Jump to content
Planeta.Ge

მთავარ ანგელოზ მიქაელის სასწაული


Recommended Posts

ალექსანდრიის პატრიარქი "მამა ტიმოთე" ამბობს: -ერთხელ წავედი მაცხოვრის საფლავისა და ყველა იმ ადგილის სანახავად სადაც კი მაცხოვარმა დეხი დადგა. შევედი მახარობელ იოანე ხვთისმეტყველის საყვარელი მოწაფის წმინდაპროხორეს სახლში.

დიდი ხნის ძებნის შემდეგ ვიპოვე წმ. პროხორეს მიერ დაწერილი წიგნი, საფაც ამოვიკითხე სიტყვები იოანე ღვტის მეტყველის.

ერთხელ ღვთის ანგელოზთან ერთად მივდიოდი, იგი მიხსნიდა ცის საიდუმლოებებს, ადამიანთა შესახებ. უცებ ხმაური გავიგონე, მაღალი კედლიდან გადმომჩქეფარე ჩანჩქერს მივუახლოვდითდა დავინახე უნაპირო ტბა. სადაც საშინლად ეწამებოდნენ ცოდვილნი,რომლებმაც ამ ქვეყნად არ მოინანიეს დანაშაული.

თანამგზავრს ვკითხე: -მითხარი ასეთი ვრცელი რა ჯურღმულია? და გამოჩნდნენ კვამლში გახვეული ცეცხლის ალები. ისინი ხმაურით მიიწევდნენ დაახლოებით 300 მეტრის სიმაგლეზე.დავინახე რაგაც უცნაური ქვეწარმავლები რომლებიც დასრიალებდნენ დასჯილთა სხეულებზე.

-მამაო იოანე ტანჯვა, რომელსაც ახლა უყურებთ ყველა წამებაზე უარესია. ამ ტბას მტელი სამყაროს დატევა შეუძლია, მისი ფსკერი უძიროა, გველები და ქვეწარმავლები რომლებიც ცოდვილებს გესლავენ აიძულებენ მათ ჩაყვინთონ წყლის სიღრმეში 300 დღის განმავლობაში. შემდეგ კი გრძელი ჯოხის საშვალებით, რომელსაც ცოდვილნი უხილავი ძალით ვერ სცილდებიან. ისინი იძულებით ამოდიან წყლის ზედაპირზე.

დასჯილთა ტანჯვის გამო ცხარე ცრემლიით ავტირდი.

-ნუ სტირით მამაო იოანე, მთავარ ანგელოზ მიქაელის საშუალებიტ მალე იხილავთ უდიდეს სიხარულს. დიდია მადლი უფლისა ღვთის მთავარ ანგელოზ მიქაელზე. და საუცხოო სილამაზეში დავინახე თვიტ მთავარ ანგელოზი მიქაელი უჩვეულო ნავით ქურუმებთან და სერაფიმებთან ერთად ურიცხვ ანგელოზთა, წმინდანთა, დიდ წინასწარმეტყველთა და მოწამეთა თანხლებით რომ უახლოვდებოდნენ ტბას.

მთავარ ანგელოზები მივიდნენ წამებისთვის განწირულ ცოდვილებთან, მყისვე ჩაქრა ცეცხლი, კვამლი გაიფანტა და ქვეწარმავლები გაჰქრნენ. როდესაც ყველაფერი დაწყნარდა მთავარ ანგელოზმა მიქაელმა თავისი მარჯვენა ფრთა წყალში ჩაუშვა და იქედან ადამიანთა მრავალი ტანჯული სული ამოიყვანა. შემდეგ მეორეჯერაც ჩაუშვა წყალში ფრთა და უფრო მეტი ტანჯული სული ამოიყვანა. ანგელოზებმა განბანეს სულები ნაკურთხი წყლით, სიხარულის ნელსაცხებლები აცხეს და წარადგინეს ღვთის კრეტსაბმელისწინაშე.კრეტსაბმელიდან გაისმა ხმა:

"-შუამდგომლობითა მთავარანგელოზისა მიქაელისა და დედისა ჩემისაყოვლადწმინდისა ქალწულისა, ყოველთა ჩემთა ანგელოზთა, რჩეულთა და საწუთოსა შინა მორჩილთა, ნებისა მამისა ჩემისათა წარუძეხ სულებს ნეტარების, მარადიულობისა და სიმშვიდის სასუფელში, ამინ" ამ საოცარი სანახაობისას განმაცვიფრა მთავარანგელოზ მიქაელის გულმოწყალებამ.

როცა ბერაელებმა მაცხოვარი უმოწყალოთ აცვეს ჯვარს მთავარ ანგელოზი ისე შეწუხდა რომ მისი მწუხარებით ცა და დედამიწა განკრთა და როცა მაცხოვარი აღსდგა მკვდრეთით მთავარ ანგელოზმა მიქაელმა გადააგორა საფლავის ქვა და ახარა ეს ამბავი მენელსაცხებლე დედათა. მან შეაჩერა სატანა და წაართვა ყოველივე რაც ჰქონდა მას.

ღმერთმა მისცა უფლება და ძალა მთავარ ანგელოზ მიქაელს იმისა რომ გადაერჩინა ჯოჯოხეთში ტანჯვაში მყოფი სულები ყოველი წლის 6 (ძველი დროით 19) სექტემბერს ვიდრე დღე არ დასრულდება. მთავარ ანგელოზი ეხმარება მათ ვისაც ოდესმე გაუღია მოწყალება წმინდანებისა და მოწამეების სახელით, მთავარ ანგელოზი შუამდგომლობს მათ უფლის კრეტსაბმელის წინაშე პირქვე დამხობილი ლოცულობს და ანთავისუფლებს სამუდამოდ ცოდვილთა სულებს.

- იოანე შენ ახლა იხილე თუ რა ბედნიერია ის ვინც მთავარ ანგელოზ მიქაელის სახელით გაიღებს მოწყალებას, და ასევე ვინც ამ წიგნის დაწერით გაირჯება და მას სხვებსაც წაუკითხავს. ასე რომ ვინც ჯოჯოხეთში მოხვდება მთავარ ანგელოზი მიქაელი არ გაწირავს მას და დაეხმარება მათ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...