Jump to content
Planeta.Ge

ანგარიში ხალხს ანუ სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი ანგარიში ხალხს ანუ სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი


Recommended Posts

 

მთავრობის 100 დღე

ანგარიში ხალხს

 

სოფლის მეურნეობა

1 თებერვლიდან – 1 აგვისტომდე განხორციელდება მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო

სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი, რომელსაც სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების

ფონდი დააფინანსებსდა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს.

· ნოემბერ-დეკემბერში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა მიწათმესაკუთრეთა აღწერა

კარდაკარის პრინციპით. შეიქმნა საინფორმაციო ბაზა, მოხდა ადგილებზე მონაცემთა ხელმეორედ

გადამოწმება და ინფორმაციის შედარება საჯარო რეესტრის მონაცემებთან.

· აღნიშნულ საინფორმაციო ბაზაზე დაყრდნობით მცირემიწიანი ფერმერებისათვის შემუშავდა

სხვადასხვა ტიპის დახმარების პაკეტი. საერთო ჯამში მთავრობა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის

განვითარების ფონდი დაეხმარება 640 000-ზე მეტ მიწის მესაკუთრეს.

· განისაზღვრა პროექტით მოსარგებლე მცირემიწიანი ფერმერის კატეგორია- ისვისაც საკუთრებაში

აქვს ან ფაქტობრივად ფლობს0-დან 5 ჰექტრის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების

მიწის ნაკვეთს. მცირემიწიანი ფერმერები სასოფლო-სამეურნეო ბარათის ფორმით მიიღებენმათ

სარგებლობაში არსებული მიწის ფართობის კატეგორიის შესაბამის სარგებელს:

· 0.25 ჰექტარზე ნაკლები ზომის მიწის მესაკუთრეები, რომელთა კუთვნილ ნაკვეთებშიც ტექნიკის

შესვლა დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, მიიღებენ 100 ლარის ღირებულების ნომინალურ

სასოფლო-სამეურნეო ბარათს, რომლითაც შეეძლებათ შესაბამისი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და ინვენტარის შეძენა;

· 0.25-დან 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწათმესაკუთრეები (ეს არის ბენეფიციართა ძირითადი ჯგუფი),

რომელთაც აქვთ სახნავი ფართობი, მიიღებენ კომბინირებულ სასოფლო-სამეურნეო ბარათს 510

ლარის ღირებულებით1 ჰექტარზე გადაანგარიშებით. 1 ჰა-ზე გასაცემი კომბინირებული სასოფლო-სამეურნეო ბარათი შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან: ნიადაგის ხვნა – 140 ლარისღირებულებით;

ხნულის დადისკვა/გაფხვიერება- 70 ლარის ღირებულებით; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების

საქონელი და ინვენტარი – 300 ლარისღირებულებით;

· ის ფერმერები, რომელთაც აქვთ ანალოგიური ფართობის მრავალწლიანი ნარგაობა, მიიღებენ

სასოფლო-სამეურნეო ბარათს 510 ლარის ღირებულებით1 ჰექტარზე გადაანგარიშებით,

რომლითაც შეეძლებათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და ინვენტარის შეძენა

მომწოდებლებისაგან;

1.25-დან 5–ჰა–მდე სახნავი ფართობის ან მხოლოდ მრავალწლიანი ნარგაობის მქონე ფერმერები

მიიღებენ 640 ლარის ღირებულების ნომინალურ სასოფლო-სამეურნეო ბარათს, რომლითაც

შეეძლებათ მხოლოდ შესაბამისი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და

ინვენტარის შეძენა მომწოდებლებისგან;

მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტის განხორციელების ღირებულებაა სულ 184 034 000 ლარი.

პროექტის განხორციელება დაიწყება 2013 წლის თებერვლიდან.

· სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“

სასოფლო-სამეურნეო პირველადი და გადამუშავებული პროდუქციის იმპორტის ჩანაცვლებისა

და ექსპორტის გაზრდის მიზნით, აგრეთვე რეგიონებში ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად,

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში, დაფინანსდებიან ფიზიკური და იურიდიული

პირები.

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში დამუშავების პროცესშია სამი სახეობის

საკრედიტო პროდუქტი:

1. უპროცენტო სასაქონლო კრედიტი მცირე ფერმერებისათვის;

2. საშუ ალო და დიდი ფერმერების შეღავათიანი კრედიტით უ ზრუ ნველყოფა;

3. სასოფლო-სამეურნეო საწარმოების დაფინანსება.

· მცირე ფერმერებიმიიღებენ უპროცენტო სასაქონლო კრედიტს (განვადებას) საწარმოო სეზონის

დასაწყისში და სეზონის დასრულების შემდეგ გადაიხდიან კრედიტის გაცემის მომენტისთვის

დაფიქსირებულ საცალო ფასს, დამატებითი პროცენტის დარიცხვის გარეშე.

· მსხვილი და საშუალო ფერმერების ხელშეწყობა განხორციელდება იაფი კრედიტებით მათი

უზრუნველყოფის გზით, ვისაც 1 წელზე ნაკლები ვადით ესაჭიროებათ 5,000 ლარიდან 100,000

ლარამდე თანხა საბრუნავი კაპიტალის დასაფინანსებლად. ამ ტიპის სესხებს მიიღებენ საშუალო და

დიდი ფერმერები, რომლებიც არ არიან მცირე ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციარები.

ფერმერისთვის ეფექტიანი საპროცენტო განაკვეთი ამ ტიპის სესხებზე იქნება დაახლოებით 7%-8%,

განსხვავებით ადრინდელი 32% და უფრო მაღალი პროცენტისგან.

· დაფინანსდება სასოფლო-სამეურნეო საწარმოები, რაც გულისხმობს მოსავლის აღების შემდგომი,

ნებისმიერი სახის პროდუქციაზე დამატებითი ღირებულების შემქმნელი ინფრასტრუქტურის (სასაწყობე,

დამფასოებელი, სამაცივრე მეურნეობები და გადამამუშავებელი საწარმოები), ასევე სხვა ტიპის

ინფრასტრუქტურული პროექტების (თანამედროვე ფერმები, სასათბურე მეურნეობები და სხვ.)

განვითარების ინიციატივების იაფი და გრძელვადიანი ფულადი რესურსით მხარდაჭერას. 2013 წელს ამ

სქემით დაფინანსდება მინიმუმ 60-მდე საწარმო. მეწარმეთათვის ეფექტიანი საპროცენტო განაკვეთი ამ

ტიპის სესხებზე იქნება დაახლოებით 3%.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი ფუნქციონირებას დაიწყებს 2013 წლის თებერვლის ბოლოდან.

დღევანდელი მონაცემებით, ამ ეტაპზე სოფლის მეურნეობის სფეროში მობილიზებულია

და დაგეგმილია 700 მილიონამდე ლარის დახარჯვა.

საქარტველოს მთავრობა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვის აქვს იმედი რომ საქართველო გაბრწყინდება ან დემოკრატიული გახდება? :)) მთავარია ამათმაც ცოცხები არ გვირჭონ დაუმორჩილებლობაზე და დანარჩენს აქამდეც უძლებდა ხალხი და კიდევაც გაუძლებს... იმედია :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვის აქვს იმედი რომ საქართველო გაბრწყინდება ან დემოკრატიული გახდება? :)) მთავარია ამათმაც ცოცხები არ გვირჭონ დაუმორჩილებლობაზე და დანარჩენს აქამდეც უძლებდა ხალხი და კიდევაც გაუძლებს... იმედია :D

ლაიქი.. :D

აი ზუსტად.. ამ ქვეყანაში არასდროს იქნება საშველი.. იყო კი ეს როდისმე ქვეყანა (სახელმწიფო)..? არა ისტორიულ ფაქტებზე არ ვამბობ.. რეალობა მაინტერესებს.. :)

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...