Jump to content
Planeta.Ge

როცა ადამიანი სამსახურშია ან შენზე ახალგაზრდაა მაშინ კარგია ,,ბლატაობა!?,". . .


Recommended Posts

საინტერესოა რატომ ხართ დიდ გულზე მაშინ, როდესაც ადაამიანი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს და შეიძლება ითქვას, ,,ვინუჟდენია" რომ თავი შეიკავოს!?; – რამდენიმე დღის წინ საქართველოს ბანკის წრაფი გადახდის აპარატს ვიღაც მთვრალი კაცი დაეჯახა და სიგნალიზაცია ჩაირთო, ადგილზე მოვიდა სპეციალური ჯგუფი და საქართველოს ბანკის თანამშრომელი აპარატთან მივიდა გასახსნელად; – ტიპმა შეაგინა, ბანკის თანამშრომელმა ვერ მოითმინა და დაარტყა; დაიწყო ბაზრის ნახირმა წიკვინი; – დედაკაცი; – როგორ გაბედე და დაარტყი!, რა უფლება გაქვს რომ ურტყავ!, შენა ხარ მონა!; – შე მონა შენ!,... კაცი; – შენი სახელი და გვარი უნდა გავიგო!, . . . დარტყმა ახალგაზრდა ბიჭმა და კაცმა გააპროტესტეს სიტყვიერად, ვითომ მათთვის რომ შეგინებინათ მაშინ საქეიფოდ წაიყვანდნენ!, ბიჭმა უთხრა, არ უნდა დაგერტყა, ხომ ხედავ, მთვრალია, გვერდზე გაგეყვანაო,... აბა გვერდზე რისთვის უნდა გაეყვანა, – ,,ზასაობას" ხომ არ დაუწყებდა, . . . :) აბა ვინმე სხვას უთხრან, რომ შეგაგინებენ პასუხი არ გასცეო, ისე იუკადრისებენ, ამის გულისთვის შეიძლება დანა გაუყარონ!,... გაიძახდნენ როგორ და რა უფლებით დაარტყიო; – რომ აღარ გაჩერდნენ მოთმინება გამომელია, ახლა ვინმემ რომ შემგინოს დიახაც, დავარტყავ და ვისაც პრეტენზია გაქვთ, ნახავთ როგორ და რა უფლებით მეთქი!, . . . ახლა მე დამიწყო დედაკაცმა წიკვინი,... მაგრამ რატომღაც ის ეპითეტები არ გადმოუფრქვევია, იმ კაცის მიმართ რომ აფრქვევდა, . . .

ხშირად გამიგია ავტობუსის მგზავრი მძღოლს დებილს ან დეგენერატს რომ უწოდებს, იმიტომ რომ ,,მარცხენა ფეხზეა ამდგარი", (მაგის ქმარს ,,დამდგარი" ქონდა) ზოგჯერ შეიძლება მძღოლს მართლა შეეშალოს რაღაც, მაგრამ ამ შემთხვევაში, ზოგადად, შეურაცხოფას ვგულისხმობ, უმიზეზოდ, ან მიზეზით; – იგივენაირად ვინმეს რომ მიმართო, თუნდაც დამსახურებულად, ეზოში, ტრანსპორტში ან ქალაქში, მაღალი ალბათობით, შემოგიტრიალდება და ისეთს გლეწავს, აქეთ დაგადებილებს!, . . . კონტროლიორებზე აღარაფერს ვამბობ; – ამ შემთხვევაში ბრბოს პირის ღრუდან დაზეპირებული ფრაზებისა და უსიამოვნო სუნის გადმოსაფრქვევად ხშირ შემთხვევაში საბაბიც არ სჭირდება!, . . . აბა სამსახურის გარეთ დაუწყეთ ჩხავილი!, . . . ასევე დაყოფილი აქვთ კატეგორიები; – მაგალითად, ბებრებს და ზოგჯერ საშუალო ასაკის ხალხს მიაჩნიათ რომ თავიუფლად შეუძლიათ მათზე ახალგაზრდებს განსკუთრებით ბავშვებს, შეურცხოფა მიაყენონ, როგორც უნდათ ისე მიმართონ, როცა უნდათ მაშინ ააყენონ სკამიდან ან უბრალოდ არ თვლიან საჭიროდ მათთვის ფეხის დაბიჯების, დაჯახების, გატარების მოთხოვნის, ბილეთის მიწოდების თხოვნის, (რატომღაც გონიათ რომ მო–თხოვნის (დავალდებულების) უფლება აქვთ) ან სხვა ასეთ შემთხვევებში გამოიჩინონ ზრდილობა და თავაზიანობა (სამაგიროდ, ჩვნ გვიკითხავენ მონოლოგებს ან ყველა ერთად, დომხალოგებს,...) და მიმართონ შესაფერისად; – უკაცრავად, ბოდიში, თუ შეიძლება, თუ არ შეწუხდებით,... თვლიან რომ ამის ,,ასაკობრივი უფლებამოსილება" აქვთ და როგორ ხასიათზეც გაიღვიძებენ ისე უნდა მოგმართონ, თან დარწმუნებულები არიან რომ აქეთ უნდა უთხრა მადლობა,... იციან რომ ახალგაზრდა (ბავშვი მით უმეტეს) ხშირ შემთხვევაში ასაკის გამო მოუთმენს,... და როცა ჩემს შემთხვევაში ეს არ გასდით ,,დაკერავენ" ხოლმე გაოცების და აღშფოთების ნაჯვარ იდიოტის სიფათებს!, . . .

Edited by ლუსი@
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 316
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

საინტერესოა რატომ ხართ დიდ გულზე მაშინ, როდესაც ადაამიანი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს და შეიძლება ითქვას, ,,ვინუჟდენია" რომ თავი შეიკავოს!?

ეგეთი ტიპები(სამსახურის გამო რო თავს იკავებენ) სამსახურშიც და მის გარეთაც საგინებლები არიან ;)

კონტროლიორებზე აღარაფერს ვამბობ; – ამ შემთხვევაში ბრბოს პირის ღრუდან დაზეპირებული ფრაზებისა და უსიამოვნო სუნის გადმოსაფრქვევად ხშირ შემთხვევაში საბაბიც არ სჭირდება!

არაა, ეგ ბანძობაა.

ახლა ახალი დავამუღამე. უემოციოდ და აუღელვებლად რო ესაუბრები უფრო ითხრებიან ნერვებზე და მეტი კაიფს გრძნობ :))

ამასწინად ჩავუტარე ერთ კონტროლიორს, ნახევარი საათი უმაღლეს ხმაზე ყვიროდა და მე ლამის ჩურჩულით ვეპასუხებოდი :)) ძაან მაგარი გრძნობა იყო :)) :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mama
ეგეთი ტიპები(სამსახურის გამო რო თავს იკავებენ) სამსახურშიც და მის გარეთაც საგინებლები არიან ;)
თქვენ რა იცით როგორ ჭირდება სამსახური!?; – ისე, ის ბანკის თანამშრომელი ბიჭი ქალს უთმენდა, თორემ იმ კაცს კი ლეწა, . . . :)
არაა, ეგ ბანძობაა. ახლა ახალი დავამუღამე. უემოციოდ და აუღელვებლად რო ესაუბრები უფრო ითხრებიან ნერვებზე და მეტი კაიფს გრძნობ
ეეე; – ეს ჩემი მეთოდია!, . . . :) ოღონდ კონტროლიორებთან კი არა ბაზრი ნახირთან ვიყენებ!, . . . :)
ამასწინად ჩავუტარე ერთ კონტროლიორს,
ეს რ მომეწონა!, . . .
ნახევარი საათი უმაღლეს ხმაზე ყვიროდა და მე ლამის ჩურჩულით ვეპასუხებოდი
კონტროლიორი რატომ გიყვიროდა?,...
ძაან მაგარი გრძნობა იყო
მერე ეგ ,,უმაღლესი გრძნობა" სახსრების ტკივილის გრძნობაში რომ გადაზრდილიყო!?, . . . :) ხომ შეიძლება ფიზიკურად გაგსწორებოდა, . . . Edited by ლუსი@
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენ რა იცით როგორ ჭირდება სამსახური!?

ეს ამართლებს უკადრებელის კადრებას?

ეეე; – ეს ჩემი მეთოდია!, . . . ოღონდ კონტროლიორებთან კი არა ბაზრი ნახირთან ვიყენებ!, . .

მაგარია ძაან. ყველასთან გამოდგება

ეს რ მომეწონა!, . . .

რას ვიზამთ საჭირო იყო :)

კონტროლიორი რატომ გიყვიროდა?,...

ჩემთვის რო დაეყვირა მიიღებდა ჩურჩულზე მეტ პასუხსაც. თავისთვის ყვიროდა საწყლადს "დილიდან დაღამებამდე დავრბივარო...ელემენტარული ყურადღება მაინც მომაქციეთო და ათას სისულელეს

მერე ეგ ,,უმაღლესი გრძნობა" სახსრების ტკივილის გრძნობაში რომ გადაზრდილიყო!?, . . . ხომ შეიძლება ფიზიკურად გაგსწორებოდა, . . .

ჯერ ერთი მაგის საბაბი არ მიმიცია და მეორეც სახსრები ვის ეტკინებოდა შენ რა იცი? :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mama

ეს ამართლებს უკადრებელის კადრებას?
რა არის ,,უკადრებელი?",

მაგარია ძაან. ყველასთან გამოდგება
ფიზიკური დაპირისპირებისას ღადაობა არ გამოდგება, . . .
ჩემთვის რო დაეყვირა მიიღებდა ჩურჩულზე მეტ პასუხსაც. თავისთვის ყვიროდა საწყლადს "დილიდან დაღამებამდე დავრბივარო...ელემენტარული ყურადღება მაინც მომაქციეთო და ათას სისულელეს
ეგ სად იყო?, კონტროლიორი ქალი იყო თუ კაცი?, ან შენ მანდ რა შუაში იყავი?; – ან საერთოდ რა ყურადღებას ითხოვდა, მგზავრები ბილეთების წარმოდგენის გარეშე მიდიოდნენ?,...
ჯერ ერთი მაგის საბაბი არ მიმიცია და მეორეც სახსრები ვის ეტკინებოდა შენ რა იცი?
მე დავწერე ,,ხომ შეიძლებოდა" მეთქი; – რასთან დაკავშირებით ეპასუხებოდი ან რატომ ბრაზდებოდა შენს ლაპარაკზე მაინც ვერ გავიგე, . . . :dontknow:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არსებობენ ისეთებიც რომლებიც თავისზე უცროსს ზრდილობიანად ელაპარაკება ეს ადამიანის ზრდილობაზეა დამოკიდებული აბა რა უნდა მასწავლოს ისეთმა უფროსმა ადამიანმა რაც თვითონ არ იცის?

 

არსებობენ ისეთებიც რომლებიც თავისზე უცროსს ზრდილობიანად ელაპარაკება ეს ადამიანის ზრდილობაზეა დამოკიდებული აბა რა უნდა მასწავლოს ისეთმა უფროსმა ადამიანმა რაც თვითონ არ იცის?

და მერე აქეთ დაგიწყებს ზრდილობაზე ლაპარაკს
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რასთან დაკავშირებით ეპასუხებოდი ან რატომ ბრაზდებოდა შენს ლაპარაკზე მაინც ვერ გავიგე, . . .

– თქვენი ბილეთი?

– ჩემი ბილეთი.

– თქვენი ბილეთი ?

– ჩემი ბილეთი.

– თქვენ ავადმყოფი ხართ?

– თქვენ ექიმი ხართ?

– თქვენი ბილეთი?

– ჩემი ბილეთი.

– რას იმეორებ ერთიდაიგივეს კაცო, მეტი სიტყვა არ იცი?

– კი ვიცი: პილისოსი!

– და კონტროლიორი?

– მე სანტექნიკი ვარ.

– კარგად ხართ?

– რავიცი არამიშავს, თქვენ?

– თქვენი ბილეთი?

– ჩემი ბილეთი...

– თქვენ რა კურღელი ხართ?

– და თქვენ მგელი ხართ?

– თქვენი ბილეთი!!!

– რათ გინდათ ჩემი ბილეთი.

– უნდა შევხედო.

– იყიდეთ თქვენი და იმას უყურეთ.

– თქვენი ბილეთი!!!

– აი მეც აქ ჩავდივარ....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საინტერესოა რატომ ხართ დიდ გულზე მაშინ, როდესაც ადაამიანი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს და შეიძლება ითქვას, ,,ვინუჟდენია" რომ თავი შეიკავოს!?;

არ არის ეს ასე.

როცა ის დიდგულა რომელიღაც სამსახურის წარმომადგენელს ებლატავება იმას ნაკლებად ფიქრობს რომ ის სამსახურშია და პასუხს ვერ გამცემსო. უბრალოდ თვითონ არის ბოდიში და სირი, მეტი არაფერი, ის მოვლატავეც ხომ მუშაობს სადღაც? შენ დავიჯერო არსად გქონია შემთხვევა რომ რომელიმე დაწესებულების თანამშრომელმა უხეშად მოგმართათ ან მსგავსი რამ? ხოდა თუ გქონია ამხანაგო ასეთი შემთხვევა დამიჯერე ის უხეშად მომმართველი ის სირია რომელიც მოვა შენთან სამსახურში და დაგიწყებს ბლატაობას.

კონტროლიორებზე და მძღოლებზე კი წამდაუწუმ ნუღარ ლაპარაკობთ რა. თბილისში ნახევარზე მეტ ავტობუსში მძღოლებს ჯინა სკამი გადარაზული აქვთ ან დასაჯდომს აზრობენ მაშინ როცა ხალხი ცალ ფეხზე დგას. რას უშლით იქ მჯდომი კაცი ნეტა? ამ თემაზე მეც მიჩხუბია მძღოლებთან და მოდი და გამამტყუნე.

 

საბედნიეროდ ისეთი სამსახური მაქვს ვერავინ დამიწყებს ბლატაობას. დამიწყებს და თავსაც გავუტეხავ და მეორე დილითაც არხეინად წავალ სამუშაოდ. :D :music2:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

– თქვენი ბილეთი?

– ჩემი ბილეთი.

– თქვენი ბილეთი ?

– ჩემი ბილეთი.

– თქვენ ავადმყოფი ხართ?

– თქვენ ექიმი ხართ?

– თქვენი ბილეთი?

– ჩემი ბილეთი.

– რას იმეორებ ერთიდაიგივეს კაცო, მეტი სიტყვა არ იცი?

– კი ვიცი: პილისოსი!

– და კონტროლიორი?

– მე სანტექნიკი ვარ.

– კარგად ხართ?

– რავიცი არამიშავს, თქვენ?

– თქვენი ბილეთი?

– ჩემი ბილეთი...

– თქვენ რა კურღელი ხართ?

– და თქვენ მგელი ხართ?

– თქვენი ბილეთი!!!

– რათ გინდათ ჩემი ბილეთი.

– უნდა შევხედო.

– იყიდეთ თქვენი და იმას უყურეთ.

– თქვენი ბილეთი!!!

– აი მეც აქ ჩავდივარ....

:D:D:D კარგი ხერხია:D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 months later...
mama
– თქვენი ბილეთი? – ჩემი ბილეთი. – თქვენი ბილეთი ? – ჩემი ბილეთი. – თქვენ ავადმყოფი ხართ? – თქვენ ექიმი ხართ? – თქვენი ბილეთი? – ჩემი ბილეთი. – რას იმეორებ ერთიდაიგივეს კაცო, მეტი სიტყვა არ იცი? – კი ვიცი: პილისოსი! – და კონტროლიორი? – მე სანტექნიკი ვარ. – კარგად ხართ? – რავიცი არამიშავს, თქვენ? – თქვენი ბილეთი? – ჩემი ბილეთი... – თქვენ რა კურღელი ხართ? – და თქვენ მგელი ხართ? – თქვენი ბილეთი!!! – რათ გინდათ ჩემი ბილეთი. – უნდა შევხედო. – იყიდეთ თქვენი და იმას უყურეთ. – თქვენი ბილეთი!!! – აი მეც აქ ჩავდივარ....
:) მის ადგილზე ან ფსიქიატრიულში გადავაყვანინებდი შენს თავს, ან პოლიციას გამოვიძახებდი, ან ღადაობას დაგიწყებდი, (თუ დავიჯერებდი რომ მართლა გიჟი იყავი შეიძლებოდა შემცოდებოდი კიდეც,...), მეწყვილეს დავუძახებდი და ერთად ვიკაიფებდით; - (ინტერნეტშიც დავდებდი) გააჩნია როგორ ხასიათზე ვიქნებოდი, . . . :))
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

BEST_GEORGIA

როცა ის დიდგულა რომელიღაც სამსახურის წარმომადგენელს ებლატავება იმას ნაკლებად ფიქრობს რომ ის სამსახურშია და პასუხს ვერ გამცემსო.
მაშინ სხვებთან კამათისას რატომ არ ,,ბლატაობს" ამდენს?
ის მოვლატავეც ხომ მუშაობს სადღაც?
,,ბირჟა" სამსახური არ არის :)
შენ დავიჯერო არსად გქონია შემთხვევა რომ რომელიმე დაწესებულების თანამშრომელმა უხეშად მოგმართათ ან მსგავსი რამ?
კი, ცოტა ხნის წინ ჯიხურის გამყიდველმა მომმართა უხეშად, . . . მე სულ სხვა რამეს ვგულისხმობ; - როდესაც სამსახურში მყოფ ადამიანს, თუნდაც მან რაღაც არასწორად გააკეთოს, მხოლოდ უხეშად კი არა, შეურაცმხოფელი სიტყვებით მიმართავენ; - მაგალითად ,,დებილი," ,,დეგენერატი", ვინმეს იგივე რომ უთხრან ქუჩაში, შეიძლება ძვლები დაუმტვრიოს, ამიტომ იგივე არსებები სხვებთან ვერ ბედავენ ამას და ჩემს თვალწინ, როდესაც სხვა რამით შეაწუხებთ (თუნდაც შემთხვევით) რატომღაც ნორმალურ საუბარს და ზოგჯერ ხაზგასმულ თავაზიანობასაც სწავლობენ!; - არც ავტობუსის მძღოლია მოწადინებული რომ 3 მეტრი ფეხით გვარბენინოს (ნუ, როგორ ეკადრება ნახირს,...) მაგრამ ყოველთვის ყველას ფეხებთან ვერ გაგვიჩერებს ავტობუსს. ისიც ადამიანია და შეიძლება ჩაფიქრდეს, დაავიწყდეს და ცოტა მოშორებით გააჩეროს, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე აღარ ახსოვთ მათი ,,საამაყო ქართველობა" და ოფიციალურობაზე გადადიან!, . . .
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კი, ცოტა ხნის წინ ჯიხურის გამყიდველმა მომმართა უხეშად,

მერე რა? ეს ხომ საქართველოს გამყიდველების პროფესიაა.. ანუ - "ჩვენ გამყიდველნი საქართველოსი!" :4fvgdaq_th: :love :-)))

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...