belukabeluka Posted May 27, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 27, 2014 იმედი ლუზერების საქმეა ;) xo kai vchumdebi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted May 27, 2014 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 27, 2014 სად გვაქვს დამოუკიდებლობა? ვისგან ვართ დამოუკიდებლები? საერთოდ რას ნიშნავს დამოუკიდებლობა?....?...?.... აი ქიტესამ ერთ თვეში ხელს მოვაწერთო და მერე ვიქნებით . Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
შივა Posted May 27, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 27, 2014 Shaten ხო, მაგრამ ფორმალობასთან ერთად ლოგიკაც ხო არსებობს..?მაგ ლოღიკით კარგა ხნის წინ უნდა წაშლილიყო მსოფლიო რუკიდან საქართველო.ბევრად უარესი მდგომარეობა და სიტუაცია გამოუვლია ჩვენს ხალხსა და ქვეყანას.საჭიროა მოთმინება, ნაადრევმა დაძაბვებმა სადამდეც მიიყვანა ქვეყანა კი ხედავთ.დავითი და თამარის ეპოქას გულისხმობ..?არა, "სააკაშვილის ეპოქას" და ისიც იმიტომ არ ითვალისწინებდა არავის რჩევას, რომ უბრალოდ ფსიქიურად შეურაცხადია.კარგია იქნება, ამას, რომელიმე მთავრობა მაინც თუ შეიგნებსნამდვილად კარგი იქნება, ქვეყნისათვის ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს განათლება, ღატაკი ჩლუნგებით, რომ არის გატენილი აქაურობა, პირველი მიზეზი უბედურობისა აი ეს არის სწორედ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted May 27, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 27, 2014 (edited) არა, "სააკაშვილის ეპოქას" და ისიც იმიტომ არ ითვალისწინებდა არავის რჩევას, რომ უბრალოდ ფსიქიურად შეურაცხადია.ფიქრობ, ასე რომ მოქცეულიყო, არ გააქრობდა მსოფლიო რეჟიმი, ამდენი ხნის განმავლობაში, როგორც გამსახურდია გააქრო..?? ნამდვილად კარგი იქნება, ქვეყნისათვის ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს განათლება, ღატაკი ჩლუნგებით, რომ არის გატენილი აქაურობა, პირველი მიზეზი უბედურობისა აი ეს არის სწორედ. კარგი კი იქნება, მაგრამ სწორედ ჩლუნგი ხალხია ადვილი სამართავი..... Edited May 27, 2014 by Shaten Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
შივა Posted May 27, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 27, 2014 Shatenფიქრობ, ასე რომ მოქცეულიყო, არ გააქრობდა მსოფლიო რეჟიმი, ამდენი ხნის განმავლობაში, როგორც გამსახურდია გააქრო..?რუსებთან ომი არ იყო ამერიკის მთავრობის განზრახვითა და რჩევით, აქ თვითნებურად წაიტეხა კისერი.ზვიად გამსახურდიას რაც შეეხება, არ მსურს ამ პიროვნებაზე საუბარი, გარდაცვლილია....... ძალიან ბევრი პოლიტიკური შეცდომა დაუშვა. მაგრამ სწორედ ჩლუნგი ხალხია ადვილი სამართავი.ინტელექტუალურ რესურსს თან უნდა ახლდეს მაღალი ზნეობრივი და მორალური შეგნებაც, მოკლედ რომ ვთქვათ ერი პატარა ბავშვივით არის აღსაზრდელი, ვინაიდან დღეს გამეფებული უდონობა, მხოლოდ საზოგადოების დაბალ ფენებში კი არა საკანონმდებლო ორგანოშიც ზეიმობს, ბრიყვების ნაკლებობას არასოდეს განიცდიდა საქართველო, მაგრამ სამშობლოს სიყვარული გააჩნდათ წარსულში ბრიყვთაც და ქვეყნის ინტერესების საზიანოდ თითოოროლა ნაძირალა თუ წავიდოდა, დღეს 100 ქართველიდან 99 გაყიდის სამშობლოს ფულზე, დღევანდელი პოლიტიკური ვითარება არის დროის გაჭიმვა გარდაუვლად მოსახდენ ამბამდე. ხსნა კი სადმე სხვაგან არ არის, ქართველი ხალხის განათლებაშია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
შივა Posted May 27, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 27, 2014 Shatenარსებობს ასეთი ტოტალური ომის თემაზე შექმნილი თამაშების სერია, თავისუფალ დროს ვერთობი ხოლმე 2007 წელს საქართველოს კამპანია დაამატეს, საკმარისია მხოლოდ ერთხელ ითამაშოს ადამიანმა რუსეთის ფედერაციით, რომ იმ წამსვე მიხვდება როდის აქვს საქართველოს შანსი აღდგეს საკუთარ კანონიერ საზღვრებში და ეს ხდება მაშინ, როდესაც რუსეთს არ სცალია საქართველოსათვის, როდესაც უფრო მნიშვნელოვანი საკითხებითა და პრობლემებით არის დაკავებული, აი ეხლა დღესდღეობით სცალია საქართველოსთვის, ევროპასთან გარიგებულია, სხვათაშორის აშშ-სთანაც, იაპონია უბრალოდ კიდია, ჩინეთ ირანის ალიანსის სულისჩამდგმელია, ბუნებრივი რესურსი აირის სახით ააქვს და რა დარჩა გასაკეთებელი აბა თუ მიხვდებით? სუსტი მეზობლების ჩაგვრით გართობა, ამიტომ უნდა ვითმინოთ და ხელსაყრელ მომენტს დავუცადოთ, როდის დაეძაბება ურთიერთობა ისეთ მეტოქესთან რომელიც ანგარიშგასაწევი ძალაა, ან შიდაარეულობებით როდის დასუსტდება. ისტორია კი ცხადყოფს, რომ იმპერია მარადიული ვერ იქნება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted May 27, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 27, 2014 საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოაოკ.ერის მიერ თავისუფლად განხორციელებულ საშინაო და საგარეო პოლიტიკის უნარს.და ჩვენ ეგრე ვშვებით?ვულოცავ ყველა ქართველსიმედია შეგეშალა და ქართველის მაგივრად საქართველოს მოქალაქეს დაწერა გინდოდა კი, ადამიანი დამოუკიდებელი და სუვერენულია მანამ სანამ საკუთარი ხელით არ დაიდგავს უღელს კისერზე. სახელმწიფო კი ადამიანებისაგან შედგება.სახელმწიფოა ზუსტად უღელი, მარა ჯერ როგორც ვატყობ შენთან ადრეა ამაზე საუბარი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
შივა Posted May 27, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 27, 2014 (edited) mamaოკ.ჰო ოკ ზუსტად.და ჩვენ ეგრე ვშვებით?თქვენ რას შვრებით ეგ არ ვიცი, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას აქვს ამის უნდარი.იმედია შეგეშალა და ქართველის მაგივრად საქართველოს მოქალაქეს დაწერა გინდოდა არ შემშლია, ქართველობა საბჭოთა პასპორტში ჩაწერილი ეროვნება არ არის, ქართველად მიმაჩნია ყველა ვისაც საქართველო უყვარს.სახელმწიფოა ზუსტად უღელისახელმწიფო უღელი არ არის, სახელმწიფოს გარეშე დარჩენილი ერები რატომ იბრძვიან ნეტავ ამ "უღლისთვის", მაგალითად ქურთები თურქეთში, ჩეჩნები რუსეთში.მარა ჯერ როგორც ვატყობ შენთან ადრეა ამაზე საუბარი ზემოდან გადმოვარდნა რომ უფრო მტკივნეულია იცით? ამიტომ ნუ ავარდებით იმ ადამიანზე მაღლა თვითნებურად, რომელსაც არ იცნობთ, გამომივიდა აქ პოლიტოლოგიის ლექტორი.აბა რა ვქნათ? დავსხდეთ და შენსავით ტირილი და წუწუნი დავიწყოთ რა უბედურები ვართ და ვაი ვუი რა გვეშველება?მასე, რომ ეაზროვნა ჩვენს წინაპარს დღეს ქართული შრიფტით აქ კი არ უნდა პოსტავდე, ირანელის პლანტაციაში უნდა კრეფდე თხილს. Edited May 27, 2014 by შივა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted May 27, 2014 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 27, 2014 Shatenარსებობს ასეთი ტოტალური ომის თემაზე შექმნილი თამაშების სერია, თავისუფალ დროს ვერთობი ხოლმე 2007 წელს საქართველოს კამპანია დაამატეს, საკმარისია მხოლოდ ერთხელ ითამაშოს ადამიანმა რუსეთის ფედერაციით, რომ იმ წამსვე მიხვდება როდის აქვს საქართველოს შანსი აღდგეს საკუთარ კანონიერ საზღვრებში და ეს ხდება მაშინ, როდესაც რუსეთს არ სცალია საქართველოსათვის, როდესაც უფრო მნიშვნელოვანი საკითხებითა და პრობლემებით არის დაკავებული, აი ეხლა დღესდღეობით სცალია საქართველოსთვის, და უკრაინა? მოაგვარა უკვე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted May 27, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 27, 2014 თქვენ რას შვრებით ეგ არ ვიცი, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას აქვს ამის უნდარი.საქართველო თავის საშინაო-საგარეო პოლიტიკას დამოუკიდებლად წარმართავს?ქართველად მიმაჩნია ყველა ვისაც საქართველო უყვარს.ამას კიდე არაუშავსსახელმწიფო უღელი არ არის, სახელმწიფოს გარეშე დარჩენილი ერები რატომ იბრძვიან ნეტავ ამ "უღლისთვის", მაგალითად ქურთები თურქეთში, ჩეჩნები რუსეთში.ხომ ვთქვი ადრეათქო აბა რა ვქნათ? დავსხდეთ და შენსავით ტირილი და წუწუნი დავიწყოთ რა უბედურები ვართ და ვაი ვუი რა გვეშველება? უბედურები რო ვართ მაგას თუ უჩემოდ ვერ ხვდები.... გამოსავლის ძებნა რამდენადაა წუწუნი მაგას ვერ გეტყვი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
შივა Posted May 27, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 27, 2014 alex და უკრაინა?რა უკრაინა? ვერ ნახეთ რაც მოხდა? შევიდნენ ლოხებივით დააყენეს უკრაინის გენ შტაბი და თავდაცვის სამინისტრო, ყირიმის ნახევარკუნძული დააწერეს და მშვიდად განაგრძობენ საკუთარ პოლიტიკას დღესაც. მოაგვარა უკვე? ვისთან? ევროპასთან? კიდია ევროპა, აქეთ აქვთ სახვეწარი მთელ ევროპას რუსეთთან.ვისთან უნდა მოეგვარებინა? გგონიათ უკრაინა რამედ უღირს? გგონიათ კიევში რომ შეეყვანა ჯარები და მთელი ქვეყნის ოკუპაცია მოეწყო, ან დღეს რომ თბილისში აღმოჩნდნენ რუსეთის არმიის ძალები ვინმე რაიმე პასუხს მოთხოვს? მოგვარებული არ არის? აბა რა არის? არავინ არ აიტკივებს თავს არც უკრაინის და არც საქართველოს გულისთვის, სანამ კარებზე არ მიუკაკუნებს ევროპას ვანია და ბერლინში ახალი კედლის მშენებლობას არ დაიწყებს მანამდე არავინ თითს არ გაანძრევს, აი სწორედ მაგ მომენტს უნდა დაელოდოს საქართველო, როდის დაიძაბება ურთიერთობა რეალურად ევროპასა და რუსეთს შორის, სხვა არანაირი შანსი არ აქვს, არანაირი. მაგრამ მანამდე სანამ ეს შანსი მიეცემა, ყურები კი არ უნდა ჩამოყაროს და გულხელდაკრეფილმა ისედაც ჩაძირულ განწირული ქვეყანა კიდევ უფრო დეგრადაციისაკენ კი არ უნდა წაიყვანოს, არამედ რაც გვაქვს იმას უნდა მოვუაროთ, ის უნდა ავაღორძინოთ. რუსეთმა აფხაზეთი და სამაჩაბლო დაიბყრო და მე რა ვქნა ეხლა? თბილისი დავანგრიო იმ საბაბით რომ მაინც დედა აქვს ნატირები ყველაფერს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
შივა Posted May 27, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 27, 2014 mamaსაქართველო თავის საშინაო-საგარეო პოლიტიკას დამოუკიდებლად წარმართავს?ერთია წარმართავს თუ არა და მეორე როდესაც ამის უნარი და უფლება გაქვს.ხომ ვთქვი ადრეათქო რა არის ადრე? ნებისმიერი ეთნიკური ჯგუფი სახელმწიფოს შექმნას ცდილობს და თქვენ იძახით უღელიაო, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას თუ გულისხმობთ უღელში, ნამდვილად არის მაგრამ, შეხედეთ ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებს, რომელ ფრანგს აწევს კისერზე უღლად საფრანგეთი?აბა რას გვთავაზობ? პირველყოფილ თემურ წეს წყობილებას?უბედურები რო ვართ მაგას თუ უჩემოდ ვერ ხვდები.ჩვენ ბედს ჩვენ თავად ვქმნით. გამოსავლის ძებნა რამდენადაა წუწუნიგამოსავალს არ ეძებდით თქვენ, სულ სხვა შინაარსის პოსტები გაქვთ, გულაცრუებული იმედდაკარგული კაცის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted May 27, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 27, 2014 ერთია წარმართავს თუ არა და მეორე როდესაც ამის უნარი და უფლება გაქვს.თუ არ წარმართავს ე.ი. არაა დამოუკიდებელი. თუ დამოუკიდებელი არაა რაღას ულოცავთ? ნებისმიერი ეთნიკური ჯგუფი სახელმწიფოს შექმნას ცდილობს და თქვენ იძახით უღელიაოდიახაც რო უღელია, სახელმწიფოს შექმნას რატო ცდილობენ მაგას შეიძლება სხვა ახსნაც მოეძებნოს და ეგ ახსნა იქნება ის რომ უღლის დაპატარავებას ცდილობენ შეხედეთ ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებს, რომელ ფრანგს აწევს კისერზე უღლად საფრანგეთი?ევროპაში ბევრად მეტი ანარქისტია ვიდრე განვითარებად ქვეყნებში. ჩვენ ბედს ჩვენ თავად ვქმნით.არჩევნების გზით ხო?გამოსავალს არ ეძებდით თქვენ, სულ სხვა შინაარსის პოსტები გაქვთ, გულაცრუებული იმედდაკარგული კაცის. არა, უბრალოდ არ ვარ ნეტარების სენით შეპყრობილი და არც პრობლემების აღქმა გააზრება მაშზინებს ზოგიერთივით. თუ მიხვდი რო მძღნერში ზიხარ ე.ი. თავი უკვე ამოყოფილი გაქ და ეგ სჯობს ჩაყვინთულ ნეტარებას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
შივა Posted May 28, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2014 (edited) mamaთუ არ წარმართავს ე.ი. არაა დამოუკიდებელი.არ არის ასე, ერთია ნაყიდი ხელისუფლება, რომ გყავს და მეორე თავისუფალი ხალხი ალექსანდრე ყაზბეგის ნაწარმოებებს გადახედეთ და ნახავთ რასაც ნიშნავს გუბერნიად ყოფნა.თუ დამოუკიდებელი არაა რაღას ულოცავთ?დამოუკიდებელია და დამოუკიდებლობას ვულოცავთ მე-18 საუკუნის საქართველოში საქართველოს სახელმწიფო სისხლისაგან დაცლილი კახეთით და არანაკლებ ნაწამები იმერეთის სამეფო სამთავროთი შედგებოდა მხოლოდ, ქართლი სამეგრელო აჭარა, თავად კახეთის ბევრი რეგიონი ოსმალეთისა და ირანის იმპერიების კონტროლ ქვეშ იყო, ლეკებმა ცალკე წა-ლეკეს ქვეყანა, მაგრამ დაიბადა ერთი, რომელმაც იხსნა ქართველი გადაგვარებისაგან, პატარა კახი ნათელში იყოს ეს ამბავი რაღაც ათასი და ორიათასი წლის წინ კი არ იყო, სულ ახლახანს იყო, რა უნდა ექნა მაშინ ქართველს? იმედი უნდა დაეკარგა? დღეს ხო ანალოგიური სიტუაცია არ არის არა? ბევრი ქართველი მეფე ინატრებდა დღევანდელი საქართველო რა ტერიტორიულ ფარგლებშიც არის იმ ფარგლებში მეფობას, აი ასე შეხედე საკითხს, აფხაზეთი და სამაჩაბლო რომ ოკუპირებული აქვთ კი არ მოგლიჯავენ მიწის ამ ნაკვეთებს და მოსკოვში კი არ წაიღებენ, გეოგრაფია არ იცვლება დასუსტდება იმპერია და აღარ ექნება არც თავი და აღარც სურვილი აკონტროლოს კავკასია, აი სწორედ მაშინ არის გონივრული რაიმე გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. მანამდე კი რაც გვაქვს ის უნდა განვავითაროთ, სამწუხარო კი ის არის, რომ ერთი დამპყრობლისაგან გასათავისუფლებლად მეორე დამპყრობელი უნდა წამოვისვათ თავზე თან ნებაყოფლობით, ვისაც შტატები ან ევროალიანსი რუსეთზე რაიმეთი უკეთესი გონია მწარედ ცდება. გაუმაძღარია ვანია და უტიფარი, მოკავშირე მეზობელის მაგივრად იმ მტერს იძენს, რომელიც მიეცემა თუ არა შანსი ზურგში მახვილს ჩასცემს თან სწორედ მაშინ, როდესაც აღარ ექნება თავი ეს დარტყმა მოიგერიოს, ხოლო თუ ქვეყანა დეგრადირდა, ხალხი დაჩლუნგდა და გაღატაკდა, რაც ხდება კიდეც, მაშინ აღარც ჩვენ ქვეყანას ექნება ძალა დაკარგულის დასაბრუნებლად, ყველაფერი კი ღვთის ხელშია, ჭკვიანი მმართველი რქებით არ დაუწყებდა კედელს რქენას, არამედ ციხეს შიგნიდან გატეხავდა.თუ დამოუკიდებელი არაა რაღას ულოცავთ?რას ვულოცავ? ქართველ კაცს ვულოცავ იმას, რომ ქართულ მიწაზე უდგას ფეხი, ქართულად საუბრობს და საკუთარი ნებით არჩეული მრწამსი აქვს.დიახაც რო უღელია, სახელმწიფოს შექმნას რატო ცდილობენ მაგას შეიძლება სხვა ახსნაც მოეძებნოს და ეგ ახსნა იქნება ის რომ უღლის დაპატარავებას ცდილობენორგანიზაციულ სამართლებრივი ინსტიტუტების გარეშე ტერიტორიულ ადმინისტრაციული ერთეულების გარეშე შესაძლებელი რომ ყოფილიყო საზოგადოებრივი ურთიერთობის წარმოება დღეს სამოთხეში ვიცხოვრებდით, არა თუ ერი თითო კაციც კი ქმნის ოჯახს, უღელი სახელმწიფო მაშინ არის როდესაც ოჯახის უფროსი გყავს ავადმყოფი, ხოლო როდესაც განათლებული სათნო და ძლიერი ნებისყოფის მმართველი გყავს მაშინ ეს "უღელი" სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტია.მსჯელობთ საკითხზე საქართველოთი და რუსთაველის პროსპექტით, მსოფლიო კი საქართველოთი არ იწყება და არ მთავრდება და არც რუსთაველის პროსპექტია სამყაროს ცენტრი, კითხეთ აბა აშშ-ს მოქალაქეს უღელია მისი სახელმწიფო მისთვის? კაი უღელია რა, ესპანეთში ვცხოვრობდი, ერთხელ სკვერში შევნიშნე "ბომჟი" (ბომჟად ითვლება თორემ სისუფთავითა და ჩაცმის სტილით, თუნდაც განათლებით ბევრ აქაურ "არისტოკრატს" ჯობია) რომელსაც 8 ძაღლი ყავდა ზონრებით გამობმული საყელოებზე და სკვერში ასეირნებდა, გამიკვირდა სოციალურს 300 ევროს იღებენ, მეგობარს ვკითხე, რას დაათრევს ამ ძაღლებს, მისთვის განკუთვნილ სოციალურ დახმარებას ამ ძაღლების საკვებში როგორ ანაწილებს თქო, მეგობარს გაეცინა და მითხრა, ეგ შენ რომ უყურებ და ქართული საზომით მსჯელობ ეგ ბომჟი თითო ძაღლის მოვლაზე დამატებით 100 ევროს იღებს თვეშიო, გაამრავლე ეხლა რვაჯერ ასი და ზედ ის სამასი მიუმატე რომელსაც თავად იღებდა სოციალური დახმარების სახით, გამოვიდა ათასასი ევრო? და თქვენ გინდათ რომ თქვათ, რომ ესპანეთი უღელია იმ ესპანელი ბომჟისთვის?ევროპაში ბევრად მეტი ანარქისტია ვიდრე განვითარებად ქვეყნებში. ეს იმიტომ, რომ ადამიანი გაუმაძღარია, სულ უფრო მეტი და მეტი სურს, არასოდეს არ არის კმაყოფილი, ვიმეორებ მე 18 საუკუნის ქართველისათვის სასწაულებრივად დღევანდელი ყოფა რომ გეჩვენებინა, სიხარულით ცას ეწეოდა, ვერ დაიჯერებდა, რომ ოდესმე საქართველო დაგლეჯილი კახეთი კი არ იქნებოდა მხოლოდ არამედ იმერეთიც, გურიაც, აჭარაც, სვანეთი და ფშავ ხევსურეთი, სამეგრელო, ქართლი ერთ მუშტად შეკრული. კახეთში ღაფავდა სულს ქართული სახელმწიფო და მაშინაც კი არ დაუკარგავს ქართველს იმედი, ჩვენ რა გვჭირს ასე ხელის ჩასაქნევი?არჩევნების გზით ხო?დიახ არჩევნების გზით, რაც ერი ის ბერიო არ გაგიგიათ?არა, უბრალოდ არ ვარ ნეტარების სენით შეპყრობილი და არც პრობლემების აღქმა გააზრება მაშზინებს ზოგიერთივით.ვინ ზოგიერთივით? მე თუ მგულისხმობ პრობლემები კი არ მაშინებს და კი არ ვწუწუნებ ვაიმე ეს რა დღეში ვართ და უი ეს როგორ დაგვემართა, არამედ ვიძახი იმას რომ გამოსავალი ამ მდგომარეობიდან არის "განათლება ხალხისა" და თმენა გარკვეულ მომენტამდე, გავარდი აბა მიდი დაეჯახე რუსეთს, რას იზამ? იზამ რამეს? ვერაფერს. მხოლოდ საქართველო კი არა მთელი კავკასია რომ აღდგეს ზუსტად 2 კვირაში ნანგრევებს დაგიტოვებს ერთ დროს არსებული სახელმწიფოების ადგილზე, ძალა კი მუსკულებში და იარაღში არ არის, ძალა გონებაში გამოვლინდება და გონებაა ძალა, ხომ სცადა ბედი სააკაშვილმა? აღარ გახსოვთ რაც მოხდა? ან რა შედეგიც მოიტანა? რატომ მოხდა ასე? ვადაზე ადრე რომ გამოაჩინა ბრჭყალები მაგიტომ, თავში რომ აუვარდა და რუსეთის ფედერაცია აჭარა რომ ეგონა პუტინი კი ასლან აბაშიძე. თან აქ ერთი რამ არ უნდა დავივიწყოთ ამ მინი ბრძოლებში მხოლოდ საქართველოსა და უკრაინის მომავალი კი არა, არამედ მსოფლიოს მომავლის ბედი წყდება, უბრალოდ როგორც ყოველთვის ჩვენ უნდა გამოვეკვეხოთ ხოლმე საკუთარი შეცდომებით მოვლენების ეპიცენტრში.თუ მიხვდი რო მძღნერში ზიხარ ე.ი. თავი უკვე ამოყოფილი გაქ და ეგ სჯობს ჩაყვინთულ ნეტარებას საქმე ის არის, რომ ძალისხმიერი მეთოდებით ვერ ამოხტები მაგ მძღნერიდან გინდაც ოდნავ ამოწეული გქონდეს თავი. ვერც რუსის კინკილა ჯარისკაცის მოკვლით, ვერც უიმედობით, ვერც აქ პოსტვითა და ვიშვიშით ეს რა დღეში ვართ, ამ სიტუაციიდან გამოსავალი არის ერთი და ერთადერთი, აი ამიტომაც ქვეყნის ბიუჯეტი იმ ჯავშანტრანსპორტიორის "დიდგორი" წარმოებას კი არ უნდა შეაჭამო, რომელიც 2 წელიწადში მოძველდება და ჯართშიც კი აღარავინ აღარ ჩაიბარებს, არათუ შეიძენს როგორც ტექნიკას, არამედ განათლების სისტემა უნდა აიყვანო ზენიტში, ნომერ პირველ პრიორიტეტად სამხედრო ინდუსტრია და არმიის უზრუნველყოფა კი არ უნდა იყოს, არამედ, სკოლა, ინსტიტუტი და უნივერსიტეტი. არმია და შეიარაღაბა კი უნდა შეესაბამებოდეს იმ გათვლებს, რომ სხვა ნაკლებად სუსტი აგრესორის შეტევის მოგერიება შეძლო, მაგ: აზერბაიჯანისა და სასომხეთის სამხედრო ძალების, თურქეთსა და რუსეთს რომ ეჯიბრები, სულ რომ ომის ღმერთი მარსი დაისვა ლაშქარში გააწყობ რამეს? ჯერ ინდუსტრია და განათლება, შემდეგ სამხედრო ძლიერება, ომს იარაღი არ იგებს, ომს იგებს ფული და ჭკუა. Edited May 28, 2014 by შივა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted May 31, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 31, 2014 დაგვიანებულია, მაგრამ მაინც Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.