Jump to content
Planeta.Ge

ჩვენი მიზანი არა არის სეკულარიზმი, ჩვენი მიზანია ათეისტური სახელმწიფო!

Recommended Posts

აბა მაშინ მართლა შემშლია..

ხოდა ისევ ლაიქ, არ მაინტერესებს :beee:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...
ათეიზმი რომ პოპულარული გახდეს იგი უნდა იდგეს რაღაც სოც. კონცეფციაზე, მაგ. საბჭოთა კავშირში ეს იყო "კომუნიზმი" და ხალხი რეალურად ხედავდა რომ ქვეყანა ასე თუ ისე შენდებოდა, იყო სოც. გარანტიები, სამუშაო, პროფკავშირი, შვებულება, სამედიცინო სისტემა, ხოლო თანამედროვე სეკულარისტები საზოგადოებას სთავაზობენ ადამიანის უფლებებს, საბაზრო ეკონომიკას, ბურჟუაზიულ დემოკრატიულ სოც. გარემოს. რისი ტქმა მინდა ადამიანმა უარი რომ თქვას რწმენაზე, ანუ ნუგეშზე ზოგიერთისთვის, ის რაღაც რეალურში, ხელმოსაკიდში უნდა გაცვალოს, რაზეც ზევით ვისაუბრე, ღმერთი არაა, მაგრამ რააა, ის რეალობა სადაც ვცხვრობთ და რომელიც არ მოგვწონს? მაგარი მურდალი რეალობაა, აი სკანდინავებს და კანადელებს ანდა ჩეხებს რაში სჭირდებათ "ნუგეში" როდესაც ყველაფერი აქვთ, მათი რეალობა ძალიანაც მიმზიდველია, ადამიანი პრაქტიკულად ყველანაირად კმაყოფილია გარემო პირობებით, მას არ სჭირდება სხვა განზომილება, იცით ღმერთი არ არის ბიჭებო და მოდი დავიშალოთ, აქ, საქართველოში არ გამოვა, მაგრამ თუკი იმას მისცემ ქართველ კაცს რაც სურს "იქით" აღარ გაიხედავს უმეტესობა, ხომ ფაქტია რომ საქ. რელიგიის პოპულარობა ძირითადად იმითაა განპირობებული რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უფუნქციოდაა დარჩენილი, არა მე იმას არ ვამბობ რომ თუკი ადამიანი არის წარმატებული, აქვს კვალიფიციური სამუშაო კარგი ანაზღაურებით, ნორმალური ოჯახი, მეგობრები და ასე შემდეგ ის არ შეიძლება იყოს მართლმადიდებელი, არა, რატომაც არა, სწორად ასეთი ადამიანი, რეალიზირებულები დიდის ამბით ნამდვილად განიცდიან სულიერ შიმშილს რასაც მატერიალური თუ კარიერისტული წარმატებით ვერ დააკმაყოფილებ.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 months later...
ადამიანები ვერ ხვდებით ღმერთის ნამდვილ არსს, მათ შორის ათეისტებიც. ეთანხმებით ან ეწინააღმდეგებით მხოლოდ იმ აზროვნებას, რომელიც თავად ადამიანმა შექმნა დაწერა თუ იფანტაზიორა თავისი გაგებით, რომ ეს ვითომდა ღმერთის სიტყვებია და ამ ყველაფერ პრიმიტიულობას უკავშირებთ ყოვლადბრძენ არსებას. ვინმე დაფიქრებულხართ სერიოზულად რას წარმოადგენს და სად არის ღმერთი? არა... რატომ უნდა დაფიქრდეთ თქვენ ხომ უკვე იცნობთ "თეთრწვერიან მოხუც არსებას" ადამიანის დაწერილი ბიბლიიდან, ყურანიდან, სხვადასხვა წიგნებიდან და სხვისი წარმოსახვიდან.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ადამიანები ვერ ხვდებით ღმერთის ნამდვილ არსს,

ხო გაადრაგა თავისი მიუღწეველი არსით საქმე..! მაგარი ეგოისტი ვინმე კი ჩანს..! ჩამოვიდეს (თუ მოგვევლინოს) მერე ბოლო-ბოლო და გვითხრას.. რას იპრანჭება?! ან ენა გადმოყოს მაინც, იქნებ ზედ რამე ამოგვეკითხა..! არსი არა კვატი.. უკეთესი იქნებოდა ამ სისულელეებისთვის კაცობრიობას თავი დაენებებინა და თავისი საცოდავი 2 დღიანი ცხოვრების გასაუმჯობესებლად ეფიქრა (რეალურად).., მაგრამ ფუტურისტადაა შექმნილი საცოდავი და რა ქნას..?! :D ;)

Edited by Shaten

შენ მაინც ვერ ხვდები ღმერთის ნამდვილ არსს ის ვერ ჩამოვა შენთან რადგან ის ყველგანაა და მე რომ მკითხო ზედმეტად ზედაპირული იქნებოდა ღმერთის ჩარევა თავისივე შექმნილი მექანიზმის მუშაობაში... შენ იკითხავ გამოჩნდესო, მაგრამ მას გამოჩენა არ სჭირდება შენ მას უკვე ხედავ, ხედავ იმას რაც რელური და არსებითია, შენი თავის ჩათვლით... ღმერთია თავად კოსმოსი და ყველაფერი რაც კოსმოსის მიღმაა, ყველაზე დიდი აზრი ამ ყველაფრის არსებობისა არის კანონზომიერების შენარჩუნება... შენ იკითხავ დააკანონოს ის რაც ჩვენთვის იქნება გამოსადეგი, მაგრამ ყვლეაფერს თავისი ფასი მიეცა დასაწყისიდან და არანაირად არ განვსხვავდებით ჩვენ ქვისგან ან ხისგან, ყველა კოსმოსის ნაწილი ვართ და იმ კანონებსა და შემთქვევითობას უნდა დავემორჩილოთ რასაც ყველაფერი ემორჩილება დროსა და სივრცეში. როგორც შენ ამბობ "უკეთესი იქნებოდა კაცობრიობას თავისი საცოდავი 2 დღიანი ცხოვრების გაუმჯობესებაზე ეფიქრა", ეს მართლაც ასე უნდა იყოს ჩვენ უნდა ვიზრუნოთ საკუთარი წესრიგის გაუმჯობესებაზე რათა ვიმსჯელოთ და ჩავწვდეთ საკუთარი არსებობის ნამდვილ აზრსა და მიზეზს.

მოდი რა, მაშინ ამას ყველაფერს ამ საზარელ სიტყვა - ღმერთს ნუ დავარქმევთ.., რას იტყვი..? როგორ შეუყვარდა ადამიანს ეს სიტყვა.. აი დაუკვირდი, შენ იგივეს ლაპარაკობ (ყოველშემთხვევაში - თითქმის), რასაც ათეისტები.., განსხვავება იმაშია რომ შენ სამყაროს, - ბუნებას, უსასრულობას.., კოსმოს.... - ღმერთს უწოდებ.. ხოლო თვით სიტყვა - ღმერთი უკვე ბანალურია.. და მისი საწყისიც ბანალურია.. შენ გინდა რელიგიას წაართვა ის, რაც მან შექმნა.. რატომ არ დათმობთ არაფრით ამ სიტყვა ღმერთს..? ეს უკვე, განა არ არის დაპროგრამება (ერთგვარი..)..?? მოდი შევეშვათ ამ კოშმარული ზღაპრის გმირის "სახელს".. რათ გვინდა ის.., მითუმეტეს, როცა ადამიანი ასე მსჯელობ..??

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არადა ღმერთი სწორედ ის თეთრწვერა მოხუცია, რომელმაც შექმნა მყარი ზეცა, დააწესა დოგმები, დახოცა ათასობით უდანაშაულო ხალხი (მათ შორის ქალები და ბავშვები).. და ურიებს ჩაუგონა, რომ არიან ღვთის რჩეული ერი.. ეს ისაა ვინც თავისი შვილს წამებით ამოხადა სული.. და ა.შ.. შენ კი სხვა რამეზე ლაპარაკობ.. ის (ეს..) ღმერთი არაა და არც არასდროს ყოფილა.. Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოდი რა, მაშინ ამას ყველაფერს ამ საზარელ სიტყვა - ღმერთს ნუ დავარქმევთ.., რას იტყვი..? როგორ შეუყვარდა ადამიანს ეს სიტყვა.. აი დაუკვირდი, შენ იგივეს ლაპარაკობ (ყოველშემთხვევაში - თითქმის), რასაც ათეისტები.., განსხვავება იმაშია რომ შენ სამყაროს, - ბუნებას, უსასრულობას.., კოსმოს.... - ღმერთს უწოდებ.. ხოლო თვით სიტყვა - ღმერთი უკვე ბანალურია.. და მისი საწყისიც ბანალურია.. შენ გინდა რელიგიას წაართვა ის, რაც მან შექმნა.. რატომ არ დათმობთ არაფრით ამ სიტყვა ღმერთს..? ეს უკვე, განა არ არის დაპროგრამება (ერთგვარი..)..?? მოდი შევეშვათ ამ კოშმარული ზღაპრის გმირის "სახელს".. რათ გვინდა ის.., მითუმეტეს, როცა ადამიანი ასე მსჯელობ..??

მესმის შენი, მაგრამ რას დაარქმევდი მაშინ მაგ ყველაფერს? ბანალურია თუ ცინიკური მაგას მნიშვნელობა არ აქვს შენ თუ გინდა ბუბუ დაუძახე მე ღმერთს ვეძახი კიდევ ერთხელ გეტყვი რომ არაფერი არ ჩნდება უმიზეზოდ, ყველაფერს თავისი აზრი აქვს, ნუ დაახლოებით თერმოდინამიკის პირველ კანონის მსგავსად, რომლის მიხედვითაც ენერგია არ წარმოიქმნება არაფრისგან სპონტანურად, ის გადადის ერთი სახიდან მეორეში. სამწუხაროდ Shaten შენ ამტკიცებ საპირისპიროს, რომ ყველაფერი უაზროდ და უმიზეზოდ ჩნდება. მოდი მაშინ რახან შენ სიტყვა ღმერთი არ გსიამოვნებს მაშინ ყოვლადბრძენს დავარქმევ და კიდევ ერთხელ გეტყვი რომ ამ ყოვლდაბრძენის ნაწილი ხარ შენც, მეც, ყველაფერი რაც იყო, არის და იქნება, მან იცის ყველაფრის ნამდვილი არსი ანუ საკუთარი არსი, ამ ყოვლადბრძენს არც თვალები აქვს არც ხელები რომ დაგვინახოს და გვიშველოს. ნუ მოკლედ რა აზრი აქვს ეხლა ამ გაწელილ ფილოსოფიას მე შენ აზროვნებას ვერ ვხვდები და შენ ჩემსას, ეს ნორმალურია :) მაგრამ მე ის მაღიზიანებს რომ შენც სხვებივით ამ პრიმიტიულ წინადადებებს იყენებ "სად იყო ღმერთი როდესაც ბავშვები და ქალები კვდებოდნენ" და ა.შ. ღმერთის დახმარება რა საჭიროა როცა ჩვენ ვართ ვალდებულები რომ შევქმნათ წესრიგი ნებისმიერ ფასად. თუ შენ, მე, პეტრეს, პავლეს და სხვა უამრავს გვინდა სამართლიანობა, მშვიდობა და წესრიგი რატომ არ ვიბრძვით ამისთვის? ხელები არ გვაქვს თუ ფეხები? არა... ჩვენთვის უმჯობესია ვიჯდეთ და ვიწუწუნოთ! აი ეს არის ადამიანი ჩემო ძმაო რომელმაც საკუთარი თავის არსებობის მიზეზი მარტივ დონემდეც კი არ იცის. ცხოველები ვართ და ცხოველებად დავრჩებით.

Edited by Proessor
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სამწუხაროდ Shaten შენ ამტკიცებ საპირისპიროს, რომ ყველაფერი უაზროდ და უმიზეზოდ ჩნდება.

შეგიძლია მომიყვანო ციტატა, სადაც ამას ვამტკიცებ..?

რომ შენც სხვებივით ამ პრიმიტიულ წინადადებებს იყენებ "სად იყო ღმერთი როდესაც ბავშვები და ქალები კვდებოდნენ"

როგორ გეკადრება, პირიქით, მე ვფიქრობ, რომ ღმერთი არა თუ სად იყო.. სწორედ იქ იყო და თვითონ აკეთებდა და აკეთებს ამას.. :)

მაგრამ მე ის მაღიზიანებს

მე კი იცი რა მაღიზიანებს, რომ შენისთანებმა თვითონ არ იციან რა უნდათ და ვინ არიან (მსოფლმხედველობას ვგულიხმობ).. გაერკვიე ჯერ საკუთარ მსოფლმხედველობაში.. და მერე უქადაგე სხვებს.. ჩემი რჩევაა.. უბრალოდ სასაცილო სიტუაციაში რომ არ ჩაიგდო თავი.. ან "IMHO" მაინც მოაყოლე და ჭეშმარიტების მხილველად ნუ ასაღებ თავს გეთაყვა.. კიდევ ერთხელ - უმორჩილესი რჩევაა, სხვა არ იფიქრო.. ;)

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეგიძლია მომიყვანო ციტატა, სადაც ამას ვამტკიცებ..?

როგორ გეკადრება, პირიქით, მე ვფიქრობ, რომ ღმერთი არა თუ სად იყო.. სწორედ იქ იყო და თვითონ აკეთებდა და აკეთებს ამას.. :)

მე კი იცი რა მაღიზიანებს, რომ შენისთანებმა თვითონ არ იციან რა უნდათ და ვინ არიან (მსოფლმხედველობას ვგულიხმობ).. გაერკვიე ჯერ საკუთარ მსოფლმხედველობაში.. და მერე უქადაგე სხვებს.. ჩემი რჩევაა.. უბრალოდ სასაცილო სიტუაციაში რომ არ ჩაიგდო თავი.. ან "IMHO" მაინც მოაყოლე და ჭეშმარიტების მხილველად ნუ ასაღებ თავს გეთაყვა.. კიდევ ერთხელ - უმორჩილესი რჩევაა, სხვა არ იფიქრო.. ;)

რატომღაც ღიზიანდები მეგობარო და ვერ ვხვდები ან ღმერთზე ესე აკრეფილი რატომ ხარ? ალბათ გული აგიცრუვდა რაღაც რაღაცეების გამო და ღმერთი მტრად დაისახე. რაც შეეხება საპირისპიროს მტკიცებას ეგ არსად დაგიწერია მაგრამ შენი აზროვნება მაგას უსვავს ხაზს. თუ მეცნიერების ლოგიკით ცხოვრობ მაშინ ისიც უნდა გაითვალისწინო რომ მეცნიერება არ უარყოფს ღმერთის არსებობას ის უბრალოდ ფაქტებს ეძებს რომ სიმართლე გაიგოს. თვით აინშტაინმა თქვა რომ ვარსკვლავების ძებნაში ღმერთი აღმოვაჩინეო. ხო და კიდევ... სასაცილო სიტუაციის რა გითხრა და ამ ჩემ აზროვნებას არ ვქადაგებ, ის ჩემი პირადი აზრია. ჩემზე კარგად იცოდნენ ადამიანებმა რა უნდათ და რა არა, ყველას რაღაცის წამს რადგან რწმენა არის ის განმასხვავებელი რაც ადამიანს ცხოველისგან გამორაჩევს და არა აზროვნება ჩემო მეგობარო... შენ რისი გწამს? მე ვიცი... შენ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალბათ გული აგიცრუვდა რაღაც რაღაცეების გამო და ღმერთი მტრად დაისახე.

თუ მართლა არსებობს, ის მარტო ჩემი მტერი კი არა - კაცობრიობის მტერია.. :)

რაც შეეხება საპირისპიროს მტკიცებას ეგ არსად დაგიწერია მაგრამ შენი აზროვნება მაგას უსვავს ხაზს.

რას..?

თუ მეცნიერების ლოგიკით ცხოვრობ

ეს რომელი ლოგიკაა..?

მეცნიერება არ უარყოფს ღმერთის არსებობას ის უბრალოდ ფაქტებს ეძებს რომ სიმართლე გაიგოს.

დარვინი არ იყო მეცნიერი? თუ ის არ უარყოფდა ღმერთს..?

სხვათაშორის, მე არ ვუარყოფ ღმერთს.. მე აგნოსტიკოსი ვარ.. უფრო სწორედ მე არ გამოვრიცხავ მის არსებობას..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალბათ გული აგიცრუვდა რაღაც რაღაცეების გამო და ღმერთი მტრად დაისახე.

თუ ის მართლა არსებობს, IMHO, ის მარტო ჩემი კი არა - კაცობრიობის მტერია..

რაც შეეხება საპირისპიროს მტკიცებას ეგ არსად დაგიწერია მაგრამ შენი აზროვნება მაგას უსვავს ხაზს.

ჰეჰ, ხაზის გასმა რა საჭიროა, როდესაც, აგერ პირდაპირ დაგიწერე ჩემი მოსაზრება -

როგორ გეკადრება, პირიქით, მე ვფიქრობ, რომ ღმერთი არა თუ სად იყო.. სწორედ იქ იყო და თვითონ აკეთებდა და აკეთებს ამას.. :)
:)
თუ მეცნიერების ლოგიკით ცხოვრობ მაშინ ისიც უნდა გაითვალისწინო რომ მეცნიერება არ უარყოფს ღმერთის არსებობას ის უბრალოდ ფაქტებს ეძებს რომ სიმართლე გაიგოს.

დარვინი მეცნიერი არ იყო? თუ ის არ უარყოფდა ღმერთის არსებობას..?

თვით აინშტაინმა თქვა რომ ვარსკვლავების ძებნაში ღმერთი აღმოვაჩინეო. ხო და კიდევ...

წყარო - ფლიზ..

ან როგორ აღმოაჩინა ვარსკვლავების ძებნაში ღმერთი..?? ა, ხო, მართლა.. იმათ (ვარსკვლავებს) შორის დაჩითა..?? :)

ყველას რაღაცის წამს რადგან რწმენა არის ის განმასხვავებელი რაც ადამიანს ცხოველისგან გამორაჩევს და არა აზროვნება ჩემო მეგობარო...

შენ ამას სერიოზულად ამბობ..?

შენ რისი გწამს? მე ვიცი... შენ?

მე ვერაფერს (ზებუნებრივს) ვირწმუნებ, რადგან ჭეშმარიტება არ ვიცი.. შენ რისი გწამს, იმ ღმერთის რომელმაც ადამიანს სიცოცხლე, აზროვნება აჩუქა.., რომელიც ყველგანაა.. ტუალეტშიც კი.. (რას ტეხავს!)..? თუ რომელიც უბრალოდ კოსმოსია, ბუნება, სამყარო..? მაშინ ღმერთი რა შუაშია..?? სამყაროს და ბუნებას ათეისტებიც აღიარებენ..

შენ IMHO (თითქმის) ყველა მსოფლმხედველობას აერთიანებ და სათავეში უყენებ ღმერთს, რომლის არსებობაშიც (და თუნდას, ასე ვთქვათ - სამართლიანობაში და სრულყოფილებაში) თვით მორწმუნეებიც არ არიან დარწმუნებულნი (ყოველშემთხვევაში - გულის სიღრმეში), თავის დაბოლებას თუ არ ჩავთვლით..

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...