Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

mama

 

ანრიზმი? ვერ მივხვდი

 

ეკლესია არავის და არაფრის მტერია, ერთეული მღვდლების დონეზე რატომ დაგყავს სარწმუნოება? თუ/როცა იურისტი კანონს არღვევს ეს კანონის ბრალია, თუ კანონის არასწორი გაგების

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 66
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

mama

დ. თუთაშხიას კომენტარი 17 მაისის მოვლენებზე: თქვენ ის ხალხი არ ხართ გამბედაობა რომ გეყოთ და რუსებს ესროლოთ, თქვენ ის დედამხდალები ხართ, რომლებიც უიარაღო 20 ქართველს ჩასაქოლად დასდევდენ თბილისის ქუჩებშ

mama

მე კი მინდა მივულოცო ათეისტებს და ანარქისტებს, დანო და ძმანო გილოცავთ გუშინდელ დღეს როგორც იქნა აღსრულდა ოცნება.... :v: ეკლესიას მშვიდობის, კაცთმოყვარეობის, მიმტევებლობის და ასე შემდეგ ნიღაბი ჩამოუც

მაკიაველი

ეკლესიამ საქართველოში გუშინ აჩვენა რეალური ძალა !   გამოკითხვების მაღალი პროცენტი --- რეალურ , ფიზიკურ რაოდენობაში დაანახა საქართველოს და დასავლეთს .   -----------------------   პაივცემულო ამერიკე

ანრიზმი? ვერ მივხვდი

 

ანიზმი :)

 

ეკლესია არავის და არაფრის მტერია

მტერია, თავისუფალი ადამიანის :)

 

თბილისი, 18 მაისი – საქართველოში გვიან ღამით დაბრუნებული მართლმადიდებლობა, გუშინ, 17 მაისს მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. რელიგიური მრწამსის განცხადებით გუშინ ის საქართველოში არ იმყოფებოდა და საერთოდ ხშირად არის გასული როგორც ქვეყნიდან, ისევე ადამიანის გულებიდან, ამიტომ მისი დადანაშაულება ამ ინციდენტში არასწორია. “სამწუხაროა, რომ ჩემი ადგილი ადამიანის გულებში ბოროტებამ და სიძულვილმა დაიკავა” – აცხადებს რელიგია. მისი თქმით ერი ერთ დიდ აგრესიულ სექტას დაემსგავსა და ძალიან სათუოა, რომ სწორ გზაზე შემობრუნება შეძლოს.

თუ სასულიერო პირები ასეთ ქცევას გააგრძელებენ, შესაძლოა მართლმადიდებლობამ საქართველოს ეკლესიას სასამართლოში უჩივლოს მისი სახელის ბოროტად გამოყენებისთვის. “ეს არის ჩემი დისკრედიტაცია, მაგრამ ყველაფერი ჩემი ბრალია, არასწორად ავარჩიე მარკეტინგული გუნდი.” – დასძინა რწმენამ.

ჩიტის შეკითხვაზე, აქვს თუ არა მას კონტაქტი სასულიერო პირებთან, მართლმადიდებლობამ ასე უპასუხა: “არ ვიცი, ისინი ჩემგან შორს არიან და ჯერ ვერ მივაწვდინე ხმა.”

“როგორც ჩანს ქვეყნიდან გასვლისას შუქი არ უნდა ჩამექრო და სიბნელეში არ უნდა დამეტოვებინეთ, ვიფიქრე ძალიან ბევრ ნაგავს დაწერს მეთქი, მაგრამ არც ისე დაუკლია – როგორც ვხედავ.” – განაცხადა მართლმადიდებლობამ.

http://chiti.ge/news/17mayomg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თბილისი, 18 მაისი – საქართველოში გვიან ღამით დაბრუნებული მართლმადიდებლობა, გუშინ, 17 მაისს მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. რელიგიური მრწამსის განცხადებით გუშინ ის საქართველოში არ იმყოფებოდა და საერთოდ ხშირად არის გასული როგორც ქვეყნიდან, ისევე ადამიანის გულებიდან, ამიტომ მისი დადანაშაულება ამ ინციდენტში არასწორია. “სამწუხაროა, რომ ჩემი ადგილი ადამიანის გულებში ბოროტებამ და სიძულვილმა დაიკავა” – აცხადებს რელიგია. მისი თქმით ერი ერთ დიდ აგრესიულ სექტას დაემსგავსა და ძალიან სათუოა, რომ სწორ გზაზე შემობრუნება შეძლოს. თუ სასულიერო პირები ასეთ ქცევას გააგრძელებენ, შესაძლოა მართლმადიდებლობამ საქართველოს ეკლესიას სასამართლოში უჩივლოს მისი სახელის ბოროტად გამოყენებისთვის. “ეს არის ჩემი დისკრედიტაცია, მაგრამ ყველაფერი ჩემი ბრალია, არასწორად ავარჩიე მარკეტინგული გუნდი.” – დასძინა რწმენამ. ჩიტის შეკითხვაზე, აქვს თუ არა მას კონტაქტი სასულიერო პირებთან, მართლმადიდებლობამ ასე უპასუხა: “არ ვიცი, ისინი ჩემგან შორს არიან და ჯერ ვერ მივაწვდინე ხმა.” “როგორც ჩანს ქვეყნიდან გასვლისას შუქი არ უნდა ჩამექრო და სიბნელეში არ უნდა დამეტოვებინეთ, ვიფიქრე ძალიან ბევრ ნაგავს დაწერს მეთქი, მაგრამ არც ისე დაუკლია – როგორც ვხედავ.” – განაცხადა მართლმადიდებლობამ.

 

სამწუხარო რეალობაა, სამწუხაროდ :(

 

მაგრამ იცი რა მიკვირს, ათეისტი მორწმუნეს ამას რომ მაჩვენებ :)

 

 

მტერია, თავისუფალი ადამიანის

 

რაში გზღუდავს რელიგია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რში გზღუდავს რელიგია?

მე არაფერში, მარა სხვებზეც ხო უნდა ვიფირო :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგ ამერელიკელებს ესაუბრე ლენგლის ანალიტიკურ განყოფილებაში ..... აბა სულ მაგ ფასეულობებით მსჯელობენ . :brr: :brr: :brr:

 

ამერიკელებს სჯერათ მხოლოდ რეალური კატეგორიების რამდენი , როდის და ასე შემდეგ .

 

ამიტომაც ვთვლი , რომ გუშინდელი მესიჯი იყო , პრაგმატიკოსი დასავლეთისთვის ---- ქართულ ეკლესიას აქვს რეალური ძალა , გამოხატული ციფრებში .

 

იყო დრო იგივე რეალურ ძალას აჩვენებდა , ამა თუ იმ სიტუაციაში , კათოლიკური ეკლესია და მუსულმანთა სამყარო .

 

-----------------

 

დაიმახსოვრეთ !

 

მართლმადიდებლობა არ ნიშნავს პაციფისტოფას . ეკლესია საშიშროების დროს უნდა ქონდეს თავის დაცვის საშუალება .

 

არის თუ არა ჰომოსექსუალიზმი ის საშიშროება , რომლის წინაშე ეკლესიამ ეგრე უნდა იმოქმედოს --- ეგ სხვა საკითხია და ამაზე შეიძლება მსჯელობა .

საქართველოს ეკლესიის მიზანი, ერთადერთი უმთავრესი მიზანი რაც უნდა იყოს, ესაა ადამიანის სულის გადარჩენა.

ეს ხდება ნებაყოფლობით, ადამიანს უჩნდება სურვილი უფალთან ყოფნის, ხოლო ეკლესია ესაა მექანიზმი, რომლის საშუალებითაც პიროვნებას ეძლევა შესაძლებლობა განვითარდეს სულიერად.

თუკი ეკლესია ვერ ასრულებს თავის უმთავრეს ფუნქციას იწყება კრიზისი, საქ. ეკლესიის ნომერ პირველი მტერი დღეს არა სექტანტები, გომიკები და ათასი ჯულის დემორალიზირებული ჯგუფები კი არ არიან, არამედ ეკლესიის შიგნით მოკალათებული, ქრისტეს სახელით მოქმედი ვერცხლისმოყვარე, თუ ათასი კომპლექსისა თუ ქვენაგრძნობების მატარებელი ფსევდო სასულიერო პირები, რომლებიც ამახინჯებენ და დისკრედიტაციას უწევენ ჩვენს რწმენას,

მამაოები და მათი მრევლი მზად იყვნენ ჩაექოლათ სოდომიტები, არადა ქრისტიანისთვის უმჯობესია ჩაქოლოს ვინმემ, ვიდრე თავად ჩაქოლოს, რა თქმა უნდა ეს არაა პაციფიზმი, ქრისტიანი არ ებრძვის ადამიანს, არამედ ცოდვას, ანცალკევებს ერთს მეორისგან, როდესაც მამაო იგინება და ამ საწყალი მე#######ეებისკენ იწევს, თანაც ერთი მე#######ის წინააღმდეგ ათასობით გავეშებული ბრბოა, მერწმუნე ღმერთი არ იქნება ჩვენსკენ,

უფალს უყვარს ყველა, სოდომიტიც და მართლმადიდებელიც, ათეისტიც და ნარკომანიც, ხოლო ადამიანი თავისი ნებით შორდება უფალს, ის კადრები რაც ვიხილეთ ეს არ იყო ქრისტიანული საქციელი, ხოლო არაქრისტიანული საქციელით ქრისტიანობის დაცვა წარმოუდგენელია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე არაფერში, მარა სხვებზეც ხო უნდა ვიფირო :)

ძამია, ჩემზე ფიქრი არაა საჭირო, ერთი ხუთასი ლარი დამიპადაგრევე გაგრიალებას ვაპირებ და მაგრად გამისწორდება :grr:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვერ იპოვეს თორე უპირებდნენ

ეგ უკვე საერთოდ სხვა რამაა, ესეიგი არ უცემიათ არვინ და ცრუ განგაშია ატეხილი..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს ეკლესიის მიზანი, ერთადერთი უმთავრესი მიზანი რაც უნდა იყოს, ესაა ადამიანის სულის გადარჩენა.

ეს ხდება ნებაყოფლობით, ადამიანს უჩნდება სურვილი უფალთან ყოფნის, ხოლო ეკლესია ესაა მექანიზმი, რომლის საშუალებითაც პიროვნებას ეძლევა შესაძლებლობა განვითარდეს სულიერად.

თუკი ეკლესია ვერ ასრულებს თავის უმთავრეს ფუნქციას იწყება კრიზისი, საქ. ეკლესიის ნომერ პირველი მტერი დღეს არა სექტანტები, გომიკები და ათასი ჯულის დემორალიზირებული ჯგუფები კი არ არიან, არამედ ეკლესიის შიგნით მოკალათებული, ქრისტეს სახელით მოქმედი ვერცხლისმოყვარე, თუ ათასი კომპლექსისა თუ ქვენაგრძნობების მატარებელი ფსევდო სასულიერო პირები, რომლებიც ამახინჯებენ და დისკრედიტაციას უწევენ ჩვენს რწმენას,

მამაოები და მათი მრევლი მზად იყვნენ ჩაექოლათ სოდომიტები, არადა ქრისტიანისთვის უმჯობესია ჩაქოლოს ვინმემ, ვიდრე თავად ჩაქოლოს, რა თქმა უნდა ეს არაა პაციფიზმი, ქრისტიანი არ ებრძვის ადამიანს, არამედ ცოდვას, ანცალკევებს ერთს მეორისგან, როდესაც მამაო იგინება და ამ საწყალი მე#######ეებისკენ იწევს, თანაც ერთი მე#######ის წინააღმდეგ ათასობით გავეშებული ბრბოა, მერწმუნე ღმერთი არ იქნება ჩვენსკენ,

უფალს უყვარს ყველა, სოდომიტიც და მართლმადიდებელიც, ათეისტიც და ნარკომანიც, ხოლო ადამიანი თავისი ნებით შორდება უფალს, ის კადრები რაც ვიხილეთ ეს არ იყო ქრისტიანული საქციელი, ხოლო არაქრისტიანული საქციელით ქრისტიანობის დაცვა წარმოუდგენელია

 

არ გინდათ ეს ლოზუნგები .

 

 

1 . ეკლესია ზრუნავს ადამიანის სულის გადარჩენაზე და ეკლესია არ ებრძვის ადამიანს , არამედ ცოდვასო --- ეგრე დაწერეთ . ზუსტად ადექვატურად იქცევა ეკლესია . ეკლესიის აზრით ჰომოსექსუალიზმი ცოდვაა , ამაში მაინც ხომ მეთანხმებით --- აქედან გამომდინარე ეკლესია ჰომოსექსუალიზმს როგორც მოვლენას ებრძვის და არა ჰომოსექსუალებს . 17 მაისის აქციაზე რამდენი ჰომოსექსუალი დაინახეთ ? მე პირადათ არც ერთი . იქ იყო ხალხი , რომლებიც ფულადი გასამრჯელოს ნაცვლად ეწევიან , პირდაპირ თუ ირიბათ , ჰომოსექსუალიზმის (ეკლესიის აზრით , ცოდვის) რეკლამირებას , პოპულიარიზაციას . ამ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისტების წინაამღდეგ გამოვიდა ეკლესია .

 

ცოდვის (ეკლესიის აზრით) პროპაგანდისტების წინაამღდეგ მიმართული აქცია იყო და არა ცოდვაში ჩავარდნილი (ეკლესიის აზრით ) კონკრეტული პიროვნებების მიმართ . თამარ ჩერგოლეიშვილის წინაამღდეგ იყო ეს აქცია , რომელიც არ არის ლგბტ , პირიქით ეკლესიით ნაკურთხ ქორწინებაშია და არა ვიღაც საწყალი ბიჭოლას წინაამღდეგ , რომელიც სულ არ ყოფილა იმ აქციაზე .

 

2. ადამიანის სულის გადარჩენაო ბრძანეთ ეკლესიის წმინდა მოვალეობა არისო --- გეთანხმებით . მაგრამ აქ ერთი კითხვა მაქვს ---- დაუცადოს ეკლესიამ როდოს გადავარდება ადამიანი ცოდვაში და მერე იზრუნოს მისი სულის გადარჩენაზე , თუ ეკლესიას აქვს უფლება პრევენცია გააკეთოს ? აუხსნას მრევლს რა არის ცოდვა , რატომ არის ცოდვა და შეეწინაამღედეგოს ამ ცოდვის გამავრცელებელ ორგანიზებულ (ხაზს ვუსვამ , ორგანიზებულ) დაწესებულებებს თუ ადამიანთა ჯგუფებს .

 

როდესაც ორგანიზაციები , რომლებიც ჰომოსექსუალიზმს პროპაგანდირებენ , ქუცაში არ გამოდიოდნენ , ნაკლებად აქტიურები იყვნენ , ბროშურების გამოცემით და ტრენინგების ჩატარებით იყვნენ შემოფარგლული --- ეკლესიაც არ გამოდიოდა ქუჩაში , ქადაგებებით შემოიფარგლებოდა , სიტყვით ებრძოდა ცოდვას (მათი გაგებით ) .

 

მაგრამ როდესაც ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისტები არ დაკმაყოფილდნენ მათი პროპაგანდის შედეგებით და გააქტიურდნენ , ქუჩაში ღია პროპაგანდირება დაიწყეს , თეატრალური დადგმებით (ეს ხერხი პოპულარული არის ახალგაზრდობაში ) და პერფომანსებით ---- აი აქ კი უპასუხა ეკლესიამ ადექვატურად , ისიც გამოვიდა ქუჩაში .

 

--------------

 

ამაშია საქმე ...... 9 წლის განმავლობაში ქართველი ხალხი გამოდიოდა ქუჩაში , 100 ათასობით ქართველი აპროტესტებდა მაშინდელი ხელისუფლების ავტოკრატიული მართველობის სტილს ----- არც ერთხელ ეკლესია ღიად არ ჩარეულა ამ პროტესტში . ეს იმიტომ დავწერე , რომ ქალბატონი ჩერგოლეიშვილის ამფსონებს ვუპასუხო --- ვითომდაც ეკლესია ხელისუფლებაზე პრეტენზიას აცხადებსო . ეს , რომ ყოფილიყო ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიზანი , 2007 -ში , 2009-ში , 2011 -ში გამოვიდოდა ქუჩაში , ღიად დადგებოდა პროტესტანტების გვერდით და ნაცები თუ ამით არ გადავარდნებოდნენ , 10-ჯერ მეტი პრობლემები , რომ შეექმნებოდათ ამაში მაინც დამეთანხმეთ .

წარმოგიდგენიათ 2007 წლის 7 ნოემბერს , პატრიარქს , რომ მიემართა ერისთვის ეს ურჯულო ნაცები გადავყაროთო --- რა დატრიალდებოდა საქართველოში ? ეს არ გააკეთა ეკლესიამ , არ ჩაერია სახელმწიფოს ფუნქციონირებაში , შორს გადგა საერო ცხოვრებიდან .

 

მაგრამ , 17 მაისს კი ეკლესია ქუჩაში გამოვიდა , უფრო მეტიც მრევლი გამოიყვანა და როგორც დავინახეთ არ ყოფილა ეს მრევლი ცოტა . ესე იგი ეკლესიამ მასზე შეტევათ , ქართველი ხალხის სულიერებაზე შეტევათ ჩათვალა ჰომოსექსუალების პროპაგანდისტების აქცია --- ეს კი მისი უფლებაა . არ ყოფილა არც ერთი საერო მოწოდება 17 მაისს მართლმადიდებელთა აქციის დროს , მხოლოდ რელიგიური შემადგენელი ქონდა ამ აქციას ---- ჰომოსექსუალიზმი ცოდვაა , ცოდვის პროპაგანდირებას კი არ დავუშვებთ .

 

რამდენად ქონდა ეკლესიას უფლება ქუჩაში , ღია გამოსვლით გაეკეთებია რელიგიური მოწოდებები --- ეს სულ სხვა საკითხია და ამაზე ვიმსჯელოთ . აქ გაითვალისწინეთ ის ფაქტიც , რომ საქართველოში სამი დიდი რელიგიური კონცესია არის --- მართლმადიდებლები , მუსლიმები და იუდეები . სამივე ეს კონცესია --- ჰომოსექსუალიზმს დიდ ცოდვათ მიიჩნევს (მუსლიმები საერთოდ უპატიებელ ცოდვათ ) ---- აქედან გამომდინარე , 17 მაისს მართლმადიდებლები თავისი აქციით საქართველოში მაცხოვრებელ მუსლიმთა და იუდეველთა არანაირ უფლებებს არ უპირისპირდებოდნენ , პირიქით მათ სატქმელსაც ამბობდნენ . აქედან გამომდინარე 17 მაისის მართლმადიდებელთა აქცია , რელიგიური თვალსაზრისით არავის უპირისპირდებოდა .

 

ლგბტ (რომელიც ქართული საზოგადოების წევრები არიან და არა ჰოლანდიის ) და მთავრობა -- ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ გააფღთხილა , 17 მაისის ლგბტ საზოგადოების მიერ დაგეგმილი აქციას სახიფათო შედეგები შეიძლებოდა მოყოლოდა . ეს გაფრთხილება უმაღლესი საეკლესიო პირის მიერ იქნა გაჟღერებული , თვით საქართველოს პატრიარქის მიერ , რომელსაც უზომო ავტორიტეტი აქვს ერში .

 

ყურად არ იღეს , გაზვიადებულად მიიჩნიეს ლგბტ საზოგადოებამ და მთავრობამ (უსუფაშვილი , ხიდაშელი , ბერძენიშვილები) პატრიარქის ეს გაფრთხილება ---- კარგი ჩიტიც დაიჭირეს . მათი პრობლემაა ლგბტ საზოგადოების და მთავრობის .

 

 

-----------------------

 

ქართველი ხალხის სიბნელეს რაც შეეხება ....

 

ამერიკაში აგერ გეი , ტავში მიბრჯნით სროლით მოკლეს , მხოლოდ იმის გამო , რომ გეი იყო . მეორე ამერიკელი ქალი , ცოცხლად დაწვეს მხოლოდ იმის გამო , რომ შავკანიანი იყო --- ეს ბოლო კვირის განმავლობაში მომხდარი ფაქტებია . ყველამ თავის შავ ტაკუნებს მიხედოს .

 

თუ ვადარებთ რაღაც რაღაცეებს , თუ გინდ ტოლერანტობის კუთხით ამერიკელებმა და ევროპელებმა თავისი ფალავანი შეადარონ ... დათო მაღრაძეს , ხოლო ის კახელი და იმერელი კაცი ( გამწარებული უმუშევრობით , სიდუხჭირით , უფუნქციოდ დატოვებული ) ვინც 17 მაისს გამოეკიდა პიდარასტებს , ნუ შეადარებენ ვაცლავ ჰაველს , მაჰატმა განდის ... შეადარონ ბრონქსელ ზანგებს (რომლებიც მიბრჯნით კლავენ გეებს ) , ალაბამას კუ-კლუქს-კლანის აქტივისტებს (რომლებიც კანის ფერის გამო , ცოცხლად წვავენ ადამიანებს ) და მარსელის Cours Belsunce -ს რაიონში მაცხოვერებელ არაბს :)

 

ეგრეა რა ..... თუ ნატო-ში და ევროკავშირში შესვლა ქართველი მამაკაცთა უკანალზე გადის --- მე პირადათ არ მინდა ეგეთი ევროპა , ჩემი ტრაკი მირჩევნია მქონდეს წესრიგში .....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა შუაშია ეკლესია, დისკრედიტირდა ყველა, აქციების მონაწილეებიც და არამონაწილეებიც, სრულიად საქართველო რაღა, გმირებეე მხსნელები ორივე მხრიდან:)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ ნატო-ში და ევროკავშირში შესვლა ქართველი მამაკაცთა უკანალზე გადის --- მე პირადათ არ მინდა ეგეთი ევროპა , ჩემი ტრაკი მირჩევნია მქონდეს წესრიგში .....

:D საერთოდ ამ ამბავს რატომ უკავშირებენ, ან ნატოს, ან ევროპას არ მესმის,, იქ უარესი არ ხდება? ყველგან უბაგუნებენ გეებს, ყველა ქვეყანაში,,,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://planeta.ge/topic/72027-%e1%83%94%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%90/page__st__30

 

სასულიერო პირების მიმართ, რომლებსაც 17 მაისს გადაცდომა მოუვიდათ, ეკლესიაც მიიღებს ზომებს და ვფიქრობ, მათ არც საერო სამართლის წინაშე წარდგომა გაუჭირდებათ , - ამის შესახებ გარდაბნისა და მარტყოფის მიტროპოლიტმა, პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში დღევანდელი ქადაგებისას ბრძანა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ყველა ფაქტი უნდა გამოიძიოს და ამას ეკლესია არ ეწინააღმდეგება. "თუ ჩვენები – ეკლესის წევრები იქნებიან "დამნაშავეები", ვფიქრობ, მათ საერო სამართლის წინაშე წარდგომა არ გაუჭირდებათ. მადლობა ღმერთს, კარგად გადაგვარჩინა. ფეხბურთის გუნდები რომ დაამთავრებენ ხოლმე თამაშს, იქ ხდება ხოლმე ტრაგედიები. ერთი ვიტრინაც არ ჩამტვრეულა, გატყდა ავტობუსის შუშა, ხალხსაც რაღაც მოუვიდა და ალბათ ჩვენც ვისწავლით, მაგრამ სახელმწიფოც შესაბამის დონეზე აღმოჩნდა", - ბრძანა მეუფე იაკობმა.

როგორც ეპისკოპოსმა ბრძანა, 17 მაისს ერს დაუდგა არჩევანი, რადგან ცოდვას ეკლესია ვერ შეურიგდება. თუმცა, მისი განმარტებით, "არა არს კაცი, რომელი სცხონდეს და არა სცოდდეს". "ჩვენ ყოველდღიურად მრავალ ცოდვას ჩავდივართ, მაგრამ სინანულის გრძნობით შეგვიძლია, კვლავ დავუბრუნდეთ უფალს. არავის უნდა ვახვევდეთ თავს ჩვენი ცხოვრების წესს. თითოეულ ადამიანს აქვს არჩევანი და ერთმანეთის არჩევანში არ უნდა ჩავერიოთ, მაგრამ ეკლესიისგან და ქართველი ერისგან სხვანაირი საქციელი მიუღებელი იქნებოდა. მადლობა ღმერთს, რომ ძალიან ცუდ რაღაცას გადაგვარჩინა. როდესაც ერის მამა – პატრიარქი მოგიწოდებს, როდესაც არის საშუალება, რომ აირიდო განსაცდელი, უნდა ისარგებლო მარტივი გამოსავლით. პირადად ვმონაწილეობდი იმ საუბრებში და ვთხოვდი, გადაენაცვლათ სხვაგან. ეს არ იყო ორგანიზებული აქცია – ხალხი შეიკრიბა და სამართალს ითხოვდა. როდესაც 100 ათასი ადამიანი შეიკრიბება, იქ შეიძლება მოვლენები ისე განვითარდეს, რომ საუბედუროდ ვეღარაფერი შეძლოს ადამიანმა. რამდენიმე ათეულ კაცს იმ მომენტში შეეძლო დაეთმო, გადასულიყო სხვაგან და საფრთხე არ შეექმნა საზოგადოებისა და ქვეყნისთვის", - ბრძანა მეუფემ.

პატრიარქის ქორეპისკოპოსის თქმით, ხანგრძლივი საუბრის მიუხედავად შეთანხმება ვერ შედგა, რადგან "ვიღაცას სწორედ ის აწყობდა, რაც მოხდა". როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, ამის შემდეგ ხალხმა თავისი ნება გამოხატა. "მადლობა ღმერთს, რომ იქ მრავალი სასულიერო პირი იყო, ხოლო პოლიციას დღევანდელ საქართველოში ხალხი ისე აღარ უყურებს, როგორც - რამდენიმე თვის წინ. რომ არა პოლიცია და სასულიერო პირები, დიდი ტრაგედიის წინაშე დავდგებოდით და ამაზე პასუხისმგებლობა ვის დაეკისრებოდა, რა აზრი აქვს?! ეს მხარეები ხომ საქართველოს შვილები ვართ, გინდ სხვანაირად აზროვნებდნენ და ცხოვრობდნენ, გინდ – ერის ტრადიციებით. ჩვენ ამაყები ვართ, რომ საქართველოს მოქალაქეები და დედა ეკლესიის წევრები ვართ. მე იქ ვიყავი, როგორც ერთი ჩვეულებრივი ქართველი, მაგრამ არ გამომივიდა, რადგან ეპისკოპოსის ჯვარი სხვა რამეა. მე მხოლოდ იმისთვის მივედი, რომ ვინც მიცნობს, ის მხარე მაინც გამეჩერებინა. ასევე იყვნენ მამები, რომ ვისაც იცნობდნენ, ისინი გაეჩერებინათ და მადლობა ღმერთს, რომ ხელისუფლებამაც იყოჩაღა. მათ ის ადამიანები გაარიდეს და პოლიცია და მამები ერთად ეხმარებოდნენ გასვლაში, თუმცა, მოხდა სამწუხარო შემთხვევებიც. როდესაც ამდენი ადამიანია, იქ ძნელია მარტო ქრისტიანობასა და მორალზე საუბარი. ბევრმა თავის ადამიანურ ბუნებას ვერ გადააბიჯა და ვიღაცას მტრად შეხედა, შეაგინა ან ხელი მოუქნია. როგორც მითხრეს, სასულიერო პირებიც იყვნენ მათ რიგებში. მე მათ ვერც გავამტყუნებ და ვერც გავამართლებ, ისინიც ადამიანები არიან და შესაძლოა ნერვებმა უმტყუნათ", - ბრძანა მეუფემ.

მისი განმარტებით, ძალადობა მხოლოდ "მუშტის მოქნევა" არ არის და გაცილებით მძიმეა "ფსიქიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა" ადამიანებზე, რასაც წინა დღეებში ჰქონდა ადგილი.

"როდესაც გეუბნებიან – დაძაბულია სიტუაცია და გადადი სხვაგან, კეთილი უნდა ინებო და გადახვიდე. თუ ქვეყანა გიყვარს - გადახვალ, როცა ქვეყანა არ გიყვარს და ფული გიყვარს – მაშინ არ გადახვალ. მე ვალდებული ვარ, სიმართლე ვილაპარაკო, რადგან ღვთის წინაშე უნდა წარვდგე, რომ მოვკვდები", - აღნიშნა მეუფემ.

პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იმ ჟურნალისტებსაც მიმართა, რომლებისთვისაც "სამშობლოს დაცვა მეათეხარისხოვანია". "ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ყველა ადამიანი უნდა დავიცვათ, მაგრამ არ გრცხვენიათ, რომ კითხვები მხოლოდ იმაზეა – ვიღაცის უფლებებს იცავენ თუ არა. ვის იცავთ და რას იცავთ?! ქართველმა ერმა აჩვენა, რას დაიცავს. ეს არ იყო ერთჯერადი აქტი, ძალიან დიდი რამ მოხდა. ჩვენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ვერევით. არავის არსად ვანიშნინებთ და ყველამ ნახა, რომ სამებაში წავედით. ნუ მივიყვანთ ხალხს იმ დონემდე, როგორც რამდენიმე თვის წინ – ყველას კარგად ახსოვს, როგორი აგრესია იყო რამდენიმე პირის მიმართ. ამან შეიძლება, ვიღაცაზე გადმოხეთქოს. თუ გვინდა ქვეყნის კეთილდღეობა, ვინც პატიებას ითხოვს, ვაპატიოთ. ისე ნუ გამოვიყვანთ, რომ მამაომ ხელი მოიქნია – ისიც ადამიანია და ხალხში როცა გაერია, შესაძლოა ეს მოხდა. მნიშვნელობა არ აქვს, სამოქალაქო პირი მოიქნევს ხელს, მამაო თუ სხვა კონფესიის ადამიანი. არ ვამართლებ ამას და ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, მაგრამ, ეს მაგალითი უნდა იყოს ყველასთვის ჭკუის სასწავლებლად – ქართველი კაცი უფალს არ მიატოვებს. არის რაღაც, რასაც საზოგადოება არ მიიღებს. ევროპა ისეთს მიგვიღებს, როგორებიც ვართ. არა მგონია, ევროპას ჩვენთვის ხელის კვრა უნდოდეს, რადგან ევროპული სივრცე ჩვენთვის ახლობელი სივრცეა, თუმცა ჩვენ ჩვენი ტრადიციები გვაქვს", - აღნიშნა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა.

მეუფე იაკობს ეამაყება, რომ ქართველია. მისი თქმით, ბევრმა თქვა, რომ ეს სამარცხვინო დღეები იყო, თუმცა თავად დაინახა, რომ "ხალხმა გაიღვიძა". "ეკლესია და ხელისუფლება ვალდებული ვართ, ვაკეთოთ ის, რასაც ხალხი მოითხოვს. წავიდა კომუნისტების პერიოდი, როცა გვეუბნებოდნენ როგორ უნდა გვეცხოვრა. შევარდნაძის პერიოდიც წავიდა, სააკაშვილის პერიოდიც წავიდა და ყოველივე ამაზე ყველამ ჭკუა უნდა ვისწავლოთ. მადლობა ღმერთს, გაჩნდა იმედი, რომ ყველანი ერთად შევძლებთ ძლიერი სახელმწიფოს აშენებას, სადაც ყველანი თავისუფლები ვიქნებით. კარგად იცოდეს ყველამ, რომ თავს არავის დავაჩაგრინებთ", - ბრძანა მეუფემ.

 

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mama

იყოს თავისთვის, ვის უშლის ხელს?

ქუჩაში სახალხოდ ნუ დაიწყებს ზასაობას და ისე რაც უნდა ის ქნას..

 

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...