Jump to content
Planeta.Ge

მარტოხელა დედები და ქართული კანონმდებლობა


Recommended Posts

მოდით, გავარკვიოთ, ვინ ითვლება საქართველოში მარტოხელა დედად?

როგორაა დაცული მათი ინტერესები და რა დახმარება-შეღავათები არსებობს იმისთვის, რომ ქალს ჰქონდეს სტიმული, გააჩინოს ბავშვი, ჰქონდეს დედობის ბედნიერება და თავს გრძნობდეს, როგორც საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.

სახელმწიფო გვესაუბრება დემოგრაფიის საკითხებზე, მაგრამ რას აკეთებს ის ამის ხელშეწყობისთვის?

დემოგრაფიული ფონდი და სხვა ფონდები გაართმევენ თავს ამ საკითხებს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://commersant.ge/?page=news&id=6805

დემოგრაფიული ფონდი მრავალშვილიანებისთვის საგადასახადო შეღავათების, ახალ დაქორწინებულებისთვის კი წახალისების ინიციატივით გამოდის

commersant.ge

დემოგრაფიულმა ფონდმა 5 კანონპროექტი და 10–მდე პროექტი წარმოადგინა. პარლამენტი ყოველი მესამე ახალშობილის დაფინანსების შესახებ კანონპროექტს უახლოეს მომავალში განიხილავს.

როგორც commersant.ge–ს დემოგრაფიული ფონდის თავჯდომარემ თამარ ჩიბურდანიძემ განუცხადა, კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მაღალმთაინ რეგიონებში ყოველი მესამე ახალშობილი 200 ლარს, ხოლო დაბლობში კი 150 ლარს მიიღებს.

,,შობადობა ყველაზე მაღალი აჭარაში, ქვემო ქართლსა და თბილისშია, სწორედ ამიტომ პირველ ეტაპზე იქ ახალშობილის დაფინანსება არ განხორიცელდება, თუმცა საქართველოს სხვა ყველა დანარჩენ რეგიონში დაფინანსება ჩვეულ რეჟიმში მოხდება,“ - აცხადებს ჩიბურდანიძე.

მისივე თქმით, მომზადებულია კიდევ 4 კანონპროექტი, რომელიც მომავალ წლებში ეტაპობრივად განხორციელდება.

კერძოდ: 1) მრავალშვილიანებისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირება 2) საგადასახადო კოდექსში ცვლილებები მრავალშვილიანებისთვის ხელფასების დაბეგვრის მოხსნის შესახებ 3) ყოველ მესამე შვილზე კომუნალური გადასახადებზე შეღავათები 4) ახალდაქორწინებულების წახალისება.

ჩიბურდანიძის თქმით, ყოველ წელს ბიუჯეტში ამ კუთხით ახალი ინიციტივა ჩაიდება, რადგან ეს პროექტები მცირე თანხებთან არ არის დაკავშირებული და ყველა მათგანი ერთდორულად ვერ განხორციელდება.

ამასთან, ფონდის თავმჯდომარე 10 ახალ პროექტზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მათი გახორციელება ისევე მნიშვნელოვაია, როგორც კანონპროექტების მიღება. მათ შორის შემდეგი პროექტებიცაა:

1) აბორტის პრევენციის საკონსულტაციო ცენტრები (პროექტის ბიუჯეტი: 1,3 მლნ. ლარი (წლიური);

2) ორსულთა სახლები (პროექტის ბიუჯეტი: 300 000 ლარი (ერთი სახლი წლიურად);

3) სოციალური სახლები ორსული ქალებისთვის;

4) სოფლად დაბრუნება - უკუმიგრაცია.

ჩიბურდანიძის თქმითვე, ერთი წლის განმავლობაში ფონდი არამარტო კანონპროექტებზე მუშაობდა, არამედ რეალურ დახმარებებსაც ახორიცელდება: კერძოდ, 1 ივნისამდე დააფინანსა 14 მშობიარობა და ბავშვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ოპერაცია. გარდა ამისა, ერთჯერადი ფულადი დახმარებები (500, 700, 650 ლარის ოდენობით) გაიცა მრავალშვლიან ოჯახებზე.

ცნობისთვის: დემოგრაფიული აღორძინების ფონდის საბჭოს, რომლის პრეზენტაცია გასული წლის ივლისში გიმართა, სათავეში ბიზნესმენი ლევან ვასაძე უდგას, ხოლო წევრები „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე, კომპანია „რედიქსის“ გენერალური დირექტორი ლაშა პაპაშვილი, „მეიდან ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ნიშნიანიძე, მედია პალიტრის დამფუძნებელი და გაზეთ „კვირის პალიტრის“ მთავარი რედაქტორი გოგა თევდორაშვილი და სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფე შიო არიან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...