტემის კვაზიჩაკეტილი სუპერსისტემა - უსასრულო სინათლისა და სიკეთის, უსასრულო წყვდიადისა და ბოროტების და სასრული სინათლისა და სასრული წყვდიადის, ბინარული ორბუნებიანი შუალედური შუასამეფო (ინტერგანზომილება), რომელიც იყოფა ზემო და ქვემო სივრცეებისაგან, ქვემო სივრცე ესაა ადამიანთა სამყარო, შუასამეფო ესაა განზომილება სადაც სინათლე და წყვდიადი შეერთებულია და გაერთიანებული, ცოცხალ არსებას ამ კვაზიჩაკეტილ სუპერსისტემაში ბრუნვას აიძულებენ ერთიანი კარმული ენერგიის სამყაროული მსოფლიო დინებები. ჩვენს მომავალს განსაზღვრავენ ჩვენივე საკუთარი მოქმედებები, რომლის გამოც საფშვინველის ნატიფ სუპრაენერგეტიკულ გარსზე ილექებიან პოზიტიური და ნეგატიური კარმული ენერგიები, გარსს ეწოდება - სამსკარა. ჩვენი ქმედებები; კეთილიცა და ბოროტიც, მაგნიტივით იზიდავენ კარმულ დინებებს და ახდენენ სამსკარას ზედაპირზე და მის წიაღში ანაბეჭდებისა და დანალექების ფორმირებას. სამყაროში არსებობს ორი ძალა; უმაღლესი ღვთაებრივი შაკტი ანუ „ისკუროტერა დინამი“ და მისი ანტითეზა და ანტიპოდი; დემონური ბნელი უმდაბლესი ანტიძალა - „ისტერა ასგანესტერა დინამი“, პირველი ესაა ღვთაებრივი საწყისი უზენაესი ზესულიერი პირველძალა, სიკეთისა და სინათლის საწყისი, სულიერი სამყაროს შემოქმედი, ძალა რომელმაც ღვთაებრივი ანგელოზები წარმოშვა, ხოლო მეორეა დემონური, ეშმაკეული (აშმოგური) ბოროტებისა და წყვდიადის ძალა, სუბასტრალური ჯოჯოხეთისა და ადამიანთა ფიზიკური ხორციელი სამყაროს შემქმედი ძალა, ძალა რომელმაც უმდაბლესი ასტრალური ანგელოზები, წუთისოფლის ბოროტი ანგელოზები შექმნა. პირველი ძალა ეხმარება ადამიანს სულიერ ევოლუციაში და მუდამ დამხმარეებს უგზავნის, რადგან ყოველი სიკეთე მისგან გამოდის, ხოლო მეორე პირიქით ყოველმხრივ უშლის ხელს ადამიანს სულიერ ევოლუციაში და მტანჯველ ანგელოზებს უგზავნის, მისგანაა ყოველგვარი ბოროტება. პირველი ძალა, ძალა ღვთიური, გნოსტიკოსთა - ისკუროტერა დინამი იგივეა რაც ბუდისტების ადიბუდა სამანტაბჰადრი, ხოლო მეორე ძალა, ბოროტი ძალა ისტერა ასგანესტერა დინამი იგივეა რაც ჯოჯოხეთის დედოფალი; დემონი - ნამრაელი(მანიქევლობაში).

 

დანართი:

(ტაბულა)

ადამიანის არსების თეოსოფიური ანატომია:

ატმანი, აჰურა ანუ პურუშა იგივე ალაია-ვიჯნანა, შუნია, ადიბუდა (metaspace spirit) - თავდაპირველი სულიერი ცნობიერება (initial spiritual consciousness), არადიფერენცირებული, არადეტერმინირებული, არადისკრეტული, უსახო, უფორმო, უსაზღვრო, უსაწყისო და უსასრულო, უქმნელი, უშობელი, მატერიალური დროისა და სივრცის წიაღში და იმავდროულად მის მიღმა მყოფი, მარადიული, უკვდავი აბსოლუტური და ერთიანი, მარადიულად განუყოფელი, ყველგან, ყველასა და ყველაფერში მყოფი, იმანენტურ-ტრანსცენდენტური, გონებისათვის (როგორც სულიერისათვის ასევე ფიზიკურისათვის) მარად მიუწვდომელი და ბოლომდე შეუცნობადი ღვთაებრივი სუბსტანცია, უმაღლესი ღვთაებრივი სულიერი ცნობიერების ინტრაკოსმიური ოკეანე. ერთადერთი და განუმეორებელი. პირველი ყოფიერება, უზენაესი რეალობა. პირველეიდოსი, პირველერთიანი.

ბუდჰი, ატმაბუდჰი, ნეშამა (space intelligence) - სულიერი საფშვინველი, სულიერი ინტელექტი, შეურყვნელი და დაუბინძურებელი, სულიერი ენერგიით გაბრწყინებული ინდივიდუალური სუპრამენტალური საფშვინველი. უქმნელი და უშობელი მანათობელი პულსირებადი სუბსტანცია-ეიდოსი, მეორე ყოფიერება.

მანუ, მანასი, კშეტრაჯნა (Space mind) - მოაზროვნე მე, გონიერი საფშვინველი, მენტალური საფშვინველი, მანათობელი და პულსირებადი, უქმნელი და უშობელი ფშვინიერი სუბსტანცია-ეიდოსი. მესამე ყოფიერება.

კამა-რუპა ანუ ახამკარა, ფსიხეია (Space it, Psychic I) - ფსიქიკური მე, ფსიქიკური ინსტინქტური უგუნური საფშვინველი, ცხოველური საფშვინველი, ცხოველური ვნებებისა და სურვილების ბუნაგი, სუბსტანცია შექმნილი და შობილი მამაკაცისა და ქალის ხორციელი შეერთების დროს, მენტალური და ფსიქიკური ენერგეტიკული ველების სინერგიისა და ფრაგმენტარული სინკრეტ-სინთეზის შედეგად, აწყობილი მამაკაცისა და ქალის სკანდხა-ვიჯნანას და მენტალური საფშვინველი უმდაბლესი ენერგიის ელემენტებისგან, ფაქტობრივად შექმნილი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ფსიქიკური ელემენტების მეტაბირთვული სინთეზის შედეგად(ფსიქიკურ მეტაბირთვულ სინთეზს მართავენ ლუნარული დემონები ანუ ბოროტი ანგელოზები - ბარჰიშადები). მეოთხე ყოფიერება.

კაუზიური სხეული, კარანოპადხი, კარანაშარირა (causal body) - არადიფერენცირებული მაია, არადიფერენცირებული კაუზიური მატერია და ენერგია(უფორმო პლანი). მეხუთე ყოფიერება.

ასტრალური სხეული, სუკშმოპადხი, სუკშმა შარირა (astral body) - სუსტად დიფერენცირებული მაია, სუსტად დიფერენცირებული ასტრალური მატერია და ენერგია(ნატიფი ფორმების პლანი). მეექვსე ყოფიერება.

ფიზიკური სხეული, სტხულოპადხი, სტხულა შარირა (physical body) - მკვეთრად დიფერენცირებული ფიზიკური მატერია და ენერგია(ვნებების პლანი). მეშვიდე ყოფიერება
.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...