Saturn Posted May 20, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2013 Siknadmo შუა საუკუნეები რომ ყოფილიყო ლგებეტეს ოფისს მიადგებოდნენ, მერე გომიკებს სახში შეუვარდებოდნენთავს ვერ დავდებ ამ ბმულში მოცემული ინფორმაციის სისწორეზე, მაგრამ არც გამოვრიცხავ რომ სიმართლე იყოს: http://identoba.com/2013/05/20/20/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted May 20, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2013 ვისაც პირველი არ მოგვწონს და არც ანაფორას ამოფარებული გავეშებული ბრბო. ისენი სად ვართ?(ლაიქი) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted May 20, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2013 18 მაისს დაახლოებით დღის 2 საათზე, დ.-ს და ჰ.-ს (ქალები) დაედევნა რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი სიტყვებით “შეხედე ბიჭო მკერდი არ აქვს, პიდარასტი იქნება”. ისინი ფიზიკურად შეურაცხყვეს და დაკბინეს. დ.- ყვიროდა “გოგო ვარ, თავი დამანებეთო” მაგრამ მაინც სცემდნენ. დ. საერთოდ არ მოდიოდა აქციაზე. ის რუსთაველის მეტროდან ამოვიდა და ფილარმონიის მისამართით აპირებდა გადაადგილებას მეგობართან ერთად. არცერთი გოგონა იდენტობას აქტივისტი არ არის.დიდი მკერდი რო მაქვს გოგო არავის ვეგონო :fear: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 21, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 21, 2013 ურფუნჯუსი სად დეიკარგა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted May 21, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted May 21, 2013 (edited) akkai დღეს მთავარი პრობლემა 30 ჰომოსექსუალი კი არ არის, რომელიც რაღაცის გაპროტესტებას აპირებდა, არამედ ის ათიათასობით გავეშებული ადამიანი, რომელიც მზად იყო, ყველა ჩაექოლა, ვინც წინ დაუდგებოდა.“ და რომლებიც "მამაოს ანაფორას იყვნენ ამოფარებული":აი ზუსტად იმ 30 ათმა ჰომომ შექმნა პრობლემა და მაგან გაავეშა ის ხალხიც, და თავი და თავი ამ ყველაფრის არის ის უტვინო ჟურნალისტები რომლებიც ძალიან მრავლად არიან ..და ყველაფერი ამის საწყისი კი ცოცხების მთავრობაა, Edited May 21, 2013 by laci Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted May 21, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted May 21, 2013 პასუხი უნდა აგოს ყველა სასულიერო პირმა და უპირველეს ყოვლისა პატრიარქმა ილია მეორემ მირიან გამრეკელაშვილი მათეს სახარება, თავი 5 : 43 თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: 'შეიყვარე მოყვასე შენი და შეიძულე მტერი შენი.' 44 მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით. 45 რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს. 46 ვინაიდან, თუ თქვენი მოყვარულები გეყვარებათ, რა იქნება თქვენი საზღაური? განა მებაჟეებიც ასევე არ იქცევიან? 47 თუ მხოლოდ თქვენს ძმებს მოიკითხავთ, განსაკუთრებულს რას გააკეთებთ? განა წარმართებიც ასევე არ იქცევიან? 48მაშ, იყავით სრულყოფილნი, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი. “ყველასაგან თავისუფალმა ყველას ვუმონე თავი, რათა უმრავლესნი შემეძინა. იუდეველებთან ვიყავი როგორც იუდეველი, რათა შემეძინა იუდეველნი; რჯულის ქვეშ მყოფთათვის – როგორც რჯულის ქვეშ მყოფი, რათა შემეძინა რჯულის ქვეშ მყოფნი. ურჯულოთათვის – ურჯულო (თუმცა არა ურჯულო ღვთისა, არამედ რჯულიერი ქრისტესი), რათა შემეძინა ურჯულონი. უძლურთათვის – უძლური, რათა შემეძინა უძლურნი. ყველას ყველად ვექმენ, რათა მეხსნა ზოგიერთნი. ხოლო ამას ვასრულებ სახარებისთვის, რათა ვიყო მისი თანაზიარი” (კორინთ 1. 9.19–23) გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მიადგნენ, ხმა არ ამომიღია, რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ. ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ. პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ, კათოლიკეებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ. შემდეგ მე მომადგნენ... და აღარავინ იყო დარჩენილი, რომ ხმა ამოეღო... მარტინ ნილმიოლერი, პასტორი გერმანიის ევანგელური (ლუთერული) ეკლესიისა ის, რაც 2013 წლის 17 მაისს საქართველოს დედაქალაქ თბილისის ცენტრში ხდებოდა, ყველაზე მძაფრი და თვალნათელი გამოხატულებაა იმ კომპლექსური საზოგადოებრივი პრობლემისა, რომელსაც სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ ხოლმე: რელიგიური ფანატიზმი, შეუწყნარებლობა, ობსკურანტიზმი, რელიგიური ნაციონალიზმი, ფაშიზმი და ა.შ. სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია, ეს პრობლემა სწორედ მთლიან, კომპლექსურ ჭრილში განვიხილოთ და არ დავიყვანოთ საკითხი მხოლოდ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ეთიკურ შეფასებასა ან მხოლოდ უფლებათა დაცვის საკითხზე. ეს ორი საკითხი უბრალოდ არის ის საჯილდაო ქვა, რომელთან მიმართებაშიც ყველაზე მძაფრად წარმოჩინდა მთელი პრობლემატიკა. კომუნისტური რეჟიმის ნგრევამ საქართველო ხელახალი პოლიტიკურ-საზოგადოებრივი თვითგამორკვევის მდგომარეობაში მოათავსა. დამოუკიდებლობის გამოცხადებამ ცხადი გახადა, რომ აღარ ვართ საბჭოთა მოქალაქეები, მაგრამ უმალვე გააჩინა საპირისპირო კითხვა, მაშ ვინ ვართ?- ასევე მეყსეული პასუხი: ქართველი - აღარ იყო იმ დროისათვის თავისთავად ცხადი მნიშვნელობის ცნება და მისი ახლიდან განმარტებაც გადაუდებელ საჭიროებად იქცა. დღის წესრიგში დადგა ქართული კულტურის, ისტორიის, ეთნიკურობისა და რელიგიური მიკუთვნებულობის ახლიდან გააზრების საკითხი. სამწუხაროდ, საჭირო ანალიტიკური, კომპეტენტური და მეცნიერული განაზრებები ამ საკითხებისა ნაკლებად ხდებოდა. შესაბამისად, იყო რა საკუთარი თვითმყოფადობისა და იდენტობის შესახებ ნაკლებადინფორმირებულ მდგომარეობაში, მოსახლეობამ წინასწარი ნდობა გამოუცხადა ეკლესიას მსგავსი საკითხების გადაჭრის საქმეშიც. სწორედ ცნობიერების ამ ვაკუუმით ისარგებლა ეკლესიამ (მისმა ცენტრალურმა ხაზმა საპატრიარქოს სახით) და ნაცვლად იმისა, რომ ეროვნული თვითგამორკვევის საქმეში პოზიტიური როლი ეთამაშა, მოქმედების სრულიად სხვა სტრატეგია აირჩია. კერძოდ კი, მოსახლეობის ნეგატიური, აგრესიული მობილიზაციის ხარჯზე მრევლის გამრავლება. მან ჯერ ეთნიკური ქართველობა და მართლმადიდებლობა გაუიგივა ერთმანეთს, შემდეგ კი ახალი აღთქმისეული ქრისტიანობა ჩაანაცვლა ძველი აღთქმისა და წარმართობის ნაზავით. პარალელურად კი მოსახლეობის პიროვნული თვითგამორკვევა მთლიანად ბინარულ: ჩვენ და სხვების რადიკალურ სქემაზე დაიყვანა. დაიწყო საქართველოს მოქალაქეების ცნობიერების ჰომოგენური, ცალსახად სტერეოტიპული ფორმაციის პროცესი. ეს ყველაფერი კი მტრის ხატის საპირსიპიროდ მხარდამჭერთა მიმხრობის სცენარით ვითარდებოდა. კომუნისტების მიერ ათწლეულების განმავლობაში დანერგილი აზროვნება სქემატურად იგივე დარჩა, უბრალოდ, მასში ახალი, კიდევ უფრო აგრესიული და საშიში შინაარსი ჩაიდო. პირველ ეტაპზე, სეცესიური ომების პასუხად, მტრის ხატი საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებმა ეთნიკურმა უმცირესებობემა, პირველ რიგში კი აფხაზებმა, ოსებმა და სომხებმა დაიკავეს. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მიერ ინიცირებული შავი წიგნი (მასში შეჰქონდათ ადამიანთა სახელგვარები, ვინც ქართველს ესროდა) და მისი ლოზუნგი: ქართველნო ერთად ღვთისაკენ - სხვა არაფერი იყო თუ არა რელიგიური ფაშიზმის დასაწყისი. თითქმის პარალელურად დაიკავა საკუთარი, დღემდე ურყევი ადგილი მტრის სახის კატეგორიაში დასავლეთმა, რომლის ყველაზე ტიპური გამოხატულება მასონური შეთქმულების შესახებ გამოხატულება მითია. ოდნავ მოგვიანებით ამავე კატეგორიას მიემა რელიგიური უმცირესობების მიმართ აგრესიაც. მოხდა ამ კატეგორიის ადამიანების უკიდურესი სტიგმატიზაცია და გარიყვა. ისინი გამოცხადნენ უცხოეთის მიერ საქართველოს გასანადგურებლად მოსყიდულ და დაქირავებულ სექტანტებად. რელიგიური უმცირესობების დარბევა და მათდამი სიძულვილის ნთხევა დიდი ხნის მანძილზე იყო მრევლის შეკავშირებისა და შიგა შეკავშირებულობის გამყარების ეფექტური მეთოდი. მტრის ხატი ძალიან გაამდიდრა სპეციუფიკურმა აპოკალიპტურმა ტექნოფობიამ, რომლის ყველაზე ტიპური გამოვლინება მეუფე იობ აქიაშვილი და მოძრაობა ანტი-ID-ია. უცნაური სწორედ ისაა, რომ მტრის ხატის სქემაში მეზობელი რუსეთი არათუ არ ჩაჯდა, პირიქით, მის შესახებ ერთმორწმუნეობის მითის და ჩვენი მხსნელის იმიჯის გამყარებაც კი მოხდა. იგივე მეუფე იობის კურთხევით მოსაუბრე მღვდლებმა 200 წელს რუსეთის მიერ ჩამოგდებულ ბომბებს ზეციური, ბილწი დასავლეთისაგან თავის დასაცავად მოვლენილი ღვთიური ყუმბარები უწოდეს. ყველაზე ეფექტური მრევლში ნეგატიური ენერგიის აღმოცენებისა და აგრესიული მობილიზაციისთავის მაინც სექსუალური უმცირესობებისაგან შექმნილი მტრის ხატი აღმოჩნდა. ამის მიზეზი ალბათ ბევრია, მათ შორის ალბათ უმთავრესი მათი კომპლექსურად მიუღებლობის წარმოჩენაა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მტრის ამ კატეგორიაში ერთმანეთს შეერწყა მტრული დასავლეთი, განსხვავებული ეთნოსებისადმი სიძულვილი (ვინაიდან ზოგიერთ ქვეყანაში ისინი ინტეგრირებულები ან სულაც იურიდიულად თანაბარუფლებიანები არიან ქორწინების უფლების ჩათვლით), განსხვავებული კონფესიებისადმი სიძულვილი (რადგან კონფესიათა უმრავლესობას ჰუმანური მიდგომა გააჩნიათ განსხვავებული სექსუალური იდენტობის მქონე პირებისადმი). შესაბამისად, ეს თემა იქცა საშუალებად ეკლესიისა, მოახდინოს ადამიანების პროვოცირება და მათი აგრესიული დარაზმვა ამ ჯგუფისადმი მიკუთვნებული პიროვნებების წინააღმდეგ. ვინაიდან მტრის ხატი მუდმივად განახლებასა და გამოკვებას საჭიროებს, თანდათანობით ყველა განსხვავებული (ხშირად სრულიად უმნიშვნელო განსხვავებულებისაც) ტიპის ადამიანის სტიგმატიზაცია და დემონიზაცია მოხდა. ადამიანთა ერთ-ერთი ჯგუფი, რომლის წინაღმდეგაც ყველაზე მძლავრად იქნა დემონიზაცია-დისკრიმინაციის სტრატეგია გამოყენებული მთელი ამ პროცესის განმავლობაში, იყვნენ ნამდვილი ქრისტიანული ფასეულობებისა და აზროვნების მქონე მართლმადიდებელი სასულიერო პირები თუ თეოლოგები. ბევრი მათგანი იძულებული გახადეს დაეტოვებინა ხარისხი ან ქვეყანა, ან სამუდამოდ დაედო საჯარო მდუმარების, უმოქმედობისა და ბოროტების შეუწინააღმდეგობის აღქმა. ვინაიდან ამგვარად საზოგადოებრივი აზრის ფორმაციის პროცესის მართვის სადავეები ექსკლუზიურად ჩაიგდო ხელში ეკლესიის შიგნით არსებულმა აგრესიულმა ფრთამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მეთაურობით, მოხერხდა საზოგადოებისა და ყოფითი კულტურის იმგვარად წარმათვა, რომ ყველა, ვინც დადგენილი, უაღრესად შეზღუდულ კრიტერიუმებში არ ჯდება - არის მიუღებელი, მტერი. უფრო მეტიც, მათ არ აქვთ საქართველოში „წმინდა, წილხვედრ მიწაზე“ არსებობის უფლება. უკიდურეს შემთხვევაში არ აქვთ საჯაროდ ისეთად არსებობის უფლება, როგორებიც არიან. დაფარულში კი, ბატონო. ქვეყანა და კულტურა, რომელიც მრავალფეროვნების ნიშნის ქვეშ ვითარდებოდა კულტურული თვალსაზირით და შემწყნარებლობის საკმაო ისტორიული მაგალითებიც მოეძევება საკუთარ წარსულში, თვალსა და ხელს შუა სიძულვილით სავსე, ტოტალურად მაკონტროლებელ კაცთმოძულე სისტემად იქცა. შესაბამისად, საკითხი აღარ ეხება, ეკლესია მიიჩნევს თუ არა ჰეტეროსექსუალური ქორწინების მიღმა განხორციელებულ სექსუალურ კავშირს ცოდვად. საუბარია, რამდენად თანასწორუფლებიანია ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე იურიდიული თვალსაზრისით, რამდენად აქვს ნებისმიერ ჩვენგანს უფლება, არსებობდეს საჯაროდ იმ სახით, როგორებიც ვართ. საგულისხმოა, რომ ამჯერად ლგბტ პიროვნებების საქართველოში საჯაროდ გამოჩენა ჯერ მამა დავით ისაკაძემ წარმოაჩინა საფუძვლად ღვთის რისხვისა, რომელიც, მისივე თქმით, ავღანეთში ქართულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმისას სამი ქართველი ჯარისკაცის გარდაცვალებაში გამოიხატა. იგივე აზრი, რომელიც თეოლოგიურ აბსურდსა და რელიგიურ ფაშიზმს წარმოადგენს, სამწუხაროდ, არაპირდაპირ პატრიარქმა ილია მეორემაც გაიმეორა. ანუ ამ ადამიანების წარმოჩენა მოხდა პირდაპირ რელიგიურ-ნაციონალისტურ კონტექსტში და არა თუნდაც მხოლოდ ეთიკური შეფასებისა. სამწუხაროდ, აზროვნების ეს სქემა და ამოტრიალებული ფასეულობათა სისტემა ის უმთავრესი რამაა, რაზეც მართლაც არსებობს საზოგადოებრივი კონსესუსი და ეს ფაქტორი ნამდვილად დადებითი ფასეულობების ჩამოყალიბებას აბსოლუტურად გამორიცხავს. ამ კუთხით ნიშანდობლივია ის, რომ აქციაზე უამრავი ადამიანის უმოწყალოდ ცემა მხოლოდ უბრალო ეჭვის საფუძველზე, გრძელი თმების, არატიპური ჩაცმულობის გამო და მსგავსი მიზეზების გამოც მოხდა. ანუ ვინც სტერეოტიპულ ჩარჩოში არ ზის, ყველა იქნება გვემული და დაჩაგრული. აი, სწორედ აქ მივდივართ საკითხთან, სად მთავრდება ეკლესიის მოქმედების უფლება სახელმწიფოსთან მიმართებაში და რამდენად აქვს მომხდარს პოლიტიკური ხასიათი. საკითხის ნათლად გარკვევისათვის უახლოესი ისტორიის მცირე ექსკურსს აქაც ვერ ავცდებით. იგივე 90- იანი წლების დასაწყისში, მაშინ, როდესაც ეკლესია (უფრო სწორად კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე) ძველი აღთქმისეულსა და პაგანისტურ თეოლოგიას ავითარებდა, პარალელურად პოლიტიკური კონცეფცის გამომუშავებასაც ახდენდა. ამ ხედვის მთავარ არსს წარმოადგენს შეხედულება, რომ სახელმწიფო, როგორც ასეთი, არის ეკლესიის ქვეშევრდომი, წარმოადგენს რა მისი მრევლის სოციალურად ორგანიზებულ სტრუქტურათა ერთობლიობას. საინტერესო ისაა, რომ ეკლესიის მხრიდან სახელმწიფოსადმი ასეთი აბსორბციული (მშთანთქმელობითი) დამოკიდებულება ემყარება საქართველოს შესახებ გამოგინილ ისტორიებსა და კულტურული მესხსიერების მახინჯ ინტერპრეტაციებს. განსაკუთრებით ისეთ იდეებს, თითქოს ეკლესია ყოველთვის კარნახობდა სახელმწიფოს, თუ როგორ უნდა ემოქმედა, რომ ყველა მეფე თავისი მოძღვრების კურთხევითა და მითეთებებით მოქმედებდა და ა.შ. ზვიად გამსახურდიას პოლიტკური რეჟიმის გაკოტრებამ რელიგიური ფაშიზმის ერთგვარი სტაგნაცია გამოიწვია, ხოლო მალევე სქართველოში დაბრუნებულმა ედუარდ-გიორგი შევარდნაძემ ეკლესიას პირდაპირ მიანიშნა, რომ უსაზღვრო მოქმედების უფლება მხოლოდ საკუთარ ფარგლებში შეეძლო.მან ძალიან ბევრჯერ მიუთითა ეკლესიის იერარქთა შესახებ არსებული კომპრომატების შესახებ და ალბათ ამის გამოც სახელმწიფო, გარეგნულად მაინც, ყველაზე სეკულარულად სწორედ ამ დროს გამოიყურებოდა. თუმცა სუსტი სახელმწიფოს და თავად პრეზიდენტის ოდიოზურობის გამო კათოლიკოს პატრიარქის პოპულარობა უზომოდ იზრდებოდა, ხოლო საპატრიარქო პოზიციებს იმყარებდა. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, რელგიურ-ნაციონალური ფაშიზმი და საპატრიარქოს განუზომელი ძალაუფლება, გაძლიერება და გაასკეცების პროცესი სწორედ ვარდების რევოლუციის პირობებეში მოხდა. მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურმა გუნდმა თავდაპირველად მოინდომა სახელმწიფოს ეკლესიისაგან ემანსიპაცია და სეკულარული სახელმწიფოს შექმნა, თუმცა უდიდესი წინააღდეგობის გამო ჩანაფიქრზე უარი სთქვა და საპატრიარქოსთან გარიგებაში შევიდა. უფრო მეტიც, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპატრიარქოს მოთხოვნით ეკლესიის შიგნით შემორჩენილი ჯანსაღი ფრთის სრული დისკრედიტაცია მოახდინა, რაც ყველაზე საჯაროდ მისი განცხადებით დაადასტურა, როდესაც ჟურნალისტებს საეკლესიო პრობლემატიკის გაშუქება აუკრძალა. ფატალური მოვლენები, რომლებმაც საპატრიარქო უძლეველ ბაყბაყდევად აქცია, იყო მისი უპირობო დაფინანსება ბიუჯეტიდან გამოყოფილი მილიონებითა თუ უამრავი სხვა სახის ფინანსურ-მატერიალური დახმარებით, საპატრიარქოსა და პატრიარქის შერაცხვა ეროვნული სულისა და საქართველოს გადამრჩენად, ამ ინსტიტუსადმი სახელმწიფოებრივი შეუვალობის არგამოჩენა და კიდევ უამრავი რამ. არგუმენტი, თითქოს პირივილეგიებისა და ფინანსების გაზრდა ქვეყნის მაშინდელ განვითარებას მოეტანოს, მცდარია, რადგან, მაგალითად, დაფინანსება სწორედ 2008 წლის მერე გაეზარდა ეკლესიას. ეს იყო აშკარა ხარკი სანაცვლოდ საპატრიარქოს ომის ამბების გამო მოსახლეობაში ნდობადაკარგული მთავრობის წინაღმდეგ უმოქმედობისა. რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, საპატრიარქო მიღებულ მატერიალურ დოვლათს დიდწილად ახალგაზრდების ინდოქტრინაციასა და ხსენებული აგრესიული იდეოლოგიით დამუხტვას მოახმარს დღემდე. ბათუმშემოქმედელ მიტროპოლიტსა და პატრიარქის ძმისშვილ დიმიტრი შიოლაშვილისადმი გამოყოფილი მთლიანი თანხის მესამედიდან გულუხვად ფინანსებდა მართმადიდებელ მშობელთა კავშირი და მისი შვილობილი ორგანიზაციები. უამრავი სასულიერო პირი (ტიპური მაგალითი:მამა თეოდორე გიგნაძე) ინტენსიურად ატარებს უნივერსიტეტებსა თუ სხვა მსგავს დაწესებულებაში ღია ლექციებს, სადაც დაუფარავად ქადაგებდნენ რაზისმს, რელიგიურ და ეთნიკურ შუღლს, იდეებს, რომ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები ავადმყოფები არიან და მათი ძალადობრივი მეთოდებით განკურნება შესაძლებელია. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ერთი შეხედვით ტექნოფობმა სასულიერო წოდებამ ინტენსიურად და ნოყიერად დაიწყო სოციალური ქსელებისა თუ სხვა ტიპის ინტერნეტ- რესურსების, ასევე ინდოქტრინაციის მიზნით, ინტენსიური გამოყენება. მაგალითად, მოძრაობა „კვირიკეს“ მეთაურმა მამა გიორგი ყიფშიძემ ფეისბუქის საშუალებით 40 000 თასამდე ადამიანის მხარდამჭერის მოპოვება შეძლო. ამ მიზნით აქციაც კი წამოიწყო, ვინც მოძრაობის ფანკლუბში კონკრეტული რაოდენობის ადამიანის გაწევრიანებს შესძლებდა, მის სახელს დიდი მარხვის განმავლობაში წირვაზე იხსენიებდა.სამწუხარო ისაა, რომ მიმდევართა უდიდესი ნაწილი სკოლის მოსწავლეები არიან და მათი ცნობიერება უკვე აგრესიული და ობსკურანტული კუთხითაა ფორმირებული. მოკლედ რომ ვთქვათ, სასულიერო პირების უდიდესი ნაწილი წლების განმავლობაში გეშავდა საკუთარი მრევლის წევრებს განსხვავებულების თავპირის დამტვრევის მიზნით. სამიზნე ნომერი პირველი კი, რა თქმა უნდა, ლგბტ თემის წარმომადგენლები იყვნენ. ნებისმიერი გეშვა არის მზადება ნადირობისათვის. ჰოდა, ეს დღეც დადგა. ვინაიდან ეკლესია ივანიშვილისა და მისი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლას საკუთარ დამსახურებად თვლის (არცთუ უსამართლოდ), გაჩნდა იდეა, რომ საპატრიარქოს ძალადობრივი ქმედება უფრო შეუზღუდავი და ყოვლისმომცველი გახდებოდა. ამ წინათგრძნობას ამყარებდა ხელისუფლების ნაბიჯიც, რომელმაც ასევე აგრესიული ორგანიზაცია „სახალხო მართლმადიდებელი მოძრაობისა“ და იგივეს მ.მ.კ.-ს ძალადობის გამო დაკავებული წევრები ციხიდან პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გაათავისუფლა და ამ გზით მათ უფლებადამცველებად ტრანსფორმირებასაც შეუწყო ხელი. თავისუფლად მოქმედების მადა გაუღვივდა ასევე ციხიდან გამოსულ ძლადობისა და დარბევების ლეგენდა ბასილ მკალავლიშვილსაც, ოღონდ წინა პერიოდებისაგან განსხვავებით, ეხლა უკვე ოფიციალური ეკლესიის კურსი მისას 100%-ით ემთხვეოდა. კითხვას, მოუწოდა თუ არა საპატრიარქოს და პატრიარქის განცახადებებმა მრევლს ძალადობისაკენ, ცალსახა პასუხი აქვს: დიახ, რა თქმა უნდა. უბრალოდ გამაოგნებელია ის სიცბიერე, რაც ამ განცხადებების წყობას ახლდა თან. უპირველესად აღსანიშნავია ის, რომ ჰომოფობიის საერთაშორისო დღე და მისი აღნიშვნა სამღვდელოების მხრიდან გეიალღუმად გასაღდა, შემდეგ მმკმ და ძალადობისთვის ნასამართლევ ადამიანთა ორგანიზაციამ ლგბტ თემის საწინააღდეგო პარალელური აქცია დააანონსა და გამამართლებელ არგუმენტად მათი არსებობით უმრავლესობის უფლებების შელახვა და პროპაგანდისტული ხასიათი დაასახელეს. შემდეგ კი საპატრიარქომ მისივე დაარსებული რელიგიური საბჭოს წევრი სუბიექტები დაითანხმა, ხელი მოეწერათ საოცრად ორაზროვან ტექსტზე, რომელსაც ხელმოწერის შემდეგ კიდევ შეუცვალეს შინაარსი და საკუთარი მოთხოვნის ერთგვარ შესავალ განცხადებად აქციეს. აქციამდე ერთი დღით ადრე კი პატრიარქმა მთავრობასა და თბილისის მერიას მოუწოდა, არ დაეშვა ლგბტ თემის მიერ დაგეგმილი აქცია და აღეკვეთათ იგი. დადგა საკითხი, რამდენად ვართ სახელმწიფო და რამდენად ძალუძს მას დაიცვას ჩვენი უფლებები. კონსტიტუციის, სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი საფუძვლის საკითხი ყველაზე კარგად კრიტკულ სიტუაციებში ვლინდება ხოლმე. პოლტიკური ლიდერების რიხიანი განცხადებები ფორმალობად იქცა და აგრესიით დამუხტულმა მრევლმა, სასულიერო პირების წინამძღოლობით, ერთი ხელის მოსმით მოახდინა დემონსტრირება, თუ ვინ წყვეტს საქართველოში ფუნდამენტურ სოციო-პოლიტიკურ საკითხებს. სამღვდელობამ თავის მრევლთან ერთად ჯერ პოლიციის კორდონები გაარღვია (უმრავლეს შემთხვევაში აიძულა ისინი) და შემდგომ კი გულმოდგინედ შეუდგა ყველა საეჭვო პირის ცემა-ტყეპას. ადამაინების რაღაც რაოდენობა ძალიან სერიოზულადაც კი დაშავდა. პატრიარქის საქმეთა მწარმოემებლმა და პირადმა წარმომადგენელმა, ქორეპისკოპოსმა იაკობმა მომხდარს საქართველოს ნამდვილი იდენტობისა და მეობის ზეიმი უწოდა( ). არც ირიბი მუქარა დავიწყებია იმათი მისამართით, ვინც ამ ყველაფერს კრიტიკულად აფასებს, იქნება ეს ხელისუფლება თუ საპარლამენტო უმცირესობა. წარმომდიგენია ეკლესიის რეაქცია, თუ ხელისუფლება დამნაშავე მღვდლების დაკავებას გადაწყვეტს. არადა კანონის უზენაესობის გარეშე სახელმწიფოდ უბრალოდ ვერასოდეს შევდგებით. სამწუხაროა, რომ ეკლესია არ ითვალისწინებს გაკვეთილებს საკუთარი ისტორიული გამოცდილებიდან. სულ რაღაც ერთი საუკუნის წინ, ცარიზმის პერიოდში ეკლესიის მოქმედება იმდენად მიუღებელი გახდა მრევლის უდიდესი ნაწილისათვის, რომ მისი ფიზიკური განადგურებაც კი გადაწყვიტეს. ასევე საინტერესოა არც ისე დიდი ხნის წინ (80-იანი წლების დასაწყისი) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შიგნით მომხდარი მოვლენები, როდესაც უამრავი სასულიერო პირის დისკრედიტაცია სწორედ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით მოხდა და თავად პატრიარქსაც ბრალდებად საეკლესიო იერარქიაში მათი . სამწუხაროა, რომ საქართველოში ძალადობად მხოლოდ ხილვადი, აშკარად იდენტიფიცირებადი ქმედება ფასდება ამ ტერმინით და არც იურიდიულად, არც გააზრების დონეზე არ ხდება კულტურული და სტრუქტურული სახის ძალადობის აღმოფხვრაზე ზრუნვა, რომელიც ხშირად წარმოადგენს საფუძველს ფიზიკური ძალადობისა. გარდა იმისა, რომ ილახება ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, იზღუდება სახელმწიფოს ფუნქციები, შავდებიან უდანაშაულო ადამიანები და აგრესია მკვიდრდება აზროვნების, ცხოვრების წესად, ადგილი აქვს კიდევ ერთ, ჩემთვის, როგორც მართლმადიდებელი თეოლოგისათვის, მნიშვნელოვან ნეგატიურ მოვლენას: ადამიანებს აძულებენ, ქრისტეს და ეკლესიას, რომელიც წესით სწორედ ქრისტესმიერი სიყვარულის, კაცთმოყვარეობის, ჩაგრულთა დაცვისა, სიხარულის და ჰარმონიის გამავრცელებელი უნდა იყოს დედამიწაზე. მომხდარზე პასუხიმსგებელი ვართ ყველანი: მოქალაქეები, რადგან თანხმდებიან საპატრიარქოსათვის ფულის გადახდას ყოველგვარი მოკითხვის გარეშე, სად მიდის ეს თანხა, წინა მთავრობის და დღევანდელი საპარლამენტო უმცრესობის წევრები, რამეთუ სწორედ მათ შეუწყვეს ხელი სიტუაციის ამ კონდიციამდე მისვლას, ახალი ხელისუფლების წევრები, რომლებიც აგრძელებენ წინას მიერ დამკვიდრებულ მანკიერ პოლიტიკას ეკლესიასთან მიმართებაში, ჟურნალისტები - ვინაიდან წლების განმავლობაში ამკვიდრებდნენ სიძულვილის ენას, ან პირიქით, ვითომც განსხვაებული ორიენტაციის ადამიანების დადებითად წარმოჩენის სურვილით ახდენდნენ მათ სტიგმატიზაციას, ყველა მეცნიერი, რომელიც არ ეწინააღმდეგება საზოგადოების არამეცნირული აზროვნებით გაჯერებას, ყველა ის სამოქალაქო (მაგ. ენჯეო) სექტორში მოღვაწე ადამიანი, რომელიც ხელფასს ადამიანთა უფლებების დაცვისათვის იღებს და გადამწყვეტ მომენტში სწორედ ამ უფლებების ძალადობრივად შელახვას უჭერს მხარს და ა.შ. მომხდარი, ბუნებრივია, ცალსახად ნეგატიური მოვლენაა, მაგრამ, მეორე მხრივ, კარგია, ჩვენ წინაშე საკუთარი საზოგადოების მდგომარეობა გაშიშვლდა და გამოაშკარავდა. მომხდარზე პასუხი უნდა აგოს ყველა სასულიერო თუ საერო პირმა, რომელსაც აგრესიისა და კაცთმოძულეობის გავრცელება ღვთისთვის სათნო საქმე ჰგონია; უპირველეს ყოვლისა კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, როგორც ეკლესიის მეთარუმა, ერთი მხრივ, და როგორც მთელი ამ აგრესსიული აზროვების დამამკვიდრებელმა პიროვნებამ. საინტერესოა, ვინ და როგორ გააკეთებს ამას. ლომს თუნდ ცალთვალას ვინ შეჰბედავს ელამი ხარო? http://www.netgazeti.ge/GE/105/opinion/19763/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 21, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 21, 2013 (edited) სუსტი დამარცხდება ძლიერი გაიმარჯვებს, ესაა მუდმივი პრინციპი,საქ ეკლესიის მხარეს არ იმყოფებიან ინტ. ძალები შესაბამისად ის დიდი წნეხის ქვეშ მოხვდება, მთავარი არა რაოდენობა არამედ ხარისხია, საქ. მართლმადიდებლური ეკლესია საკმაოდ ტლანქი, არაორგანიზებული ძალაა, სადაც ყველა თავის მხარეზე ექაჩება, ენჯეოშნიკები კი წერტილოვან დარტყმებს ახდენენ, მათ უკან სერიოზული ინტ. ინსტიტუტები დგას, მათ კარგად იციან ინფორმაცია როგორი ფორმით უნდა მიაწოდონ საზოგადოებას, მაგრამ ამასთან ერთად ენჯეოშნიკების სისუსტე ისაა რომ ისინი არ სარგებლობენ ნდობით, ხოლო ეკლესია მიუხედავად ვერცხლის მოყვარე და გაუნათლებელი სასულიერო პირებისა კიდევ დიდხანს შეინარჩუნებს ნდობას, საკმარისია კონსერვატული განწყობილების და ასეთი შეადგენს საქ. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გადააწყდეს თუნდაც ერტ მისთვის მისაღებ სასულიერო პირს და ისევ ამუშავდება რწმენისა და ნდობის მექანიზმი, ენჯეოებს არ შეუძლიათ მისცენ ხალხს არც მატერიალური კეთილდღეობა არც სულიერი სიმშვიდე, ეკლესია კი ადამიანებს აძლევს სიმშვიდის, იმედის განცდას, გარდა ამისა რაც უფრო შედის ადამიანი ასაკში მით უფრო კონსერვატორი ხდება, ახალგაზრდობაში თავისუფალი, ლაღი, პოფიგისტი, შვილის ყოლის შემთვევაში დინჯდება და პატრიარქალური ურთიერთობების მომხრე ხდება, მარტივი მექანიზმია, ახალგაზრდობაში გულაობდა და ყირაზე გადადიოდა, მოსწონდა მოგულავე ქალები, შეეძინა გოგონა, ხოდა ეს თავისუფალი სულის, ველური დასავლეთის მოყვარული ადამიანი ნერვებზე ითხრება როდესაც თავის გოგონას ვიღაც მასტთან ხედავს, ან გამომწვევად აცვია, ანდა ჰყავს ბიჭი, რომელიც ცოლის მოყვანას აპირებს, ხოდა უნდა რომ რძალი იყოს წყნარი, დამჯერი "ქალიშვილი", ცხოვრება საკმაოდ სასტიკი და ცინიკურია და ადამიანს ინტერესებიდან გამომდინარე ეცვლება ფასეულობები Edited May 21, 2013 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.