Shaten Posted November 26, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted November 26, 2013 (edited) გეორგ ფრიდრიხ ჰენდელი (გერმ.Georg Friedrich Händel; დ. 23 თებერვალი, 1685, ჰალე (ზაალე) — გ. 14 აპრილი, 1759, ლონდონი) — ბაროკოსეპოქის გერმანელიკომპოზიტორი. მისი შემოქმედება მოიცავს 42 ოპერას, 29 ორატორიას, ასევე საეკლესიო ქორალებს, საორღანო კონცერტებს, გასართობი სახის ნაწარმოებებს. მის ნაწარმოებებს შორის უმნიშვნელოვანესია ორატორია „მესია“. ჰენდელის შემოქმედება იმდროინდელი მუსიკის თითქმის ყველა ჟანრს მოიცავს; ცხოვრების დიდი ნაწილი დიდ ბრიტანეთში გაატარა. http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/4/4d/Georg_Friedrich_H%C3%A4ndel.jpg?uselang=ka http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/8/8a/Georg_Friedrich_H%C3%A4ndel_3.jpg?uselang=ka ბიოგრაფია ბავშვობა 8 წლის ასაკიდან ჰენდელი იღებს მუსიკის გაკვეთილებს სხვადასხვა ინსტრუმენტებზე: ჰობოი, ვიოლინო, ორგანი. იგი თავიდანვე დიდი ტალანტით გამოირჩეოდა. მას მუსიკის პედაგოგისგან განსაკუთრებით პატარა ვოკალური ნაწარმოებები და ყოველკვირეულად მოტეტის წერა ევალებოდა, რამაც ძალიან დიდი როლი ითამაშა მის შემოქმედებაში.1702 წელს ჰენდელი იწყებს სამართალმცოდნობის სწავლას ჰალეში, ამავე წელს იგი ხდება ჰალეს მთავარი ტაძრის ორგანისტი. ჰამბურგი 1703 წელს იგი გადადის ჰამბურგში, სადაც გერმანული ოპერა რაინჰარდ კაიზერის მეშვეობით აღმავლობას განიცდის. ჰენდელი ჯერ მეორე მევიოლინეთ, ხოლო შემდეგ ჩემბალისტად იწყებს ჰამბურგში მუშობას.ჰამბურგში იგი უმეგობრდება ცნობილ კომპოზიტორ, დირიჟორ და მომღერალ იოჰან მატესონს. როდესაც ლიუბეკის მთავარი ორგანისტი და ცნობილი კომპოზიტორი დიტრიხ ბუქსტეჰუდე წლოვანების გამო პენსიაზე გავიდა, მატესონი და ჰენდელი მიემგზავრებიან მასთან სტუმრად, მაგრამ მის თანამდებობის დაკავებისთვის არცერთს არ შეუთავაზებია თავი. რადგან როგორც ცნობილია, ამ თანამდებობაზე მოსული პირი მის უფროს ქალიშვილზე უნდა დაქორწინებულიყო.1705 წელს ჰამბურგში შედგა მისი პირველი ოპერის "ალმირას" პრემიერა, რასაც დიდი წარმატება მოჰყვა. ოპერა "ალმირაში" გაერთიანებულია გერმანული და იტალიური ოპერების ფორმა. თუმცა მატესონმა ოპერა მძლავრად გააკრიტიკა, ისინი მაინც მეგობრებად დარჩნენ."ალმირას" პრემიერას რამდენიმე კვირის შემდეგ მომდევნო ოპერის "ნერონის" პრემიერაც მოჰყვა, მაგრამ ამ უკანასკნელს წარმატება აღარ მოჰყოლია. იტალია[რედაქტირება] ჰენდელი, 1706 წელს ტოვებს ჰამბურგს და გადადის იტალიაში, სადაც იგი მოგზაურობს და თან სწავლობს. იტალიაში იგი ეზიარება იტალიურ ოპერას, რამაც მის მუსიკალურ შემოქმედებაზე უდიდესი როლი ითამაშა. ჰენდელი ხვდება მნიშვნელოვან კომპოზიტორებს არქანჯელო კორელის, ალესანდრო და დომენიკო სკარლატის, ანტონიო ლოტის. იტალიაში იწყება მისი აღმავლობა.იგი იტალიაში ეცნობა მრავალ გავლენიან პიროვნებებს და აგრეთვე ჰანოვერის პრინც ავგუსტ-ს, გეორგ I-ის ძმას, რომლის კარზეც ჰანოვერში, ჰენდელი 1710 წლიდან კაპელმაისტერად ინიშნება. ლონდონი - პირველი წლები (1710-1714)[რედაქტირება] 1710 წლის ნოემბერში იგი მიემგზავრება ლონდონში. ლონდონში ჰენდელი ქმნის ოპერას "რინალდო", რასაც წარმოუდგენელი შემოქმედებრივი და საზოგადოებრივი წარმატება მოჰყვა. 1711 წლის ივნისში, როდესაც "რინალდო" მეთხუტმეტეჯერ დაიდგა, ჰენდელი ბრუნდება ჰანოვერში.1712 წელს იგი ისევ ბრუნდება ლონდონში, მაგრამ ამჯერად ლონდონი მისი სამუდამო საცხოვრებელი ხდება.ამ პერიოდში იგი ქმნის ოპერას ბრიტანეთის დედოფალ ანასთვის, რომელმაც ჰენდელი, მთელი ცხოვრების მანძილზე, ყოველწლიური ფულადი პრემიით, 200 სტერლინგით დააჯილდოვა. 1714 წელს ჰენდელი მადლობის ნიშნად დედოფალ ანას ოდას "დედოფალ ანას დაბადების დღის აღსანიშნავად" უძღვნის. ლონდონი - 1714-1752 წლები[რედაქტირება] 1714 წელს ბრიტანეთის მეფე ხდება გეორგ I, ჰანოვერის იმპერატორი. იმ დროს უკვე ლონდონში გადასული ჰენდელი, ხდება კარის მუსიკოსი და პრინცესა კაროლინასგან იგი იღებს დამატებით წლიურ შემოსავალს, 200 სტერლინგს.ჰენდელი მეფე გეორგ I-სთვის ქმნის უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებს "წყლის" მუსიკას, რომელიც შემდეგ დღესასწაულებზე სრულდებოდა.1720 წელს ჰენდელი ხდება სამეფო სამუსიკო აკადემიის დირექტორი. მის შესაძლებლობაში იყო მთელი კონტინენტიდან მოეწვია ცნობილი მომღერლები.მისმა ოპერამ "რადამისტომ", რომელიც ჰენდელმა სპეციალურად აკადემიისთვის შექმნა, დიდი წარმატება მოიპოვა.ჰენდელთან ერთად აკადემიში მოღვაწეობდნენ კომპოზიტორები ჯოვანი ბონონჩინი და ატილიო არიოსტო. აკადემიის პირველ წლებში მუსიკალური საზოგადოების აზრი ორად იყოფოდა. ბონონჩინი თავიდან მეტი წარმატებით სარგებლობდა. მესამე სეზონზე, ჰენდელის უმნიშვნელოვანესი ოპერები, "იულიუს კეისარი", "ტამერლანო" და "როდელინდა" იქნა დადგმული, რამაც ჰენდელის ავტორიტეტი დომინირებადი გახადა მუსიკალურ საზოგადოებაში. ეს ოპერები დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობენ. 1728 წელს, ფინანსური პრობლემების გამო აკადემია დაიხურა.1726 წელს ჰენდელი ხდება ინგლისის მოქალაქე.აკადემიის დახურვის შემდეგ, იგი ცდილობს ახალი აკადემიის გახსნას. აკადემიის ყოფილ დირექტორთან, ი.ი. ჰაიდეგერთან ერთად, ჰენდელი ხსნის "მეორე" აკადემიას. ჰენდელი მიემგზავრება იტალიაში მომღერლების მოასაწვევად.ოპერა "ლოტარიოს", რომელიც "მეორე" აკადემიაში დაიდგა, დიდი წარმატება არ მოჰყოლია. ამის შემდეგ ჰენდელი მართავს ქოვენთ-გარდენის ახლად გახსნილ თეატრს, აქ იდგმება მისი ოპერები "არიოდანტე" და "ალცინა".1737 წელს თეატრი გაკოტრდა. ამის შემდეგ ჰენდელის ჯანმრთელობა საგრძნოლად შეირყა, თუმცა მოკლე მკურნალობის შემდეგ, აახენში, იგი ისევ ადრინდელი ენერგიით განაგრძობს ახალი ნაწარმოებების ქმნას. 1741 წელს ჰენდელი ახალი ოპერით "დიადემია", უშედეგოდ ცდილობს ისევ დაუბრუნოს ოპერას წარმატება. 1742 წელს იგი ქმნის ორატორიას "მესია", რომლის პრემიერაცდუბლინში შედგა. ამ მომენტიდან ჰენდელი აღარ დაბრუნებია ოპერას.ჰენდელს უყვარდება პრინცესა. მას იჭერენ, თუმცა მეფის წყალობით ის სიკვდილს გადარჩა და გერმანიაში ბრუნდება, სადაც 1759 წელს ავადდება და შემდეგ კვდება. Edited November 26, 2013 by Shaten Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.