Giorgi Kiskeidze Posted June 3, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted June 3, 2013 (edited) http://youtu.be/j9a1ZyYEJuU საინფორმაციო სააგენტო "Newposts.ge" წარმოგიდგენთ მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს "მავთულხლართების მოლოდინში". ფილმზე მუშაობდნენ: ზაზა სვანაძენონა საღარეიშვილითინა თაყაძე Edited June 4, 2013 by Giorgi Kiskeidze Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted June 4, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2013 http://pirweli.com.ge/?menuid=16&id=34574რადიო "Голос России"-ს ინტერვიუ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სოციოლოგიის კათედრის ხელმძღვანელთან ალექსანდრე დუგინთან."ჩვენ სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფო მივიჩნევთ და ვურთიერთობთ ცხინვალთან, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან, რომელსაც ბუნებრივია, შეუძლია და საკუთარი საზღვრების დემარკაცია უნდა განახორციელოს. მეორეს მხრივ, გულუბრყვილობა იქნებოდა, გვევარაუდა, რომ ამ ქმდებებს ლეგალურ საქმიანობად მიიღებენ თავად ქართველები ან საერთაშორისო საზოგადოება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ საზღვრების დემარკაციის საკითხზე ეს კოლიზია გარდაუვალია. ჩვენს გარდა არავინ აღიარებს, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. თუმცა ჩვენ უნდა გავუძლოთ, რადგან ამ მიმართულებით რუსეთზე პერიოდულად იურიდიული, პოლიტიკური და დიპლომატიური შეტევები იქნება. საუბარია იმაზე, რომ ჩვენ მივიღეთ ჩემი აზრით, ძალიან მკვეთრი და ძალიან სწორი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება. პირველ რიგში, ზნეობრივი თვალსაზრისით, ჩვენ მთელი ერი გენოციდისგან ვიხსენით. მეორე - ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ევრაზიულ სივრცეში გადაწყვეტილებების მიმღები არა მხოლოდ ერთი ცენტრი - ვაშინგტონი და მისი სატელიტები არსებობს, არამედ სულ მცირე ორი. და ჩვენ მზად ვართ, სადაო საკითხები აუცილებლობის შემთხვევაში ძალისმიერი გზით გადავწყვიტოთ. ამასთან, რეალურად, ჩვენ ძალას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში ვიყენებთ, როდესაც მოსახლეობის გენოციდი საფრთხის ქვეშაა, მაშინ, როდესაც ამერიკელები ძალას თითოეული ხელსაყრელი საბაბით მიმართავენ. ჩემი აზრით, ჩვენ მორალური თვალსაზრისით, მსოფლიო თანამეგობრობის თვალში გაცილებით მეტად საფუძვლიანად გამოვიყურებით. ჩვენ სამხედრო საკითხებში მხოლოდ მაშინ ვერევით, როდესაც საქმეა რეალურად მიდის აქამდე და ვიზღუდებით. ჩემი აზრით, ჩვენ მოკრძალებულად შემოვიფარგლეთ 2008 წლის აგვისტოში. ჩვენ გავათავისუფლეთ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი და ამიტომ პასუხს ვაგებთ მათ საზღვრებზე. როგორ გადავწყვიტოთ სიტუაცია მარტივად? თუ საქართველო ევრაზიის კავშირში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ერთად გაწევრიანდება, მაშინ ევრაზიის კავშირის ფარგლებში საზღვრების დემარკაციის საკითხი როგორც ერთიანი პოლიტიკური სივრცის ტერიტორიაზე, მნიშვნელობას კარგავს, ისევე როგორც მაგალითად, ევროპაში. ევროპაში საფრანგეთსა და გერმანიას შორის საზღვრის პრობლემას საერთოდ არანაირი აზრი არ აქვს, იტალიას და საფრანგეთს შორისაც კი, სისულელეა, ან შვეიცარიის. არის და არის, რეალურად, პირობითად. ევროპელებიდან მათ არავინ ამჩნევს. ასევე არავინ შეამჩნევს აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს, საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვრებს, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ევრაზიის კავშირში გაწევრიანდება. ერთადერთი საშუალებაა, მოვილაპარაკოთ. საკმარისია, ზეწოლის ასეთი ფორმით მოწყობა. ეროვნული სახელმწიფო არ გამოგივიდათ, ისევე როგორც არავის პოსტსაბჭოთა სივრცეში. ამიტომ ვუბრუნდებით განვითარების სწორ მოდელს - ერთობლივ ტრანსნაციონალურს რეგიონულ კონტექსტში. ამიტომ, თუ თქვენ არ გსურთ, ჩვენ დროებით დემარკაციას განვახორციელებთ, შემდეგ ამ საზღვრების მნიშვნელობა მეორეხარისხოვანი გავხადოთ, ან საერთოდ ნულამდე დავიყვანოთ. თუმცა ჯერჯერობით ვიღაც კვლავ ცდილობს ჩვენთან კარტის გათამაშებას ძალისმიერი ზეწოლით. თუმცაღა თბილისმა, რა თქმა უნდა, ივანიშვილის არჩევის შემდეგ მკვეთრად შეცვალა თავისი პოზიცია. ახლა ეს სრულიად სხვა ქვეყანაა. არ ვფიქრობ, რომ სიტუაციის ესკალაცია ახლა უბრალოდ შესაძლებელია. რამდენადაც საქართველოში ყველამ გაიგო, რომ სააკაშვილის პოლიტიკა თვითმკვლელობაა. მისი გაგრძელება კიდევ რაღაც ტერიტორიის დაკარგვამდე მიიყვანთ. ამიტომ, ივანიშვილო, მოდით, ააშენეთ რუსეთთან ურთიერთობები, ნუ ვიკამათებთ საზღვრების გამო. მაშინ ჩვენ ვთხოვთ ჩვენს მეგობრებს სამხრეთ ოსეთში, დემარკაცია არ იჩქარონ. ანუ, ქართველებმა კეთილი ნების დემონსტრირება უნდა მოახდინონ და არა ზეწოლას ეცადონ. თუმცა ამერიკელები აგრძელებენ მათ გამოყენებას საკუთარ თამაშში და შესაბამისად, ეს გარკვეული პერიოდი კიდევ გაგრძელდება. თუმცა საჭიროა, ურთიერთობების სულ სხვა სტილზე ავიღოთ ორიენტირი.- აღსანიშნავია, რომ თავად ივანიშვილს ამასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.- ივანიშვილი პრაგმატული პოლიტიკოსია. ის ქართველი ნაციონალისტია. ყველა ამბობს, რომ ის "მოსკოვის ხელია", თუმცა არაფერი მსგავსი. ის უბრალოდ ქართველი რაციონალური ნაციონალისტია, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებით მოქმედებს, რომელსაც ესმის, რა არის მისთვის სასარგებლო და რა არა. ის სულაც არ არის პრორუსული პოლიტიკოსი, უფრო პროდასავლელი პოლიტიკოსია, მაგრამ უბრალოდ რეალისტია. ის სიტუაციას საღად აღიქვამს. რუსეთთან ურთიერთობის ნებისმიერი გამწვავება ქართველების, საქართველოს, ქართული საზოგადოების და ქართული სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ივანიშვილს ეს არ სურს, სწორად იქცევა, რადგან ის თავისი ხალხის მეგობარია და არა მარიონეტი, რომელიც დასავლური ფონდების ხარჯზე არსებობს. ის ქართული ქართველია, სააკაშვილი კი ამერიკული ქართველი. აი, სულ ეს არის განსხვავება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მსგავს გონიერ პოლიტიკოსებთან ეროვნული აზრით, რომლებიც საკუთარი სახელმწიფოს, საზოგადოების ინტერესებზე ფიქრობენ და არა მესამე მხარის, ჩვენ რა თქმა უნდა, შევძლებთ ავაშენოთ საკმაოდ თანმიმდევრული და სულ უფრო და უფრო კარგი ურთიერთობების სისტემა. თუმცაღა რა თქმა უნდა, ბევრია დამოკიდებული კონკრეტულ სიტუაციაზე. თუმცა ამასთან, მსურს, ვთქვა, რომ ივანიშვილი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას სულაც არ უჭერს მხარს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.