კლოუნი Posted May 23, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 23, 2014 მოკლედ ვიფიქრე ვიფიქრე და მგონი საინტერესო იქნება. აი როგორც ბავშვები იგონებენ ხოლმე ტყუილ ამბებს რომლებიც ასე იწყება: "მე როცა დიდი ვიყავი"... ხო და აი მე მოვყვები ერთ ამბავს. გვიანი შემოდგომა იდგა, არყისფერი ცა, გარშემო ნისლი... მოკლედ ერთი ჩვეულებრივი შემოდგომის წვიმიანი დღე იყო, მოსაწყენი, თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ უნდა მომხდარიყო და პრინციპში ვფიქრობ რომ არც მომხდარა. ეს ხომ ყოველდღე ხდება - ვიღაც იბადება, ვიღაც კვდება... დედა ამბობდა რომ ადამიანის დაბადების დროს როგორი ამინდიც იქნება, ისიც იმ ამინდს ემსგავსება და საერთოდ მისი ცხოვრება. ძნელია არ დაეთანხმო. იმ დღიდან მოყოლებული სულ შემოდგომაა, გვიანდელი, ყველაფერი რომ სრულდება, დასასრულის მიჯნაზე რომ დგას მთელი სამყარო, ნელნელა ყველა ფერი რომ ქრება, იცრიცება... ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა. მასწავლიდნენ როგორ უნდა მყვარებოდა, როგორ უნდა მეჭამა, როგორ უნდა ვმჯდარიყავი, ვმდგარიყავი. ახლა გამახსენდა ერთი რამ, ცოტა ხნის წინ ვფიქრობდი და შორს რომ არ წავიდე აქვე გეტყვით; რატომ გვასწავლიან პატარებს სიყვარულს. აი სულ მწყინდა როცა მეუბნებოდნენ: "პატარა ხარ, შენ რა იცი სიყვარულის, გაიზრდები და მიხვდები რომ სიყვარული სულ სხვა რამ არის". ვიზრდებოდი და ვხედავდი რომ ყველას სხვადასხვანაირად უყვარდა. აუცილებლად უნდა გეკოცნა, აუცილებლად უნდა დაწოლილიყავი. თუ ამას არ აკეთებდი "შენ რა იცოდი სიყვარულს" ჰეჰ. მე კი ვფიქრობ რომ ბავშვებისგან უნდა ვისწავლოთ სიყვარული. ბავშვებს უფრო წრფელი გულით უყვართ. უბრალოდ დიდებს არ ესმით. მოკლედ რომ ვთქვათ ცდილობდნენ ჩემს გადაკეთებას რასაც მეორენაირად აღზრდა ქვია. საბედნიეროდ ძნელად აღსაზრდელის სახელი დავიმკვიდრე სახლშიც და სკოლაშიც. არა იმიტომ რომ უზრდელი ან თავხედი ვიყავი, ან ჩხუბისთავი. აი ძალიან კარგი სიტყვაა "ამჩემფეხება". დიახ, სწორედ ასეთი "ამჩემფეხება" გახლდით. არასოდეს არ ვფიქრობდი რა იყო სწორი, რა არასწორი. გაიარა ასე წლებმა ცელქობაში, ონავრობაში, ბავშვობის დებილური ამბების მოყოლის ხასიათზე მაინც არ ვარ და თანაც ბავშვობა მგონი ყველას ერთნაირი აქვს. ყველა ბავშვი თითქმის ერთნაირად ფიქრობს, თუ არ ფიქრობს ერთნაირად მაინც იქცევა. ყველა ტრაკით სრიალებს თოვლზე, ყველას რჩება სახლში საშინაო დავალება, ყველას მოსწონს რომელიღაც ჩუმი წყნარი გოგო რომელიც წინა მერხზე ზის. არაფერი საინტერესო აქ არ არის. ყველაფერი მერე იწყება, როცა გეუბნებიან რომ "უკვე დიდი ხარ". როდის გადადიხარ ამ ზღვარს ვერ გეტყვით. ალბათ ზაფხულის წვიმას გავს, უეცრად რომ მოიღრუბლება და დასცხებს. ვერც კი შეამჩნევ საიდან მოვა ღრუბელი. ეს უცბათ ხდება. ალბათ სულ ცაში უნდა იყურებოდე რომ დაინახო. მგონი სინოპტიკოსები სულ ცაში იყურებიან მაგრამ ჩვენ ხომ სინოპტიკოსები არ ვართ. იმას ვამბობდი რომ დიდი გავხდი. მერე აღმოჩნდა რომ დიდები ჯარში მიყავთ და მეც წამაბრძანეს. ჯარი არ აღმოჩნდა ისეთი როგორიც მეგონა. მეგონა რომ ნამდვილი ვაჟკაცები ისევ ხმლებით იბრძოდნენ. ძალიან მომწონდა როდესაც ფილმებში ვუყურებდი თუ როგორ შეეტაკებოდა ერთმანეთს ორი გმირი და ერთერთი მეორეს აჯობებდა ან ძალით, ან ხერხით, ან გაიძვერობით, ან ხმალი გაუტყდებოდა. მოკლედ მომწონდა ეს შერკინებები და ემოციების გარეშე ვერასოდეს ვერ ვუყურებდი. ჯარში როცა ხარ არ არის ცუდი. არ მესმოდა რატომ ეშინოდათ თანატოლებს ჯარის. უფრო ხშირად ვხედავდი რომ დედა ან მამა აშინებდათ. არ მესმოდა რატომ. ზოგს ისეთი მამა ეუბნებოდა ან დედა არ წახვიდეო რომელიც რამდენიმე წლის წინ ამბობდა სირცხვილია ბავშვს "ცხრა ძმა ხერხეულიძე" რომ არ აქვს წაკითხული და ნასწავლი, ნამდვილად არ იმსახურებს ნიშანსო. მეცინებოდა მაშინ. ამას ძირითადად ხუთოსანა ბიჭების დედები ამბობდნენ დანარჩენ უბრალო მოკვდავებზეც რომლებთან მეგობრობასაც უშლიდნენ შვილებს. ალბათ ოროსნობა გადამდები იყო. მე ვერ გეტყვით ვინ გადმომდო მაგრამ არც მე ვბრწყინავდი ჩემი ბეჯითობით. ჯარში ყველაზე კარგი ღამეა. სწორედ ღამით დავიწყე წერა. პირველად იმედგაცრუებაზე დავწერე. იქ ვერავის ვეტყოდი ჩემს სულელურ ფანტაზიებზე და ამიტომაც ვწერდი და ვწერდი. ალბათ ღამე ნამდვილი ჯარისკაცისთვის არის. ღამით თავისუფალი ხარ, გინდა წერე, გინდა პორნო ჟურნალი გადაფურცლე, რაც გინდა ის აკეთე მოკლედ, შენი თავის ბატონ პატრონი შენ ხარ. სამწუხაროდ არ მქონდა ჟურნალები, არც არაფერი აღვიძებდა ჩემს ფანტაზიებს. ირგვლივ მარტო აყროლებული ნასკის სუნი იდგა, გამაბრუებელი. ყოველთვის ეზარებოდათ სამრეცხაოში ჩატანა. ზოგს ლეიბის ქვეშ ეწყო, ზოგს ბალიშის ქვეშ. გეგონება ახალი წელი იდგა და თოვლის პაპას სწორედ რომელიღაც აქოთებულ ნასკში უნდა ჩაედო საჩუქრად საპონი ან რაიმე ისეთი რაც იმ ადამიანებს სჭირდებოდათ. ვიწექი და ვფიქრობდი, ვითომ მჭედელი ვიყავი. დიახ სწორედ ისეთი მჭედელი, უზარმაზარ ჩაქუჩს რომ იქნევდა, გაოფლილ ტანზე მურები რომ ესვა და ყველაზე დიდ საიდუმლოს ფლობდა იმ რახარუხით გამოტვინებული თავით. მე ვფიქრობ რომ ძველ დროში ყველაზე ჭკვიანები მჭედლები იყვნენ. აბა ვინ მოიგონა რკინა, მკერავი ვერ მოიფიქრებდა. მჭედლების დამსახურებაა ბევრი რამ. მეტალურგები ქვიათ დღეს. მეტალურგი კი მოგეხსენებათ მეცნიერია. ისინიც მეცნიერები იყვნენ. ხო და წარმოვიდგინე ძველი დროის მეცნიერად თავი. ჩემს წარმოდგენებში დიდად არ გავნსხვავდებოდი, ერთადერთი ის იყო რომ დიდი წვერი მქონდა, გაჩეჩილი ჭუჭყიანი თმა, დახეთქილი ტუჩები, დაკოჟრილი ხელები, ჩასისხლიანებული თვალები... ეს მხოლოდ გარეგნულად, შინაგანად კი ისევ ის ვიყავი რაც ახლა ვარ. ერთი გოგო მიყვარდა. მაგრამ ვერ ვბედავდი მასთან მისვლას. ვის რათ უნდა შენი მჭედელი, რომელსაც თავში ჟანგები ჩაქუჩები გრდემლები და ნახშირები უყრია მარტო. წლოვანებითაც პატარა იყო, არ ვიცოდი როგორ მომეხიბლა, ან რა მქონდა მისი სურვილების შესაფერისი, ან რა ვიცოდი მის სურვილებზე? ყოველ დღე ვნახულობდი. წყაროსკენ მიმავალ გზის პირას იყო ჩემი სახელოსნო. არ დამიჯერებთ და იმ ბრახაბრუხში ყოველთვის მესმოდა მისი ნაბიჯების ხმა და ზუსტად იმ დროს გამოვიდოდი მზის გულზე, რომ დამენახა. ძალიან სუსტი აღნაგობის იყო. გეგონებოდა ნიავი მიაფრიალებს აბრეშუმის ნაჭერსო. აბრეშუმივით ბზინავდა მზეზე მისი თეთრი კანი, სწორი თმა...ალბათ ასეა, რომ როდესაც მურებთან და ჭუჭყთან გაქვს მუდმივად შეხება, ასეთი გამორჩეული სილამაზე ასმაგად მოქმედებს შენზე. როდესაც ამას მივხვდი, ბედსაც აღარ ვუჩიოდი. ვფიქრობდი; "რა მოხდა მერე, ყველას ახარებს ეს ადამიანი ალბათ. ალბათ ქმარიც ყავს ან შეყვარებული..." მაგრამ ვიცოდი შურით გასკდებოდა ის ვიღაც კოხტაპრუწა როცა გაიგებდა რომ მე უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებდა მისი არსებობა, ვიდრე მას. პ.ს. დანარჩენი მეზარება. თქვენც მოყევით რამე. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted May 23, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 23, 2014 დანარჩენი მეზარება.მადლობა ხმერთს.. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted May 23, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 23, 2014 შენ გგონია ამას წავიკითხააააააააააავთ? http://attach.forum.ge/post-29-1381245770.jpg ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
კლოუნი Posted May 23, 2014 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 23, 2014 რატო შენდ დადე რამე ჰდში ჯეჯეზე ატვირთე და ვნახავ სიამოვნებით. დავიღალე აზიური ფილოსოფიის მოსმენით და რამე სახალისო ისტორიები დადეთ. ოღონდ ნამდვილი არა. ნამდვილი ამბები იდიოტობაა. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted May 23, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 23, 2014 შენ გგონია ამას წავიკითხააააააააააავთ? http://attach.forum.ge/post-29-1381245770.jpg ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted May 23, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 23, 2014 რატო შენდ დადე რამე ჰდში ჯეჯეზე ატვირთე და ვნახავ სიამოვნებით. დავიღალე აზიური ფილოსოფიის მოსმენით და რამე სახალისო ისტორიები დადეთ. ოღონდ ნამდვილი არა. ნამდვილი ამბები იდიოტობაა. რატო და გვეზარება ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Proessor Posted May 23, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 23, 2014 შენ წარმოიდგინე წავიკითხე ბოლომდე. ცუდს ვერაფერს ვიტყვი. მგონი ღირს დაწერო წიგნი შენს ფანტაზიებზე და "პარალელური არსებობაზე" თუ ასეთ სიამოვნებას განიჭებს (მეც დავწერე ერთხელ შენსავით ჩემი ფიქრები და ფანტაზიები, ნუ სხვა მიზნით). დამიჯერე სიამოვნებით წავიკითხავ, ძალიან მაინტერესებს ნებისმიერი მოაზროვნე ინდივიდის შიდა რეალობ, თუნდაც შიზოფრენიკის. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted May 23, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 23, 2014 შენ წარმოიდგინე წავიკითხე ბოლომდე. http://cdn.oxwordsblog.wpfuel.co.uk/wpcms/wp-content/uploads/oscars-201x300.jpg ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Proessor Posted May 23, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 23, 2014 http://cdn.oxwordsblog.wpfuel.co.uk/wpcms/wp-content/uploads/oscars-201x300.jpg ეს მე დავისმახურე? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted May 23, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 23, 2014 რა თქმა უნდა . ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Proessor Posted May 23, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 23, 2014 რა თქმა უნდა . დიდი მადლობა... ამ ჯილდოს მე ვუძღვნი ყველა იმ ადამიანს ვინც გვერდში დამიდგა და იმათაც ვისაც დაეზარათ მაგრამ გულით უნდოდათ იმის გაკეთება რაც მე შევძელი. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted May 23, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 23, 2014 დიდი მადლობა... ამ ჯილდოს მე ვუძღვნი ყველა იმ ადამიანს ვინც გვერდში დამიდგა და იმათაც ვისაც დაეზარათ მაგრამ გულით უნდოდათ იმის გაკეთება რაც მე შევძელი. ცრემლები დაგავიწყდა ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Proessor Posted May 23, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 23, 2014 (edited) ცრემლები დაგავიწყდა ცრემლები პანაშვიდზე... ბედნიერებას ჩვენი ჭუნკალი ცრემლები არ ჭირდება Edited May 23, 2014 by Proessor ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
კლოუნი Posted May 24, 2014 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 24, 2014 (edited) ოოო ურაკპარაკზე კი არ ვართ. თქვენც დაწერეთ ვაა :დ არაა ეგრე ჩესნი. Proessor დიდი მადლობა. Edited May 24, 2014 by კლოუნი ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted May 24, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 24, 2014 (edited) http://cdn.oxwordsblog.wpfuel.co.uk/wpcms/wp-content/uploads/oscars-201x300.jpg გარდა ამისა, აი კიდევ ერთი წარმატება პროფესორს.. - http://ovesti.ru/uploads/posts/2011-05/1306027156_kani.jpg თუნდაც შიზოფრენიკის. აბა მეც დავწერო..? ოოო ურაკპარაკზე კი არ ვართ. თქვენც დაწერეთ ვაა :დ არაა ეგრე ჩესნი. ბოდიშს გიხდი, ჩემო კლოუნ, მაგრამ საქმე იმაშია, მე ასეთების წერა უკვე მობეზრებული მაქვს.. ალბათ იმიტომ, რომ ვერ გამოვდექი ნიჭიერი მწერალი.. შენ კი მიაწექი და წარმატებები.. ;)) Edited May 24, 2014 by Shaten ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts