Jump to content
Planeta.Ge

32 არგუმენტი ან საქართველოში არჩევნები როდის იქნება?


Recommended Posts

ალბათ ყველას გვახსოვს პუტინის ეს პასუხი 2012 წლის მარტში ქართველი ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რას ფიქრობს რუსეთის და საქართველოს მომავალზე, რა აზრის არის ოპოზიციაზე(მაშინ ოცნება იყო ოპოზიციაში) და სამაჩაბლოსა და აფხაზეთის მომავალზე.

ხო და მოდით ეხლა ვნახოთ, პუტინის ეს პასუხი რეალურად შეესაბამებოდა თუ არა დღეს უკვე რეალობად ქცეულ სიტუაციას?

1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა კოალიცია “ქართულმა ოცნებამ”.

1. 2012 წლის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ომი დაიწყო საქართველომ“-ბიძინა ივანიშვილი იყო და რჩება კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთადერთ ლიდერად.

2. არჩევნების შემდეგ, დაჩქარებული ტემპით მიღებული იქნა ამნისტია, რომელიც შეეხოთ აგრეთვე საქართველოს წინააღმდეგ ჯაშუშობაში ბრალდებულ რუსეთის მოქალაქეებს, მათ მიენიჭათ პოლიტპატიმართა სტატუსი.-ამნისტია განხორციელდა ისე რომ არ ჩატარებულა დამატებითი გამოძიება ამ პირთა საქმეზე.

3. ბიძინა ივანიშვილი მოგვიწოდებს, რომ გავუგოთ რუსეთს და რეალური თვალით შევხედოთ მის მოთხოვნებს საქართველოს მიმართებაში.

4. მიუხედავად პაატა ზაქარეიშვილის არაერთგზის გაჟღერებული პოზიციისა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სტატუსის შესახებ-იგი დანიშნული იქნა საქართველოს სახელმწიფო მინისტრად რეინტეგრაციის საკითხებში.

5. პაატა ზაქარეიშვილის პირველივე განცხადება აფხაზ სეპარატისტებთან მიმართებაში იყო ის, რომ: ქართველებმა არ უნდა იცოდნენ პირველებმა თუ რას შესთავაზებს იგი აფხაზებს.

6. ჩრდილო კავკასიაში, მიემგზავრებიან ე.წ. ქართველი ექსპერტები, ნანა დევდარიანი, შოთა აფხაიძე, გულბაათ რცხილაძე, გიორგი გვიმრაძე, დემურ გიოხელიძე, გიორგი კანაშვილი. აქედან შოთა აფხაიძე ვლადიკავკაზში საჯაროდ აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა 2008 წელს ოსებს მოუწყო გენოციდი. ამ ნათქვამს არ მოჰყვა დელეგაციაში შემავალი სხვა წევრების უარყოფითი რეაქცია.

7. აქტიურად მიდის მსჯელობა აფხაზეთის მონაკვეთზე რკინიგზის აღდგენის შესახებ

8. ზურაბ აბაშიძე ინიშნება რუსეთთან ურთიერთობის სპეციალურ წარმომადგენლად საქართველოს მხრიდან.

9. ამ დროიდან მიდის აქტიურად საუბარი „საქართველოს კანონის ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით“ უაზრობაზე და დღის წესრიგში დგას მისი შემსუბუქების საკითხი.

10. საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილედ ირჩევენ პიროვნებას, რომელიც აშკარად ეწინააღმდეგება „ნატო“-ს პროგრამებში საქართველოს მონაწილეობას.

11. საქართველოს სახელმწიფო ცეკვის ანსამბლი ჩადის მოსკოვში და „კრემლში აღმართავს ქართულ დროშას“

12. ამის საპასუხოდ საქართველოში ჩამოდიან ონიშენკოს დესპანები – ხოლო თავად ონიშენკო დასცინის ქართულ პროდუქციას.

13. ხდება „საქართველოს კანონის ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით“ შემსუბუქება.

14. ენერგეტიკის მინისტრი – რომელიც ადრე აფიშირებდა (და არა მარტო ის) რომ ენგურჰესი ნაცმოძრაობამ მიჰყიდა რუსებს, აკეთებს აღმოჩენას რომ ენგურჰესი არ არის გაყიდული.

15. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კვლავ ახალ აღმოჩენას აკეთებს და საჯაროდ აცხადებს-თურმე ზამთარში ჩვენ ელექტროენერგია რუსეთისგან ვიღებდით (  ეს არის საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი)

16. რუსეთის საოკუპაციო ჯარის ე.წ. მესაზღვრეები იწყებენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრის დემარკაციას და ავლებენ მავთულხლართებს.

17. რუსეთის საოკუპაციო ჯარის ე.წ. მესაზღვრეები გადმოდიან დაახლოებით 300 მეტრით საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ახდენენ ოკუპირებული რეგიონის კიდევ უფრო გაფართოებას დაახლოებით ორი ათეული კვადრატული კილომეტრით.

18. საქართველოს პრემიერ მინისტრს არ სჯერა რომ ე.წ. საზღვრის გადმოწევა შეთანხმებულია პუტინთან, და ის ოკუპანტების ამ მოქმედებაში ადანაშულებს ოკუპანტი ქვეყნის რიგით გენარალს.

19. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს არ სჯერა რომ ოკუპანტი სახელმწიფოს ჯარის ნაწილები მოქმედებენ ოკუპანტი ქვეყნის მთავარსარდლის ბრძანებით.

20. საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს უშიშროების საბჭოს ამ საკითხთან დაკავშირებით.

21. საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ მიდის სხდომაზე იმ საბაბით რომ უახლოესი 2 დღის მანძილზე ისეთი არაფერი მომხდარა, რომ საჭირო ყოფილიყო უშიშროების საბჭოს მოწვევა.

22. საქართველოს მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს რომ საზღვრებს ოკუპანტი ქვეყანა ადგენს.

23. საქართველოს პრემიერ-მინისტს არ სჯერა, რომ რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკა არის მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ან ამ ქვეყნების სრული ოკუპაცია.

24. საქართველოში ვრცელდება ეგრეთ წოდებული „ავღანელი თალიბების“ ვიდეოები, საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს წინააღმდეგ მუქარით, რომელსაც თან ერთვის ტერორისტული აქტი ავღანეთში სადაც 7 ქართველი ვაჟკაცი იღუპება.

25. საქართველოს პრეზიდენტი ამ საკითხთან დაკავშირებით იწვევს სასწრაფოდ უშიშროების სხდომას, რომელსაც კვლავ არ ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი საბაბით, რომ მას ამაზე მეტად საჭირბოროტო საკითხები აქვს მოსაგვარებელი.

26. რუსეთის მთავრობის რუპორი, დუგინი, ღიად აცხადებს რომ საქართველოს ადგილი მხოლოდ ევრაზიულ კავშირშია.

27. ავღანეთიდან ასვენებენ ქართველ ვაჟკაცებს, მათ ხვდებიან საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს მთავრობის სხვა წარმომადგენლები, არ ხვდება მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ღამის 3 საათზე აქვს შეხვედრები საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში.

28. საქართველოს შსს აცხადებს რომ მათ აღკვეთეს ტერორისტული აქტი და დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე.

29. ეს უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე აღმოჩნდნენ რუსეთის მოქალაქეები, აქედან ერთ-ერთი იყო დაპატიმრებული, რომელიც უცნაურ ვითარებაში გაექცათ ქართველ სამართალდამცავებს.

30. საქართველოს სასამართლო „ტერორისმის ბრალდებით დაკავებულებს“ 50 დღიან სასჯელს აკუთვნებს, ბრალდებით „ცეცხლსასროლი და ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონოდ შეძენა შენახვა“-ეხსნებათ ბრალდება ტერორისტული აქტის მომზადებაზე

31. რუსეთის პრეზიდენტი ღიად საუბრობს საქართველოს და რუსეთის უშიშროების სამსახურების თანამშრომლობაზე.

32. რუსეთის მთავრობა ითხოვს საქართველომ გადასცეს „ტერორისტული აქტის მომზადებისთვის“ დაკავებული ორივე პიროვნება.

გაგრძელება იქნება, და ამ ყველაფრის ფონზე, უკვე აშკარად მიდის საქართველოს მთავრობის კრიტიკა როგორც ამერიკიდან ასევე ევროპის ქვეყნებიდან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...