უცხო_პლანეტელი Posted June 3, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted June 3, 2013 გია დვალის ძალიან საინტერსო ინტერვიუ ლიბერალში: განათლების და მეცნიერების რეფორმების სახელმწიფო კომისიამ 2012 წლის 15 ნოემბერს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების რეფორმის კონცეფციის პროექტი გამოაქვეყნა. კონცეფცია, სოციალურ ქსელებში და არა მარტო, ფარტო განხილვის საგანი გახდა. აკადემიური თავისუფლების ფუნდამეტად გამოცხადება და მეორე მხრივ, უმაღლესი სასწავლებლის კორპორატიულ ორგანიზაციებას ქცევა ურთიერთწინააღმდეგობაში ხომ არ არის? რამდენადაა გათვალისწინებული ადგილობრივი სპეციფიკა და როდის მოხდება რეფორმების სახელმწიფო კომისიის ფორმალიზება - ეს იმ კითხვების არასრული ჩამონათვალია, რომელიც “ლიბერალმა” კომისიის ხელმძღვანელს, გია დვალს დაუსვა. განათლების ექსპერტთა ერთი ნაწილს მიაჩნია, რომ უმაღლესი განათლების მენეჯერიზაცია და ადმინისტრაციის ზეგავლენა აკადემიური თავისუფლებისთვის სერიოზული საფრთხეა. მაგალითად, თუ რექტორი მენეჯერია, მან შესაძლოა მენეჯერის პოზიციიდან უმაღლეს სასწავლებლებში, არარენტაბელობის მომიზეზებით არაერთი სამეცნიერო მიმართულების დახურვა გადაწყვიტოს. კოცენფციაში განმარტებულია, რომ მეცნიერული საზოგადოება - თვითრეგულირებადი და შესაბამისად თვითმართვადი ორგანიზმია, რომლისთვისაც ზემოდან მოხვეული დიქტატი დამღუპველია. არის თუ არა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები აკადემიური თავისუფლებისთვის სერიოზული საფრთხე?აკადემია არც კორპორაციაა და არც კერძო კომპანია. რა თქმა უნდა, თუ მე კერძო კომპანიას მფლობელი ვარ, ბაზარს მივყვები. თუ კომპანია ჩემია, სრული უფლება მაქვს დავაფინანსო ის პროფილი, რომელიც მინდა. მაგრამ უნივერსიტეტი ასე არ ფუნქციონირებს. უნივერსიტეტის რექტორი კორპორატიული გაგებით მენეჯერი არ არის. მენეჯერს არც დავარქმევდი მე ამას. ეს სულ სხვა ტიპის მმართველი რგოლია.რექტორი ერთპიროვნულად ვერ გადაწყვეტს, ტენუირებული ლექტორის კვლევა არის თუ არა აქტუალური. ეს აკადემიური გადაწყვეტილებაა. ასეთი ტიპის გადაწყვეტილება ყოველთვის გარეშე რეფერირებას უნდა დაეყრდნოს.ვთქვათ, არის ტენურირებული ფაკულტეტის წევრი (ტენუირებული ნიშნავს, რომ მისი უპირველესი ფუნქცია სტუდენტების სწავლებაა), მის თავისუფლებაში და არჩევანში ვერავინ ჩაერევა. ერთადერთი, შეიძლება გარე დამფინანსებელი ერთეული, დონორი ჩაერიოს. თუმცა, შეიძლება დონორი თვითონ უნივერსიტეტიც კი იყოს, რომელიც კვლევისთვის გამოყოფს თანხებს. დონორმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ეს მიმართულება აქტუალური აღარ არის. ამიტომაცაა გრანტები შეზღუდული ვადით და არ არის უსასრულო დროით. მეცნიერი წერს პროექტს, შემდეგ დონორიც და გარე უნივერსიტეტის პროფესორებიც სწავლობენ საკითხს და წერენ დასკვნას. ამ დასკვნაზე დაფუძნებით დამფინანსებელმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ეს არ არის აქტუალური თემა და მოცემულ ტენუირებულ პროფესორს არ მისცეს დაფინანსება.ეს ტენუირებასთან კონფლიქტში არ არის. კითხვის ასე დასმა უბრალოდ ვერგაგებაა იმისა, თუ როგორ ფუნქციონირებს ტენუირების სისტემა. ერთპიროვნულად ვერანაირი მენეჯერი და რექტორი გრანტის დაფინანსებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვერ იღებს. კომერციულად მომგებიანიც არასწორი ტერმინია. მაგალითის სახით შემიძლია მოვიყვანო ფუნდამენტური კვლევა, რომელიც კომერციულად მომგებიანი არ არის, კომერციულად მომგებიანი კვლევა რას ნიშნავს? რომ ამ კვლევას ჰქონდეს მკვლევარის ან დამკვეთისგან ინტერესი, რომ ჩაიდოს კომერციაში და რამე მოგება ანახოს დამკვეთს? ფუნდამენტური კვლევები ფინანსდება იმ გაგებით, რომ მას არ აქვს კომერციული შემოსავალი. ეს უანგარო დაფინანსებაა. საბოლოოდ, ფუნდამენტურ კვლევებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და დიდ მოგებას იძლევა. საკითხს ასე არსად არ სვამენ.კონცეფციის თანახმად, უნივერსიტეტის თვიმმართველ ბირთვს მუდმივი პოზიციის მქონე პროფესორთა კონტიგენტი წარმოადეგნს. ექსპერტების თქმით, ტენუარის სისტემა ამერიკაში ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, რადგან ის ძვირადღირებული სისტემაა და უმაღლეს სასწავლებლებს არ გააჩნიათ იმის ფუფუნება, რომ ტენუარის სისტემის პირობებში ეფექტურად იფუნქციონირონ. პროფესორების პროდუქტიულობა კლებულობს, რაც ნეგატიურად აისახება უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარებაზე. ამ კონცეფციის ოპონეტები ამბობენ, რომ “ტენურირებული პროფესორები” ხშირად ხელს უშლიან ახალგაზრდა კადრების მეცნიერებაში მოსვლას.ოპონენტები შეიძლება ყველგან მოინახონ. ტენუარის სისტემას სერიოზული წინააღმდეგობა ექნებოდა მაშინ, თუ ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების კორიდორებში ეს საკითხი აქტუალურად იქნებოდა განხილული. მსგავსი არაფერი გამიგია და შეუძლებელიცაა, რომ იყოს.ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანაში, რომელშიც ტენუარის სისტემა ფუნქციონირებს, მაგალითად ამერიკაში, შეუძლებელია მის მოხსნას რომელიმე უნივერსიტეტი სერიოზულად იხილავდეს. ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში უნივერსიტეტებისა გარდა უმარავი კორპორაცია არსებობს, ეს კორპორაციები ცდილობენ, რომ მაღალი ხარისხის ხალხი მიიზიდონ. უნივერსიტეტი რანაირად შეძლებს კონკურენციას ამ კორპორაციებთან, თუ მას არ აქვს ეს ბერკეტი? ის პროფესორს აძლევს აკადემიურ თავისუფლებას, ტენუარს. კორპორაციას შეუძლია სამმაგი ხელფასი მისცეს პროფესორს. თუ პროფესორს აკადემიური ხელშეუხებლობის გარანტია არ აქვს, რატომ უნდა დარჩეს სამჯერ ნაკლებ ხელფასზე და არ გააგრძელოს იმავე ტიპის კვლევა კორპორაციაში? ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, ადამიანები აკადემიაში რატომაც მიდიან. აკადემია მათ სტაბილურობას და ტენუარს სთავაზობს, რომელიც საშუალებას გაძლევს თავისუფალი იყო შენს კვლევებში.ტენუარი თუ არ გაქვს და გაქვს ორწლიანი კონტრაქტი, რომელიც გამუდმებით უნდა განახლდეს, რა გამოდის?დავუშვათ, პროფესორი ორწლიან კონტრაქტზეა, როგორ უნდა გაზარდოს ამ პროფესორმა დოქტორანტი, სტუდენტი? როდესაც მოცემულ პროექტში კვლევას გაცილებით დიდი დრო სჭირდება, ვიდრე ორი წელია? თუ ყველას მოკლევადიანი კონტრაქტებით აიყვანთ, გრძელვადიან პროექტებს რისკის ქვეშ აყენებთ.თანაც, უნივერსიტეტებს შორის კონკურენციაა. როგორც კი ერთი წამყვანი უნივერსიტეტი დაიწყებს საუბარს, რომ ტენუარი გააუქმოს, ლექტორებს სხვები გადაიყვანენ. ლოგიკურადაც შეუძლებელია იმის დასაბუთება, რომ ტენუარი გადაიხედება. ტენუარის შეცვლა უბრალოდ დაანგრევს აკადემიას. http://www.youtube.com/watch?v=LE-QWVxjJgQ&feature=player_embedded კონცეფციაში წერია, რომ ტენუარის ცნება არ უნდა იყოს გაგებული, როგორც უბრალოდ მუდმივი კონტრაქტი, რადგან ის გაცილებით ღრმა კონცეფციაა და გულისხმობს განკუთრებულ სტატუსს, რომელიც მთელი უნივერსიტეტის საყრდენია და იძლევა სტაბილურობის გარანტიას. მაგრამ განათლების ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ე.წ. მუდმივმა კონტრაქტმა შესაძლოა გააზარმაცოს მეცნიერები. იმავდროულად კონცეფციაში წერია, რომ ტენუარზე შერჩევა უნდა მოხდეს მიუკერძოებლად და გამორიცხული უნდა იყოს კანდიდატის ხარისხზე მოთხოვნების დადაბლება, მაღალი ხარისხის კანდიდატურების არარსებობის მიზეზით. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ თუტენუარისმინიჭებისთვისსაკმაოდმკაცრკრიტერიუმებს გამოვიყენებთ, ამისდაძლევასსაქართველოში მკვლევართამხოლოდმცირე ნაწილი შეძლებს.როცა ადამიანი ამბობს, რომ ტენუირებული პროფესორი შეიძლება გაზარმაცდეს, ის, როგორც ჩანს, პარალელს პროფესორის მუშაობასა და დაქირავებული მუშაკის მუშაობას შორის ავლებს. ტენუარის იდეა სულ სხვაა, ტენუარი ეყრდნობა არა იმ ხალხს, ვინც თავის ფუნაქციას 9-დან 5-მდე ასრულებს, მერე სახლში მიდის და აღარ ფიქრობს არფერზე, არამედ იმათ, ვინც შემოქმედია და თავისი შემოქმედებით 24 საათი ცხოვრობს. როგორც ჩანს, ვერც იმას ითვალიწინებენ, შერჩევის რამხელა გზას გადის ტენუირებული პროფესორი. ეს არის მსოფლიო დონის კონკურსში გამარჯვებული კანდიდატი. არსებობს შემოქმედებითი ადამიანები და ეს ბუნების ფაქტია. ტენუირებული სისტემა ეფუძნება ზუსტად ამას, რომ ეს ხალხი გამოარჩიოს და შესაბამისი სტატუსი მისცეს.ე.წ. ტომსონისმონაცემთაბაზის მიხედვით, რომელიცგვაძლევსსრულინფორმაციასგამოქვეყნებულისტატიებისშესახებ, საქართველოდან იმპაქტ ფაქტორიან ჟურნალებში 2008 წელს 334 სამეცნიერო სტატია დაიბეჭდა, 2009 წელს - 358, 2010 წელს - 367, 2011 წელს - 497, 2012 წელს კი - 410. ხარისხიანიკვლევისჩატარებასმხოლოდ ოთხასამდე მკვლევარიახერხებს, რაცსაერთორაოდენობისმხოლოდ 3 პროცენტია.ეს ერთ-ერთი კრიტერიუმია, მაგრამ ვერ იქნება ერთადერთი. ციტირების ინდექსები ხანდახან ნაშრომის ხარისხს და ორიგინალობას სათანადოდ არ ასახავს. ამაზე დაყრდნობა, მით უფრო, საქართველოში, რთული იქნება, რადგან ქართველ მკვლევარს არ აქვს საშუალება, რომ პოპულარიზაცია გაუწიოს თავის ნაშრომს, უნივერსიტეტებიც არ არიან მობილიზებულები, რომ თავისი მკვლევარების მიღწევებს პოპულარიზაცია გაუკეთონ. ამიტომ შერჩევა ფრთხილი უნდა იყოს. ციტირების ინდექსი კარგი მაჩვენებელია, მაგრამ არა - ერთადერთი. მეცნიერის ყველაზე ეფექტური შემფასებელი მეორე მეცნიერია. ჩვენ რაღაც გაგებით ვართ კოლექტიური ტვინი, რომლებიც ერთამენთს გამუდმებით ვაფასებთ და ვამოწმებთ.სტრატეგიაში საუბრობთ, რომ ამ სისტემაზე გადასვლა ხანგრძლივი პროცესია და საჭიროა საგრძნობი დაფინანსება სახელმწიფოს ან კერძო დონორების მხრიდან. ჩემი მიდგომით განათლება და მეცნიერება ქვეყნის ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა გახდეს, იმიტომ, რომ ყველაფერი აქედან გამოდის. თუ არ გყავს განათლებული ხალხი, ყველა სხვა სფეროში ჩავარდნა გექნება. რატომ ვაბამთ ერთმანეთს განათლებას და მეცნიერებას? მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ კარგი განმანათლებლები არიან მკვლევარები.როცა სტუდენტი განათლებას ღებულობს მკვლევარისგან, ასეთი განათლება უფრო ეფექტურია, ვიდრე ის, რომ სტუდენტს ასწავლიდეს ადამიანი, რომელიც სპეციალიზდება მარტო სწავლებაზე. რა თქმა უნდა, არიან ექსტრა კლასის პედაგოგები, რომლებიც არ ეწევიან მეცნიერულ საქმიანობას, მაგრამ საშუალო სტატისტიკურად ასეა, რომ ცოდნის გარკვეული პროცენტი სტუდენტმა მკლევარისგან, პირველი ხელისგან უნდა მიიღოს. ყველანაირი რესურსი უნდა მობილიზდეს იმისთვის, რომ განათლებაში ფინანსების შედინება მოხდეს. უნდა მობილიზდნენ კერძო დონორებიც. ასეთი ტიპის მობილიზაციაში გადამწყვეტი როლი ენიჭება რექტორებს, მინისტრს. სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა გამოათავისუფლოს სახსრები, რომ ინექცია გაუკეთოს განათლების სისტემას. ჩვენ რეალისტები ვართ და ვიცით, რომ ბიუჯეტის 3%-იან დაფინანსებაზე გადასვლა ადვილი არ არის, მაგრამ ყველა ძალისხმევა აქეთ უნდა იყოს მიმართული. რა რესურსები გაგვაჩნია, ესეც არაა ბოლომდე შესწავლილი.პირველ ეტაპზე კონკურსი გამოცხადდება?კონკურსი გამოცხადდება. უკანასკნელ დეტალებამდე ახლა ვერ გავწერთ. ვარიაციებისთვის სივრცე უნდა დავტოვოთ. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია შევქმნათ ის, რასაც ჩვენ ვეძახით წარმატებულთა კლასტერს - საერთაშორისო დონის პროფესურა და მკლევარები საქართველოში არსებობენ, მაგრამ არ არიან სტრუქტურულად დაცულები. პირველ ეტაპზე აუცილებელია ამ კუნძულების შექმნა, რომ გავაჯანსაღოთ სიტუაცია, ამ ხალხს ჟანგბადი მიეწოდოთ და ჰქონდეთ საშუალება, რომ კვლევა შეინარჩუნონ. ასეთი პროფესორები ადგილობრივად უნდა მოვნახოთ და წამოვწიოთ. ამას გარდა, გარედან მოვიზიდოთ ის საერთაშორისო მკვლევარები, რომლებსაც პოტენციურად აქვთ სურვილი, რომ საქართველოში იმოღვაწეონ. სრული დროით ალბათ არა, ნაწილობრივ. ნებისმიერი, ვისაც შეიძლება, რომ ასეთი მოღვაწეობის ინტერესი ჰქონდეს, სამიზნე ჯგუფია. ყველაზე ფართოა ის ჯგუფი, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს საქართველოსთან.რაც შეეხება ტენუირების კომიტეტს - ცალ-ცალკე უნივერსიტეტებს არ აქვთ რესურსი, რომ ტენუირების კომიტეტები დამოუკიდებლად შექმნან. ლაპარაკია ძალიან მაღალი დონის შერჩევაზე და შესაბამისად, ეს კომიტეტები მაქსიმალურად დამოუკიდებელი უნდა იყოს. შეიძლება ქვეყნის მასშტაბით ერთი კომიტეტი არსებობდეს, რომელიც რამდენიმე უნივერსიტეტს მოემსახურება. ჯერ უნდა გამოვლინდეს უნივერსიტეტების ქვეჯგუფი, რომელსაც პოტენცია გააჩნია და მერე შეიქმნას ერთი საერთო კომიტეტი, რომელიც ამ უნივერსიტეტებს მოემსახურება.გამორჩეული პროფესორის და დამსახურებული ლექტორის პოზიციების შემოღება რას გულისხმობს?საქართველოს რეალობაში არსებობს საკმაოდ დიდ კონტიგენტი ყოფილი მაღალი კვალიფიკაციის მქონე ლექტორებისა, რომელთაც ამა თუ იმ მიზეზის გამო სამეცნიერო კვლევის შედეგები არ აქვთ, მაგრამ როგორც ლექტორები, მაღალი დონის არიან. ეს ხალხი დიდი რესურსია იმისთვის, რომ უნივერსიტეტებში ატმოსფერო გააჯანსაღონ. ბევრი მათგანი, რესტრუქტურიზაციის შემდეგ უნივერსიტეტის გარეთ დარჩა. ასეთი ხალხის გადარჩევა პედაგოგიური ნიშნის მიხედვით უნდა მოხდეს, მათ უნდა მიეცეთ სტატუსი, რომელიც არ იქნება გათანაბრებული ტენურებულ პროფესორთან, მაგრამ დამსახურებული მასწავლებლის, ლექტორის სტატუსი ისევე სტაბილური და პრესტიჟული უნდა იყოს.ამ ეტაპზე მხოლოდ ზეპირადაა განცხადებული, რომ რეფორმების კომისია პრემიერ-მინისტრთან არსებულია. როდის მოხდება კომისიის ფორმალიზება?თავისთავად ის ფაქტი, რომ ეს ფორმატი დაშვებული იქნა პრემიერ მინისტრის მიერ, უკვე წინგადადგმული ნაბიჯია და მას ოფიციალური ასპექტი გააჩნია, პრემიერ მინისტრი სიტყვებს ჰაერზე ხომ არ ისვრის?! მჭიდრო კავშირში ვართ სამინისტოსთან და პარლამენტთან. ალბათ ფორმალიზება მოხდება, მაგრამ არ ვთვლი, რომ ის რეჟიმი, როგორშიც ვართ, რაიმე პროცესს აფერხებს. პირიქით, ის ფაქტორი, რომ არაფორმალურები ვართ, პროცესს ხელს უწყობს. http://www.liberali....rticles/113585/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted June 3, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted June 3, 2013 უცხო_პლანეტელი ლამაზი სიტყვებია მაგრამ ჯერჯერობით, მხოლოდ ფასია შეცვლილი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted June 3, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 3, 2013 უცხო_პლანეტელი ლამაზი სიტყვებია მაგრამ ჯერჯერობით, მხოლოდ ფასია შეცვლილი კონკრეტულად რას გულისხმობ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted June 3, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted June 3, 2013 კონკრეტულად რას გულისხმობ? განათლება და მეცნიერება ქვეყნის ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა გახდეს ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted June 3, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 3, 2013 განათლება და მეცნიერება ქვეყნის ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა გახდეს ;) ეგ პოლიტიკის და საზოგადოების გადასაწყვეტია, თუ რა იქნება Nr 1 და Nr 2 და ა.შ.უტოპია კი აშკარად არ არის.მაგრამ თემაში სხვა რაღაცეებზეც არის საუბარი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted June 3, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted June 3, 2013 უცხო_პლანეტელი ხო, წავიკითხე მაგრამ უტოპია არა, განათლება და მეცნიერება პრეორიტეტი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.