Jump to content
Planeta.Ge

ჩვენი მიზანი არა არის სეკულარიზმი, ჩვენი მიზანია ათეისტური სახელმწიფო!


Recommended Posts

ჩვენი მიზანი არა არის სეკულარიზმი, ჩვენი მიზანია ათეისტური სახელმწიფო!!!

ქართველი ათეისტების ყველაზე დიდ პრობლემად მივიჩნევ იმას, რომ მათი დიდი ნაწილი ჩაერთო იმ აბსოლუტურად უაზრო ბრძოლაში, რასაც ლიბერალი სასულიერო პირებისა და კონსერვატორ სასულიერო პირებს შორის მოხდა. მე უკვე დიდი ხანია ვაკვირდები, როგორ ებრძვის ეს ორი ფრთა ერთმანეთს და რა მეთოდებით ებრძვის და ერთ დასკვნამდე მივედი - ორივე ერთმანეთზე უარესი ფანატიკოსები არიან, ორივე ვერ ეგუება მათთვის აბსოლუტურად განსხვავებულ აზრს - აზრშეუმწყნარებლობა შეიძლება დავარქვათ მათ აზროვნებას. ბევრ ათეისტს ეგონა, რომ საპატრიარქოს წინააღმდეგ "მებრძოლი" ლიბერალები, მათი ინტერესის გამტარებლები იქნებიან - მაგრამ თუ დავაკვირდებით მათ დამოკიდებულებას ათეიზმისადმი, ორივეს ერთნაირი პოზიცია აქვთ, უბრალოდ ერთს სტრატეგიულად არ აწყობთ ათეიზმის კრიტიკა, რადგან შეიძლება მხარდამჭერები დაკარგონ, ხოლო კონსერვატორ მართლმადიდებლები კი ღიად უტევენ ყოველგვარ ათეისტურ გამოვლინებებს. კონფლიქტი დაიწყო იმ მოტივით, რომ თითქოს საპატრიარქოში "ნამდვილი ქრისტიანობა" აღარაა და მხოლოდ ამ რჩეულმა მცირე ჯგუფმა იცის, რა არის "ნამდვილი ქრისტიანობა". ჩემთვის ქრისტიანობა, როგორც სოციალური მოვლენა ყველგან ერთნაირია, სანამ მისი როლის სრული მარგინალიზაცია არ მოხდება, ესაა - ავტოკრატიის, ძალადობის, დოგმატიზმის და უმარავი იმ ჩვენვების მატარებელი რელიგია, ისლამთან და ზოგადად აბრაამისეულ რელიგიებთან ერთად, რომელიც ესე მიუღებელია ჩემთვის და ალბათ ყველა ათეისტისთვის. დარწმუნებულები იყავით, რომ ლიბერალური ფრთა ეკლესიისა, ისეთივე ტირანები, ძალმომრევები და დოგმატიკოსები არიან, როგორებიც კონსერვატორები. ესეთია ბუნება ქრისტიანობის - სხვა გამოცდილება ამ რელიგია არ აქვს.

ათეისტების მეორე შეცდომა - ლიბერალიზმის ქვეშ ამოფარება. ბევრი მიკამათია ქრისტიანებთან და ერთ დასკვნამდე მივედი, მართალია ლიბერალიზმის იდეები ანტიკურ ეპოქიდან მოდის, მარა მასზე ძალზე დიდია ქრისტიანობის გავლენაც. ამიტომ არის, რომ ყველაზე ლიბერალურ ქვეყნებში, რელიგიური ორგანიზაციები ყველაზე დიდ როლს ასრულებენ. პრობლემა მდგომარეობს შემდეგში, ათეისტი რომელიც იცავს ლიბერალიზმს, იცავს რელიგიასაც - რადგან ბევრი ლიბერალური იდეა - ირაციონალური და რელიგიურია. იმისთვის რომ გადარჩენილიყო რელიგია (ქრისტიანობა) ევროპაში, ლიბერალიზმი ყველაზე კარგი გზა აღმოჩნდა და ტოლერანტობის ქვეშ, ისინი სრულიად დაცულები აღმოჩნდენ. მინდა შეგახსენოთ, რომ 19-ე საუკუნეში დაწყებულმა რადიკალურმა სეკულარიზაციამ, ბევრი ქვეყანა ათეიზმამდეც მიიყვანა. რადგან სხვა რელიგიები, გარდა ქრისტიანობისა მარგინალები იყვენენ, ტოლერანტობის ლიბერალური პრინციპები აღმოჩნდა ერთადერთი გზა, რათა რელიგია გადარჩენილიყო. ტოლერანტობის იმუნიტეტით, ისინი ახდენდნენ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას და კონტრრეფორმებს, კონტრპროპაგანდას. ტოლერანტობის იდეით, მოხდა რელიგიის აღორძინება. ჩვენ ვერ ვიქნებით დაცულები ტოლერანტობის იდეით - რადგან ტოლერანტობის ლიბერალური გაგება, თავისთავში მოიცავს სიბნელის ატანას და სიბნელისთვის იმის შანსის მიცემა, რომ ის აღორძინდეს. ბევრ ათეისტს უბრძოლია რელიგიური უმცირესობების დასაცავად, მაგრამ რომელ თქვენგანს უნდა, რომ იაჰოველთა მოწმეების იდეები გავცელდეს ან სულაც იარსებოს? რამდენი ადამიანი შეიწირა ამ სექტამ, იმ პრინციპებიდან გამომდინარე, რომ სისხლი არ უნდა გადაუსხან ადამიანებს? საკმაოდ ბევრი ხომ?! ან ვის უნდა აქ რომელიმე ისლამურ-რადიკალური შეხედულებების გავრცელება? რათ გვინდა მათი იდეების მიმართ შემწყნარებლები რომ ვიყოთ? რელიგია ხომ არ არსებობს თავისთავად, ის ხომ გარკვეული ზემოქმედების შედეგად ვცელდება - ჩვენ კიდე ვუშვებთ ისეთ იდეების გავრცელებას, რომელიც ადამიანის უფლებების საწინააღმდეგოა, ჩვენი უფლებების. ჩვენ ვაძლევთ სხვადასხვა ფანატიზმებს საშუალებებს, რომ ჩვენთან დაცულები იყვნენ. მაგრამ რატომ? ამ კითხვაზე, მე ესეთი პასუხი მაქვს - იმიტომ რომ ჩვენ დაგვაჯერეს, რომ მათი ინტერესები - ჩვენი ინტერესები. არა და მათი ინტერესი, ჩვენი არ არსებობაა. ჩვენი ბრძოლა ლიბერალური ტოლერანტობისთვის არის წამგებიანი, ჩვენი ამით ერთი დომინანტურ ექსტრემისტული ორგანიზაციის ნაცვლად, ვქმნით რამოდენიმე მსგავს ორგანიზაციას და მიგვაჩნია, რომ ეს სტაბილურობის და ჰუმანიზმის საფუძველი იქნება.

 

ათეისტების მესამე შეცდომა - ორგანიზაცია, რომელიც რელიგიურ პრინციპებზე დგას. მე დიდი ხანია ვაკვირდები ვირტუალურ სივრცეს. ფორუმებზე იყო მცდელობა ათეისტთა კლუბის შექმნის. ადამიანთა განსხვავებულობა ჩანდა პირველ ეტაპზე, შემდეგ უკვე რამოდენიმე თემა გაიხსნა და "განსხვავებულები" თითქოს და გაიფილტრნენ. დარჩა ერთნაირი ანტიმართლმადიდებლები, ანტისაპატრიარქო ტიპები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არიან ათეისტები, რომ გული აუცრივდათ თავის რელიგიაზე და ჩემი აზრით სხვაგან ეძევებ უკეთეს რელიგიას - მათ მიაგნეს ათეიზმს და ამოეფარნენ მას. იქ იქმნება ერთფეროვანი სივრცე, სადაც ადამიანებს არ გააჩნიათ ათეისტური ცნობიერება (ანუ ნამდვილი ცნობიერება), მაგრამ გულმოდგინედ უპირისპირდებიან საპატრიარქოს "არაქრისტიანულ" მოქმედებებს. სასაცილოა, როდესაც ათეისტი ლიბერალ ქრისტიანის პოზიციიდან აკრიტიკებს საპატრიარქოს და იზიარებს ლიბერალ ქრისტიანების შეხედულებებს. ჩვენთან რელიგიურ პრინციპებზე იგება ათეისტური ორგანიზაციები. უნდა ვაღიაროთ, რომ ათეიზმი არ მუშაობს კარგად, ერთფეროვან სივცეში. ათეიზმი მაინც უფრო ინდივიდუალური შეხედულებების ერთობლიობაა, ვიდრე ერთი მოძღვრება, ერთი სტრატეგიით. ჩვენ სანამდე არ გავიაზრებთ, რომ არ არის საჭირო, ერთიანი ათეისტური აზროვნების შექმნა, რომ არ არის საჭირო რელიგიურ ორგანიზაციურ ტრადიციებზე ავაგოთ ათეისტური ორგანიზაციები, იქამდე ჩვენი უმრავლესობა იქნება ლატენტურიმორწმუნე. ნამდვილი ათეისტების ამოცანა, სწორედ ის უნდა იყოს, რომ თავის რიგებიდან ყოველგვარ რელიგიური ცნობიერება განდევნოს. თუმცა იმაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ ჩვენ არასდროს არ გვექნება ერთიანი შეხედულებები, ძალიან ბევრ საკითხზე. იყო ათეისტი, არ ნიშნავს იყო ათეისტურ დოგმატიკების მატარებელი (როგორც ეს ბევრ ლატენტურმორწმუნეს წარმოუდგენია). დავანებოთ თავი რელიგიურ ორგანიზაციების კოპირებას - ის ჩვენ წარსულში - საბჭოთა კავშირის ტრადიციებთან დაგვაბრუნეს, როდესაც ლატენტურმამორწმუნეებმა ათეიზმი რელიგიად გამოაცხადეს.

 

ჩვენი მიზანი არ უნდა იყოს სეკულარიზმი - სეკულარიზმი სახელმწიფოს და ეკლესიის გამიჯვნაა - მაგრამ ამ გამიჯვნით და ლიბერალური ტრადიციებით, ეკლესია მაინც დომინანტი რჩება. ჩვენი მიზანი არ უნდა იყოს სახელმწიფოს და ეკლესიის გამიჯვნა, ეს სიტუაციას არამც და არამც არ შეცვლის. კვლავ გაგრძელდება ადამიანების იდეოლოგიურ-სარწმუნოებრივი დამუშავება, კვლავ მოიპოვებს შეიძლება არალეგიტიმურ, მაგრამ რეალურ ძალაუფლებას რელიგიური ორგანიზაციები. პოლიტიკოსები იძულებულები იქნებიან ეკლესიასთან დათმობებზე წავიდნენ, საკუთარი პოლიტიკურ კარიერისთვის. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ათეისტური სახელმწიფო. რა არის ათეისტური სახელმწიფო? ესაა ისეთი სახელმწიფო, სადაც რელიგიური პროპაგანდა, ქადგებები და ა.შ კონტროლირებადია და შეზღუდულია სახელმწიფოს მიერ, ესაა სახელმწიფო სადაც ყველა ადამიანი დაცულია რელიგიისგან. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ადამიანთა ისეთი კონსტრუირება, რომელიც ადამიანს აზროვნების საშუალებას არ აძლევს - ანუ ათეისტური სახელმწიფო, რადგან დოგმატური აზროვნებისგან თავისუფალი იქნება, რადგან არ იარსებებს აბსოლუტური ჭეშმარიტებები - იქმნება აბსოლუტურად ინდივიდუალურ იდეებიის ერთობლიობაზე დამყარებული სახელმწიფო, სადაც ყველაფერი მუდმივად ცვალებადია. არ უნდა არსებობდეს ასევე ცენტრისტული სისტემები - არც ჰუმანიზმი - როდესაც სამყაროს ცენტში ადამიანია, არც რელიგიური - სადაც სამყაროს ცენტში ღმერთია, არც ნაციონალისტური - სადაც სამყაროს ცენტრში ნაცია დგას. ჩვენ უნდა გადავეჩვიოთ იმას, რაც ამდენი ხანი გვასწავლა რელიგიამ. როდესაც არ გვაქვს რაციონალური ახსნები, ჩვენ გვიწევს სხვადასხვა ირაციონალურ შეხედულებებზე დაყრდნობა - ამიტომ როდესაც არსებობს "ცენტრის" თეორია - იქ რელიგიური შეხედულებებამდე მივყავართ ხოლმე. მეც ბოლომდე გააზრებული არ მაქვს, როგორი უნდა იყოს ათეისტური სახელმწიფო სხვდასხვა სფეროში - მაგრამ მთავარი აქ არის, არა მისი ბოლომდე გააზრება, არამედ მისი არსებობა და არსებობაში თავისით გააზრდება.

 

http://nukriko.blogspot.com/2013/05/blog-post_25.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე უკვე დიდი ხანია ვაკვირდები, როგორ ებრძვის ეს ორი ფრთა ერთმანეთს და რა მეთოდებით ებრძვის და ერთ დასკვნამდე მივედი - ორივე ერთმანეთზე უარესი ფანატიკოსები არიან,

 

აბსოლუტურად გეთანხმები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ესაა - ავტოკრატიის, ძალადობის, დოგმატიზმის და უმარავი იმ ჩვენვების მატარებელი რელიგია, ისლამთან და ზოგადად აბრაამისეულ რელიგიებთან ერთად,

 

აი აქ კი ვერ დაგეთანხმები. მართლმადიდებლობას თუ გულისხმობ, რა თქმა უნდა, რადგან ერთადერთი ჰუმანური რელიგიაა და არანაირ დოგმებს, აკრძალვებს და ძალადობას არ აქვს ადგილი. ორ გზას გისახავს და გეუბნება რომელი ცუდია რომელი კარგი, დანარჩენი შენზეა, თავად წყვეტ დაეთანხმო თუ შენეული კეთილის და ბოროტის აღქმა ჩამოიყალიბო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთადერთი ჰუმანური რელიგიაა

კათოლიკე რომ იყო - კათოლიციზმზე იტყოდი ამას

მუსულმანი რომ იყო - მუსულმანობაზე

 

 

რელიგიას როგორც სოციალურ მოვლენას ისე განვიხილავ. ანუ რელიგია საქმეში და არა თეორიაში...

 

თეორიებში ვიცით, ყველა მაგრები ხართ... :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართველი ათეისტების ყველაზე დიდ პრობლემად მივიჩნევ იმას, რომ მათი დიდი ნაწილი ჩაერთო იმ აბსოლუტურად უაზრო ბრძოლაში, რასაც ლიბერალი სასულიერო პირებისა და კონსერვატორ სასულიერო პირებს შორის მოხდა

 

საზოგადოებაში საკუთარი პოზიციის და მდგომარეობის გამოსააშკარავებლად და გასამტკიცებლად გააკეთეს, თორემ რაში ანაღვლებს ეხლა ათეისტს მღვდელი მორწმუნეა თუ არა?! შეიძლება "ათეისტობას "იპრავებენ" ამ გზით, არ ვიცი :)

 

კათოლიკე რომ იყო - კათოლიციზმზე იტყოდი ამას მუსულმანი რომ იყო - მუსულმანობაზე

 

არც კათოლიკე ასკეტი ვარ, არც ექსტრემალი მუსულმანი, მით უმეტეს ფანატიკოსი მართლმადიდებელი, ასე რომ ძალიან სუბიექტური არ ვარ ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საზოგადოებაში საკუთარი პოზიციის და მდგომარეობის გამოსააშკარავებლად და გასამტკიცებლად გააკეთეს, თორემ რაში ანაღვლებს ეხლა ათეისტს მღვდელი მორწმუნეა თუ არა?! შეიძლება "ათეისტობას "იპრავებენ" ამ გზით, არ ვიცი

როგორც ვიცი იურისტი ხარ ხომ... ანუ რაღაც შეხება სოციოლოგიასთან უნდა გქონოდა..

 

ხოდა ეკლესიის როგორც სოციალურ ინსტიტუტის თვისებებზეა საუბარი და არა კონკრეტულ მღვდლებზე..

 

 

აშკარად არ წაგიკითხავს ჩემი სტატია ბოლომდე... ჰუმანიზმსაც ვაკრიტიკებ და ცენტრების სისტემასაც...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რელიგიას როგორც სოციალურ მოვლენას ისე განვიხილავ. ანუ რელიგია საქმეში და არა თეორიაში... თეორიებში ვიცით, ყველა მაგრები ხართ...

 

რელიგია არაა მხოლოდ თეორიულად ან პრაქტიკულად განსახილველი საგანი.

ზოგი საგანია, რომ თუ არ დაინახავ, ვერ ირწმუნებ, და ზოგი – იმისთანა, თუ არ ირწმუნებ, ვერ დაინახავ.

 

როგორც ვიცი იურისტი ხარ ხომ... ანუ რაღაც შეხება სოციოლოგიასთან უნდა გქონოდა.. ხოდა ეკლესიის როგორც სოციალურ ინსტიტუტის თვისებებზეა საუბარი და არა კონკრეტულ მღვდლებზე..

 

 

ვსწავლობ, ჯერ არა:)

და მაგ სოციუმს კონკრეტული მღვდლები არ ქმნიან?

 

აშკარად არ წაგიკითხავს ჩემი სტატია ბოლომდე... ჰუმანიზმსაც ვაკრიტიკებ და ცენტრების სისტემასაც...

 

არ წამიკითხავს, ნელ-ნელა მივყვები და ვპოსტავ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mercia merlani

მიჭირს შენთან საუბარი, რადგან იმ სფეროებს არ იცნობ, რაზეც ეხლა მე ვლაპარაკობ და გადაგაქვს იმ სფეროებზე, რომელიც შენთვისაა ცნობილი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიჭირს შენთან საუბარი, რადგან იმ სფეროებს არ იცნობ, რაზეც ეხლა მე ვლაპარაკობ და გადაგაქვს იმ სფეროებზე, რომელიც შენთვისაა ცნობილი...

 

ესაუბრე თითოეულ ადამიანს მისი გონებრივი შესაძლებლობიდან გამომდინარე ;) :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ესაუბრე თითოეულ ადამიანს მისი გონებრივი შესაძლებლობიდან გამომდინარე

გონებრივი შესაძლებლობები არაფერ შუაშია, ენაშია საქმე. შენ თუ სოციოლოგიური ენა არ იცი, ვერც აღიქვავ ხომ?!

 

მე არ ვიცი მათემატიკოსების, ფიზიკოსების ენა - თუ ძალიან პრიმიტულად არ მელაპარაკნენ, ვერ აღვიქვავ...

 

ხო და პრობლემაც ამაშია...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გონებრივი შესაძლებლობები არაფერ შუაშია, ენაშია საქმე. შენ თუ სოციოლოგიური ენა არ იცი, ვერც აღიქვავ ხომ?! მე არ ვიცი მათემატიკოსების, ფიზიკოსების ენა - თუ ძალიან პრიმიტულად არ მელაპარაკნენ, ვერ აღვიქვავ... ხო და პრობლემაც ამაშია...

 

ვიცი, ვიხუმრე ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ათეისტების მესამე შეცდომა - ორგანიზაცია, რომელიც რელიგიურ პრინციპებზე დგას. მე დიდი ხანია ვაკვირდები ვირტუალურ სივრცეს. ფორუმებზე იყო მცდელობა ათეისტთა კლუბის შექმნის. ადამიანთა განსხვავებულობა ჩანდა პირველ ეტაპზე, შემდეგ უკვე რამოდენიმე თემა გაიხსნა და "განსხვავებულები" თითქოს და გაიფილტრნენ. დარჩა ერთნაირი ანტიმართლმადიდებლები, ანტისაპატრიარქო ტიპები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არიან ათეისტები, რომ გული აუცრივდათ თავის რელიგიაზე და ჩემი აზრით სხვაგან ეძევებ უკეთეს რელიგიას - მათ მიაგნეს ათეიზმს და ამოეფარნენ მას. იქ იქმნება ერთფეროვანი სივრცე, სადაც ადამიანებს არ გააჩნიათ ათეისტური ცნობიერება (ანუ ნამდვილი ცნობიერება), მაგრამ გულმოდგინედ უპირისპირდებიან საპატრიარქოს "არაქრისტიანულ" მოქმედებებს. სასაცილოა, როდესაც ათეისტი ლიბერალ ქრისტიანის პოზიციიდან აკრიტიკებს საპატრიარქოს და იზიარებს ლიბერალ ქრისტიანების შეხედულებებს. ჩვენთან რელიგიურ პრინციპებზე იგება ათეისტური ორგანიზაციები. უნდა ვაღიაროთ, რომ ათეიზმი არ მუშაობს კარგად, ერთფეროვან სივცეში.

 

mama სულ ამას გიმტკიცებ და არ გინდა აღიარება რომ შენ შემთხვევაშიც ესეა :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ყველფერში გეთნხმები გრდმისა:

ჩვენი მიზანი უნდა იყოს ათეისტური სახელმწიფო. რა არის ათეისტური სახელმწიფო? ესაა ისეთი სახელმწიფო, სადაც რელიგიური პროპაგანდა, ქადგებები და ა.შ კონტროლირებადია და შეზღუდულია სახელმწიფოს მიერ, ესაა სახელმწიფო სადაც ყველა ადამიანი დაცულია რელიგიისგან. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ადამიანთა ისეთი კონსტრუირება, რომელიც ადამიანს აზროვნების საშუალებას არ აძლევს - ანუ ათეისტური სახელმწიფო, რადგან დოგმატური აზროვნებისგან თავისუფალი იქნება, რადგან არ იარსებებს აბსოლუტური ჭეშმარიტებები - იქმნება აბსოლუტურად ინდივიდუალურ იდეებიის ერთობლიობაზე დამყარებული სახელმწიფო, სადაც ყველაფერი მუდმივად ცვალებადია. არ უნდა არსებობდეს ასევე ცენტრისტული სისტემები - არც ჰუმანიზმი - როდესაც სამყაროს ცენტში ადამიანია, არც რელიგიური - სადაც სამყაროს ცენტში ღმერთია, არც ნაციონალისტური - სადაც სამყაროს ცენტრში ნაცია დგას. ჩვენ უნდა გადავეჩვიოთ იმას, რაც ამდენი ხანი გვასწავლა რელიგიამ. როდესაც არ გვაქვს რაციონალური ახსნები, ჩვენ გვიწევს სხვადასხვა ირაციონალურ შეხედულებებზე დაყრდნობა - ამიტომ როდესაც არსებობს "ცენტრის" თეორია - იქ რელიგიური შეხედულებებამდე მივყავართ ხოლმე. მეც ბოლომდე გააზრებული არ მაქვს, როგორი უნდა იყოს ათეისტური სახელმწიფო სხვდასხვა სფეროში - მაგრამ მთავარი აქ არის, არა მისი ბოლომდე გააზრება, არამედ მისი არსებობა და არსებობაში თავისით გააზრდება.

სოდეს თქვსოდესო,მმე მინც ვიტყვი

ც ყველფერი კრგდ გვს გრჩეული,მგრმ მე ვთვლი რო სხელმწიფო ზედმეტიეგეთი(ყოველგვრი იდეოლოგიის გრეშე) სხელმწიფო ვერსდროს ვერ ირსებეს

ეგ რქი:)

სულ ამას გიმტკიცებ და არ გინდა აღიარება რომ შენ შემთხვევაშიც ესეა

ა, მე სულ ვიძხი რო ჩემებური თეისტი ვრთქო :)

ავდაპირველი ბიძგი დამ თემაზე ფიქრის დაწყების საფუძველი, ჩემს შემთხვევაში, მართლა მართლმადიდელობის მიერ იმედგაცრუება იყო.... შემდეგ გადავხედე სხვა რელიგიებსა/სეტებს დარცერთმარ დამაკაყოფილა....ერთი პერიოდი 50იანელებში გაწევრიანებასაც ვფიქრობდი(ნათესავი მეჩალიჩებოდა) :))...მერე ყვეა რელიგიის მთავარზე,ღმერთზე დავფიქრდი და...

 

მოკლედ ასე მივედი ათეისტობამდე

 

აც შეეხება მღვდლების ლანძღვს:მე ერთ მღვდელს იმიტო კიარ ვლანძღავ რო მეორეს ვაქებ ან საკუთარ თავს კაი ტიპად წრმოვაჩენ,არამედ იმიტო რო ცუდი მღვდლის მაგალითზე უფრო ადვილად ავხსნა მთლიანად რელიგიის :სიგლახე:

ალბათ მკითხავ რატო უხსნი სხვებს და რა მიზანი გამოძრავებსო? გიპასუხებ: მე 'არ მინდა ისეთ საზოგადოებაში ვიცხოვრო სადაც ათეისტის გაგონებაზე პირჯვარს იწერენ და ხეზე სამჯერ აკაკუნებენ,სადაც ათეისტობის გამო შეყვარებული გშორდება, სადაც ყველა ცდილობს :გიმკურნალოს: და სწორ გზაზე დაგაყენოს,...............

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაც შეეხება მღვდლების ლანძღვს:მე ერთ მღვდელს იმიტო კიარ ვლანძღავ რო მეორეს ვაქებ ან საკუთარ თავს კაი ტიპად წრმოვაჩენ,არამედ იმიტო რო ცუდი მღვდლის მაგალითზე უფრო ადვილად ავხსნა მთლიანად რელიგიის :სიგლახე: ალბათ მკითხავ რატო უხსნი სხვებს და რა მიზანი გამოძრავებსო? გიპასუხებ: მე 'არ მინდა ისეთ საზოგადოებაში ვიცხოვრო სადაც ათეისტის გაგონებაზე პირჯვარს იწერენ და ხეზე სამჯერ აკაკუნებენ,სადაც ათეისტობის გამო შეყვარებული გშორდება, სადაც ყველა ცდილობს :გიმკურნალოს: და სწორ გზაზე დაგაყენოს,...............

 

 

არასწორი მიდგომა გაქვს სარწმუნოებასთან. მღვდელი თუ ცუდათ იქცევა ეს სარწმუნოების "ნაკლი" არაა. შენ რომ კანონს არღვევ კანონი არ ვარგა, თუ შენ არ ხარ კანონმირჩილი?! მართლმადიდებლობა რა მღვდლების ასეთ საქციელს ქადაგებს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...