Indian_Summer Posted March 22, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 22, 2008 ხალხნო ვგიჟდები RED HOT CHILI PEPPERS-ზე. ჩემი ცხოვრებაააააააააა! წარმოშობა: ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშჟანრ(ებ)ი: როკი, ალტერნატიული როკი, პანკ-როკისტუდიები: EMI (1983–1990)Warner Bros (1990–დღემდე) წევრები: ენტონი კიდისი, ფლი, ჯონ ფრუშიანტე, ჩედ სმიტი რედ ჰოთ ჩილი ფეფერსი არის კალიფორნიული როკ ჯგუფი, რომლის მუსიკაც შეიცავს როკის, ფანკის, პანკის, მეტალის და ჰიპ-ჰოპის ელემენტებს. მოგვიანებით მათ თავის მუსიკაში შეიტანეს ჯაზის, ფსიქოდელიის და ბლუზის ელემენტები. მათ გაყიდული აქვთ დაახლოვებით 50 000 000 დისკი. ჯგუფის ყველაზე დამახასიათებელი ელემენტი არის ფლის ბასი და მრავალმხრივი მუსიკალური სტილი. ფლის სტილი არის შერწყმა ტრადიციული პანკ-როკის, ბლუზის და ფანკის, რომელიც წააგავს ბუტსი კოლინზის და ჯონ პოლ ჯონსის შემოქმედებას. ჯგუფის რითმები ძირითადად აგებულია სწორედ ფლის ბასზე. ენტონი კიდისის სტილი გამოირჩევა თავისი მრავალფეროვნებით და უმაღლესი შესრულებით, რომლსიც თავისებურ განზომილებას მატებს ჯგუფის შემოქმედებას. სოლო-გიტარისტი, ჯონ ფრუშიანტე არის ჰარდ-როკის, პანკ-როკის... საუკეთესო ტრადიციების მატარებელი მუსიკოსი. მის მუსიკაში ადვილი ამოსაცნობია ჯიმი ჰენდრიქსი, ფრენკ ზაპა და სხვა უდიდესი გიტარისტები. ეს ყველაფერი შესრულების არაჩვეულებრივად ზუსტი და დახვეწილი მანერით. ჩად სმიტის დრამი კი არის ზუსტად ის, რაც ჭირდება ამ გენიალურ ჯგუფს: თავბრუდამხვევი რითმები, ძლიერი დარტყმა და უნაკლო შესრულება. Fairfax High School-ის კურსდამთავრებულებმა: ენტონი კიდისმა, ფლიმ (მაიკლ ბალზარი), ჯეკ აირონსმა, და ჰილ სლოვაკმა დააარსეს ჯგუფი რედ ჰოთ ჩილი ფეფერსი 1983 წელს. დასაწყისში მხოლოდ კონცერტებზე ჩანდნენ. თავიდანვე მიიქციეს ყურადღება თავისი უჩვეულო გამოსვლებით. სცენაზე კონცერტების დროს ფაქტიურად არაფერი ეცვათ. ალბომის ჩაწერა გაჭიანურდა. ხოლო როდესაც საქმე საქმეზე მიდგა, სლოვაკი და აირონსი სხვა პროექტით იყვნენ დაკავებულნი და ამიტომ სადებიუტო ალბომის ჩასაწერად მიწვეულნი იქნენ გიტარისტი ჯეკ შერმანი და დრამერი კლიფ მარტინესი. თუმცა ამ ყველაფერმა არ გაამართლა. მათი ტურნე შეიძლება ითქვას, რომ წარუმატებელი იყო. ისინი ვერ შეეწყვნენ თავიან პროდუსერს. ამას თან დაერთო კიდისის და შერმანის უთანხმოება და ამ უკანასკნელმა დატოვა ჯგუფი. ტურნეს დასასრულებლად დაბრუნდა სლოვაკი. 1985 წელს Parliament-Funkadelic-ის პროდიუსერის ჯორჯ კლინტონის ხელმძღვანელობით ჩაიწერა მეორე ალბომი "Freaky Styley". მართალია, ეს ალბომი ხშირად ტრიალებდა კოლეჯების რადიოებში, თუმცა მაინც ვერ დაიკავა ადგილი მეინსთრიმში. ამის შედეგად ჯგუფი დატოვა დრამერმა. 1986 წელს ჯგუფს დაუბრუნდა აირონსი. 1987 წელს მაიკლ ბელინჰორნის პროდუსირებით ჩაიწერა მესამე ალბომი - "The Uplift Mofo Party Plan". ეს ალბომი იყო ფანკის, ფსიქოდელიის და პანკის შერწყმა. ამას მოჰყვა მათი ტურნე ევროპაში. ტურნედან დაბრუნების შემდეგ, იმავე თვეში სლოვაკი იპოვეს გარდაცვლილი. მიზეზი: ჰეროინის გადამეტებული დოზა. ჯგუფიდან მალევე წავიდა აირონსიც. კიდისმა და ფლიიმ დაიმატეს დრამერი ჩად სმიტი და გიტარისტი ჯონ ფრუშიანტე. 1989 წელს მათ დაასრულეს ალბომი "Rockin' Freakapotamous", რომელზე მუშაობაც შეჩერებული იყო სლოვაკის გარდაცვალების გამო. განახლებულს ალბომს ეწოდა "Mothers Milk". ეს იყო ფანკის, ჯაზის, რეპის და მეტალის ნაზავი. ამ ალბომის სიმღერა "Knock me down" შევიდა საუკეთესო ათეულში და როგორც იქნა დაიმკვიდრეს ადგილი მეინსთრიმში. ალბომის წარმატებამ გამოიწვია ცხრა თვიანი ტურნე მსოფლიოს გარშემო. ჯგუფს დაუკავშირდა Warner Brothers Records. 1991 წელს მათ მეხუთე ალბომს პროდუსირება გაუწია რიკ რუბინმა. ეს იყო "ბლად შუგა სექს მეჯიქი", რომელიც ჩაიწერა ცოცხლად. ალბომი გამოვიდა სექტემბერში. სიმღერებმა "Give it away" და "Under the bridge" მოიპოვეს უზომო წარმატება. მარტო შეერთებულ შტატებში გაიყიდა შვიდი მილიონი დისკი. 1992 წელს ჯგუფი დატოვა ფრუშიანტემ. რამდენიმე კანდიდატს შორის საბოლოოდ შეირჩა დეივ ნავარო. 1995 წელს გამოვიდა მათი მორიგი ალბომი "One hot minute". ალბომი იყო ჩვეულ სტილის (ფანკი, პანკი და ფსიქოდელია). წინამდებარე ალბომთან შედარებით ჯგუფმა ვერ მოიპოვა ისეთივე წარმატება, თუმცა სიმღერებმა "My friends" და "Aeroplane", მაინც დაიკავეს მოწინავე ადგილები ჩარტებში. ამ ალბომის შემდეგ ჯგუფი დატოვა ნავარომ. 1998 წელს დაბრუნდა ფრუშიანტე (ორი სოლო ალბომის შემდეგ). ჯგუფმა შექმნა მორიგი ალბომი - "Californication", რომელსაც ჯგუფის ბევრი ფანი თვლის შედევრად. ალბომი შეიცავს ისეთ გენიალურ ჰიტებს როგორებიცაა: "Scar Tissue" (მოიპოვა გრემი), "Otherside", "Californication", "Around the world", "Road Trippin", "Parallel Universe". ამას მოყვა ჯგუფის ტურნე, რომელიც თითქმის ორი წელი გაგრძელდა. სწორედ ამ ტურნეს დროს ჩაატარეს მათ თავისი უდიდესი კონცერტები. მათ შორის მოსკოვში. ამ კონცერტს ესწრებოდა 200 000 ადამიანი. 2001 წელს გამოუშვეს თავისი პირველი დივიდი - "Off The Map". 2001 წელს გამოვიდა ალბომი "By the way". სიმღერებით "By the way" და "Can't stop" ფეფერსი კვლავ მოექცა ჩარტების სათავეებში. 2003 წელი. აგრეთვე გამოიცა DVD დისკი - "Live At Slane Castle". 2004 წელს გამოვიდა მათი პირველი საკონცერტო ალბომი - "Live in Hyde Park" 2005 წელს დაიწყო მუშაობა ალბომზე - "Stadium Arcadium". ეს ალბომი, რომელსაც ჯგუფის წარმატებული მსოფლიო ტური მოჰყვა, გამოვიდა 2006 წლის აპრილში... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Elibo Posted March 22, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 22, 2008 ჩემი საყვარელი გრუპაა RHCP Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Indian_Summer Posted March 22, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 22, 2008 http://youtube.com/watch?v=DWJaAeHOg9c&feature=related აუ პროსტა რა კაცები არიან. ვაფშე გიჟები არიან, განსაკუთრებით ფლი. http://youtube.com/watch?v=lJdhJxg3dUQ&feature=related ეს კი around the world-ის გადაგებაა. უნდა უყუროთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Indian_Summer Posted March 22, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 22, 2008 http://123.ge/uploads/1/331265_fffffffffff.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Mrs.Brigante Posted March 22, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 22, 2008 მაგარი საკაიფო ჯგუფიაყოველთვის კარგდ ხასიათზე ვარ როცა ამააათ ვუსმენკარგია! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FIORENTINO Posted March 22, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 22, 2008 1998 წლიდან ვუსმენ... ჩემი ჯგუფია! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Headbanger Posted March 23, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 23, 2008 1998 წლიდან ვუსმენ... ჩემი ჯგუფია! ამათ როგორ უსმენ? კაი რა :rolleyes: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
seaside suicide Posted March 24, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 24, 2008 წიწაკები :boli:psycho-funky band!!! :rocker: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Silent girl Posted March 24, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 24, 2008 მიყუარს თან ძალიან ეს ჯგუფი :yes2: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
seaside suicide Posted March 24, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 24, 2008 რამდენი ხანია ამათთვის აღარ მომისმენია http://userserve-ak.last.fm/serve/500/112416.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FIORENTINO Posted March 24, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 24, 2008 მიერედა მოუსმინე... მე მახსენდება თუ არა ეგრევე ამათ ვუსმენ, ძაან მაგარია! DONT FORGET ME Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
seaside suicide Posted March 24, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 24, 2008 რავი, არ ვარ ეხლა ამათ ხასიათზე ახალ ალბომზე არაFერი ისმის? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FIORENTINO Posted March 24, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 24, 2008 არა... ვაფშეტა ეგ ბენდი დაიშალასპონტში... :resent: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
seaside suicide Posted March 24, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 24, 2008 არა... ვაფშეტა ეგ ბენდი დაიშალასპონტში... :resent: რას ქვია დაიშალა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FIORENTINO Posted March 24, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 24, 2008 ჰო მე ასე ვიცი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.