Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

გაწვდით ინფორმაციას ჟურნალისტური გამოძიებისათვის.

 

არსებულ ინფორმაციის მიწოდებას აზრი არ აქვს პროკურატურისათვის_ თუ რატომ ამას თავად მიხვდებით.

ლაპარაკია ორმაგ მკველეობაზე, რომელშიც გარეულია ახლანდელი შშს-ს მინისტრის ღარიბაშვილის ოჯახის წევრები.

არსებულ ინფორმაციას ვაწვდით ყველა რეიტინგულ ჟურნალ-გაზეთის რედაქციას, ასევე დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, მოკლედ ყველას, ვინც დაინტერესებულია სამართლიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს აშენების საქმეში.

ვინაიდან ხდება მრავალი კრიმინალური ფაქტის, რომლებიც მიჩქმალული იყო წლების განმავლობაში, ხელახალი გამოძიება და დამნაშავეების დასჯა, ამიტომაც ამ მხრივ ფრიად აქტუალურია ეს ეპიზოდიც, რომელსაც სავარაუდოდ ყავს უამრავი მოწმე და თვითმხილველი, თუმცა წლების განმავლობაში ხდება მიზანმიმართული მიჩუმათება...

ეს ფაქტი მოხდა რამოდენიმე წლის წინ თელავში, მაშინდელი სამხარეო პოლიციის უფროსის თამაზაშვილის ( შშს-ს მინისტრ ირაკლი ღარიბშვილის სიმამრი ) ამ პოსტზე მოღვაწეობის პეროდში. თამაზაშვილის ქალიშვილის ნუნუკა თამაზაშვილის ( მინისტრ ღარიბაშვილის მეუღლე ) კლასი აღნიშნავდა სკოლის დამთავრების ბანკეტს თელავის ერთ-ერთ დიდ რესტორანში. თამაზაშვილის ბრძანებით რესტორანი დაიკეტა სხვა კლიენტებისათვის, რათა უცხო ხალხს ახალგაზრდებისათვის ხელი არ შეეშალათ დროსტარებაში. რაღაც დროის შემდეგ რესტორანში მოვიდა თამაზაშვილის ვაჟი ლექსო თამაზაშვილი (ამჟამად საყართველოს პარლამენტის წევრი, დეპუტატი კოალიციიდან "ქართული ოცნება" ), რომელმაც სცადა რესტორანში შესვლა, თუმცა დაცვამ არ გაატარა. ამავე დროს რესტორანთან მოვიდა სხვა მოქალაქეთა პატარა ჯგუფი იმავე მიზნით, დაცვამ არც ისინი შეუშვა. ამ მიზეზის გამო ატყდა ჩოჩქოლი, რომელიც გადაიზარდა ჩხუბში ლექსო თამაზაშვილსა და ახლად მოსულ მოქალაქეთა ჯგუფს შორის. ამ სიტუაციას შეესწრო კახეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსის სიმონიშვილის პირადი მძღოლი, რომელმაც ინცინდენტში მონაწილეებს შორის ამოიცნო თამაზაშვილის ვაჟი ლექსო და გადაწყვიტა სიტუაციის განმუხტვის მიზნით ჩხუბის მონაწილეები დაეშორიშორებინა და შუაში ჩამდგარიყო. ასეც მოიქცა და უცნობები გაიყვანა მოშორებით. ამასობაში ლექსო თამაზაშვილმა ჯიბიდან ამოიღო ეგრეთწოდებული "ლიმონკა" და მათი მიმართულებით ისროლა. აფეთქების შედეგად დაიღუპა სიმონიშვილის პირადი მძღოლი, დაშავდნენ ადამიანები. აფეთქების ხმაზე შიყარა ხალხი. ამ სიტუაციის თვითმხილველია უამრავი ადამიანი, თამაზაშვილის ქალიშვილი, მისი კლასელები... იმისთვის, რომ ლექსო თამაზაშვილის დაქავება არ მომხდარიყო დაიწყო ფაქტების დამახინჯება, მიჩუმათება, მიჩქმალვა. თამაზაშვილის უშუალო ბრძანებით დააკავეს სრულიად უდანაშაულო ადამიანი ეზიდი ეროვნების კახეთის მაცხოვრებელი, სრულიად უპატრონო ადამიანი, რომნელსაც არ ყავდა იჯხი, პატრონი და განმკითხავი. პოლიციამ "დაკითხა" დაკავებული და თან ისე "დაკითხა", რომ დაკავებული უბრალოდ ხელში შემოაკვდათ. გარდაცვლილი დაკავებული, როგორც ჯერ კიდევ ცოცხალი ეჭვმიტანილი ვითომ და გადაყავდათ თელავის წინასწარი დაკავების საკნიდან ყვარლის პოლიციის შენობაში და ვითომ მათ გზაზე გადაუდგნენ გარდაცვლილი მძღოლის ნათესავები და "მკვლელი" ჩაქოლეს. სინამდვილეში ის "ეჭვმიტანილი" უკვე მოკლული იყო პოლიციელების მიერ "დაკითხვისას". იმისათვის, რომ მოკლული მძღოლის ნათესაობა ჩუმად ყოფილიყო თამაზაშვილმა არამხოლოდ დააშინა, არამედ გარკვეული კომპენსაციაც გადაუხადა__ აჩუქა მწვანე მიკროავტობუსი და დასაფლავების ხარჯები სრულიად აიღო საკუთარ თავზე.

თამაზაშვილი ახლახან გათავისუფლდა ამნისტიის შედეგად ციხიდან, რამოდენიმე წლის წინ იყო გასამართლებული ავტომატის უკანონო ტარებისათვის. მინისტრი ღარიბაშვილი ცდილობს სიმამრის რეაბილიტაციას, თითქოს და მის სიმამრს იარაღი უკანონოდ ჩაუდეს და უნდა აღადგინოს სამართლიანობა. სამართლიანობის აღდგენას ხომ არ დაიწყებდა ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარი ოჯახის წევრების გასამართლებით, მისი ორი ახლონათესავი 2 ადამიანის მკვლელობაშია დამნაშავე და მისი მეუღლე მინიმუმ 1 მკვლელობის შედეგების მომსწრეა. ხომ არ დაიწყებდა მინისტრი ღარიბაშვილი სამართლიანობის აღდგენას საკუთარი ნათესავების და უჯახისწევრების სამაგალითო დასჯით? რითაა ეს კრიმინალური ეპიზოდი ნკლები რობაქიძის თუ გირგვლიანის საქმეზე? https://www.facebook.com/olegsandro.panfilov/posts/526840810708854

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...