Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

შაკტიზმი (შაკტის თაყვანისცემა)

 

ესაა ერთერთი უძველესი და ყველაზე ფართოდ გავრცელებული სწავლება მსოფლიოში. ამ სამყაროში ყველას სწადია ძალა და უყვარს მისი ფლობა. ყველა შეპყრობილია ძალის ქონის სურვილით და სურთ მისი მეშვეობით სხვების დამორჩილება. ომი ესაა ძალაუფლების მოპოვების სურვილის აშკარა გამოვლინება. შაკტისტები არიან ყველა მეცნიერი. ის, ვინც ისწრაფვის დაიპყროს ნებისყოფის ძალითა და მიმზიდველობით აგრეთვე შაკტისტია. სინამდვილეში ყოველი ადამიანი მსოფლიოში შაკტისტია. ახლა ამტკიცებენ რომ ყველაფერი ენერგიაა და რომ მთელი ეს ენერგია არის მატერიის ყველა ფორმების საფუძველი. შაკტას ფილოსოფიური სკოლის მიმდევრები ამაზე უხსოვარი დროიდან ამბობენ. ისინი თვლიან ასევე, რომ ეს ენერგია არის მხოლოდ შეზღუდული და უხეში ფიზიკური უმდაბლესი გამოვლინება უსასრულო უმაღლესი ძალისა, მაჰაშაკტის. შაკტი მუდამ ერთია შივასთან. ისინი განუყოფელნი არიან, როგორც ცეცხლი და სიმხურვალე. შაკტი გარდაისახება ნადად, ხოლო ეს უკანასკნელი ბინდუდ. სამყარო არის შაკტის გამოვლინება, შუდხამაია ესაა ჩიტ შაკტი. პრაკრიტი ესაა ჯადა შაკტი, ნადა, ბინდუ და ყველაფერი სხვა მხოლოდ მისი ასპექტების სხვადასხვა სახელები.

 

ძალა ანუ იმანენტური ღმერთის აქტიური ასპექტი არის კიდეც შაკტი. შაკტი ესაა განხორციელებული ძალები. ეს არის სამყაროს სიცოცხლის უზრუნვემყოფი ძალა. ეს, ის უმაღლესი ძალაა, რომელიც წარმოადგენს სამყაროს დედას. შაკტი ეს არის პიროვნულად: დურგა, კალი, ჩანდიკა, ჩამუნდა, ტრიპურასუნდარი, რაჯარაჯეშვარი. არ არსებობს განსხვავება ღმერთსა და მის შაკტის შორის, ისევე როგორც არაა განსხვავება ცეცხლსა და მის მწველ ძალას შორის. ის ვინც ეთაყვანება შაკტის, არის ღმერთი დედის ფორმით, როგორც უზენაესი ძალა, რომელიც ქმნის, იცავს და კვლავ საკუთარ თავში აბრუნებს მთელ სამყაროს, ძალა, რომელიც შაკტიდ იწოდება. ყველა ქალი შაკტის , ღვთაებრივი დედის ფორმაა. შივა ეს მარადიული არაცვალებადი ცნობიერებაა. შაკტი კი მისი ცვალებადი ძალა, რომელიც ვლინდება როგორც გონება და მატერია. შაკტი ვადა ანუ შაკტი დარშანა, წარმოადგენს მონიზმის, ადვაიტავადას განსაკუთრებულ ფორმას. შაკტა ასრულებს სადჰაკას, რომელიც ეხმარება განიცადოს შივასა და შაკტის ერთიანობა სხეულის წიაღში ძალების გამოღვიძების მეშვეობით. ის ხდება სიდხი სადხანაში, როდესაც მას ძალუძს ქალღმერთ კუნდალინის გამოღვიძება და ექვსი ჩაკრის განჭოლვა. ეს უნდა განხორციელდეს სრულებით, პრაქტიკული მეთოდით გურუს ხელმძღვანელობით, რომელიც თავად გახდა სრულყოფილი. შაკტი უნდა იქნეს გამოღვიძებული დხიანას, ბჰავას, ჯაპას და მანტრაშაკტის მეშვეობით. დედა, განხორციელებული როგორც ორმოცდაათი ასობგერა, სუფევს სხვადასხვა ასობგერათა ფორმებში გარკვეულ ჩაკრებში. ამის მსგავსად როდესაც ასობგერათა მთელი რიგი ექვემდებარებიან თანმიმდევრულად, დიადი დედა რომელიც მოძრაობს ექვს ჩაკრაში და წარმოადგენს თავად ასობგერათა მეობასა და თვითმყოფადობას ირღვიძებს. სადხაკა იოლად აღწევს სიდხის როდესაც ის გამოღვიძებულია. რთული სათქმელია როდის და როგორ აჩვენებს ის თავის თავს სადხაკას. სადხანა ნიშნავს ძალის ანუ შაკტის ამაღლებას. სადხანას ხასიათი დამოკიდებულია სადხაკის მიდრეკილებასა და შესაძლებლობებზე. შაკტი შეიძლება განსაზღვრულ იქნეს, როგორც ის, რითიც ჩვენს ვცოცხლობთ და ვარსებობთ ამ სამყაროში. ამ სამყაროში ყველა სურვილი და მოთხოვნილება ბავშვისა, კმაყოფილდება დედის მიერ. დედა თვალყურს ადევნებს მის ზრდასა და განვითარებას და სიცოცხლის უზრუნველყოფას. თვით სიციცხლეში ყველა მოთხოვნილება დამოკიდებულია შაკტიზე, სამყაროსეულ დედაზე.

 

არავის არ შეუძლია განთავისუფლდეს გონებისა და მატერიის ტირანიისაგან დედის მოწყალების გარეშე. მაიას (ილუზია) ბორკილების დამსხვრევა ძალიან ძნელია. თუ თქვენ ეთაყვანებით დიად დედას, თქვენ შეგიძლიათ ძალიან იოლად ამაღლდეთ პრაკრიტიზე, მისი კეთილშობილი მოწყალებისა და კურთხევის მეოხებით. ის მოაშორებს ყოველგვარ წინააღმდეგობას გზიდან და უსაფრთხოდ მიგიყვანთ თქვენ მარადიული ნეტარების უსაზღვრო სავანეში და გაგხდით თქვენ აბსოლუტურად თავისუფლებს. როდესაც ის დაკმაყოფილებულია და გჩუქნით თავის კურთხევას თქვენ, მხოლოდ მაშინ შეგეძლებათ თქვენ ამ ძნელად გადასალახი სანსარას შეზღუდვებისაგან თავის დაღწევა. პირველი ბგერა რომელსაც ადამიანისა თუ ცხოველის ახალშობილი გამოცემს ესაა საყვარელი დედის სახელი. არის კი თუნდაც ერთი ბავშვი რომელიც კი არ იყოს ყველაფრით ვალში საკუთარ დედასთან და დაკავშირებული მასთან სიყვარულით? ეს დედაა, ვინც გიცავთ თქვენ, განუგეშებთ თქვენ, გაქეზებთ და გიყვავებთ თქვენ. ის თქვენი მეგობარია, ფილოსოფოსი, მოძღვარი, დამრიგებელი და ხელმძღვანელი ცხოვრების მანძილზე. ხორციელი დედა ეს სამყაროული სულიერი დედის გამოვლინება. უზენაესი უფალი წარმოდგენილია როგორც შივა, ხოლო მისი ძალა როგორც მისი მეუღლე შაკტი, დურგა, ანუ კალი. (დედა კალი) მსგავსად იმისა როგორც ქმარი და ცოლი ადევნებენ თვალყურს ოჯახის კეთილდღეობას, ასევე უფალი შივა და დედა კალი (იგივე უფალი შაკტი) ადევნებენ თვალყურს ამ სამყაროს საქმეებს. რადხა, დურგა, ლაკშმი, სარასვატი და სავიტრი ესენია ქალღმერთის ანუ უმაღლესი ხუთი პირველადი ფორმა. დურგამ გაანადგურა დემონები მადხუ და კაიტაბჰა ვიშნუს ხელით. როგორც მაჰალაკშმიმ მან გაანადგურა მაჰიშასურა დემონი და როგორც სარასვატიმ მან გაანადგურა დემონები შუმბხა და ნიშუმბხა მათ თანამებრძოლებთან დხუმრალოჩანასთან, ჩანდასთან, მუნდასთან და რაკტაბიჯასთან ერთად. როდესაც ვიშნუ და მაჰადევა ანადგურებდნენ სხვადასხვაგვარ დემონებს, დევის ძალას იყო მათში. დევიმ (ქალღმერთმა) იხმო ბრაჰმა, ვიშნუ და რუდრა და მისცა მათ ძალა, რომელიც აუცილებელია მათი სამუშაოსათვის, შემოქმედების, დაცვისა და განადგურებისათვის. ის იმყოფება სამყაროს ცენტრში. ისაა მულადხარაჩაკრაში. ის ავსებს სიცოცხლით მთელს სხეულს, მოძრაობს რა სუშუმნას არხში. მერუს მთის მწვერვალიდან ის სიცოცხლით ავსებს სამყაროს. შაკტიზმის ამ ფილოსოფიურ სისტემაში შივა წარმოადგენს ყველგანმსუფევს, უპიროვნოსა და უმოქმედოს. ისაა სუფთა ცნობიერება ჩაიტანიამ. შაკტი დინამიკურია. შივა და შაკტი დაკავშირებულნი არიან როგორც პრაკაშა და ვიმარშა. შაკტი (ვიმარშა) ესაა ძალა, რომელიც გამოუვლენელად სუფევს და მყოფობს სუფთა ცნობიერებაში. ვიმარშა წარმოშობს სამყაროს, რომელიც დაფუძნებულია დიფერენციაციებზე. შივა ესაა ცნობიერება (ჩიტ), შაკტი ცნობიერების ფორმა (ჩიტრუპინი). შაკტის ერთგულები, ბრაჰმა, ვიშნუ და შივა ახორციელებენ თავის მოვალეობებს შემოქმედების(პროექციის), დაცვისა (პროტექციის) და განადგურების (ანიჰილაციის). შაკტი დაჯილდოვებულია ნებელობით (იჩხა), ცოდნით (ჯნანათი), და აზრით (კრია). შივა და შაკტი ერთნი არიან. შივა, ტატვა და შაკტი განუყოფელნი არიან.

 

შივა მუდამ შაკტისთან ერთადაა. შაკტისტურ ფილოსოფიაში მოითვლიან 36 ტატვას. შაკტი მყოფობს შაკტი ტატვაში, ნადა სადხანა ტატვაში, ბინდუ იშვარა ტატვაში. უმაღლესი შივას შემოქმედებითი ასპექტი იწოდება შივა ტატვად. ესაა პირველი შემოქმედებითი მოძრაობა. შაკტი ტატვა ესაა შივას ნება. ესაა თესლი და საშო მთელი სამყაროსი. პირველი გამოვლინება იწოდება სადაკხიად ანუ სადაშივა ტატვად. ამ ტატვაში იწყება იდეის ფორმირება. მასში იმყოფება ნადა შაკტი, შემდეგ მოდის იშვარა ტატვა. ეს ტატვა იწოდება ბინდუდ. მეოთხე ტატვა ესაა ვიდია ანუ შუდხავიდია, შემდეგ პრაკრიტი ტრანსფორმირდება გონების, გრძნობათა და მატერიის ტატვებად, რომელთაგანაც შედგება სამყარო. ნადა და ბინდუ შაკტის სხვადასხვა გამოვლინებათა სახელი. სინამდვილეში ნადა ესაა შივა შაკტი. შივას გააჩნია ორი ასპექტი. ერთში ის არის უმაღლესი და უცვლელი მარადიული სატჩიტანანდა. ესაა პარასამვიტი. მეორე ასპექტში ის ტრანსფორმირდება სამყაროდ. ცვლილებათა მიზეზი ესაა შივა ტატვა. შივა ტატვა და შაკტი ტატვა განუყოფელნი არიან. შაკტი ტატვა ეს ბრაჰმანის პირველი დინამიკური ასპექტია. ნიშკალა შივა ესაა ნირგუნა შივა. ის არ არის შეერთებული შაკტის შემოქმედებით ძალასთან, საკალა შივა შეერთებულია შემოქმედებით შაკტისთან. მაია (აპარაპრაკრიტი) იმყოფება შაკტის წიაღში. მაია ესაა სამყაროს საშო. ისაა პოტენციური განმქვრევის ანუ ანიჰილაციის დროს და დინამიური შემოქმედების (პროექციის) დროს. შაკტის ხელმძღვანელობით მაია ვითარდება სხვადასხვაგვარ მატერიალურ ელემენტებში და სხვა ფიზიკურ შემადგენლებში. შაკტისტურ ფილოსოფიაში როგორც უკვე ითქვა არის 36 ტატვა, შაკტისტურ ფილოსოფიაში ჩვენ ვხდებით ბრაჰმანის, შაკტის, ნადას, ბინდუს და შუდხა მაიას ცნებებს. შაივა სიდხანტას ფილოსოფიაში შივა, შაკტი, სადაკხია და შუდხამაია.

 

შაკტიზმის ფილოსოფიის შემდგომი განვითარება ასევე აღიწერება შაივა სიდხანტას სწავლებაში. შაკტის შემეცნებას მივყავართ გადარჩენისაკენ. „შაკტიჯნანამ ვინა დევი ნირვანამ ნაივა ჯაიატე“ (იშვარამ თქვა „ო დევი, შაკტის შემეცნების გარეშე არ შეიძლება ხსნის მიღწევა“. იმყოფება რა მაიას ზეგავლენის ქვეშ, ჯივა (ინდივიდუალური სული) თვლის თავს მოქმედად და მოქმედების ნაყოფების მომწევად, ახდენს რა საკუთარი თავის იდენტიფიცირებას სხეულთან. შაკტის წყალობით და სადხანას მეშვეობით, ინდივიდუალური სული ანთავისუფლებს თავს ყოველგვარი ბორკილებისაგან, აღწევს სულიერ გასხივოსნებას და იძირება უზენაესში. სინამდვილეში არსებობს მხოლოდ ერთიანი მე. შემეცნებადი არის მხოლოდ შემმეცნებელი. ბრაჰმანი გვეჩვენება სამყაროდ მარტო გონების სარკეში (მაიაში). ნებისმიერი ობიექტი არის სხვა არაფერი თუ არა ერთიანი მე, რომელიც მაიას ზემოქმედების გამო საკუთარივე თავს ეჩვენება როგორც არა საკუთარი ჭეშმარიტი ბუნება როგორც სუბიექტს. ტრიპუტი (შემმეცნებელი, შემეცნება და შეცნობადი) ქრება ნირვიკალპა სამადხიში. რეალურად კი არსებობს მხოლოდ უზენაესი უფალი შივა (ბრაჰმანი) დიდება მას.

Edited by შივა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 72
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

დაე გახდეთ თქვენ შაკტის წყალობის ღირსნი, სამყაროული დედისა და დატკბით საბოლოო განთავისუფლების ნეტარებით! შაკტი ჩიტრუპინი. ეს არის სუფთა, ნეტარი ცნობიერება. ეს არის მთელი ბუნების დედა, ისაა თავად ბუნება. ეს არის უფალ შივას ძალა, ძალა ბრაჰმანისა. ისაა სამყაროული წარმოდგენის რეჟისორი. ის ეხმარება უფალს თამაშით გართობაში. ისაა ჯაგადჯანანი (სამყაროს შემოქმედი), მახიშასურამარდინი (მახიშასურას მკვლელი), ბხრანტინაშინი (ილუზიისა და ავიდიის გამანადგურებელი), დარიდრიანაშინი (სიღარიბის განმშორებელი). დევი ესაა უფალ შივას შაკტი. ისაა ჯადა შაკტი და ჩიტ შაკტი. ისაა იჩხა შაკტი, კრიაშაკტი და ჯნანაშაკტი. ისაა მაია შაკტი. შაკტი ესაა პრაკრიტი (მატერიალური, მშვივინიერი, სულიერი და ზესულიერი ბუნება), მაია, მაჰამაია, შრი ვიდია. შაკტი ესაა თავად ბრაჰმანი. ისაა ლალიტა, კუნდალინი, რაჯეშვარი, ტრიპურასუნდარი, სატი და პარვატი. სატი სატიმ უფალ შივასთან თავი გამოავლინა ათ ფორმაში, ათი მაჰავიდია. ესაა დედა კალი, ბაგალამუკხი, ჩხინამასტა, ბჰუვანეშვარი, მატანგი, შოდაში, დხუმავატი, ტრიპურასუნდარი, ტარა და ბჰაირავი.

 

მხოლოდ მთვრის ნაწილაკები არიან ღვთაებრივი დედის ლოტოსის ტერფებთან. მისი დიდება განუზომელია. მისი მბრწყინვალება გამოუთქმელია. მისი სიდიადე აღუწერელია. ის თავის წყალობას აფრქვევს მათზე, ვინც მისი ჭეშმარიტი ერთგულები არიან. ის ინდივიდუალურ სულს ჩაკრიდან ჩაკრამდე მიაცილებს, დონიდან დონემდე და აერთიანებს უფალ შივასთან ერთად საჰასრა ბრახმარანდხრა ჩაკრაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენ წარმოიდგინეთ და ბოლომდე წავიკითხე :read:

 

ანუ მე როგორც გავიგე აქედან შივა ეს არის სამყაროს გამოვლინება თავისი სახით და შაკტი ეს არის ძალა რომელსაც ეს სამყარო ფლობს?

 

შეიძლება ნირვანაშიც იყოს შაკტი? ნირავანა ჩემი გაგებით და ფილოსოფიით ეს არის უკიდეგანო სივრცე სადაც დრო არ არსებობს, ანუ თავად სიკვდილი ჩემი გაგებით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნირავანა ჩემი გაგებით და ფილოსოფიით ეს არის უკიდეგანო სივრცე სადაც დრო არ არსებობს, ანუ თავად სიკვდილი ჩემი გაგებით.

ჰო, მეც ასე გამიგია..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შაკტიზმი არ ვიცი მარა დაოსიზმი გვეუბნება: "ბრძენი სიბრძნეს ფლობს და დუმს, უმეცარი - უმეცრებას, და ქადაგებს"... შივებიც, შაკტებიც და პრაკრიტებიც საკუთარ თავში ვეძებოთ... ფილოსოფია მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრია! იქ უნდა ვეძებოთ სინამდვილე და არა კოსმოსში და ცაში, თუ მე მჯერა რომ შიში ღმერთია ესეიგი ეს ესეც იქნება ჩემთვის რადგან მას გავაღმერთებ და გაღმერთდება კიდეც. ქრისტიანული ღმერთიც მუსულმანური ალაჰიც ბუდაც და შივაც ჩვენი აზროვნებაა და მეტი არაფერი ხოდა, გარე ფილოსოფია არ არსებობს ეგ უბრალოდ აზროვნების გამართლებაა. ხოდა ამიტომაც ვქადაგებთ "ფილოსოფიას" რომ გვინდა გავამართლოთ ჩვენი ან ვიღაცის ფილოსოფია რომელიც გავიზიარეთ... მოკლედ ამით იმის თქმა მინდა რომ ყველას თავისი უნიკალური აზროვნება აქვს და ყველამ თავისებურად უნდა იპოვნოს თავისი სინამდვილე. ცოდნის წყურივილი რაც არ უნდა სისულელედ ჟღერდეს ეს კიდევ ერთი სიხარბის გამოვლინებაა... უცოდინარი და გაუნათლებელი ადამიანი ფილოსოფოსი ვერ იქნება? ძალიანაც კარგად იქნება, ამისთვის საკუთარ თავში ჩახედვაც საკმარისია ზედმეტი ტვირთის გარეშე... ნამდვილ გადატრიალებას ის მოახდენს ვინც არცერთ რელიგიას, გაგებას, ცოდნას, ფილოსოფიას და მეცნიერებას არ მიეკუთვნება... თუ რათქმაუნდა ასეთი ვინმე გამოცნდება :))... ყველას თავისი, ყველას თავისი. :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Proessor

ანუ მე როგორც გავიგე აქედან შივა ეს არის სამყაროს გამოვლინება თავისი სახით

პირიქით, სამყაროები და მათ შორის მატერიალური სამყაროა შივას მეტაფიზიკური გამოვლინება.

შაკტი ეს არის ძალა რომელსაც ეს სამყარო ფლობს?

შაკტი ეს არის უფალ შივას ენერგია, რომელიც ქმნის და გარდაქმნის შექმნილს.

შეიძლება ნირვანაშიც იყოს შაკტი?

ნირვანა ეს ინდივიდის სულიერი მდგომარეობაა.

მატერიალურ ილუზიაში ნირვანას განცდა შეუძლებელია.

აი შაკტის კი ეხლაც ამ წუთშიც ხედავთ, კლავიატურა რომლითაც აქ პოსტავთ, ეს შაკტია, რადგან მატერია ეს გამკვრივებული ენერგიაა.

შაკტიზმი არ ვიცი მარა დაოსიზმი გვეუბნება: "ბრძენი სიბრძნეს ფლობს და დუმს, უმეცარი - უმეცრებას, და ქადაგებს".

მართალი უთქვამს მაგ ბრძენს, ოღონდ ნაკლულად დავიწყებია ის, რომ ქადაგებასაც და დუმილსაც თავისი ჟამი აქვს, რაც არ დაავიწყდა ბრძენს, რომელმაც თქვა:

"ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების".

შივებიც, შაკტებიც და პრაკრიტებიც საკუთარ თავში ვეძებოთ.

ამ ჭეშმარიტებამდე რაც ეხლა თქვით, მრავალწლიანი პრაქტიკის მქონე შაკტისტებიც ძნელად თუ მივლენ, ოღონდ ის კია რამდენად შემეცნებული გაქვთ ეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Proessor

 

პირიქით, სამყაროები და მათ შორის მატერიალური სამყაროა შივას მეტაფიზიკური გამოვლინება.

 

შაკტი ეს არის უფალ შივას ენერგია, რომელიც ქმნის და გარდაქმნის შექმნილს.

 

საინტერესოა, მაგრამ ყველაზე მეტად ის მაეჭვებს რომ ყველა ღმერთი რომელსაც ჩვენ ვეთაყვანებით რატომღაც პიროვნების თვისებები გააჩნია :) ვაწერთ მათ ადამიანურ თვისებებს (შემწყნარებლობა, მრისხანება, სამართლიანობა და ა.შ) და მოკლედ ფილოსოფიურად ვეთაყვანებით ამ გასხივოსნებულ პიროვნებას რომელსაც მისტიკურ ძალებსაც ვანიჭებთ და რათქმაუნდა ზომაშიც ისე ვზრდით რომ ყველაფერს ვატევთ ამ პიროვნებაში. ალბათ ეს ლიმიტია ადამიანური ფანტაზიის, ნუ დაახლოებით როგორც ჩვენი მათემატიკური გონებისთვის უსასრულობა ჩიხა რომლისაც არ გვესმის, დაახლოებით ასეთი ვარიანტია ჩვენი ღმერთებიც, რომელთაც იმ თვისებებს ვაწერთ რომელიც ჩვენთვის კარგად ნაცნობია და ის რაც გაუგებარია უბრალოდ არ არსებობულია და მორჩა. :) არა მეგობარო მე მგონია რომ მიუხედავად აზროვნების სიღრმისა და ფილოსოფიისა ეს ყველაფერი მაინც ზედმეტად ზედაპირულია. გასაღები ღმერთში არ არის, მიუხედავად იმია რომ მე მისი ეგზისტენციის მჯერა, გასაღები დამკვირვებელშია, და ამას ფიზიკაც, კერძოდ კვანტური მექანიკაც ამტიკიცებს. ჩვენ ყველანი კი დამკვირვებლები ვართ. ამიტომ ვამბობ ყველას თავისი. შენ გჯერა იმის რისიც გჯერა? ესეიგი ეგ არსებობს... მხოლოდ შენთვის და არა სხვისთვის. სხვა არ არსებობს სხვა და ყველაფერი რასაც ხედავ შეიძლება სიზმარი იყოს, მაგრამ ის რომ შენ საკუთარ თავს აღიქვავ შენიდან, ეს იმას ნიშნავს რომ შენ არსებობ თუნდაც სიზმარში... შორს წავედი მაგრამ ამით იმის თქმა მინდა რომ ღმერთი საკუთარ ჩვენში ვეძებოთ ყველამ ინდივიდუალურად რადგან გარეთ ღმერთის გაგება არ არსებობს. თუ გვჯერა რომ ღმერთი რაღაც თუნდაც ჩვენთვის გაუგებარი აზროვნების მატარებელია, მისი და ე.ი ყველაფრის აზრი თავად აზროვნებაში უნდა ვეძებოთ რომელიც ყველას თავისი აქვს. თუ ყველაფერს რასაც დასაწყისი აქვს აქვს დასასრულიც, თუ აფსოლიტურ სიცარიელეში უსასრულოდ დიდი და უსასრულოდ პატარა ერთდა იგივე გაგებაა, მაშინ უაზრობასაც აქვს თავისი აზრი... ხოდა სწორედ ამიტომაც მწამს მე იმ აზრის რაც აერთიანებს ყველაფერს. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ მე მჯერა რომ შიში ღმერთია ესეიგი ეს ესეც იქნება ჩემთვის რადგან მას გავაღმერთებ და გაღმერთდება კიდეც.

:+: არაა გამორიცხული, რომ შენმს ბაგეს ჭეშმარიტება აღმოხდა.. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა უნდა იყოს, წაიკითხე და მიხვდები :D

მემგონი Giorgi Kiskeidze შევეკითხე.. :D

რაზე წავიკითხო, ინდუისტი ხო არა ვარ.. ისე ართ დროს უპანიშადების შესახებ ვკითხულობდი.. :D

და გგონია, რომ იმის წაკითხვის გავლენა იყო Giorgi Kiskeidzeს ასეთი რეაქცია..? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მემგონი Giorgi Kiskeidze შევეკითხე.. :D

და გგონია, რომ იმის წაკითხვის გავლენა იყო Giorgi Kiskeidzeს ასეთი რეაქცია..? :D

 

დაიხ მე ეგ მგონია :) სხვა რამის ფიქრი არ მინდა :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:+: არაა გამორიცხული, რომ შენმს ბაგეს ჭეშმარიტება აღმოხდა.. :)

 

თუნდაც... შიში შენი უერთგულესი მსახურია და მეგობარია მიწიერ სამყაროში რომელიც არ გშორდება იმის მიუხედავად რომ შენ ცდილობ მის თავიდან მოშორებას :brr:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...