Jump to content
Planeta.Ge

ლიბერალები და უმცირესობები


Recommended Posts

ჩვენი საზოგადოების კრიზისი სახეზეა, განსაკუთრებით მორალური კრიზი. ამდენი ხანი ვისაც ჩაგრულებად მივიჩნევდით - ქართული "ლიბერალური ელიტას", სინამდვილეში ყველაზე დიდი მჩაგვრელი აღმოჩნდა. განსაკუთრებით ეს გამოჩნდა წამების ვიდეო კადრებთან მიმართებაში. გაქრა ილუზია იმის შესახებ, რომ ხალხი "ბნელია" და გამოჩნდა, რომ ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე ელიტა - ჰუმანიზმის, პროგრესის, ქართული საზოგადოების ნათელი წერტილი სულაც არ ყოფილა. ეს კიდე კრიზისის წინაშე გვტოვებს, იმ კრიზისის რომელიც არანაირ პერსპექტივას თითქოს და არ გვიტოვებს. ერთი მხრივ გვყავს მჩაგვრელი ლიბერალური ელიტა, მეორე მხრივ კი გვყავს ის საზოგადოება, რომელიც მზადაა უმცირესობების უფლებები ფეხქვეშ გათელოს. ეს რეალურად ერთი პროცესის ორი მხარეა, ჩვენი მიზანი კი ამ პროცესიდან გამოსვლაა.

ლიბერალური ელიტის ბრენდი იყო და არის უმცირესობების დაცვა. უმცირესობების დამცველის იმიჯით, ისინი ცდილობდნენ ეძალადათ უმრავლეობაზე. რა თქმა უნდა მთელი 9-წლის განმავლობაში, რაც უმცირესობის დამცველები მოღვაწეობენ, ოდნავადაც არ გაუმჯობესებია დამოკიდებულება უმცირესობებთან მიმართებაში, მეტიც ჩემი პირადი დაკვირვებით, მუდმივ მტრობას განაპირობებს ის, რომ ჩვენი ლიბერალური ელიტა აღმოჩნდა "შუამავალი" უმცირესობასა და უმრავლესობას შორის. ანუ პრობლემის თავი და თავი, არა უკიდურესი ნაციონალიზმია, ფუნდამენტალიზმი, არამედ თავად ელიტის დამოკიდებულება. უმრავლეოსბა ხვდება, რომ უმცირესობების უფლებების სახელით, მას ჩაგრავს ელიტა და ბუნებრივი თავდაცვით რეაქციასთან გვაქვს საქმე. მე შორვს ვარ იმ აზრისგან, რომ რამენაირად გავამართლო ძალადობა. რა თქმა უნდა ძალიან ცუდია, როდესაც ეს ფაქტი ხდება, მაგრამ მთავარი აქ არის ის, რომ უმრავლესობა-უმცირესობის დაპირისპირება კლასთა ბრძოლასთანაა დაკავშირებული. ლიბერალების "შუამავლობა" აზიანებს როგორც უმრავლესობას, ისე უმცირესობას.

ხშირად გამოსულან სხვადასხვა უმცირესობის წარმომადგენლები და თავიანთ პრობლემებზე, ძალიან გასაგებად ულაპარაკიათ და ხედვა იმისა, თუ როგორ უნდა მოაგვარონ პრობლემა (მაგალითად მუსულმანებს ხშირად განუცხადებიათ, რომ ისინი მზად არიან საპატრიარქოსთან შეთანხმებით, მოაგვარონ ესა თუ ის პრობლემა). ეს ურთიერთობები თითქოს და ნორმალურ ატმოსფეროში ირკვევა, სანამ ლიბერალები არ ჩაერთვებიან პროცესში. როგორც კი ისინი ერთვებიან პროცესში, რომელთა გაცხადებული მიზანიც საპატრიარქოსთან დაპირისპირებაა (არა იმიტომ რომ თვითონ უპირისპირდებიან, არამედ აპირისპირებენ უმრავლესობას და უმცირესობას ერთმანეთთან და არ აძლევენ საშუალებას, მათ გარეშე მოაგვარონ ურთიერთობები), იქ იწყება ის კონფლიქტები რაც ჩვენ სახეზე გვქონდა.

 

ერთი სიტყვით ჩემი აზრით, სწორედ ჩვენი ლიბერალური ელიტა დიდწილად ქმნის კონფლიქტებს და ამ კონფლიქტების ხარჯზე არსებობს. მე არ ვამბობ, რომ არანაირ აგრესია არ იქნება უმრავლესობასა და უმცირესობებს შორის, მე ვამბობ, რომ სწორედ კონფლიქტების გამწვავება ლიბერალთა ხელით ხდება. ბევრი უფლებადამცველი ლიბერალი არსებობს, რომელიც სხვის სახელით ლაპარაკობს, ამ დროს ძალიან ცოტა უმცირესობების წარმომადგენელი ვიცით, რომლებიც თავის წარმომადგენელტა სახელით ილაპრაკებდა. უმცირესობა-უმრავლესობის კონფლიქტით საზრდოობს ჩვენი ლიბერალური ელიტა, რომელსაც დიდწილად თვითონ ქმნის და არ აძლევს უმცირესობებს იმის საშუალებას, რომ გამოჩნდნენ და თავიანთი, ლიბერალებისგან განსხვავებული პოზიციები დააფიქსირონ..

 

http://nukriko.blogspot.com/2013/06/blog-post_23.html

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქ მშვიდობა და ერთმანეთის გაგება იქნება საერთოდ?

შენი ნაწერი არ მესმის. არ წერ გასაგებ ქართულად - აზრს ვერ გადმოსცემ.... არ გეწყინოს, მარა სიმართლეს გეუბნები :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ვამბობ, რომ სწორედ კონფლიქტების გამწვავება ლიბერალთა ხელით ხდება.

კომუნისტების დროს ერთი საგზაოს უფროსს უთქვამს: ღმერთმა ნუ ქნას ჩემმა გაკეთებულმა გზამ ერთ წელზე მეტი გაძლოსო :titebi:

 

 

თუ არ იქნება კონფლიქტები არც უფლებასდამცველები იქნებიან, აქედან გამომდინარე კონფლიქტების შექნმა-გამწვავება უფლებადამცველების სასიცოცხლო ინტერესებში შედის :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...