Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

"პოლიტიკური ვენდეტა საქართველოში",

 

ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა Foreign Policy ანა ნემცოვას სტატიას, რომელიც ვანო მერაბიშვილის დაკავებას ეხმაურება.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოს სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების დაავადება ეყრება, როცა ახალარჩეული ლიდერები თავიანთ წინამორბედებს უსწორდებიან.

"მერაბიშვილის დაკავებამ კიდევ უფრო გაყო გახლეჩილი ქართული საზოგადოება. ყოფილი პოლიციელი და სამხედრო მაღალჩინოსნების, მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილის გისოსებს მიღმა ხილვა ბევრ ქართველს სურს. ბევრი კი უბრალოდ გადაიღალა პოლიტიკური დევნებითა და სკანდალებით. ნაცვლად ეკონომიკის აღორძინებისა და სამუშაო ადგილების შექმნისა, რასაც პრემიერი ხალხს შეპირდა, გაპოლიტიკოსებული მილიარდერი ივანიშვილი, როგორც ჩანს, პოლიტიკური რევანშის კამპანიის სურვილითაა შეპყრობილი", - წერს ანა ნემცოვა.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ სულ რაღაც ერთი წლის წინ ვანო მერაბიშვილი ქვეყანაში რიგით მეორე ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო და ბევრი წარმატებული რეფორმა მის სახელს უკავშირდება.

"თუმცა არც ერთი მისი მხარდამჭერი, რომლებიც მის რეფორმებს აღნიშნავდნენ, არ გამოჩენილა სასამართლო დარბაზში, სადაც ვანო მერაბიშვილს სახელმწიფო სახსრების მითვისებისთვის ასამართლებდნენ", - წერს Foreign Policy-ის ჟურნალისტი.

როგორც ანა ნემცოვა აღნიშნავს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ივანიშვილი ხშირად ადანაშაულებს სააკაშვილს რუსეთთან ომის წამოწყებაში და ამ ომს "სააკაშვილისა და მისი სამხედრო ჩინოსნების მხრიდან მოწყობილ პროვოკაციად" აფასებს. პრემიერ-მინისტრმა სააკაშვილი და მისი მოკავშირე მერაბიშვილი ფართომასშტაბიან კორუფციასა და თანამდებობრივის უფლებამოსილების გადამეტებაშიც დაადანაშაულა.

"ცხადი იყო, რომ მის ამ განცხადებებს მალე მოჰყვებოდა დაკავება. გასული წლის არჩევნებში ივანიშვილის გამარჯვების შემდეგ, სააკაშვილის ასობით მხარდამჭერმა დაკარგა სამსახური პოლიციასა და სხვა სამინისტროებში", - ნათქვამია სტატიაში.

როგორც ანა ნემცოვა აღნიშნავს, ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ლიდერები ცნობილი არიან თავიანთი პოლიტიკური წინამორბედების მიმართ განხორციელებული ვენდეტათი და ამის დასტურად ბელარუსისა და უკრაინის მაგალითები მოჰყავს.

"1994 წელს, ხელისუუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბელარუსის ავტორიტარულმა პრეზიდენტმა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...