Jump to content
Planeta.Ge

ბიბლიის კრიტიკული ანალიზი


Recommended Posts

ავტორი ღვთისავარ ჩაბრავა – თეოსოფი და სქოლასტიკოსი

დამიკავშირდით ნომერზე 2528393

 

1. ქრისტიანი და იუდაისტი სამღვდელოების და სამრევლოს მტკიცებით „ღმერთმა“ სამყარო არაფრისგან შექმნა. ისმის კითხვა: რა სახის სუბსტანციას წარმოადგენს ეს „არაფერი“?

2. სად მდებარეობს ეს არაფერი?

3. გააჩნია თუ არა დასაბამი და დასასრული ამ არაფერს, თუ იგი მარადიული, უსაწყისო და უსასრულოა?

4. რა ძალის მეოხებით „შექმნა“ „ღმერთმა“ სამყარო?

5. შეიცავს თუ არა რამეს ეს არაფერი?

6. დიფერენცირებული, დეტერმინირებული, დისკრეტული და მატერიალურია ეს არაფერი? თუ პირიქით არადიფერენცირებული, არადეტერმინირებული, არადისკრეტული და არამატერიალური?

7. რა სახის კონტაქტში იყო იგი ამ არაფერთან და როგორ შეიძლებოდა მისგან რაღაცის შექმნა თუ მასში თავიდანვე არ იყო ან ჩანასახი ან პროტოფორმა ან რაღაც მატრიცის, ინფორმაციული ან ენერგეტიკული მატრიცის მსგავსი? როგორ და რა ძალის ან ძალების მეშვეობით აიძულა „ღმერთმა“ სამყაროს წარმოქმნა?

8. როგორ მართავდა ქრისტიანების და იუდაისტების ბიბლიური „ღმერთი“, არაფერს და მისგან ქმნიდა 6 დღის განმავლობაში მთელ ხილულ და უხილავ სამყაროს, მათ შორის სამოთხესაც?

9.
დაბადების პირველ სტროფში წერია:
ץדאה חאו םימשה חאמיהלא אדבחישאדב
, ინგლისურად ასეა:
«B’rashith bara Elohim eth hashamayim v’eth h’areths
, რუსულად ასეა:
«из вечносуществующей Сущности
Боги
сформировали двойные небеса»
, „მარადიულად არსებული არსიდან (სუბსტანციიდან) ღმერთებმა (ელოჰიმებმა) წარმოქმნეს ორმაგი ცა“(„
ბარაშიტ ბარა ელოხიმ ეთ ხაშამაიმ ვეთ ხარეთს
“),
სწორედაც რომ! ახლა კი მოდით დავაზუსტოთ, პლატონის ფილოსოფიაში უმაღლეს პირვალსაწყის არაფერს ანუ არარაობას ეწოდება - ნეონი რომელიც იგივეა რაც აგაფონი (უმაღლესი ღვთაებრივი სუბსტანცია), მაგრამ ეს არარაობა და არაფერი უბრალოდ არაფერი კი არ არის, არამედ ყოფიერების გარკვეულ ფორმას წარმოადგენს, ესაა არა უბრალოდ არაფერი, არამედ არაფერი როგორც უმაღლესი ღვთაებრივი სუბსტანცია, ყოფიერების უმაღლესი განზომილება, თუმცაღა არსებობს არაფრის კიდევ ერთი განსაზღვრება - უკონი, რაც ნიშნავს საერთოდ აბსოლუტურ არაფერსა და არარაობას, ამ ცნებას აბსოლუტურად შეესაბამება
შუნიავადინი ბუდისტების
- შუნიატა - აბსოლუტური არარაობა, არაფერი და სიცარიელე. ეს სიცარიელე არც არსებობს და არც არ არსებობს, არც არ არსებობს და არც არ არ არსებობს, არც ერთდროულად და არც ცალ-ცალკე, არც ერთი, არც მეორე, არც მესამე და არც მეოთხე განსაზღვრებები მას არ შეესაბამება, შუნიატა ესაა დადებითი ანუ პოზიტიური დასაბამი, არაფრის პოზიტიური განსაზღვრება. შუნია ესაა მუდმივი დასაბამი, ესაა აბსოლუტი - როგორც არაფერი, რამეთუ მის მიმართ ყოვლად გამოუსადეგარია ფენომენური, მიწიერი სამყაროს ყველა კატეგორია. ის არაფერი რომელსაც ადიდებენ შუნიავადინი მადხიამიკელი ბუდისტები და რომელზედაც საუბრობენ მართლმადიდებლები (და რომელზედაც სასხვათაშორისოდ, ბიბლიაში სიტყვაც არაა ნათქვამი!) იგივეა რაც სპინოზას სუბსტანცია, ჰერბერტ სპენსერის შეუცნობადი ძალა, ჰამილტონის უპირობო, შელინგის - ნეიტრუმი და კაბალისტების - ეინ სოფი, ეინ სოფი ნიშნავს - არაფერს, არარაობასა და სიცარიელეს, ისაა უზენაესი სუბსტანცია. დგას თუ არა ეს არაფერი ამ „ღმერთზე“ მაღლა თუ ღმერთმა ეს არაფერი კიდევ სხვა არაფრისგან შექმნა რათა ამ არაფრისგან შეექმნა რაღაცა ანუ სამყარო?

10. სად იყო ღმერთი სანამ სამყაროს შექმნიდა?

11. რატომ შექმნა ღმერთმა სამყარო?

12. იყო თუ არა სხვა სამყარო ჩვენს სამყარომდე?

13. სად იყვნენ ანგელოზები სანამ გაჩნდებოდა სამოთხე?

14. სად იყვნენ ადამიანები სანამ გაჩნდებოდა სამყარო?

15. სად იყვნენ დემონები სანამ გაჩნდებოდა სამყარო?

16. როდის შეიქმნა სამოთხე?

17. ვინ შექმნა ჯოჯოხეთი?

18. თუ ჯოჯოხეთი ღმერთმა შექმნა, მაშინ რატომ?

19. რატომაა ჯოჯოხეთი მარადიული?

20. რატომ სწირავს ღმერთი ცოდვილებს ჯოჯოხეთში მარადიული ტანჯვისათვის?

21. რატომ თარგმნიან ორთოდოქსი აბრაამული ქრისტიანები ბიბლიაში არსებულ სიტყვა „ელოჰიმს“ მხოლობითში, როგორც ღმერთს და არა მრავლობითში, როგორც ღმერთებს?

22. რას ნიშნავს ბიბლიის პირველ წიგნში არსებული სიტყვები „ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძრვოდა წ####ბს ზემოთ“?

23. რა ბნელი არსებობდა მაშინ? რა იყო ის „ბნელი“ და სად იყო?

24. რა იყო ის უფსკრული და სად იყო და ახლა სადაა?

25. რა არის „ღვთის სული და სად არის“? რას ნიშნავს „წ####ბს ზემოთ“ ანუ რა წ####ბზეა საუბარი ბიბლიის მეორე სტროფში?

26. რა ცამყარზეა საუბარი ბიბლიის პირველი წიგნის პირველ თავში? როდესაც წერია „გააჩინა ღმერთმა მყარი“, რაზეა საუბარი?

27. როდესაც წერია „გაყარა წ####ბი“ რაზეა საუბარი?

28. რატომ წერია რომ მცენარეები შექმნა ღმერთმა მესამე დღეს ხოლო მზე მეოთხე დღეს? ეს ხომ შეცდომაა? მცენარეები იკვებებიან მზის ელექტრომაგნიტური ენერგიით, მის გარეშე ისინი ვერ იარსებებენ, მაშინ რატომ წერია ასე?

29. რატომ ამბობენ „მორწმუნე ორთოდოქსი ქრისტიანები“ რომ ღმერთს შეუძლია ფიზიკის კანონების დარღვევა?

30. რატომ მეორდება სამყაროსა და ადამიანის შექმნის ისტორია ბიბლიის პირველ წიგნში ორჯერ?

31. რატომ თარგმნიან ორთოდოქსი ქრისტიანები ებრაულ სიტყვას ნეფეშ, ნახსენებს დაბადების წიგნის მეორე თავში, სადაც აღწერილია თუ როგორ შთაბერა ღმერთმა ადამს ეს „ნეფეშ“, როგორც სულს და არა ფსიქიკურ (ცხოველურ) საფშვინველს?

32. რატომ აუკრძალა ღმერთმა ადამსა და ევას შემეცნება, ანუ შეცნობის ხიდან ნაყოფის მოწყვეტა და შეჭმა?

33. რატომ მოატყუა ღმერთმა ადამი და ევა, თუ შეცნობის ხიდან ნაყოფს შეჭამთ მოკვდებითო და რატომ დემაგოგობენ ამასთან დაკავშირებით ქრისტიანები?

34. რატომ დემაგოგობენ და ამტკიცებენ ქრისტიანები, რომ ძველ აღთქმაში ნახსენებია წმინდა სამება და ამის დასადასტურებლად არასწორად რატომ თარგმნიან მას?

35. ბიბლიაში წერია რომ ადამმა მსოფლიოს ფლორისა და ფაუნის ყველა სახეობას თავისი სახელი დაარქვა, მას მერე რაც მთელი ცხოველთა სამყარო ედემის ბაღში მის წინაში წარდგა, ცხოველთა სამყარო შეიცავს 8 700 000 სახეობას, როგორ შეძლო ადამმა ყველა მათგანის ნახვა და აღრიცხვა?

36. როგორ წარდგნენ მსოფლიოს ფლორისა და ფაუნის 8 700 000 სახეობის წარმომადგენელი ინდივიდები ედემის ბაღში ანუ როგორ დაეტივნენ ედემის ბაღში ყველანი?

37. რამდენი დრო დახარჯა ადამმა სახელების დარქმევაში?

38. როგორ წარდგენ ხმელეთზე მდებარე ედემის ბაღში ადამთან, მარილიანი მსოფლიო ოკეანის წიაღში მცხოვრები თევზები და დელფინები და ვეშაპები? თუ ქრისტიანები და იუდაისტები დაიწყებენ იმის მტკიცებას რომ ისინი ედემის გარშემო მდებარე მდინარეებით მივიდნენ ადამთან, მაშინ ისმის კიდევ ერთი კითხვა: მდინარეების მტკნარ წყალში როგორ შეძლეს მარილიანი წყლის წიაღში მცხოვრებმა არსებებმა არსებობა?

39. თუ თევზები და დელფინები და ვეშაპები ფრენით ან ხმელეთზე ფორთხვით მივიდნენ ადამთან?

40. საიდან გაიგეს მსოფლიოს ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლებმა რომ ადამთან ედემის ბაღში უნდა მიბრძანებულიყვნენ?

41. და საერთოდ რა ენაზე საუბრობდა ადამი?

42. რა ასაკის შეიქმნა ადამი?

43. როგორ დაელაპარაკა გველი ადამსა და ევას თუ გველებმა საუბარი არ იციან და საერთოდ ადამიანური ინტელექტი არც კი აქვთ და რატომ დემაგოგობენ ქრისტიანები რომ გველში სატანა იყო შესული, როდესაც ეს ბიბლიაში საერთოდ არ წერია?

44. რატომ დაწყევლა ღმერთმა გველი „მუცელზე იხოხე და მტვერი ჭამე მთელი სიცოცხლეო“ თუ გველები ისედაც მუცელზე დახოხავენ? გველს მანამდე ფეხები ქონდა?

45. კონკრეტულად რა სახეობის გველმა აცდუნა ადამი და ევა?

46. იქნებ ადამი და ევა გველმა კი არა დრაკონმა აცდუნა?

47. რატომ მიიღო ღმერთმა მეცხვარე აბელის მიერ მირთმეული სისხლიანი ძღვენი; მოკლული ცხვარი და რატომ უარყო მიწისმუშაკი კაენის მიერ მირთმეული პურეული? რატომ დემაგოგობენ ქრისტიანები და იძახიან რომ კაენის ძღვენი ღმერთმა მისი ამპარტავნობისა და ქედმაღლობის გამო არ მიიღო, თუ ეს ბიბლიაში საერთოდ არსად არ წერია?

48. რატომ უარყოფენ ქრისტიანი სასულიერო პირები გიგანტების არსებობას, ბიბლიაში ხომ ბევრგან არიან ნახსენები გიგანტები ანუ ბუმბერაზები (რეფაიმები, ემიელები, ზამზუმიელები, ნიფილიმები, გიბორიმები)?

49. ბიბლიაში წერია რომ როდესაც დედამიწაზე გამრავლდნენ ადამიანები და შეეძინათ ქალიშვილები, ე.წ. ღვთისშვილები ჩამოვიდნენ დედამიწაზე და შეირთეს ცოლად ადამიანთა ქალიშვილები, რომლებმაც მათ უშვეს გიგანტები (ბუმბერაზები), ეზოთერიკის (ენოქის აპოკრიფული წიგნების) მიხედვით ეს ღვთისშვილები (ბიბლია, დაბადება, თავი 6, სტროფები 1–3) არიან დაცემული ანგელოზები, რატომ უარყოფენ ქრისტიანი დოგმატიკოსები ამას და ღვთისშვილებს უწოდებენ სეითის შთამომავლებს?

50. რატომ დაანგრია ღმერთმა ბაბილონის გოდოლი, როდესაც ადამიანები არაფერს ცუდს არ აკეთებდნენ?

51. ბიბლიაში არაფერი წერია იმის შესახებ რომ ბაბილონის გოდოლის მშენებლებს ბოროტი მიზნები ამოძრავებდათ, მაშინ რატომ ამტკიცებენ საპირისპიროს ქრისტიანი მღვდლები და რატომ აურია მათმა ღმერთმა ადამიანებს ენა?

52. რატომ დაღუპა ღმერთმა სოდომი და გომორა, როდესაც ისინი ცუდს არაფერს აკეთებდნენ და რატომ არის რომ სოდომელებსა და გომორელებს ქრისტიანი მღვდლები და მორწმუნეები არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციაში, პროსტიტუციასა და ნარკომანიაში და აგრეთვე კერპთაყვანისმცემლობაში დებენ ბრალს, როდესაც რეალურად ბიბლიაში არაფერი არ წერია კონკრეტულად?

53. რატომ ხოცავდა ბიბლიური ღმერთი ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ, აღთქმული ქვეყნისკენ მიმავალ გზაზე, ებრაელ ხალხს, მცირეოდენი უკმაყოფილების გამოთქმის შემთხვევაშიც კი და რატომ ვერ იტანდა იგი კრიტიკას და თავისუფალ აზრს?

54. რატომ აიძულებს ბიბლიური ღმერთი ადამიანებს მხოლოდ მის აღიარებას ჭეშმარიტ ღმერთად, და მხოლოდ მის თაყვანისცემას და რატომ ვერ იტანს იგი სხვა ღმერთებს და აცხადებს მათ ეშმაკებად?

55. როგორ გამრავლდა კაცობრიობა თუ ადამის, ევას, კაენისა და სეითის გარდა ქვეყნად არავინ იყო?

56. რატომ უარყოფენ ქრისტიანი სასულიერო პირები ატლანტიდის არსებობას?

57. რატომ აქვს იესოს მათეს სახარებაში და იესოს ლუკას სახარებაში განსხვავებული გენეოლოგია?

58. სახარებაში წერია რომ იესო ქრისტე ქადაგებდა სინაგოგებში, კონსპიროლოგი მეცნიერები ამბობენ რომ იესოს ყავდა ცოლ–შვილი, ქრისტიანი მღვდლები და მორწმუნეები ამას უარყოფენ, მაგრამ სინაგოგებში ქადაგების უფლება ხომ არ ქონდათ უცოლშვილო მამაკაცებს? თუ იესოს არ ყავდა ცოლშვილი, მაშინ როგორ შედიოდა იგი სინაგოგებში (ტაძრებში), თუ ებრაული ტრადიციის თანახმად უცოლო და უშვილო მამაკაცს სინაგოგაში არ შეუშვებდა არავინ?

59. რატომ გამოეცხადა პირველად აღმდგარი იესო ქრისტე მარიამ მაგდალინელს, თუ ის მისი ცოლი არ იყო?

60. რატომ დაუდგინა ადამიანებს ღმერთმა ასოცი წელი სიცოცხლის ხანგრძლივობა?

61. და თუ სიცოცხლის ხანგრძლივობა 120 წელი იყო ჯერ კიდევ წარღვნამდე, თუ წარღვნის შემდეგ ნოე და მისი შთამომავლები ასოც წელზე მეტხანს ცხოვრობდნენ? ცნობილია რომ წარღვნის შემდეგ ნოემ 350 წელი იცოცხლა, საერთო ჯამში კი 950 წელი, სემმა 620 წელი, აბრაამმა 175 წელი იცოცხლა, ისააკმა 180 წელი იცხოვრა, სარამ, აბრაამის ცოლმა იცხოვრა 127 წელი და ა.შ. რატომ მოხდა ასე?

62. ქრისტიანი მღვდლები ამტკიცებენ რომ ნოეს სამი შვილისგან: სემისგან, ქამისგან და იაფეტისგან, წარმოიშვა მთელი კაცობრიობა, სემისგან ებრაელები და არაბები, ქამისგან აფრიკელი ნეგროიდები და იაფეტისგან ევროპეიდები, კი მაგრამ, ვიღასგან წარმოიშვნენ ამერიკელი წითელკანიანი ინდიელები, ავსტრალიელი ავსტრალოიდები და აზიელი მონღოლოიდები?

63. ბიბლიის მიხედვით როდესაც აბრაამი თავის ცოლთან, სარასთან ერთად ეგვიპტეში წავიდა, იგი შეხვდა ფარაონს და მის ხალხს, აბრაამმა სარა თავის დად გაასაღა იმიტომ რომ ეშინოდა არ მომკლან ლამაზი ცოლის გამოო, ფარაონმა სარა თავის ჰარამჰანაში წაიყვანა და აბრაამს სარას ფასად საგანძური და მონები აჩუქა და როდესაც სქესობრივი კავშირის დამყარება მოისურვა აბრაამის ღმერთმა ფარაონს თავზე სასჯელი დაატეხა, ფარაონმა შესჩივლა აბრაამს რატომ მომატყუეო, ისმის კითხვა: რატომ დასაჯა „ღმერთმა“ ფარაონი და არა ლაჩარი და მხდალი აბრაამი რომელმაც ცოლი ფაქტობრივად გაყიდა?

64. ბიბლიაში წერია რომ როდესაც ლოტი თავის ქალიშვილებთან ერთად სოდომ–გომორას მიდამოებიდან გადაიხვეწა, ქალიშვილებმა გადაწყვიტეს რომ მათი მამის თესლის გაგრძელებას საფრთხე ემუქრებოდა და რადგან გარშემო არავინ იყო რომ ისინი დაეორსულებინა, ქალიშვილებმა გადაწყვიტეს ლოტთან, თავიანთ მამასთან დაწოლილიყვნენ და მისგან დაორსულებულიყვნენ, მათ დაათვრეს ლოტი და მასთან სექსუალური კავშირი დაამყარეს, ისინი დაორსულდნენ... ისმის კითხვა: რეალურად არ იყო მათ გარშემო არავინ? ნუთუ დედამიწაზე იმ დროს არავინ არ იყო? რატომ ქადაგებს ბიბლია ინცესტს და რატომ არავინ უყურებს ამ ბიბლიურ პასაჟს სერიოზულად?

65. ბიბლიაში (გამოსვლაში, რიცხვთა წიგნში, მსაჯულთა წიგნში და იესო ნავინის წიგნში) წერია რომ ებრაელებმა ჯერ მოსეს და შემდეგ იესო ნავინის და გედეონის თაოსნობით გაანადგურეს ათი ეთნოსი: მიდიელები, ქანაანელები, ხეთელები, ამონელები, ედომელები, მოაბელები, ფერიზეველები, იებუსეველები, გირგაშეველები და რეფაიმელები, მას მერე რაც ეს ხალხები მოსპეს ებრაელებმა დაიკავეს მათი ქვეყნები და შექმნეს თავიანთი სამეფო, ისმის კითხვა: ყოველივე ეს არის დიდებული და კარგი საგმირო საქმეები თუ ტერორიზმი და ფაშისტური გენოციდი? ქონდათ კი ებრაელებს ამ ხალხების მოსპობის უფლება?

66. რატომ არ არის ძველ აღთქმაში მოცემული იაფეტისა და ქამის შთამომავალთა სრული ისტორია?

67. რატომ დახოცა უმოწყალოდ და საოცარი სისასტიკით, ბიბლიურმა ღმერთმა ეგვიპტის უკლებლივ ყველა პირმშო?

68. რას ნიშნავს გამოსვლის წიგნში არაერთხელ ნახსენები ფრაზა: „გაუსასტიკა გული უფალმა ფარაონს“ და თუ ბიბლიურ ღმერთს სურდა რომ ეგვიპტელებს გაეშვათ ებრაელები, რატომ უსასტიკებდა იგი გულს ფარაონს, იმის მაგივრად რომ მისთვის სიყვარული და მშვიდობა შთაეგონებინა?

69. თუ ბიბლიური ღმერთი არის ყოვლისმცოდნე და ყოვლისშემძლე, იცის წარსული, აწმყო და მომავალი და აქვს ყველაფრის უნარი, რატომ არ გაანადგურა სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხე თავიდანვე, სანამ ადამი და ევა შეჭამდნენ მის ნაყოფს და დაარღვევდნენ მისთვის მიცემულ პირობას? ან რატომ არ შთააგონა ადამსა და ევას რომ არ მიკარებოდნენ ცნობადის ხეს? ან რატომ არ შეუცვალა ადამსა და ევას ცნობიერება და მეხსიერება იმწამსვე როგორც კი მათ დაარღვიეს აღთქმა და იგემეს აკრძალული ნაყოფი, ამის მაგივრად კი დაწყევლა?

70. რატომ არაფერი არ წერია ბიბლიაში, თუ საიდან და როგორ წარმოიშვნენ ანგელოზები?

71. თუ ბიბლიური ღმერთი ყოვლისშემძლეა, მაშინ რატომ დაუშვა მან სატანის და მისი მომხრე ანგელოზების განდგომა და დაცემა?

72. თუ ბიბლიური ღმერთი ყოვლისმცოდნეა და იცის წარსული, აწმყო და მომავალი, ესე იგი მან წინასწარ იცოდა რომ სატანა და ზეციური ანგელოზების გარკვეული ნაწილი მას განუდგებოდნენ და „დაეცემოდნენ“, იბადება ლოგიკური კითხვა: ბიბლიურმა ღმერთმა, სატანა და ანგელოზების ნაწილი, სპეციალურად იმისათვის შექმნა, რომ მომავალში ისინი აჯანყებულიყვნენ მის წინააღმდეგ და დაცემულიყვნენ თუ არა? ანუ ბიბლიურმა ღმერთმა, თუ ის ყოვლისმცოდნეა, სატანა და ანგელოზთა ნაწილი, წინასწარ დააპროგრამა იმაზე, რომ მათ მოეწყოთ ამბოხი თუ არა? თუ მან იცოდა მომავალი ამბოხის შესახებ, რატომ არაფერი მოიმოქმედა?

73. თუ ღმერთმა შექმნა ჯოჯოხეთი, იცოდა თუ არა მან წინასწარ, რომ მოხდებოდა „ცოდვით დაცემა“ და ათასობით და მილიონობით ადამიანი ჯოჯოხეთში წავიდოდა გარდაცვალების შემდეგ? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ღმერთმა წინასწარ გაწირა ადამიანები ცოდვით დაცემისთვის და ჯოჯოხეთში მოხვედრისთვის? ესე იგი ღმერთმა სპეციალურად დაუშვა ადამიანთა ცოდვით დაცემა, რათა ჯოჯოხეთი ცარიელი არ დარჩენილიყო?

74. რატომ ამტკიცებენ ქრისტიანები, რომ იესო მეფე დავითის შთამომავალი იყო, თუ იგი არ გახლდათ დედამისის, მარიამის ქმრის, იოსების ხორციელი შვილი, არამედ სულიწმინდისგან უბიწოდ ჩაისახა? დავითის შთამომავალი იყო იოსები, მაგრამ თუ ლაპარაკია უბიწოდ ჩასახვაზე, რა კავშირშია დავით მეფესთან და მის შთამომავალ იოსებთან იესო?

75. წარღვნის დამთავრებისთანავე, კიდობნიდან გამოსვლის შემდეგ, რატომ მოკლა ნოემ ცხოველთა ნაწილი და მათი გვამები შესწირა ბიბლიურ ღმერთს? ბიბლიაში წერია რომ ღმერთმა იყნოსა გვამების სუნი და ესიამოვნა, რატომ სიამოვნებს ბიბლიურ ღმერთს სისხლის სუნი და საერთოდ ღმერთია თუ არა იგი?

76. მოსეს ხუთწიგნეულში წერია, რომ ერთხელ მოსეს ხალხის ნაწილი, ვინმე დათანისა და კორახის თაოსნობით აუჯანყდა და მათ ეგვიპტეში დაბრუნება ინდომეს, მაგრამ მოსემ შესჩივლა თუ არა ეს „ღმერთს“ მან მყისვე გაანადგურა მეამბოხეები, აჯანყებულთა ქვეშ მიწა ჩაინგრა და ჩაიტანა ყველანი: კაცები, ქალები, ბავშვები და და პირუტყვი
(რიცხვნი, თავები 16 და 17),
ბიბლიის მიხედვით 700 კაცზე მეტი დაიხოცა იმ დღეს
, ისმის ლოგიკური კითხვა: რატომ გააკეთეს ეს მოსემ და მისმა „ღმერთმა“? რატომ გამოიჩინეს ამგვარი მხეცური სისასტიკე? იქნებ შესაძლოა, რომ მოსეს „ღმერთი“ სინამდვილეში არის არა ღმერთი, არამედ შენიღბული დემონი?

77. მოსეს ხუთწიგნეულში წერია რომ ერთხელ უდაბნოში ხეტიალისას, ებრაელებს ძალიან მოშივდათ ხორცი და მათ დაიწყეს გმინვა და გოდება, იმ დროის გახსენება როდესაც ეგვიპტეში ცხოვრობდნენ და მოსეს და მის „ღმერთს“ საყვედური გამოუცხადეს, ისურვეს რა უკან დაბრუნება
(რიცხვნი, თავი 11, სტროფები 1–35)
, მოსემ ისინი არ გაუშვა, მოკლე დროში მოსეს „ღმერთმა“ მოუვლინა დამშეულებს ხორცი, ციდან ჩამოცვენილი მკვდარი მწყერების სახით, დამშეულებმა იწყეს შეგროვება და ჭამა, მაგრამ ჯერ მონელებული არ ქონდათ, რომ ბიბლიურმა „ღმერთმა“ დამშეულებს კეთრი შეყარა და ერთიანად გაავლო მუსრი დათვლილ წუთებში, ეს მშვენივრადაა აღწერილი ხუთწიგნეულში, სამღვდელოება და ბიბლია ამბობენ, რომ ამ ადამიანებს ეს სიხარბის გამო დაემართათ, მაგრამ რა შუაშია აქ სიხარბე და რა საჭიროა ეს დემაგოგია? როდესაც ადამიანები უბრალოდ იტანჯებოდნენ და დამშეულები იყვნენ და შიმშილით სიკვდილი ემუქრებოდათ უდაბნოში, ხოლო მოსეს „ღმერთმა“ ჯერ ფუჭი იმედი მისცა და „გაახარა“ მშივრები, ხოლო როდესაც ხალხი ჭამდა, კეთრი მოსდო და მუსრი გაავლო და დახოცა ყველა: კაცები, ქალები და ბავშვები? რატომ?! საიდან ასეთი უსამართლო სისასტიკე?!

78. ბიბლიაში წერია რომ როდესაც ებრაელები ქანაანის დაპყრობის პროცესში იყვნენ, მათ იერიში მიიტანეს მიდიელებზეც და მოკლეს რა ყველა მამაკაცი, ქალები ტყვედ ჩაიგდეს და მათზე სექსუალური ძალადობა განახორციელეს, აიძულეს რა სექსუალური კავშირის დამყარება, მიდიანელ ქალებს ეყოლათ ბავშვები, მაგრამ როდესაც ეს მოსემ გაიგო, ის განრისხდა და ბრძანა მიდიელი ქალების შვილებიანად განადგურება, რაც ებრაელმა ჯარისკაცებმა შეასრულეს
(რიცხვნი, თავი 31, სტროფები 1–54)
, ისმის კითხვა: რატომ ჩაიდინეს ებრაელებმა ასეთი ფსიქოპათური სისასტიკე უდანაშაულო ქალების და ბავშვების მიმართ, რომლებიც ისედაც ძალადობის მხვერპლნი იყვნენ? და ეს ხალხია „ღვთის რჩეული“?! ესე იგი „ღმერთმა“ მათ უდანაშაულო ქალების და ბავშვების მოკვლის უფლება მიანიჭა?!

79. მოსეს ხუთწიგნეულში წერია რომ ერთხელ ებრაელებმა იპოვეს შეშის შემგროვებელი კაცი რომელსაც შეშა მიქონდა სახლში, მათ ის დაიჭირეს და ციხეში ჩააგდეს, ხოლო როდესაც მოსეს და „ღმერთს“ დაეკითხნენ რა ექნათ, ორივემ ერთხმად შეშის შემგროვებელი კაცის მოკვლა ბრძანეს, რაც აღსრულდა კიდეც, რადგანაც იმ დღეს შაბათი იყო, „წმინდა დღესასწაული“, როდესაც „ღმერთმა“ უსაქმურობა ბრძანა
(რიცხვნი, თავი 15 სტროფები 32–35),
ისმის კითხვა რატომ მოკლეს ებრაელებმა უდანაშაულო კაცი და რატომ ბრძანა მოსეს „ღმერთმა“ მისი მოკვლა თუ იგი არის ღმერთი და არა შენიღბული დემონი?

80. გამოსვლის წიგნში წერია, რომ როდესაც მოსე დიდი ხნით განმარტოვდა მთაზე ე. წ. „ღმერთის“ წინაშე, ებრაელებმა ვეღარ მოითმინეს, ყელში ამოუვიდათ მოსეს ლოდინი და აარონს თხოვეს კერპების გაკეთება, აჯანყდა მხოლოდ ებრაელთა გარკვეული ნაწილი, მას მერე რაც „ღმერთმა“ დაინახა ეს, მან ხალხის მთლიანად მოსპობა გადაწყვიტა (ჭეშმარიტად საოცარი და უნიკალური შეუწყნარებლობაა „ღმერთისთვის“, ამჯერადაც მოსეს „ღმერთმა“ გამოავლინა თავისი ბარბაროსული და პირსისხლიანი ნატურა), მოსემ დიდი ხვეწნა-ვედრებით გადაათქმევინა მას ეს, მაგრამ მას მერე რაც მთიდან ჩამოვიდა, მოხდა არანაკლებ საზარელი ფაქტი, მოსემ შეკრიბა ლევიანები („ისრაელის ღმერთის“ პირადი მონები) და მათი მახვილით, იმ დღეს ამოხოცა და გაჟლიტა 3000 ადამიანი
(გამოსვლა, თავი 32, სტროფები 1–35),
ისმის ლოგიკური კითხვა: რატომ აიძულებს მოსეს „ღმერთი“ ადამიანებს მორჩილ თაყვანისცემას და ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთად აღიარებას და რატომ ანადგურებს უმოწყალოდ იმ ადამიანებს რომლებსაც არ სურთ მისი თაყვანისცემა? რატომ გაჟლიტეს ლევიანებმა მოსეს თაოსნობით იმ დღეს 3000 ადამიანი?!

81. მოსეს ხუთწიგნეულში წერია რომ ერთხელ ერთი ქალი აგინებდა მოსეს „ღმერთს“, ის კი შეიპყრეს და ქვებით ჩაქოლვის რიტუალით სიცოცხლეს გამოასალმეს, ისმის ლოგიკური კითხვა: რატომ გამოიჩინეს ებრაელებმა ასეთი სისასტიკე და რა უფლება ქონდათ მათ?

82. დაბადების წიგნის მეექვსე, მეშვიდე და მერვე თავებში ნახსენებია, რომ ნოემ ბიბლიური „ღმერთის“ ბრძანებით ააგო კიდობანი, რათა გადარჩენილიყო წარღვნას, მან კიდობანში შეიყვანა და დააბინავა თავისი სამი შვილი, სემი, ქამი და იაფეტი და მათი ცოლები, აგრეთვე მან „გამოარჩია“ დედამიწის ყველა პირუტყვიდან თითო წყვილი და ისინიც თავის მიერ აგებულ კიდობანში დააბინავა, მაგრამ აქ არის ერთი პატარა პრობლემა; მეცნიერებამ დაადგინა, რომ ამჟამად მსოფლიოში არსებობს ცოცხალი არსებების არც მეტი არც ნაკლები 8 700 000 სახეობა, რომელთაგან 2 200 000 ცხოვრობს მსოფლიო ოკეანეში, ხოლო 6 500 000 ხმელეთზე (მათ შორის მცენარეთა 300 000 სახეობა), ხოლო მრავალი ათასი წლის წინ არსებობდა კიდევ უფრო მეტი სახეობა და აქ ისმის ლოგიკური კითხვა: როგორ დაატია ნოემ თავის კიდობანში, რომელიც ზომით მეცხრამეტე საუკუნეში აგებულ ტრანსატლანტიკურ გემ „ტიტანიკზე“ რამოდენიმეჯერ უფრო მცირე იყო, კერძოდ კი სიგრძით 300 წყრთა, სიგანით 50, ხოლო სიმაღლით 30, ცხოველთა სამყაროს 17 000 000 წარმომადგენელი?! და ესეც იმ შემთხვევაში თუ არ მივათვლით მცენარეთა 300 000 სახეობას(!), თუ წარმოუდგენია ვინმეს, რამხელა უნდა ყოფილიყო კიდობანი, რომელიც 17 000 000 ინდივიდს დაიტევდა? და თქვენ გჯერათ რომ „ტიტანიკზე“ გაცილებით მცირე „გემმა“ და თან ისიც ხისგან გაკეთებულმა (თუნდაც ე.წ. „გოფერისგან“) დაიტია 17 000 000 ინდივიდი ნოეს ოჯახის ჩათვლით, თუ იმას მივიღებთ მხედველობაში, რომ ამჟამად ცოცხალი არსებების სახეობათა მხოლოდ სულ რაღაც 15% არის აღწერილი და აღრიცხული? თუ ჰიპოთეტიკურად, თეორიულად მათემატიკურად გამოვიანგარიშებთ, საერთო ჯამში შესაძლოა არსებობდეს არანაკლებ 59 500 000 სახეობა და ისიც მცენარეთა გამოკლებით, ხოლო მცენარეთა ჩათვლით 61 600 000 სახეობა და თქვენ კიდევ გჯერათ ნოეს ბიბლიური ისტორიის? კიდევ გჯერათ რომ ნოეს კიდობანი დაიტევდა 61 600 000 სახეობას ანუ 123 200 000 ინდივიდს?!

83. დაბადების წიგნში წერია რომ წარღვნა, მიმდინარეობდა პრაქტიკულად 10 თვე ანუ არც მეტი არც ნაკლები 300 დღე
(დაბადება თავი 7, სტროფები 12–24, დაბადება თავი 8 სტროფები 1–5)
, მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ არათუ 300 დღე, არამედ 30 დღეც კი ვერ გაუძლებდა ვერანაერი ხის ნაკეთობა წყალში და ისიც აბობოქრებულ და აზვირთებულ ოკეანეში ცურვას, ეს პრაქტიკულად გამორიცხულია (!), აქედან გამომდინარე რაც დაბადების წიგნში წერია შეცდომაა ან გაცნობიერებული სიცრუე, ისმის ლოგიკური კითხვა: მაშინ რატომ წერია ეს ბიბლიაში და რატომ არიან ადამიანები დაბადებაში ნოეს კიდობნის შესახებ მოცემული „მონაცემების“ სისწორეში ფანატიკურ სიგიჟემდე „დარწმუნებულნი“?

84. დაბადების წიგნში წერია, რომ ნოემ როდესაც წ####ბმა კლება იწყეს და წარღვნა დასრულდა, კიდობნიდან მტრედი გაუშვა რათა გაეგო, დაიკლო თუ არა წყალმა, ორჯერ გაუშვა და მხოლოდ მეორედ გაუმართლა, მეორე გაშვების შემდეგ მტრედი ნისკარტში ზეთისხილის რტოთი დაბრუნდა კიდობანში
(დაბადება, თავი 8, სტროფი 11)
, აქ აშკარად იმაზეა ლაპარაკი, რომ მტრედმა აღმოაჩინა მცენარე, ზეთისხილი არის მცენარე, მაგრამ აქ არის ერთი პატარა პრობლემა: დაბადებაში წერია რომ წარღვნის დროს წყალმა დაფარა თვით ყველაზე მაღალი მთები
(თავი 7, სტროფები 19–20),
ამგვარ პირობებში კი მცენარეთა სამყარო სრულიად განადგურდებოდა და ვერანაირად ვერ გადარჩებოდა, ისმის ლოგიკური კითხვა: საიდან გაჩნდა ის ზეთისხილის მცენარე, რომელსაც მტრედმა მიაგნო?

85. რა სქესის არიან ანგელოზები ანუ გააჩნიათ თუ არა სქესი ანგელოზებს?

86. რა სქესის არიან დემონები ანუ გააჩნიათ თუ არა სქესი დემონებს?

87. რატომ წერია ბიბლიაში, რომ ქალს არ აქვს სწავლის უფლება
(პავლე, პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ, თავი 14, სტროფები 34–35)
?

88. რატომ წერია ბიბლიაში, რომ თუ ადამიანი უმეცარია სჯობს ბოლომდე უმეცრად დარჩეს
(პავლე, 1 წერილი კორინთელთა მიმართ, თავი 14, სტროფი 38)
?

89. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ იმისათვის რათა დედამიწაზე მომხდარიყო იმგვარი წარღვნა, რომელიც ბიბლიაში არის აღწერილი, სადაც წერია რომ წყალმა დაფარა ყველაზე მაღალი მთებიც კი, საჭირო იქნებოდა სამი მსოფლიო ოკეანის მასის წყალი, ისმის ლოგიკური და რაციონალური კითხვა: უპირველეს ყოვლისა საიდან გაჩნდა ამდენი წყალი და მეორე რიგში კი სადღა გაქრა წარღვნის შემდეგ ამხელა წყლის მასა?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ კითხვებზე ნებისმიერი მაღვდელი გიპასუხებს რომ უნდა გწამდეს და ნუ ეძიები კითხვებსო. მაგრამ იმას არავინ ითვალისწინებს რომ ადამიანში ცნობისმოყვარეობა რომაა უპირველესი გრძნობა. კითხვას თუ სვავ რელიგიასთან დაკავშირებით ან რაიმე მოსასრებას გამოთქვავ ყველა ყელში მოგვარდება ამას ეოგორ ამბობო:D. აი ამიტომაა ცუდი ის რო ადამიანს ბრმად გწამს რამე და თუნდაც ერთი კითხვა არ გიჩნდება. მეც მაქ ბევრი კითხვა მაგრამ რა აზრი აქვს ვერ მივიგებ სასულიერო პირისგან მაინც პასუხს
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...