Jump to content
Planeta.Ge

„პუტინს სააკაშვილის ორდერი უკვე გამოწერილი აქვს!“


Recommended Posts

რუსი ოპოზიციონერი და დისიდენტი ვალერია ნოვოდვორსკაია ქართველებისადმი მორიგ მიმართვას ავრცელებს, ამჯერად – შს ექს-მინისტრისა და ექს-პრემიერის, ამჟამად ”ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით. ”Frontnews” ამ მიმართვის თარგმანს უცვლელად გთავაზობთ.

 

 

”ყველას წაგვიკითხავს რომანი ”ვისთვის რეკს ზარი”. გახსოვთ წინასიტყვაობა? – ”ადამიანი არასდროს არის თავისთავად, იგი ყოველთვის ხმელეთის ნაწილია, კონტინენტის ნაწილი და თუ სანაპიროდან კლდის ნაწილს ზღვაში ჩარეცხავს, ეს მთელს სანაპიროს აზარალებს, რომ თითოეული ადამიანის სიკვდილი ჩვენც გვეხება, რომ ჩვენ ერთიანნი ვართ მთელს კაცობრიობასთან, ამიტომაც არასოდეს უნდა იკითხო, ვისთვის რეკს ზარი – ის რეკს შენზე. ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, დიდი ტრაგედიაა ნამდვილი რუსი დემოკრატებისთვის, რომლებსაც უხაროდათ და ბედნიერები იყვნენ ”ვარდების რევოლუციით”, ხედავდნენ რა, როგორ ”აჩოჩებდნენ” შევარდნაძეს, როგორ აიღო მიხეილ სააკაშვილმა დასავლური კურსი და მას გაჰყვა ხალხიც, რომელმაც მას რეფორმების განხორციელების მანდატი მიანიჭა, როგორ საუცხოოდ ჩატარდა შემდეგ ეს რეფორმები,... დღეს ზარი რეფორმებისა და რეფორმატორებისთვის რეკს. არაჩვეულებრივი ადამიანი – კეთილი, საყვარელი ვანო მერაბიშვილი, რომელსაც ხუმრობით უწოდებდნენ ”ქართულ ბერიას”... (იცით რა, ”ბერიებს” ასე არ აპატიმრებენ!) არაფრის გულისთვის მოხვდა ციხეში. საქართველოში მიდის გაბოროტებული შურისძიება რეფორმატორებთან პუტინის რეჟიმის მხრიდან, რომლის გამტარებელი ბიძინა ივანიშვილია. ვანო მერაბიშვილს აზღვევინებენ ამ რეფორმების გატარებისთვის, იმისთვის, რომ სააკაშვილის მთავარი საყრდენი იყო, პოლიციის გამჭვირვალე შენობებისთვის, ნარკოდანაშაულის პრაქტიკულად სრულად აღმოფხვრისთვის, იმისთვის, რომ საქართველომ დაიწყო ცხოვრება კანონებით, იმისთვის, რომ ხალხმა პირველად წლების განმავლობაში ისწავლა მუშაობა... და მათ ვერ გაუძლეს. ”მარცხენისტმა” ობამამ უღალატა საქართველოს და, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, დაასამაროს ამერიკელი გადამხდელების ფული, რომელიც დაიხარჯა რეფორმატორთა დახმარებაზე; ევროპამ, რომელიც სისხლით ხორცამდე მარცხენაა, ასევე უღალატა ქართველებს; კაჩინსკი ცოცხალი აღარ არის; აღარც ბუშია ხელისუფლებაში; და ხალხმაც უღალატა რეფორმატორებს: ახლა ის დასცინის რეფორმატორებს და მეორდება ის, რაც მოხდა ზვიად გამსახურდიას დაცემის შემდეგ, როდესაც ნამდვილმა ექსტრემისტებმა ჩამოაგდეს იგი, გააჩაღეს სამოქალაქო ომი, მიიწვიეს შევარდნაძე, მერე კი თავად მისტიროდნენ ზვიადს, მერე კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში ზოგიერთები სისხლით იბანდნენ პირს, სანამ არ მოხდა ”ვარდების რევოლუცია”. ქართველები უნდა გაფრთხილებოდნენ ამ რეფორმებს, ეთმინათ მათი თანმდევი სირთულეები, ესწავლათ კანონიერად ცხოვრება და ის, რომ არ შეიძლება ქრთამის მიცემა... სამწუხაროდ, იმ თაღლითებსა და ქურდებს, რომლებიც ვანოს (ან ”ვანიჩკას” – როგორც მას ინტელიგენცია მოიხსენიებდა – რა თქმა უნდა, არა ის ინტელიგენცია, რომელიც მოსკოვთან თანამშრომლობს) დროს ჩასვეს, ჰყავდათ ძალიან ბევრი ნათესავი და სწორედ ეს იყო ის ძირითადი ჩონჩხი, რომელმაც რეფორმების წინააღმდეგ გაილაშქრა. ეხლა იქ მიდის ისეთივე რეაქცია, რომელიც საკმაოდ ადრე დაატყდა თავს ბელორუსიას, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა ლუკაშენკო და არ აირჩიეს შუშკევიჩი, როგორიც დაატყდა თავს უკრაინას იანუკოვიჩის დროს, ახლა კი ასეთივე ძალიან აგრესიული პროცესები მიდის საქართველოში. ასეთ ადამიანებს უბრალოდ სვამენ და არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ სააკაშვილი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ გადარჩენას შეძლებს, რადგან მისთვის, მე ვფირობ, პუტინმა უკვე წინასწარ გამოწერა ორდერი. ეს ძალიან დიდი უბედურებაა, მათ შორის – ჩვენთვისაც. ჩვენ ვეხმარებოდით საქართველოს, როგორც შეგვეძლო, ვაკეთებდით ყველაფერ შესაძლებელს და ეხლა თვალის დევნება იმისთვის, როგორ ჭ####ტს ისევ საბჭოთა ხელისუფლება თავისი რკინის ქუსლით საქართველოს, როგორ მიათრევენ მას უკან, დსთ-ში, ძალიან მტკივნეულია. დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი აღადგენს დიპლომატიურ ურთიერთობას რუსეთთან, როგორც ტროას ცხენი... ეს უკვე აღარ არის „ტერიტორიები – მშვიდობის სანაცვლოდ", საუბარია უკვე ღვინის ყიდვაზე ერის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ფასად! მივმართავ მათ საქართველოში, ვინც ჯერ არ დაიჩოქა, ბრძოლა გააგრძელონ, რადგან ამ ქვეყანაში მათ და მათმა შვილებმა უნდა იცხოვრონ! თუ ამას არ გააკეთებთ, საქართველო კვლავ იქცევა პუტინის რუსეთის სატელიტად, პუტინი კი განწყობილია, რუსეთი 2024 წლამდე მართოს, მერე დაუთმოს მედვედევს რამდენიმე წლით, მერე ისევ დაბრუნდეს 12 წლით... ასე რომ, ვერ მოეწსრებით ცვლილებებს თქვენი ყოფილი მეტროპოლიის მხრიდან, თავად უშველეთ თავს და შეეცადეთ, თავი დააღწიოთ ამ მახეს, სანამ გვიანი არ არის!” - ამობს ნოვოდვორსკაია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...