Jump to content
Planeta.Ge

ქართული შეღავათები ჩინურ „პეპელას“


Recommended Posts

http://www.liberali.ge/ge/liberali/articles/114408/

 

2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ოლიმპიური სოფლისა და კომპლექსის მშენებლობის შესახებ სტატია ჟურნალ „ლიბერალის“ 2013 წლის 4-10 მარტის ნომერში გამოქვეყნდა. სტატიის დაბეჭდვის შემდეგ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ კომპანია, რომელიც ოლიმპიურ სოფლის კომპლექსსა და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას აშენებს, სახელმწიფოს მხრიდან არაერთი შეღავათით სარგებლობს.

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ოლიმპიური სოფლის გარდა, ჩინური კორპორაცია „ხუალინგი“ საერთაშორისო სპეციალური ეკონომიკური ზონის მშენებლობასაც გეგმავს. საქართველოს ყოფილ მთავრობასთან პროექტზე ხელშეკრულება 2012 წლის 30 მარტს გაფორმდა.

კომპანია „Hualing International Special Economic Zone“-ის მიერ მომზადებულ ვიდეორგოლში, თბილისის ზღვაზე, 420 ჰექტარზე დაგეგმილი პროექტის კონცეპტუალური სქემაა ასახული, აქვე აღნიშნულია, რომ - „ხუალინგის” საერთაშორისო სპეციალური ეკონომიკური ზონა, რომელიც რეგიონული, ეკონომიკური განვითარებისა და მომავალი ურბანული ზრდისკენ არის მიმართული, ახალ საერთაშორისო რეგიონულ კომერციულ სავაჭრო ცენტრად უნდა გადაიქცეს“.

კომპლექსის მშენებლობის საკითხსა და 126 ათასი ჩინელის ჩამოსახლების თემას მედიასა თუ ინტერნეტში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა, ყოფილი ხელისუფლების მიერ ჩინურ კორპორაციასთან გაფორმებულმა ხელშეკრულებამ კითხვები ახალი სამთავრობო გუნდის წევრებსაც გაუჩინა.

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აცხადებდა, რომ ამ საკითხზე სამინისტროს სამუშაოები არ ჰქონდა დასრულებული, თუმცა კორპორაცია „ხუალინგთან“ გაფორმებულ კონრაქტში ისეთი მუხლები იყო, რომლებიც კითხვებს აჩენდა - „კონტრაქტის ზოგიერთი მუხლი პირადად მე არ მოწმონს, თუმცა ვერ ვიტყვი რომ ეს არის საფუძველი რიგი ქმედებებისა. კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები განხილვის სტადიაშია და დღეს მე რომ ვაფორმებდე ამ ხელშეკრულებას, გაცილებით სხვაგვარი პირობებით მოვაწერდი კონტრაქტს ხელს“.

კომპლექსის მშენებლობის თემას საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ზაზა გაბუნიაც გამოეხმაურა. ზაზა გაბუნია თბილისის საკრებულოს 2012 წლის ივნისის გადაწყვეტილებაზე საუბრობდა და აღნიშნავდა, რომ ამ გადაწყვეტილებით ჩინური კომპანია გადასახადებისგან 5 წლის განმავლობაში თავისუფლდებოდა, საქმიანობის მეექვსე წლიდან კი მხოლოდ მიზერული თანხის გადახდა უწევდა.

პროექტთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს კორპორაცია „ხუალინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა უპასუხა. თინათინ შიშინაშვილი ამბობდა, რომ სამშენებლო ნებართვის აღებასთან დაკავშირებით კორპორაციას არანაირი შეღავათები არ ჰქონდა და არც გადასახადებისგან იყო გათავისუფლებული - „ჩვეულებრივად ვიბეგრებით და ყველა გადასახადს ვიხდით. ერთდაერთი შეღავათი მხოლოდ ოლიმპიური სოფლის მშენებლობისთვის შემოტანილ მასალაზე ვრცელდება“, - აღნიშნავდა კორპორაცია „ხუალინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

ჟურნალ „ლიბერალის“ 126-ე ნომერში სტატიის (ჩინური „პეპელა“ თბილისის ზღვაზე) გამოქვეყნების შემდეგ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ კომპანია, რომელიც თბილისის ზღვაზე ოლიმპიურ სოფელსა და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას აშენებს, არაერთი შეღავათით სარგებლობს.

2012 წლის 15 მაისს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონის - „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ მე-3 მუხლში წერია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე ინვესტორს უფლება აქვს შექმნას თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, საბაჟო საწყობი, სპეციალური სავაჭრო ზონა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ობიექტები; ასევე, ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადებით დაბევგვრის შეღავათიანი რეჟიმით.

ამავე კანონის მე-5 მუხლში, რომელიც ინვესტორისა და კონტრაქტორის გადასახადებით დაბეგვრას ეხება, აღნიშნულია, რომ ინვესტორი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მშენებლობის დაწყებიდან 10 წლის განმავლობაში თავისუფლდება: დამატებული ღირებულების გადასახადისა და იმპორტის გადასახადისგან - ხელშეკრულებით გათვალისწინებული მშენებლობისთვის საჭირო სამშენებლო და დეკორაციული მასალების, მანქანა-დანადგარების, ავტოსატრანსპორტო საშუალებების (გარდა მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა) და სხვა მექანიკური მოწყობილობების იმპორტისას.

ასევე, ოლიმპიური ფესტივალის დაწყებამდე ოლიმპიური სოფლისა და ოლიმპიადის (მათ შორის, ოლიმპიადის ახალგაზრდული ფესტივალის) ორგანიზებისთვის აუცილებელი სხვა დამხმარე ნაგებობებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის საჭირო ინვენტარის, ავეჯისა და სხვა მოწყობილობების (საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სიის მიხედვით) იმპორტისას.

მშენებლობის დაწყებიდან 10 წლის განმავლობაში ინვესტორი თავისუფლდება მოგების გადასახადის და დივიდენდის გადახდის წყაროსთან დაბეგვრისგან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ნაწილში.

ამავე მუხლის 3 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში საქართველოში შესყიდულ საქონელზე/მომსახურება გადახდილი დამატებითი ღირებულების გადასახადი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, ინვესტორს უბრუნდება.

საქართველოს კანონი „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“, ოლიმპიური სოფლის მშენებლობის დაწყებიდან 5 წლის განმავლობაში ინვესტორს ქონებისა და მიწაზე ქონების გადასახადებისგან ათავისუფლებს. ასევე, კონტრაქტორი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელების შედეგად ინვესტორისგან მიღებული/მისაღები ანაზღაურების ნაწილში თავისუფლდება მოგების გადასახადისგან მშენებლობის დაწყებიდან 10 წლის განმავლობაში.

მეორე გადაწყვეტილება, რომელიც ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის მიზნით ადგილობრივი გადასახადის - ქონების და მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთის დადგენას ეხება, თბილისის საკრებულომ 2012 წლის 29 ივნისს მიიღო.

დოკუმენტის მიხედვით, ოლიმპიური სოფლის მშენებლობის დაწყებიდან მე-6 წელს ინვესტორი ქონების გადასახადის 0,2%-ს იხდის, მე-7 წელს - 0,3%-ს, მე-8, მე-9 და მე-10 წელს კი 0,4%-ს. ოლიმპიური სოფლის მშენებლობის დაწყეიდან 10 წლის შემდეგ ინვესტორი ქონების გადასახადის 1%-ს იხდის.

გადაწყვეტილებაში, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე - ზაალ სამადაშვილი აწერს ხელს, აღნიშნულია, რომ ოლიმპიური სოფლის მშენებლობის და ოლიმპიადის ორგანიზების მიზნით, საქართველოს მთავრობას, ქ.თბილისის მერიასა და სს „Hualing International Special Economic Zone“, სს „RYILONG INDUSTRIAL INVESTMENT” და სს „ფანდ ინვესთმენთს“ შორის 2012 წლის 30 მარტს გაფორმებული მიწის ნასყიდობის და ინვესტირების შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ქ.თბილისის საზღვრებშუ არსებულ მიწის ნაკვეთებზე, ოლიმპიური სოფლის მშენებლობის დაწყებიდან მე-6 წელს, ინვესტორი მიწაზე ქონების გადასახადის იმ დროისთვის არსებული შესაბამისი გადასახადის 20%-ის ოდენობით იხდის, მე-7 წელს 30%-ს, მე-8, მე-9, მე-10 წელს კი 40%-ს. ოლიმპიური სოფლის მშენებლობის დაწყებიდან 10 წლის შემდეგ, ინვესტორი იხდის იმ დროისთვის არსებულ მიწაზე ქონების გადასახადზე შედარებით დაბალ ტარიფს.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის, ბექა დოჭვირის თქმით, საქართველოს კანონი „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“, ინვესტორს მშენებლობის დაწყებიდან 10 წლის განმავლობაში დამატებითი ღირებულების და იმპორტის გადასახადისგან ასევე, დივიდენდის გადახდის წყაროსთან დაბეგვრისაგან და ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ნაწილში მოგების გადასახადისგან ათავისუფლებს.

აღნიშნულ შემთხვევაში, სახელმწიფო ინვესტორს სერიოზულ შეღავათს უწევს. დღგ 18 %-ს შეადგენს, ამის ჩათვლას კომპანიას ფინანსთა მინისტრი უკეთებს, ანუ თანხას სახელმწიფო უკან აბრუნებს. მოგების გადასახადი 15 % - ია, რაც დივიდენდითურთ, ჯამში 20 % გამოდის. საკრებულოს გადაწყვეტილების ბოლო პუნქტი ბუნდოვანია - გაურკვეველია, რას ნიშნავს შედარებით დაბალი ტარიფი. ვფიქრობ, ეს საკითხი უკვე განსაზღვრული უნდა ყოფილიყო. ზოგადად რომ ვთქვათ, თუ სახელმწიფოს მასშტაბური პროექტის განხორციელება უნდა, ვერ ვხვდები, რატომ უნდა იყოს ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებული, როცა შეიძლება რომ ქვეყანაში სხვა ინვესტორებიც შემოვიდნენ, ან ვიღაც სხვამ უკეთესი პირობები შემოგთავაზოს. საქმის მასალებზე წვდომა არ მაქვს, თუმცა ცალსახაა, რომ სახელმწიფოს ნებისმიერი ორგანო, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს, ვალდებულია ეს გადაწყვეტილება დაასაბუთოს“, - ამბობს ბექა დოჭვირი.

ადგილობრივი კომპანიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ როდესაც სახელმწიფო უცხოურ ინვესტორს ასეთ შეღავათიან პირობებს უქმნის, ამით ადგილობრივი კომპანიები ზარალდება.

ოლიმპიური სოფელი იმდენად პატარაა, რომ იმ პატარა მონაკვეთისთვის სახელმწიფო ამხელა დათმობაზე არ უნდა მიდიოდეს. ყველა ის პლუსი, რაც ზოგადად ინვესტიციას მოჰყვება ხოლმე, ამ კონრკეტულ შემთხვევაში უგულებელყოფილია. ერთი მხრივ, ინვესტიცია შემოვიდა, მაგრამ რეალურად ეს თანხა ივნესტორს უკან დაუბრუნდა. ასეთი შეღავათების დაწესებისას სახელმწიფოს პოზიცია არ იყო სწორი, ამის გაკეთება არ შეიძლებოდა.”

თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განმარტებისას, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი სოსო არჩვაძე აღნიშნავს, რომ ქუთაისსა, თუ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის პირობებში, ობიექტთან ურთიერთობა ისე ყალიბდება, როგორც უცხოელ სავაჭრო პარტნიორთან; ზონა საქართველოს ეკონომიკურ-გეოგრაფიულ-ადმინისტრაციულ სივრცეში მდებარეობს, თუმცა სამართლებრივად, საქონლის იქ შეტანა ექსპორტად, გამოტანა კი იმპორტად ითვლება.

„შეღავათები, რასაც ამ კომპანიას აძლევენ, ინვესტორის დაინტერესებისთვის კეთდება, მაგრამ ხშირად იკვეთებოდა წინა ხელისუფლების ხელწერა - მთავარი იყო გამოჩენილიყო, რომ რაღაც ეფექტურ ნაბიჯს დგამდნენ, მაგრამ საით იყო ეს ნაბიჯი გადადგმული, ეს არ იყო მნიშვნელოვანი. თუ ქვეყნის ეკონომიკაში ისეთი ხვრელი გაჩნდა, საიდანაც ეკონომიკურად განსხვავებული წნევის მოძრაობა მოხდება, ამან შეიძლება სავალალო შედეგი გამოიღოს. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ძირითადი პრინციპი ის არის, რომ ის თავისუფალია და მის შიდა ბუღალტერიაში არ ვერევით, მაგრამ გამომავალი პარამეტრები, ის, რაც ქვეყნის მიმდინარე ეკონომიკურ ცხოვრებასა და სოციალურ სტაბილურობაზე ახდენს გავლენას, აუცილებლად უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული. ჩვენ არ გვინდა მხოლოდ ცარიელი შენობა-ნაგებობები და მოედნები, ჩვენ გვინდა რომ გარკვეული დასაქმება ადგილობრივმა სამუშაო ძალამაც ჰპოვოს და არ მოხდეს ისე, როგორც რიკოთის უღელტეხილზე გვირაბის რემონტისას, სადაც მხოლოდ ჩინელები იყვნენ დასაქმებულნი. რაც შეეხება საკრებულოს გადაწყვეტილების ბოლო პუნქტს, ფრაზა - შედარებით დაბალი გადასახადი ბუნდოვანია და მანევრის საშუალესაშუალებას ტოვებს. თუ კანონში მკაფიოდ არ არის გაწერილი რაღაც მოთხოვნა, ეს კორუფციისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის“, - ამბობს სოსო არჩვაძე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩაინა ტაუნიღა აკლდა თბილისს..

აი მარტო ამ ჩინელების ჩამოსახლებისთვის ხართ ნაცები ფეხით ჩამოსაკიდები,,

დანარჩენზე რომ არაფერი ვთქვა..

დარწმუნებული ვარ , ქართულ კომპანიას რომ დაეწყო სამუშაოები ,ისე გატისკავდნენ ამათი დაწერილი კანონები, რომ აზრს დაკარგავდა ყველაფერი..

ჩინელებს კი შეღავათები აძლიონ, გადასახადებისგან გაათავისუფლონ და ა.შ. ... :brr:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Giorgi Kiskeidze მე ამაზე მაქვს თემა..:)

ყველა ის პლუსი, რაც ზოგადად ინვესტიციას მოჰყვება ხოლმე, ამ კონრკეტულ შემთხვევაში უგულებელყოფილია. ერთი მხრივ, ინვესტიცია შემოვიდა, მაგრამ რეალურად ეს თანხა ივნესტორს უკან დაუბრუნდა
ამას ინვესტიცია ჰქვია?????????????
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამას ინვესტიცია ჰქვია?????????????
ეს უქვე ჩემთან არაა :) ეს მათ კითხე :facepalm: სხვათაშორის, ონლაინ სტუმრები როდის იქნებია???
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...