Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ნანახი მაქვს კადრები თუ როგორ დაარბიეს გეი პარადი სერბეთში,სასულიერო პირებისთვის თვალი არ მომიკრავს, ან ეს პრაქტიკულად არ იყო შესამჩნევი, ძირითადად საფეხბურთო კლუბ სერებრა ზვეზდას გულშემატკივრები აქტიურობდნენ,ჩვენთან კი "მრევლს" მამაოები წარუძღვნენ წინ,მე პირადად კარგად მაქვს გაცნობიერებული თუ რა ზიანი მოაქვს ელგებეტე მოძრაობას საზოგადოებისთვის, მესმის რომ ეს ბოროტებაა, მაგრამ ყველაფერს თავისი ფორმა აქვს, თუკი გსურს ელგებეტე მოძრაობის დამარცხება უნდა შეგეძლოს დისკუსიის საშუალებით გაიმყარო შენი პოზიციები, რაც შეეხება ძალადობას, ესეც შესაძლებელია ოღონდა სხვა ფორმით :) სულაც ფარულად, კამერების გარეშე, პროფესიონალურად, ისე რომ "გამოძიებამ" ვერც ვერაფერი დაადგინოს, ამასთან ერთად ელგებეტესჩიკებს გაუჩნდეთ შიშის გრძნობა, ეხლა კი რა ხდება, ველური მართლმადიდებლები მივუცვივდით საცკალ გეებს, ცივილიზირებულ, განათლებულ, კულტურულ და რაც მთავარია მართალ ხალხს, მივუვარდით როგორც ბრბო ფუნდამენტალისტები, დედის გინებებით, ქვებით, ჩემს ირგვლივ მყოფი არალიბერალი, კონსერვატორი ზომიერად მორწმუნე ადამიანები აღშფოთებულები არიან სასულიერო პირების ქმედებით, ეხლა წარმოიდგინეთ რას იფიქრებენ ჩვენს რწმენაზე ახალგაზრდები, სამწუხაროდ ქართული მართლმადიდებლობა დღეს გაიგივებული გახდა სიბნელესთან და ძალადობასთან და ვისი ბრალია ეს? ჩემი პატივისცემის მიუხედავათ და ვთვლი რომ ილია მეორე ნამდვილად დიდი ადამიანი და ქრისტიანია, ის ვერ ახერხებს ეკლესიის მართვას, მაქვს შესაძლებობა შევადარო ჩვენი ეკლესია სხვა მართლ. ეკლესიებს, იქაცაა პრობლემები, არავის არ ვაიდეალებ, მაგრამ აი ინტელექტუალური დონე ძალიან დაბალია, დისციპლინა არ არსებობს, ქვეყანაში უმუშევრობაა და ადამიანების გარკვეული ჯგუფი იქ საკუთარი ჯიფისთვის მიდის, ან შესაძლოა ვერცლის მოყვარე არაა მაგრამ სხვა ამბიციებს იკმაყოფილებს, ხოლო გლობალიზაციის პირობებში საქ.მართლმადიდებლურ ეკლესიას ჰყავს მოწინააღმდეგეები, ორგანიზებული და ინტელექტუალური ძალა, რომელიც კარგად იყენებს სასულიერო პირების სისუსტეებს და აკეთებინებს იმას რაც სურთ, ძალიან ადვილი განსასაზღვრული თუ როგორ მოიქცევიან ისინი, შესაბამისად მათ წინააღმდეგ ქმედება მარტივია
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 66
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

mama

დ. თუთაშხიას კომენტარი 17 მაისის მოვლენებზე: თქვენ ის ხალხი არ ხართ გამბედაობა რომ გეყოთ და რუსებს ესროლოთ, თქვენ ის დედამხდალები ხართ, რომლებიც უიარაღო 20 ქართველს ჩასაქოლად დასდევდენ თბილისის ქუჩებშ

mama

მე კი მინდა მივულოცო ათეისტებს და ანარქისტებს, დანო და ძმანო გილოცავთ გუშინდელ დღეს როგორც იქნა აღსრულდა ოცნება.... :v: ეკლესიას მშვიდობის, კაცთმოყვარეობის, მიმტევებლობის და ასე შემდეგ ნიღაბი ჩამოუც

მაკიაველი

ეკლესიამ საქართველოში გუშინ აჩვენა რეალური ძალა !   გამოკითხვების მაღალი პროცენტი --- რეალურ , ფიზიკურ რაოდენობაში დაანახა საქართველოს და დასავლეთს .   -----------------------   პაივცემულო ამერიკე

ნტერვიუ მახათას მთის მთაწმინდელი მამების სახელობის ეკლესიის ღვთისმსახურთან, დეკანოზ იაკობ მახნიაშვილთან

 

როგორ შეაფასებდით იმას, რაც 17 მაისს თავისუფლების მოედანზე მოხდა?

 

ახლა ყველა საუბრობს იმის შესახებ, რომ რაც მოხდა, ძალიან ცუდია, კოშმარია, მაგრამ დღეს ჩვენ დავინახეთ საკუთარი სახე, დავინახეთ, რა მდგომარეობაში ვართ, დავინახეთ, როგორი ქრისტიანები ვართ.

 

უკანასკნელი 20 წლის მანძილზე ადამიანები დაბრუნდნენ ეკლესიაში, ჩაებნენ რიტუალურ-რელიგიურ ცხოვრებაში, მაგრამ დღეს თვალნათლივ გამოჩნდა, სად ვართ და რამდენად გვაკლია ინტელექტი და ცოდნა. ამის გარეშე კი ეკლესიური ცხოვრება ფანატიზმია. მოციქულები, რომლებიც უბრალო მეთევზეები იყვნენ, ხშირად ვერ იგებდნენ იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის არსს, მას ამქვეყნიურად, მატერიალისტურად უყურებდნენ, სწორედ ამიტომ აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს, სულიწმინდა გარდმოვიდა მათზე და ცოდნა მიენიჭათ. მოციქულებმა ამის შემდეგ შეძლეს მათ სწორი ორიენტირება სარწმუნოებრივ ცხოვრებაში.

 

ეკლესიაში დღეს პოპულარულია აზრი, რომ მთავარია რწმენა, ცოდნა კი აუცილებელი არ არის. ეს ალბათ თავის გამართლების მცდელობაა. საზოგადოებას კითხვები დაუგროვდა, ჩვენ კი ვპასუხობთ, ბევრით ნუ დაინტერესდები, თორემ დაიბნევიო.

 

დღეს ვნახეთ ძალადობა, არანაირი სიყვარული, არანაირი თანაგრძნობა, მხოლოდ ძალადობა. უახლოეს წარსულში ბევრი მიტინგი და გამოსვლა გვახსოვს. მაგრამ ის ზიზღი, რაც დღეს ვნახე, ადამიანების თვალებში არასდროს მინახავს. დღეს ჩემთვის ცხადი გახდა, თუ რა მასშტაბებს იძენს აგრესია, თუკი იგი რელიგიურობით არის მოტივირებული. ამიტომაც იყო, რომ ყველაზე სასტიკი ომები, რაც კი კაცობრიობას უნახავს, სწორედ რელიგიური ომებია. ძალადობის დროს ყველა ადამიანს შიში აქვს - ვაითუ, ღმერთმა მიწყინოს, ვაითუ, დავისაჯო, მაგრამ როცა იცი, რომ მწვანე გაქვს ანთებული ეკლესიისაგან, იერარქებისაგან და ფიქრობ, რომ თვით ღმერთისაგანაც კი, მაშინ, განსაკუთრებით სასტიკი ხდები.

 

თქვენ ფეისბუქზე დაწერეთ, რომ დღეს ქართული ქრისტიანული კულტურას ხაზი გადაესვა. რას გულისხმობდით?

 

მე ის დავწერე, რაც თვალნათლივ დავინახე და ეს მარტო ჩემი აზრი არ არის. მათ, ვინც ქუჩაში იდგნენ და აქციას შორიდან აკვირდებოდნენ, ყველამ დაინახა, რა მდგომარეობაში იყვნენ ეს ადამიანები. აქციაზე მოვიდნენ ადამიანები ხატებით, სტიქარებით… განსაკუთრებით აგრესიულები სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ. ზრდასრული ადამიანები იმდენად არ აქტიურობდნენ.

 

ქრისტიანული კულტურა გულისხმობს ზრდილობას, თავმდაბლობას, სიმშვიდეს. ხშირად ამბობენ, რომ ჩვენი წინაპრები ამას ვერ აიტანდნენო, მაგრამ ჩვენი წინაპრები ასე საცემად უიარაღო ადამიანზე არ გაიწევდნენ. დღეს გოგონებს უტყეს. ღვთის წყალობაა, რომ ეს ადამიანები გაერიდნენ, თორემ აუცილებლად დაიღვრებოდა სისხლი. ამ მასის შეჩერება შეუძლებელი იყო.

 

ლესელიძეზე სასულიერო პირები რომ ჩავდიოდით, ის ადამიანები, რომლებიც ლოცვით გარბოდნენ (ეს კადრებშიც ჩანს), შემდეგ, როცა უკან ბრუნდებოდნენ, იგინებოდნენ, სასულიერო პირს რომ დაინახავდნენ, თავს მოიდრეკდნენ, კურთხევას გვთხოვდნენ და გვეუბნებოდნენ, “ქრისტე აღდგა!”

 

ის ხალხი, ვინც დღეს ვიხილეთ, გაურკვეველ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მყოფი რელიგიური ფუნდამენტლიზმით მოწამლული ადამიანები იყვნენ. ქრისტიანობა კი მხოლოდ რელიგია არ არის, ის რელიგიაზე მეტია, რადგან ქრისტიანობა მჟღავნდება ადამიანის სიყვარულში, როგორიც არ უნდა იყოს ეს ადამიანი. ქრისტიანობის მიხედვით ადამიანის გადარჩენა მხოლოდ სიყვარულით შეიძლება. როცა იესო ქრისტე განკაცდა, მაშინ რომის იმპერია მსოფლიო ბატონი იყო. ცოდვები - მრუშობა, მამათმავლობა, გარყვნილება მთელ რომის საზოგადოებაში იყო მოდებული. მაცხოვარმა კი არ მოიძულა ეს საზოგადოება, პირიქით, სწორედ იმ დროს განკაცდა. და სწორედ ეს ხალხი, ვინც ადრე გარყვნილები იყვნენ, რამდენიმე წელიწადში ქრისტესათვის თავს სწირავდნენ. რა მოხდა? რა გარდატეხა მოხდა მათში? რამ შეცვალა ისინი? - მხოლოდ სიყვარულმა და თანადგომამ.

 

არის თუ არა საფრთხე, რომ ძალადობა კიდევ გაგრძელდეს?

 

ამის დიდი საფრთხეა. როცა ეკლესიამ მოუწოდა მრევლს გასულიყვნენ, მღვდლების ნაწილი გულწრფელად ფიქრობდა, რომ ბუფერულ ზონას შექმნიდა და შეძლებდა უმცირესობების დაცვასაც. იმისიც სჯეროდათ, რომ საზოგადოება მათ დაუჯერებდათ. ბევრი სასულიერო პირი ალბათ თვითონაც განცვიფრებულია იმით, რაც მოხდა. ეს დღე თითოეული სასულიერო პირისთვის კარგი მაგალითად უნდა იქცეს, რომ რელიგიით აღარ გავამძაფროთ ის აგრესია და სიძულვილი, რაც ადამიანებშია დაგროვილი. ჩვენი საზოგადოება, უკვე რამდენი წელია, მძიმე მდგომარეობაშია, სიდუხჭირე და ნერვიული დაძაბულობა მოქმედებს ადამიანებზე, მერე ის ცდილობს სხვისკენ წარმართოს ეს აგრესია.

 

თქვენ ამბობთ, რომ იქ იყვნენ სასულიერო პირები, რომლებიც არ მოუწოდებდნენ აგრესიისკენ?

 

შეუძლებელია, სასულიერო პირმა პირდაპირ მოუწოდოს ძალადობისკენ, მაგრამ მათი იქ დგომა იმ ადამიანებისთვის, ვინც ცდილობდა, საკუთარი ვაჟკაცობა დაემტკიცებინა, ძალადობის ნებართვა იყო.

 

ეს ყველაფერი, რაც 17 მაისს მოხდა, შეარყევს ეკლესიის ავტორიტეტს?

 

ამ დღეს შარშანაც მოხდა დაპირისპირება. მაგრამ მაშინ ეს ყველაფერი სასულიერო პირების ერთ ჯგუფს დაბრალდა, რომელიც ასე ფიქრობს და ჰგონია, რომ სიმართლეს იცავს. დღეს უკვე მთლიანად ეკლესიაა ჩაბმული.

 

ეკლესიას დიდი ავტორიტეტი აქვს, ეს ყველა გამოკითხვით დასტურდება. სასულიერო პირები დიდი პატივისცემით ვსარგებლობთ ხალხში, თუნდაც, ადამიანი მორწმუნე არ იყოს, თუნდაც, უმცირესობის წარმომადგენელი იყოს, მაინც პატივისცემას იჩენენ ჩვენს მიმართ. დღეს პირველად ვნახე, როგორი ცივი თვალებით შემომხედეს ადამიანებმა, იმის გამო, რომ სამღვდელო შესამოსელი მეცვა. გუშინ ქუჩაში მოვდიოდი და გავიგონე ვიღაცამ თქვა - “ხვალ ესენი იმათ გადაუვლიანო” - ანუ, სასულიერო პირები დღეს ძალადობის მოთავეებთან ვასოცირდებით

 

პატრიარქი ინტელექტუალური და ძალიან თბილი ადამიანია. დარწმუნებული ვარ, უმცირესობის წარმომადგენლები, ვინც დღეს აქციის გამართვას ცდილობდნენ, მასთან რომ მისულიყვნენ, დიდი სიყვარულით მიიღებდა. მაგრამ საზოგადოების დაკვეთა ეკლესიის მიმართ დღეს სხვაა. როცა ეკლესიაში ვქადაგებ, ყოველთვის ვცდილობ, ქადაგება იყოს ინფორმაციული, იყოს ქრისტიანობის საფუძვლების შესახებ, არ იყოს ზედმატად მორალურ-ზნეობრივი, მიმთითებლური, არ იყოს მხოლოდ აკრძალვებზე დაფუძნებული, მაგრამ ვხედავთ, რომ მრევლის დიდ ნაწილს მოსწონს პოლიტიკაზე საუბარი, როდესაც ესმით ერთი მხარის ლანძღვა და მეორის - ქება.

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არანაერად არ დისკრედიტირდა ეკლესია,

:)

 

მე კი მინდმივულოცო თეისტებს დისტებს, დნო დძმნო გილოცვთ გუშინდელ დღეს როგორც იღსრულდოცნება.... :v: :v: ეკლესის მშვიდობის, კცთმოყვრეობის, მიმტევებლობის დსე შემდეგ ნიღბი ჩმოუცურდ :eshmak: :eshmak:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეკლესიამ საქართველოში გუშინ აჩვენა რეალური ძალა !

 

გამოკითხვების მაღალი პროცენტი --- რეალურ , ფიზიკურ რაოდენობაში დაანახა საქართველოს და დასავლეთს .

 

-----------------------

 

პაივცემულო ამერიკელებო !

 

თქვენი მილიონები ჩაყრილი ათასგვარ ნჯო-ში --- არის ფაფუ , ეს დაგანახათ ეკლესიამ .

 

გინდათ , გჭირდებათ საქართველო ? მაშინ არაა ბაზარი მაგრამ ადგილობრივი რეალიების გათვალისწინებით .

 

ახერხებთ ისრაელთან და საუდის არაბეთან მეგობრობას , მათი რელიგიური ფაქტორის გათვალისწინებით ----- კეთილი ინებეთ და საქართველოც ამ რიგში დააყენეთ .

 

ეკლესიამ გაჩვენათ , რაც არ უნდა ფული ჩაყაროთ ათასგვარ სირ ორგანიზაციებში , თუ გინდათ საქართველოში სიტუაციას ფლობდეთ -- ითანამშრომლეთ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან .

 

კარგად ნახეთ გუშინ ..... ბოკერია , სააკაშვილი , ხიდაშელი და უსუფაშვილი პლაცდარმს აქ ვერ შეგიქმნიან .... ბოლო სიტყვას ეკლესია იტყვის მაინც . ამიტომ გაითვალისწინეთ ეს ფაქტორი .

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეკლესიამ საქართველოში გუშინ აჩვენა რეალური ძალა !

 

გამოკითხვების მაღალი პროცენტი --- რეალურ , ფიზიკურ რაოდენობაში დაანახა საქართველოს და დასავლეთს .

 

-----------------------

 

პაივცემულო ამერიკელებო !

 

თქვენი მილიონები ჩაყრილი ათასგვარ ნჯო-ში --- არის ფაფუ , ეს დაგანახათ ეკლესიამ .

 

გინდათ , გჭირდებათ საქართველო ? მაშინ არაა ბაზარი მაგრამ ადგილობრივი რეალიების გათვალისწინებით .

 

ახერხებთ ისრაელთან და საუდის არაბეთან მეგობრობას , მათი რელიგიური ფაქტორის გათვალისწინებით ----- კეთილი ინებეთ და საქართველოც ამ რიგში დააყენეთ .

 

ეკლესიამ გაჩვენათ , რაც არ უნდა ფული ჩაყაროთ ათასგვარ სირ ორგანიზაციებში , თუ გინდათ საქართველოში სიტუაციას ფლობდეთ -- ითანამშრომლეთ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან .

 

კარგად ნახეთ გუშინ ..... ბოკერია , სააკაშვილი , ხიდაშელი და უსუფაშვილი პლაცდარმს აქ ვერ შეგიქმნიან .... ბოლო სიტყვას ეკლესია იტყვის მაინც . ამიტომ გაითვალისწინეთ ეს ფაქტორი .

ეკლესიის სიძლიერე განისაზღვრება არა ეკლესიის სიმრავლით, არა შენ წარმოიდგინე მრევლის რაოდენობითაც კი, არამედ სულიერი მდგომარეობით .

დაფინანსება გაეზრდებათ ელგებეტჩიკებს, მთავარი ძალა ინტელექტია და საზოგადოებასთან კომუნიკაციის უნარი, თანამედროვეობის გათვალისწინება, იმაჯრვბს ის ვისაც მეტი უნარი აქვს რეალობის აღქმის, ეკლესიას ჩამოშორდება ის ნაწილი ვისაც ზოგადად ჰუმანისტური მსოფლმხედველობა აქვს, ვინც გმობს ყველანაირ ძალადობასა და უსამართლობას, მაგრად მოგვხვდება კონსერვატორებს ღრანჭებში, ასეთ სისასტიკეს და არაადეკვატურობას არავინ გვაპატიებს,

ქრისტიანი უნდა იყოს მაგალითი ზნეობრიობის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:)

 

მე კი მინდმივულოცო თეისტებსისტებს, დნო დძმნო გილოცვთ გუშინდელ დღეს როგორც იღსრულდოცნება.... :v: :v: ეკლესის მშვიდობის, კცთმოყვრეობის, მიმტევებლობის დსე შემდეგ ნიღბი ჩმოუცურდ :eshmak: :eshmak:

მაგგათთვის ისედაც ჩამოხსნილი იყო ეგ ნიღაბი . მაგით უკეთესი გახდა სამყარო ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ასეთ სისასტიკეს და არაადეკვატურობას არავინ გვაპატიებს

და რა სისასტიკე დაინეხეთ ერთი ძალიან მაინტერსებს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

და რა სისასტიკე დაინეხეთ ერთი ძალიან მაინტერსებს?

ეტყობა \არ გინახავს კადრები, ერთი ჰეტერო მასტი დაიჭირეს, გეი ეგონათ და კინაღამ მოკლეს, ესაა ბრბო, ბრბოს წინ მიუძღოდნენ სასულიერო პირები, მე პირადად ჰომოფობი ვარ, პირდაპირ რომ ვთქვათ მძულს პიდერები მაგრამ სასულიერო პირების ასეთი საქციელი არ ჯდება არცერთ ნორმაში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo ერთი არაუშავს, მასიურად არავინ გალახულა და არ დაშავებულა, (სხვა ქვეყნებში რა შედეგებით მთავრდება კი იცით ) მამაოები კი რასაც ვუყურე არაფერს არ აშავებდნენ , მიდიოდნენ თავისი გზით,, ან ამ მამაოებზე ატეხილი აჟიოტაჟი არ მესმის კიდევ ,, იმ ანაფორის ქვეშ ადამინი არ არის? მასაც ყავს ოჯახი და შვილები, მასაც ააქვს ადამიანურად პროტესტის გამოხატვის უფლება. რახან ანაფორა აცვია იმიტომ უნდა გავკიცხო მისი საქციელი? ,, ჩემთვის იგივე მოქალაქეა როგორიც დანარჩენი მონაწილეები..
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგგათთვის ისედაც ჩამოხსნილი იყო ეგ ნიღაბი . მაგით უკეთესი გახდა სამყარო ?

სამყარო უკეთესი გახდება, როცა (თუ) მათ შეფსაც ჩამოეხსნება ნიღაბი.. :D

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

laciკაი რა , მაგარი ..... მამაოები დავინახე გუშინ და გული მერევე მაგათზე რა .პირველად ვამბობ ესეთ რამეს სასულიეროებზე. მეუფე იაკობი ხო საერთოდ ძველი ბიჭი ყოფილა .

 

Shatenილიას? არც მაშინ და არც არასდროს აწ და მარადის ბნელში იქნება ეს სამყარო . :hitler: :hitler:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მასაც ყავს ოჯახი და შვილები, მასაც ააქვს ადამიანურად პროტესტის გამოხატვის უფლება.

ეგ იყო ადამიანური პროტესტი?

რახან ანაფორა აცვია იმიტომ უნდა გავკიცხო მისი საქციელი?

ამაოს რო ბომჟზე მეტი მოეთხოვება რატო გიკვირს?

ჩემთვის იგივე მოქალაქეა როგორიც დანარჩენი მონაწილეები..

ცდები :)აგათ საზოგდოებრივი აზრრის ფორმირებაზე დიდი ზემოქმედებაქვთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...