Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

სხვაა - თანამედროვე დასავლეთი, რომლის ვარდნისა და ფასეულობების დეკადანსის ნიშნები ბოლო 50 წელია ძალიან თვალსაჩინოა.

ოჯახი, რითაც ადამიანი ბედნიერია, დასავლეთში მარცხდება.

 

სტატისტიკის მიხედვით, ყოველი მეორე ოჯახი ინგრევა. ყველაზე "თავისუფალ" ქვეყანაში აშშ-ში, ყველაზე მეტი პატიმარია. არნახულია გარყვნილების ფორმები და გვhttp://www.kvirispalitra.ge/pictures/artimages/image6/864292b5b592ab2deffcda8b1f9d5b3f.jpgეუბნებიან, - ეს ყველაფერი მიიღეთო, რომ ახალგაზრდამ უნდა იცხოვროს გარყვნილი სექსუალური ცხოვრებით, რათა დაღვინდეს და მერე შექმნას სტაბილური ოჯახი. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. ეს დოქტრინა რომ სწორი იყოს, რატომ ინგრევა ოჯახების ნახევარზე მეტი? რატომ არა აქვს ლოგიკური აზროვნების მქონე დასავლეთს ამაზე სწორი პასუხი? კაცობრიობამ კარგა ხანია იცის, რაც ღრმად შედიხარ ცოდვაში, მით უფრო ძნელად აღწევ მას თავს. პედოფილების დასაცავად პოლიტიკური მოძრაობები იქმნება, რომ სექსუალური კავშირის დასაშვები ასაკი 12-14 წლამდე დასწიონ. სტაბილურ და კეთილდღეობით მცხოვრებ დასავლეთის ქვეყნებში რატომ არის ყველაზე მაღალი თვითმკვლელობების სტატისტიკა? ყველაზე მეტი ბავშვი ძალადობრივად აშშ-სა და კანადაში იხოცება. ანტიდეპრესიული, ნახევრად ნარკოტიკული მედიკამენტების მოხმარება, რომელიც ადამიანის წამალზე დამოკიდებულებას იწვევს, ყველაზე მაღალი იქაა. საკრედიტო ვალებში მყოფი მოსახლეობა ბევრად მეტ მონობაში ცხოვრობს თავისუფლების დროშის ქვეშ, ვიდრე ჩვენ, ვისაც ჯერ ასეთი პრობლემები არა გვაქვს. დასავლეთის ქვეყნები სულ ცდილობენ ეკონომიკურ გამდიდრებას და უპირველესად გაკოტრების კანდიდატები სწორედ ისინი არიან. მიყვარს, მაინტერესებს დასავლეთი, მაგრამ ამ ფაქტებს რა ვუყოთ? აზროვნებაზე უარი ვთქვათ და ბრმად მივენდოთ? ჩვენგან ითხოვენ, - თუ გინდათ, ევროკავშირში შემოხვიდეთ, ყველაფერი დასავლური უნდა მიიღოთო. რატომ უნდა მივიღო ყველაფერი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 31
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...