lasha_alo Posted July 1, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted July 1, 2013 # მოქნაცოცის ჩანაწერები..... კულუარული ინფორმაცია..მომწოდებელი: სარწმუნო წყარო....ეს ადამიანი უკვე ჩვენთანაა!!!!===============================================ჩემი ისტორია 80ნ წლებში დაიწყო....სადღაც პრესტიჟულ უბანში ვცხოვრობდით...მამაჩემმა „რუსულ“ სკოლაში მომაწყო.....მაგარი ჯიგარი კაცია, საქართველოს სადღეგრძელოს ცეკას თანამშრომლებთან ერთად სვავდა, 9აპრილამდე სპეციალურ სხდომაზეც იყო. ქვეყნის ბედი განიხილებოდა.აბა სხვანაირად როგორ?არ მისულიყო?მაოცებს ამ ხალხის კითხვები .... თუ ქვეყანა გიყვარს, დიახაც მას უნდა ემსახურო!!!სკკპ მანდატი 1990 წელს საჯაროდ დახია, წვერები მოუშვა და სვანური ქუდიც დაიხურა.... ყოველთვის უყვარდა საქართველო. მეც გავიზარდე , მიტინგებს ვერიდებოდი.... იქ რა მინდოდა? ოჯახმა ფგვიკრჰგირჰგონსონის კოლეჯში გამაგზავნა....სამშობლოს იქ ვჭირდებოდი, აქ კი არა. მამაჩემი კი ბატალიონ „თბილისელებში“ გაწევრიანდა.არა, თვითონ ვერ იომებდა, გული ტკიოდა, მაგრამ სამაგიეროდ სხვებს აძლევდა ვაჟკაცობის მაგალითს. „მოქალაქეთა კავშირის“ დამფუძნებელიც გახდა , ჯაბაც კი უბატონოდ ხმას არ ცემდა, პერიოდულად ხარკის გადახდა კი იყო საჭირო .... ეგ არაფერი, გავუძელით . სწავლა დამეზარა, პოლიტიკაში მომინდა, მამული მიხმობდა . ქვეყნის მომავლისათვის შევედი სმაკში. "ახალგაზრდა რეფორმატორებს" გვეძახოდნენ, ჰალსტუხის გაკეთება იქ ვისწავლე. "ლერმონტოვზე" სხდომები გვქონდა....მალე სამსახურიც ვიშოვე, ცოტა ხანში პარლამენტარიც გავხდი. ერმა ამირჩია , იმის შემდეგ სულ იქ ვარ . პერიოდულად აღამასრულებელ ხელისუფლებაშიც მიწევს ქვეყანას ვემსახურო. რთულია მუდმივად მამულზე იზრუნო, მისი დარდი გაიზიარო .....2003 წელს ცოტა ხანი ოპოზიციაშიც ვიყავი. შევარდნაძე მარცხდებოდა , ჯერ ჟვანიასთან მივედი,მერე რევოლუციის შემდეგ მიშას დავუძმაკაცდი. 9 წელი რეფორმების გზაზე ვიარეთ. რუსეთთან ომის დროს ბელგიაში მომიწია წასვლა. ძალიან ვინერვიულე იმ დღეებში ბოლომდე მიშას გვერდით ვიდექი!!სამშობლოს პირნათლად ვემსახურე,შემდეგ თბილის საკრებულოში გამამწესეს.კი მეცოტავა,მაგრამ მომავლის იმედით ქალაქზეც ხომ უნდა ვიზრუნოთ?1 ოქტომბერს კი ველოდი,მოვემზადე,კავშირები მაქვს,მაგრამ მაინც მძიმე დღე გამითენდა.სამშობლოს სიყვარულით უმრავლესობა დავტოვებ და ფრაქცია „ქართული ოცნების წევრი“ გავხდები. აბა კაცმა ამდენი მილიარდები დაახარჯა ქვეყანას და სხვაგან ვიყო?მე ხომ საქართველოს პატრიოტი ვარ...... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gendolf Posted July 1, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted July 1, 2013 აქაც უნდა დავაფიქსირო ჩემი მოწონება ამ პოსტის მიმართ :v: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted July 1, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted July 1, 2013 lasha_aloგადაეცი "იმას" რომ ძაან მაღლა ავიდეს, თორე ესენი არაფეს კარგს არ კეთებენ და არც გააკეთებენ ხო კიდო, რუსეთთან "ურთიერთობის დალაგება" ეს რა დეგენერატობა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted July 2, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 2, 2013 Giorgi Kiskeidze ჯერ ესენი მყარად არიან. დაჭირდება, ახალ ძალას მიემხრობა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted July 2, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted July 2, 2013 lasha_aloნაციონალებზე და განსაკუთრებიდ, ოცნებაზე უფრო ძლიერი ძალა თუ იყო. კი ბატონო შეიძლება მეც, დაუჭირო მხარი თუ იქნება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted July 2, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted July 2, 2013 :D ეჰ რამდენი არიან ეგეთი ''მოქნაცქოცები''. მოქნათქოცი -ძალიან მაგარია, ახალი სიტყვა.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.