Jump to content
Planeta.Ge

განვითარების ოთხი ეტაპი


Recommended Posts

„ყოველი ხალხის ცხოვრებაში შემდეგი განვითარების ოთხი პერიოდი მოიძებნება:

 

პირველ პერიოდს ის დრო შეადგენს, როცა ხალხი თავის საკუთარი გონებით ან ტვინით არ ცხოვრობს, როცა მის მაგიერ სხვა ვინმე ზრუნავს და მოქმედობს და როცა ხალხი მცენარეობს, საზოგადოებრივ ინტერესებს არ გრძნობს, ერთი სიტყვით ის დრო, რომელსაც ყრმობის პერიოდი ჰქვია;

 

მეორე პერიოდი, რომელსაც მიმბაძველობითს ეძახიან, იმ დროს წარმოადგენს, როცა ხალხი უცხოეთის დაწინაურებას ხედავს და მის მონურ მიბაძვას იწყებს, თავის უძლურებას ან სისუსტეს იზიზღებს და ცდილობს გადასხვაფერდეს გარეგნულ წაბაძვით;

 

მესამე პერიოდს, ძველებურობის აღმადგენელს, ის დრო შეადგენს, როცა ხალხი რწმუნდება, რომ მაიმუნური მიბაძვა დიდ ხეირს არ მაძლევსო და საკუთარი წინაპრების წესების აღდგენას მოინდომებს, მათს ყურმოჭრილ მონად ხდება;

 

მეოთხე პერიოდი კი მაშინ იწყება, როცა ხალხი ამ მესამე პერიოდის უნაყოფობასაც იგრძნობს. მაშინ ის გამორკვევას იწყებს, თუ მისი საკუთარი ბუნება რას მოითხოვს, მისი ძალა რის ნებას აძლევს, სხვა ხალხის ძლიერება რამ შეადგინა, სხვებს რა აქვთ კარგი, ისეთი, რომლის შეთვისებაც მის ბუნებას შეუძლია და თვითონ მას რა ჰქონია ცუდი, ისეთი, რომლის თავიდგან მოშორებაც შესაძლოა. ამ პერიოდს ჩვენში საკუთარი სახელი არ აქვს, იმიტომ რომ ჩვენ ეს დრო არ გვღირსებია.“ - ნიკო ნიკოლაძე 1879 წელი. საინტერესოა რა დრო დაგვჭირდება, რომ ჩვენი ამჟამინდელი აღმადგენელ-მიმბაძველობით-ყრმობის პერიოდიდან მეოთხემდე განვითარდეთ?

 

 

 

 

მიშა ბახტაძე ©

Edited by mercia merlani
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საინტერესოა რა დრო დაგვჭირდება, რომ ჩვენი ამჟამინდელი აღმადგენელ-მიმბაძველობით-ყრმობის პერიოდიდან მეოთხემდე განვითარდეთ?
მინიმუმ50-100 წელი, მაქსიმუმ 200 წელი :facepalm:

მოკლედ ერის სოციალურ-მოქალაქეობის აზროვნების განვითარება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...