Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

აქუ - ძვ. ქართული მითოლოგიური გმირი. ცნობილია როგორც ჭეშმარიტების ღვთაება (რიგი გადმოცემებით ანგელოზი, დას. საქართველოში - ღმერთკაცი). მას უკავშირებენ საქართველოს ისტორიაში არაერთი ფარული შეთქმულების მხილებას. წარმართულ პერიოდში საგანგებო მსხვერპლშეწირვის რიტუალის დროს მას სთხოვდნენ სიმართლის დადგენას. რიტუალის ბოლოს აქუ მორწმუნეებს ეცხადებოდა და ჭეშმარიტებას უღაღადებდა.

 

ლეგენდების მიხედვით აქუ დიდი აფეთქების შედეგად წარმოიშვა და სამყაროს აღსასრულამდე იარსებებს. არსებობს სხვა შეხედულებაც, რის მიხედვითაც აქუ კავკასიის შვილია და სანამ კავკასია არსებობს ისიც იარსებებს.

მისი დანახვა მხოლოდ ჭეშმარიტების მაძიებელ ადამიანს შეუძლია. თუმცა მეოცე საუკუნეში გაჩნდა თეორია, რომ იგი ელექტრომაგნიტურ ტალღებზე რეაგირებს. მაგალითად, ქართველი პარაფსიქოლოგების აზრით, მისი დანახვა შესაძლებელია თუ მიმღებ ანტენას 527.25 MHz სიხშირეზე მოვმართავთ.

 

აქუს შესახებ მრავალფეროვანი და ზოგ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავი ლეგენდები ვრცელდება. ქართლის რაიონის სოფლებში ვხვდებით გადმოცემებს, რომლებშიც იგი ჭაღარა კაცის სახით გვევლინება და აქვს დაბალი, მომაჯადოებელი ხმა. აჭარის მაღალმთიანი სოფლების უხუცესების მიხედვით ვინც აქუს დიდხანს მოუსმენს ჭკუიდან შეიშლება. ხევსურულ ლეგენდებში აქუ გვევლინება უწყინარ ღვთაებად. მას დღისით სძინავს (თუმცა პირიქითა ხევსურების აზრით ღამითაც სძინავს). საწინააღმდეგოს გვამცნობს სვანური მითოლოგია. სვანების მიხედვით აქუ (იგივე აქვილ) თუ გაბრაზდა უბედურების მოტანა შეუძლია. გვხვდება ბუნდოვანი გადმოცემები მის მაგიურ იარაღთან დაკავშირებით, რომელიც მხრების თავზე ეზრდება და გაუთავებლად ტრიალებს. იარაღი განსაკუთრებით ვნებს წნევიან ქალბატონებს.

 

აქუს განადგურება შეუძლებელია, თუმცა ხალხში მისგან დაცვის სხვადასხვა მეთოდია ცნობილი. ფშავ მწყემსებში გავრცელებულია გამოთქმა: „აქუ თუ დაგელაპარაკა, არ უსმინოო“. ბორჯომის რაიონის უხუცესი ქალბატონები გვაფრთხილებენ: „თუ შემთხვევით აქუ გადაგეყარა, სამჯერ თქვი „ფუი აქუს“ და სხვა არხზე გადართეო“.

 

ქართველი მითოლოგები თანხმდებიან, რომ აქუს დიდი გავლენა ჰქონდა წარმართულ საქართველოში. რიგ რეგიონებში ის დღესაც პოპულარობით სარგებლობს. შედეგად მის სახელს ბევრი ყოველდღიური გამონათქვამი უკავშირდება. ეტიმოლოგთა აზრით, აქუს მადლის მოსაზიდად ძველი ქართველები ერთმანეთთან სტუმრობისას მასპინძელს ფრაზით „აქუ მშვიდობა“ ეგებებოდნენ, რამაც მოგვიანებით თანამედროვე ქართულში მცირედი ცვლილება განიცადა. ასევე მრავალ რეგიონში გვხვდება გამონათქვამები: „ჭამე, თორემ ბოროტი აქუ მოვა და წაგიყვანს“, „აქუს მოსვლამდე არაფერი გეტკინოს“, „ჭირი აქუ, ლხინი აქუ“ და ა.შ.

 

 

აქუს ტაძარი

 

2009 წელს კომპანია "MGM" წარმოებაში ჩაუშვა მისტიური თრილერი "კავკასიის შვილები", რომელიც აქუს შესახებ გავრცელებულ ლეგენდებს ეფუძნებოდა. შემოქმედებითმა ჯგუფმა გადასაღები ლოკაციების ძიებისას თბილისის ცენტრში მიაკვლია ოთახს, რომელიც ძალიან გავდა სხვადასხვა ლეგენდაში აღწერილ აქუს ტაძარს.

ოთახში, რომელიც 5 (ხუთ) კვადრატულ მეტრს არ აღემატებოდა მხოლოდ სარკოფაგის მსგავსი მაგიდა იდგა. ოთახში შესვლისთანავე გადამღები ჯგუფის წევრებს გაუჩნდათ თავბრუს ხვევის შეგრძნება. როგორც მოგვიანებით Entertainment Weekly-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადეს, დარწმუნებულები იყვნენ რომ მათ გარშემო ყველაფერი ტრიალებდა. ჯგუფის წევრებს მოეჩვენათ, რომ მაგიდის მეორე მხარეს ვიღაც ამთქნარებდა. ერთერთი წევრის მტკიცებით მას ასევე მოესმა შეძახილი - ლუკა, დაკეტე კარები!

დღესდღეობით გადამღები ჯგუფის მიერ აღმოჩენილი ოთახი "აქუს ტაძრად" იწოდება და გოთების საყვარელი თავშეყრის ადგილია. ტაძრის სტუმრებს უჩნდებათ ძილის დაუძლეველი სურვილი და განიცდიან თავბრუსხვევას.

 

http://chiti.ge/pedi...%83%A5%E1%83%A3 :D :D :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი ქადაგიშვილი

თემა :+: :+: :+:

 

მისი დანახვა შესაძლებელია თუ მიმღებ ანტენას 527.25 MHz სიხშირეზე მოვმართავთ.

მაგას ნებისმიერი თუ განსაკუთრებული "მიმღები" უნდა? :crazy

 

მის მაგიურ იარაღთან დაკავშირებით, რომელიც მხრების თავზე ეზრდება და გაუთავებლად ტრიალებს. იარაღი განსაკუთრებით ვნებს წნევიან ქალბატონებს.

მასე ყველაა! კაცია, კაცი :)) :)) :)) :)) :))

 

აქუს განადგურება შეუძლებელია, თუმცა ხალხში მისგან დაცვის სხვადასხვა მეთოდია ცნობილი. ფშავ მწყემსებში გავრცელებულია გამოთქმა: „აქუ თუ დაგელაპარაკა, არ უსმინოო“. ბორჯომის რაიონის უხუცესი ქალბატონები გვაფრთხილებენ: „თუ შემთხვევით აქუ გადაგეყარა, სამჯერ თქვი „ფუი აქუს“ და სხვა არხზე გადართეო“.

ისე ოჩიკოჩიზეც ამბობენ,არ გამოელაპარაკო :titebi: მაინც რა "მიმღები" ტელევიზიაში გამოდის? :facepalm: :brr:

http://ka.wikipedia.org/wiki/ოჩოკოჩი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...