Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

უკრაინის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოელი სტუდენტების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ჩვენი ქვეყანა ყოველთვის გამოირჩეოდა სტუმართმოყვარეობით, უცხოელთა მიმართ თბილი და პოზიტიური დამოკიდებულებით. მათთვის, ვინც საზღვარგარეთ გეგმავს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლების დაუფლებას, თამამად შეიძლება უკრაინული განათლების შეთავაზება.

 

უკრაინის უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემა კარგადაა განვითარებული და მრავალ სასწავლო დაწესებულებას მოიცავს, რომლებიც ცოდნის სხვადასხვა სფეროში წამყვან სპეციალისტებს ამზადებენ. უკრაინის უმაღლესი განათლების სტრუქტურა მსოფლიოს უმეტესი განვითარებული ქვეყნების განათლების სტრუქტურას შეესაბამება. ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ 2005 წლის მარტში უკრაინა შეუერთდა ბოლონიის პროცესს და უმაღლესი განათლების სფეროში აქტიურად დაიწყო ევროპული სტანდარტების განვითარება.

უკრაინულ განათლებას აღიარებენ და აფასებენ მთელს მსოფლიოში. იგი ყოველთვის ღია და მოქნილია, რაც ხელს უწყობს მის განვითარებას. უკრაინის უნივერსიტეტებში პედაგოგთა მაღალპროფესიული კოლექტივები მოღვაწეობენ. ბევრი მათგანი უკრაინის ფარგლებსგარეთაცაა ცნობილი. სტუდენტები წარმატებით ეუფლებიან არამარტო თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულსაც. თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევები ხელს უწყობს უკრაინულ უნივესიტეტებს მოამზადონ პროფესიონალები, რომლებიც ქვეყანას პრესტიჟს მოუპოვებენ.

სპეციალისტების მომზადება სამის საგანმანათლებლო-საკვალიფიკაციო დონით მიმდინარეობს, ესენია: ბაკალავრი, სპეციალისტი და მაგისტრი. უცხოელ სტუდენტებს დიპლომისა და კვალიფიკაციის მიღება 5-6 წლის შეუწყვეტი სწავლების შემდეგ შეუძლიათ, აგრეთვე 1-2 წლის შემდეგ, თუ სტუდენტს უკვე აქვს ბაკალავრის აკაკდემიური ხარისხი. გამონაკლისია სამედიცინო და ვეტექიმის სპეციალობები – ამ შემთხვევაში უცხოელი სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომია მხოლოდ პირველი ვარიანტი.

მაგისტრის ხარისხს უცხოელი სტუდენტები იღებენ 2 წელიწადში შესაბამისი პროგრამის გავლის შემდეგ, ბაკალავრის კვალიფიკაციის საფუძველზე, ან 1 წლის შემდეგ – სპეციალისტის კვალიფიკაციის საფუძველზე.

უკრაინის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების კურსდამთავრებულები იღებენ სახელმწიფო ნიმუშის დიპლომს. თავის მხრივ უნივერსიტეტები სტუდენტებს დახმარებას უწევენ დიპლომის საერთაშორისო ლეგალიზაციაში, რომელსაც უკრაინის განათლებისა და მეცნიერების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო აწარმოვებს.

არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ უკრაინაში უმაღლესი განათლების დაუფლებას ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო მისაღები ფასი აქვს.

მაშ ასე, შეგვიძლია გამოვყოთ უკრაინაში განათლების დაუფლების შემდეგი უპირატესობები:

განათლების მაგალი დონე;

სწავლის მისაღები ფასი;

უკრაინის განათლების მსოფლიო აღიარება;

აბიტურიენტებისათვის ვიზის 100%-იანი გაფორმება;

უკრაინული / რუსული ენის უმაღლეს დონეზე შესწავლა;

საინტერესო სტუდენტური ცხოვრება;

უცხო საზოგადოებაში ცხოვრების გამოცდილება.

post-10450-0-98627300-1384445632_thumb.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...