Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

მე უბრალოდ მაგრად მაცინებს ბიძინა ივანიშვილის "გარჩევა" ჯერ ექსპერთებთან

http://youtu.be/4Y4qwXYaLsk

 

ახლა, ჟურნალისტებს :))

 

შეხვედრა პრემიერის ბიზნეს-ცენტრში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საინფორმაციო სამსახურების ხელმძღვანელებსა და ტოქშოუების წამყვანებს შეხვდა. შეხვედრა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრში გაიმართა.

ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მთავრობის მუშაობა ერთი წლის განმავლობაში დადებითად შეაფასა. მისი თქმით, დაპირებები ახალმა ხელისუფლებამ გადაჭარბებით შეასრულა.

`მოვედი, რომ მოგახსენოთ რამდენად ეფექტურად იმუშავა ახალმა ხელისუფლებამ გასული ერთი წლის განმავლობაში. ჩემი შეფასებით, ახალი ხელისუფლება იყო მაქსიმალურად ეფექტური, სერიოზული შეცდომა თითქმის არ დაგვიშვია. რაც შეეხება დაპირებებს, ისინი გადაჭარბებით შევასრულეთ და მეც არ ველოდი, თუ ასეთი ეფექტურები ვიქნებოდით და ამდენს მოვახერხებდით ამ მოკლე დროში,`- განაცხადა ივანიშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ მედიას, პრემიერის აზრით, 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მედიისთვის ძირეული გარდატეხა მოხდა.

`მეორეა თქვენი შეფასებები -მედიის მნიშვნელობას არ ვაკნინებ, თქვენ ჭეშმარიტად მეოთხე ხელისუფლება ხართ და დიდი ფუნქცია გაქვთ. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ გქონოდათ იოლად ხელმისაწვდომი ინფორმაცია და მედიის თავისუფლების კუთხითაც ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ძირეული გარდატეხა მოხდა. დღეს ვერავინ იტყვის, რომ მედია ხელისუფლების მხრიდან განიცდის რაიმე ზეწოლას,`- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...