Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

1919 წლის თებერვლის დასაწყისი. სოჭის ქუჩებში უჩვეულო რამ შეინიშნება: -მოქალაქეთა უმეტესობა გარეთაა გამოსული, გამალებით იტვირთება ავტომანქანები და ეტლები, შეშფოთებული ქართველი მოსახლეობა ქალაქს ტოვებს… მოასწრებენ კი გაგრა-სოხუმისაკენ გამგზავრებას? ქვემეხებისა და შაშხანების სროლის ხმა თანდათან ახლოვდება… აი, უკვე გამოჩნდნენ ტუაფსედან უკანდახეული ქართული არმიის ქვედანაყოფები… ჯარისკაცთა მცირე ჯგუფი სარკმელჩალეწილი ფეშენებელური სასტუმრო “«კავკასიის რივიერის»” ახლოს გამაგრდა, მაგრამ მათ მტერი თანდათან ალყაში აქცევს, ტყვიამფრქვევის გრძელმა ჯერმა რამდენიმე უკვე მოცელა… ქალაქის ქართული ადმინისტრაცია იძულებულია ევაკუაცია მოახდინოს, მაგრამ ყველა ვერ ასწრებს… სამსაათიანი გააფთრებული და უთანასწორო ბრძოლის შემდეგ სოჭი დენიკინელებმა დაიკავეს.

 

მაინც რა მოხდა შავი ზღვის უმშვენიერეს კურორტზე? რატომ დაიკავა საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა სოჭი, რატომღა დატოვა შემორთებული ტერიტორია?

 

სოჭი-ტუაფსე რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში

დღევანდელი სოჭი-ტუაფსეს რაიონი, როგორც ცნობილია, უძველესი დროიდანვე საქართველოს ჩრდილო-დასავლეთი ნაწილის – აფხაზეთის შემადგენლობაში შედიოდა. გავიხსენოთ, რომ ქართული მიწები შავი ზღვის ჩრდილოეთიდან – ნიკოფსიიდან იწყებოდა, მაგრამ ეს იყო მრავალი საუკუნის წინათ… კავკასიაში რუსეთის გაბატონების შემდეგ, მეცხრამეტე საუკუნის შუახანებში აქ შეიქმნა შავი ზღვის ოკრუგი, მოგვიანებით კი, 1896 წლის მაისში, ნიკოლოზ მეორის ბრძანებისამებრ, ეს ტერიტორია მოექცა ახალჩამოყალიბებულ შავი ზღვის გუბერნიის შემადგენლობაში, სამი ადმინისტრაციული ერთეულით – სოჭის, ტუაფსისა და ნოვოროსიისკის ოლქით (ოკრუგით). გუბერნიის ცენტრად ქალაქი ნოვოროსიისკი დადგინდა, ხოლო მისმა სამხრეთმა ადმინისტრაციულმა საზღვარმა სოხუმის ოკრუგთან (აფხაზეთთან) – მდინარე მზიმთაზე გაიარა. 1904 წლის 25 თებერვალს რუსეთის მთავრობამ ეს საზღვარი კიდევ უფრო სამხრეთით გადმოსწია – შავი ზღვის გუბერნიას შეუერთდა სოხუმის ოკრუგის ნაწილი გაგრის კლიმატური სადგურის მიმდებარე ტერიტორიებითურთ, სულ 150 ათასამდე დესეტინა მიწა – ტყეები და ალპური საძოვრები. ცხადია, საქართველოს პოლიტიკურ წრეებს პეტერბურგის ასეთი მოქმედება არ მოსწონებიათ, მაგრამ რადგანაც ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ცვლილება რუსეთის საიმპერატორო სახლთან დაახლოებული პიროვნების, გაგრის კლიმატური სადგურის დამაარსებლის პრინც ალექსანდრ ოლდენბურგის სურვილით მოხდა, ამიტომ ასეთი მდგომარეობა 1917 წლამდე შენარჩუნდა.

თებერვლის რევოლუციის შემდეგ კავკასიის სამეფისნაცვლოში ძალაუფლება ხელში აიღო ე.წ. «ოზაკომ»-მა (ოსობი ზაკავკაზსკი კომიტეტ). ამ ორგანოში მნიშვნელოვანი გავლენა სწორედ ქართველ პოლიტიკოსებს ჰქონდათ, ამიტომაც მათ აღარ დაახანეს და 1917 წლის 30 ოქტომბერს, სოხუმის ოკრუგის გლეხთა დეპუტატების აღმასკომისა და ადგილობრივი მეტყევეების შუამდგომლობის საფუძველზე, რომელსაც მხარს უჭერდნენ ძველი გაგრისა და სოფელ ალახაძის მცხოვრებნი, აღადგინეს ადმინისტრაციული საზღვრის ძველი, 1904 წლამდე არსებული მდგომარეობა. დადგენილებას ხელი მოაწერა “«ოზაკომ»-ის თავმჯდომარემ აკაკი ჩხენკელმა (საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი – სცსსა, ფონდი 1818, აღწ.2, საქმე 135).

სრული ბლოგი: http://matiane.wordpress.com/2010/03/29/who-give-sochi-to-russia/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 49
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

რა ფეისპალმი?
რადა, ჯერ საქართველოს, ტერიტორია იყო მანამდე, სანამ რუსეთმა არ შემოერთა. მერე რაც შეეხება, ძირძველია თუ არა? ეს არა სწორია რადგან, ქართველი (იბერი) თომები, ჩრდილო კავკასიის შავი ზღვის ნაპირებთან სახლობდნენ. :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten იყო და არის :vinki:

არის-ის რა გითხრა.. :)

 

alex, ისე (ყოველშემთხვევაში) სახელი (ქალაქის) მართლა არ გაქვს რუსულს - http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AD%E1%83%98

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Giorgi KiskeidzeShaten ეგ მიწა ჩერქეზებისაა . სხვისი არაფერი არ მინდა. საქართველო ერთ დროს როცა კავკასიის იმპერია იყო მაშინ შედიოდა ჩვენ იურისდიქციაშI ასე რო ვთქვათ და აფხაზი მთავრები განაგებდნენ . მგონი აბაზგია ერქვა მაგ მხარეს ადრე.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

alexმე ვიცი, რომ ჩრდილოეთ კავკასიის შავი ზღვის სანაპიროზე, ქართველი თომები ცხოვრობდნენ :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...