Shaten Posted May 5, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 5, 2014 სერგეი ვასილის ძე რახმანინოვი (რუს. Сергей Васильевич Рахманинов) (დ. 20 მარტი/ 1 აპრილი, 1873, ონეგი, ახლანდელი ნოვგოროდის რაიონი — გ. 28 მარტი,1943, ბევერლი-ჰილზი, კალიფორნია, დასაფლავებულია კენსიკოში, ნიუ-იორკის მახლობლად), რუსი კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი. განთქმულია ნაწარმოებით "რაფსოდია პაგანინის თემაზე "http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/1/11/Rachmaninov.jpg?uselang=ka ბიოგრაფია სერგეი რახმანინოვი დაიბადა 1873 წლის 1 აპრილს თავად ვასილი რახმანინოვის ოჯახში. 4 წლის სერგეის ფორტეპიანოზე დაკვრას ჯერ დედა, შემდეგ კი პიანისტი ქალი ორნატსკაია ასწავლიდა. 1882 წელს რახმანინოვი პეტერბურგის კონსერვატორიაში შედის. ხოლო 1885 წელს, ბიძაშვილის — ა. ზილოტის რჩევით მოსკოვის კონსერვატორიაში გადადის. აქ მისი პედაგოგები იყვნენ: ზილოტი (ფორტეპიანო), არენსკი (ჰარმონია), ტანეევი (კონტრაპუქტი). რახმანინოვმა კონსერვატორია დიდი ოქროს მედლით დაამთავრა, სწავლობდა საფორტეპიანო და საკომპოზიტორო განყოფილებებზე. მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო ერთმოქმედებიანი ოპერა „ალეკო“ (პუშკინის პოემის „ბოშების“ მიხედვით). ამ დროისათვის რახმანინოვს უკვე დაწერილი ჰქონდა საფორტეპიანო კონცერტი, საფორტეპიანო, კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები, რომასები. 90-იანი წლები რახმანინოვის შემოქმედებითი ძიებების პერიოდია. ამ წლებში შექმნილ ნაწარმოებებს შორის აღსანიშნავია საორკესტრო ფანტაზია „ქარაფი“, „ელეგიური ტრიო“, რომანსების სამი და სიმფონიური პოემების ერთი ციკლი. 1897 წელს მან შექმნა I სიმფონია, რომელმაც უარყოფითი შეფასება მიიღო. რახმანინოვმა მძიმედ განიცადა ეს წარუმატებლობა და კარგა ხანი არაფერი დაუწერია. სამაგიეროდ დაიწყო აქტიური საშემსრულებლო მოღვაწეობა. კონცერტები გამართა როგორც პიანისტმა თევდორე შალიაპინთან ერთად. შემოქმედებითი აღმაფრენის პერიოდი რახმანინოვისათვის II საფორტეპიანო კონცერთის შექმნით (1901 წ.) აღინიშნა. ეს კონცერტი გამოირჩევა არაჩვეულებრივი ლირიზმით, მელოდიურობით, თემატური მასალის გამომსახველობით. ამავე პერიოდში შეიქმნა რახმანინოვის სხვა მნიშვნელოვანი ნაწარმოებებიც: კანტატა „გაზაფხული“, ოპერები „ძუნწი რაინდი“, „ფრანჩესკა და რიმინი“, II სიმფონია, სიმფონიური პოემა „მიცვალებულთა კუნძული“, III საფორტეპიანო კონცერტი , I სონატა, პრელუდიები, 30 რომანსი. საკონცერტო გამოსვლებმა მას უდიდესი პიანისტისა და დირიჟორის სახელი მოუტანა. 1911—1915 წლები რახმანინოვი საქართველოში ჩამოვიდა კონცერტებით. კომპოზიტორის მომდევნო შემოქმედებითი წლები ახალი მუსიკალური სახეებითა და გამომსახველი საშუალებების ძიებით აღინიშნა, რაც აისახა მის საფორტეპიანო პიესებში „ეტიუდი-სურათები“, ვოკალურ-სიმფონიურ პოემაში „ზარები“, რომანსების ციკლში. 1917 წელს, რევოლუციის შემდეგ, რახმანინოვი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ა. შ. შ.-ში გადადის. ამ პერიოდში იგი ძირითადად საკონცერტო მოღვაწეობას ეწევა. 1926 წელს მან დაასრულა IV საფორტეპიანო კონცერტი „სამი რუსული სიმღერა“ გუნდისა და ორკესტრისათვის. 30-იან წლებში რახმანინოვმა შექმნა „ვარიაციები კორელის თემაზე“ ფორტეპიანოსათვის, „რაფსოდია პაგანინის თემაზე“ ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის, III სიმფონია, „სიმფონიური ცეკვები“. ეს უკანასკნელი მისი ბოლო ნაწარმოები აღმოჩნდა. სიცოცხლის ბოლომდე რახმანინოვი ინტენსიურ საკონცერტო მოღვაწეობას ეწეოდა. გარდაიცვალა 1943 წელს კალიფორნიაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted May 5, 2014 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 5, 2014 http://www.youtube.com/watch?v=NsFbah-NbME Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Sofia Khorguani Posted May 5, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 5, 2014 და მისი ნაწარმოებების შესრულება რთულია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
belukabeluka Posted May 5, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 5, 2014 ოხ ეს კლასიკური მუსიკა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted May 5, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 5, 2014 belukabeluka რა ჭირს კლასიკურ მუსიკას? http://www.youtube.com/watch?v=NsFbah-NbMEსერიოზულია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
belukabeluka Posted May 5, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 5, 2014 belukabeluka რა ჭირს კლასიკურ მუსიკას? სერიოზულია შემაზიზღეს... პატარაობაშI ძალით დავყავდი მშობლებს samagierod exla roialze vukrav Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Proessor Posted May 5, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 5, 2014 samagierod exla roialze vukrav გრიალებ რა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
belukabeluka Posted May 5, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 5, 2014 გრიალებ რა რა ვგრიალებ ძალით მაკვრევინებენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Proessor Posted May 5, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 5, 2014 რა ვგრიალებ ძალით მაკვრევინებენ ძალადობა ხელოვნებაში კარგით არ მთავრდბეა ვიცი მე ... ერთხელ ბიძაჩემი მთვრალი მისულა სახლში და დედაჩემი ტელევიზორს უყურებდა ბავშვი იყო (მაშინ ახალი გამოსული ყოფილა სავეტსკი ტელევიზორები)... ხოდა უფროსმა ძმამ თხოვა რომ მიდი პიანინოზე დაუკარიო რა გთხოვო. დედაჩემი კიდე რას დაუკრავდა ახალ ნაყიდ ტელევიზორს უჯდა... ხოდა კაი ხნის თხოვნის მერე ბიძაჩემს აუღია თავისივე ნაყიდი სავეტსკი მახინა და გადაუგდია მეექვსე სართულიდან. ბებიაჩემს რო გამოუვლია სამსახურიდან კი გაუფიქრებია კაცო ეს დამტვრეული ტელევიზორი ჩვენსას როგორ ჰგავსო. საწყალი რას წარმოიდგენდა რო სახლში მტირალა პიანინოზე მჯდარ გოგონას დაინახავდა აი ასეთი სასტიკი ფაქტი ახსოვს ხელოვნების ისტორიას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted May 5, 2014 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 5, 2014 (edited) და მისი ნაწარმოებების შესრულება რთულია ძალიან.. თვითონ ნაწარმოებებიც რთულია.. ოხ ეს კლასიკური მუსიკა...იქეთ მიბრძანდით ქალაბატონო, აი იქეთ.., კარს ხედავთ..? აი ეს ბატონი გაგაცილებთ.. სერიოზულია კი.. შენ გესმის კლასიკა.. ვიცი.. Edited May 5, 2014 by Shaten Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted May 5, 2014 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 5, 2014 შემაზიზღეს... პატარაობაშI ძალით დავყავდი მშობლებს samagierod exla roialze vukrav აბა რა.. ნეტა ჩემთვისაც ასე დაეძალებინა დედაჩემს, თავის დროზე.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted May 5, 2014 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 5, 2014 (edited) აუღია თავისივე ნაყიდი სავეტსკი მახინა და გადაუგდია მეექვსე სართულიდან. Edited May 5, 2014 by Shaten Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Proessor Posted May 5, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 5, 2014 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted May 5, 2014 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 5, 2014 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
belukabeluka Posted May 6, 2014 დარეპორტება გაზიარება Posted May 6, 2014 იქეთ მიბრძანდით ქალაბატონო, აი იქეთ.., კარს ხედავთ..? აი ეს ბატონი გაგაცილებთ.. მეწყინა. არ მიყვარს კლასიკური მუსიკა მაგრამ ხო მაქვს შეხება რას მერჩი? აი ეგ კომპოზიტორი არ გამიგია დავინტერესდი და ბოლომდე წავიკითხეე . არ მინდა გაცილება მარტოც მშვენივრად დავდივარ აბა რა.. ნეტა ჩემთვისაც ასე დაეძალებინა დედაჩემს, თავის დროზე.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.