urfinjus Posted May 12, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2013 (edited) სერიოზული დეგრადაციასთან გვაქვს საქმე..... ერთ დროს მარგველაშვილი გიდი ყოფილა(ეს დრო აფხაზეთში ომის დროს ემთხვევა) და ვერ გამოდის რუსი ტურისტების მაამებელ რიტორიკიდან(მას და მის kingmaker ივანიშვილს ის "რეალობა" აქვთ რასაც პუწინი ხედავს). 2013 წელს პრეზიდენტობის კანდიდატმა არ იცის(ან ჯიუტად არ უნდა გაიგოს, ძიძიგური მაინც მოუყვებოდა თუ უნივერსიტეტში არ ისწავლა რომ 1801 წელს მოხდა იმ გეორგიევსკის ტრაქტატის დარღვევა და საქართველოს ანექსია რომლის შესახებაც ყველა რუსეთუმე ყელმოღერებით საუბრობს). ორენოვანი იყო ქართული კულტურაო(პირადად წაუკითხავს კაცს თომას მანი რუსულად და ეამაყება რას ერჩი) ამბობს კაცი იგი გიორგი მაგრამ კოლლაბორაციონისტებს ავიწყდებათ ბანალური ჭეშმარიტება დაპყრობილ ქვეყანაში მეორე ენა ოკუპაციის ენაა და თავზემოხვეულია, შესაბამისად არაბუნებრივია უცხოა და კულტურის ნაწილი ვერ გახდება. თუ ბიძინეს კანდიდატს მიაჩნია რომ: რუსი ეგზარქოსების მიერ ქართული ფრსკების ღებვა კულტურის ნაწილია სხვა ამბავია.....მეცხრამეტე საუკუნეში საქართველოში სწორედ ოკუპაციის ენით სამართალწარმოების ძალით დანერგვის გამო უამრავი აჯანყება მოხდა კახეთიდან და მთიულეთიდან დაწყებული და სამეგრელოთი დამთავრებული, იბრძოდა ყველა გლეხი, ვაჭარი, აზნაური და ხელოსანი უამრავმა ქართველმა დადო თავი უთანასწორო ბრძოლაში თავისუფლებისათვის მშობლიურ ენის შენარჩუნებისათვის, ეს თურმე ორენოვანი კულტურული ცხოვრება ყოფილა. მარგველაშვილი "ენა მამული სარწმუნეობა"-ს მთქმელ ჭავჭავაძეს(ჭავჭავაძეა აგრეთვე ტერმინ რუსეთუმეს ავტორი) ორენოვან კულტურის მატარებლად თვლის აქაოდა განათლება პეტერბურგში მიიღო თუ აკვირდებით როგორ ოსტატურად მანიპულირებს ეს დემაგოგი ფაქიზ საკითხებით?.....გასაგებია რასთან და ვისთან გვაქვს საქმე.....http://www.youtube.com/watch?v=bwbkZLANIAE&list=HL1368347906&feature=mh_lolz თემა დაიხურა კიდევ ერთხელ ვცდი ვიდეო იუთუბზე დევს არაა მონტაჟი ინტერვიუა და რატომ "იკრძალება" დღეს გასაგებია! იმედია ამას არ წაშლით. ეს რომ გარდაუვალი იყო მშვენივრად მესმის ამიტომ მეტს აღარ შეგაწუხებთ. მშვიდობაში მოიხმარეთ ბიძინე და მის "ჭეშმარიტებანი". გისურვებთ წარმატებებს! კეთილი სურვილებით ურფინჯუსი...... Edited May 12, 2013 by urfinjus Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted May 12, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2013 (edited) პს. პირადად ბატონ ლაშა ალოს უღრმეს მადლობას მოვახსენებ იმის გამო რომ მიუხედავად ყველა საკითხში განსხვავებული პოზიციისა არასოდეს ამ ერთი წლის მანძილზე არ უსარგებლია ცენზურის პრივილეგიით(მესმის რომ ეს ადვილი არ იყო) ჩემ მიმართ. "ინგლისელები მიდიან გამომშვიდობების გარეშე, ებრაელები ემშვიდობებიან და არ მიდიან" მე უფრო ანგლოსაქსების საქციელი მომწონს. ადიო პლანეტა.გე-ს მადლობა მასპინძლობისათვის! Edited May 12, 2013 by urfinjus Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted May 12, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2013 http://politico.ge/index.php/news/view/3420 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მაკიაველი Posted May 12, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2013 და ვერ გავიგე ---- რა თქვა მარგველაშვილმა ისეთი , რომ მთელი ნაც.პროპაგანდა დაირაზმეთ ???? 1. მე ფეხებზე მკიდია ტალიავინი , პუტინი და მიშა სააკაშვილი ----- მე მაქვს ჩემი მყარი აზრი იმაზე თუ რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში . ეს აზრი ჩამომიყალიბდა იმით თუ რა ესმოდა ჩემს ყურებს და რას ხედავდნენ ჩემი თვალები , ასევე ჩემს მეგობარ სამხედროებთან საუბრებში . ყველა სამხედრო რომელთანაც მქონდა ურთიერთობა ერთმნიოშვნელოვნად მეუბნებოდნენ , რომ ცხინვალზე გალაშქრება იყო ქართული არმიის 2006 წლიდან დაწყებული პრიორიტეტული მიზანი . ამისთვის ქართული არმია ემზადებოდა . ჯარების ცხინვალისკენ გადაადგილებისკენ ბრძანებები , ნაწილებმა 1-2 აგვისტოს მიიღენ და ზუსტად ამ დღიდან ქართული არმია გადავიდა კაზარმულ მდგომარეობაზე და ამ ოპერაციისთვის მზადება ბოლო ფაზაში გადავიდა . მაგალითათ სენაკის ბრიგადის პირველი ნაწილები ცხინვალისკენ 4 აგვისტოს დაიძრნენ . ყველა სამხედრო ერთხმად ამბობენ , რომ კითხვებზე როგორ მოიქცევა რუსები პასუხი იყო ერთმნიშვნელოვანი --- რუსები ცხინვალის კონფლიქტში არ ჩაერევიან . ამიტომაც ვეთანხმები მარგველაშვილს ---- 2008 წელს სააკაშვილმა სამხედრო ავანტიურა წამოიწყო და მოხვდა პუტინის მიერ დაგებულ მახეში . 2. რუსულ ენას და კულტურას გავლენა , რომ ქონდა საქართველოში ბოლო 200 წლის განმავლობაში ამაზე ვინმე უარს ამბობს ? კულტურა მარტო ლექსი კი არ არის . უამრავი სამეცნიერო და ტექნიკური ლიტერატურა რუსულ ენაზე იქმნებოდა ... დისერტაციებს 90 % ქართველი მეცნიერები რუსეთში იცავდნენ , რუსულად და რუსული სამეცნიერო-ტექნიკური ლიტერატურის გამოყენებით . ქართული ეკლესია რუსულ ენაზე ქადაგებდა . ყველა სეგმენტში შედიოდა რუსული კულტურა . აბსოლუტურად ყველა ტექნიკური დოკუმენტაციები ქართულ სამეწარმეო სივრცეში (ქარხნები , ფაბრიკები და სხვა ) რუსულ ენაზე იყო . აქედან გამომდინარე რუსულის არ ცოდნა სერიოზული პრობლემების მატარებელი იყო თუ რაიმე თანამდებობაზე დაწინაურება გინდოდა . არ იცით ეს ??? რას ერჩით მარგველაშვილს ??? სიმართლეს , რომ ამბობს ამის გამო ქოლავთ ? ძალით , დიახ ძალით , საქართველოს სამეფოს გაუქმებით , საქართველოს ფაქტიური და დე-იურე ანექსიით , რუსეთმა დანერგა საქართველოში მათი კულტურა . ეს ორასი წელი გრძელდებოდა და რუსულმა კულტურამ თავისი ადგილი დაიმკვიდრა ქართულ სინამდვილეში . აბსოლუტურად ვეთანხმები ამ მოსაზრებაშიც მარგველაშვილს ---- 200 წელი ქართულ კულტურასტან ერთად საქართველოში , პარალერულად არსებობდა რუსული კულტურაც --- ღმერთის წყალობით არ მოხდა სრული ასიმილირება , როგორც ეს მოხდა მაგალითად თურქების მიერ ანექსირებულ ქართულ მიწებზე . Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted May 12, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2013 მაკიაველიერთი რა აზრი აქვს მერე რა საქართველო 2006-ში, რომ ემზადებოდა თავისი მიწებზე კანონის აღდგენისათვის?რა არ შეილება??? :facepalm: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მაკიაველი Posted May 13, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2013 (edited) მაკიაველიერთი რა აზრი აქვს მერე რა საქართველო 2006-ში, რომ ემზადებოდა თავისი მიწებზე კანონის აღდგენისათვის?რა არ შეილება??? :facepalm: აი , აქ კი გეთანხმები ..... საქართველოს სრული უფლება ქონდა თავის ტერიტორიაზე კონსტიტუციური წესრიგის აღდგენისთვის მიეღო ზომები (დაჟე რუსები აღიარებდნენ იმ დროს , რომ საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა აფხაზეთი და ოსეთი ). ამიტომაც ტრაკის ქიცინი კი არ უნდა დაეწყო , რუსი მოვიდა რუსიო და ტყუილების კორიანტელი კი არ უნდა დაეყენებია, რუსები დაგვესხა თავს , თორემ ჩვენ არაფერს ვაპირებდითო - არამედ მსოფლიოში მიღებული წესების მიხედვიდ უნდა ემოქმედა . არ უნდა გამოეყენებია პირველ ეტაპზე არმია , არამედ ცხინვალში უნდა შეეყვანა პოლიციური ძალები . მითუმეტეს არანაირ წინაამღდეგობას შესვლის დროს არც ოსები და არც რუსები ჩვენ არ გვიქმნიდნენ . არმია მზადმყოფნაში უნდა ყოფილიყო . არანაირი დაბომბვები , გრადები და კასეტური ბომბები არ უნდა ყოფილიყო . ცხინვალის რეგიონში ვიმეორებ უნდა შესულიყო მხოლოდ პოლიციის სპეც.შენაერთები და ჩვეულებრივი პოლიცია რათა აღეკვეთა სეპარატისტების მხრიდან ის საარტილერიო დაბომბვები რომელსაც ადგილი ქონდა ქართული ანკლავის სოფლების მიმართ . აი , მერე გაებედათ რუსებს და პოლიციის შენაერთების წინაამღდეგ გამოეყენებიათ თავისი არმია .... მერე ნახავდით თქვენ დასავლეთის რეაქციას . ვერ გამოიყენებდნენ რუსები ტანკებს და ავიაციას ქართული პოლიციის ნაწილების წინაამღდეგ , გამორიცხულია . არ მითხრათ ახლა პოლიციას არ ყავდა სპეც.ნაწილებიო ---- 7 ნოემბერს , 26 მაისს თავისი ხალხი , რომ აცემია სააკაშვილმა , ოსეთში გამოეყენებია . -------------------------- აი , ესე , რომ მოქცეულიყო სააკაშვილი ეგ იქნებოდა სწორი . ვერც ტალიავინი ვერ დაწერდა საქართველომ დაიწყო ფართომაშტაბიანი სამხედრო ოპერაციაო და ასე შემდეგ . _------------------------ დასკვნის სახით : 1. საქართველოს ქონდა უფლება თავის , აღიარებულ ტერიტორიაზე (მათ შორის რუსეთის მიერ ) განეხორციელებია საპოლიციო ოპერაციო სეპარატისტების წინაამღდეგ . უფლება კი არა , ვალდებულიც იყო ეგეთი ოპერაცია ჩაეტარებია . 2. სეპარატისტების წინაამღდეგ ოპერაცია უნდა ჩატარებული მკაცრად , მხოლოდ საპოლიციო ძალების მიერ . 3. საპოლიციო ოპერაციის წესებიდან გამომდინარე , საქართველოს არ უნდა გამოეყენებია ოპერაციის საწყის ეტაპზე (ხაზს ვუსვამ , საწყის ეტაპზე) ზალპური ცეცხლის საარტილერიო სისტემები , კასეტური ბომბები და ტანკები . 4. არმია უნდა ჩარეულიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საპოლიციო ძალებს სერიოზულ , ადექვატურ წინაამღდეგობას გაუწევდნენ სეპარატისტები , ან სხვა ქვეყნიდან შემოსული უკანონო სამხედრო შენაერთები . აბა ასე გაკეტებია მიშას ..... ერთი კითხვაც კი არ იქნებოდა მის მიმართ Edited May 13, 2013 by მაკიაველი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted May 13, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2013 არ უნდა გამოეყენებია პირველ ეტაპზე არმია , არამედ ცხინვალში უნდა შეეყვანა პოლიციური ძალები . მითუმეტეს არანაირ წინაამღდეგობას შესვლის დროს არც ოსები და არც რუსები ჩვენ არ გვიქმნიდნენ . აქ სწორი ხარ ;) მაგრამ მიპასუხე, რუსები ემზადებოდენ და ერთი სული ქონდათ, როდის შემოვიდოდენ. ამისთვის კი ნებისმიერ, საბაბს გამოიყენებდენ ხო იცი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მაკიაველი Posted May 13, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2013 (edited) აქ სწორი ხარ ;) მაგრამ მიპასუხე, რუსები ემზადებოდენ და ერთი სული ქონდათ, როდის შემოვიდოდენ. ამისთვის კი ნებისმიერ, საბაბს გამოიყენებდენ ხო იცი? დიახ , გეთანხმები ---- ეძებდნენ რუსები საბაბს . ხოლო ამ იდიოტმა სააკიანმა ეგ საბაბი მიცა . გამოსარკვევი მხოლოდ ერთი საკითხია ---- მიზანმიმართულად მიცა ეგ საბაბი , თუ პირადი იდიოტობის გამო . პოლიციის წინაამღდეგ რუსები საარმიო ნაწილებს ვერ შემოიყვანდნენ , ვერც ტანკებს და ავიაციას ვერ გამოიყენებდნენ , ერთი სიტყვით რეგულარულ არმიას ვერ შემოიყვანდნენ . დაიწყებდნენ ე.წ. ,,მოხალისეებით,, ომობანას , აი მათ წინაამღდეგ კი ქართული არმია იომებდა Edited May 13, 2013 by მაკიაველი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted May 13, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2013 მაკიაველიმემგონი, შეცდომიდ რადგან ყველას მოსდის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted May 13, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2013 მაკიაველისხვათაშორის რო დაუფიქრდე, მნიშვნელობა დიდი არა ომი ისე თუ ასე მოხდებოდა მაგრამ რა ვისწავლედ, ეგაა მთავარი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 14, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted May 14, 2013 დიახ , გეთანხმები ---- ეძებდნენ რუსები საბაბს . ხოლო ამ იდიოტმა სააკიანმა ეგ საბაბი მიცა . გამოსარკვევი მხოლოდ ერთი საკითხია ---- მიზანმიმართულად მიცა ეგ საბაბი , თუ პირადი იდიოტობის გამო . პოლიციის წინაამღდეგ რუსები საარმიო ნაწილებს ვერ შემოიყვანდნენ , ვერც ტანკებს და ავიაციას ვერ გამოიყენებდნენ , ერთი სიტყვით რეგულარულ არმიას ვერ შემოიყვანდნენ . დაიწყებდნენ ე.წ. ,,მოხალისეებით,, ომობანას , აი მათ წინაამღდეგ კი ქართული არმია იომებდაჩემის აზრით იდიოტიზმით მოუვიდა ნაცები დარწმუნებულები იყვნენ, მოახდინეს თვითზომბირება რომ ღრუსები ომში არ ჩაებმებოდნენ რუსებმაც მიმართეს ეშმაკობას, მიხვდნენ რომ ამ სირისტიანებს დააგოიმებდნენ და თავი ისე მოაჩვენეს რომ მიდით ბიჭებო, ცხინვალი არაფერში გვჭირდებაო,ეხლა პუტინი და ღრუსული გენშტაბი ინტელექტუალურად 1/100 მაინც რომ აღემატებობდა ნაცებს ეს ზედაპირული შეხედვითაც ჩანს, მაგრამ საინტერესო აქ სხვა რამეა, ნუთუ ამერიკელებმა არ იცოდნენ რას აპირებდნენ ნაც-იდიოტები, რა, რა და ანგლოსაქსური პოლიტ-ელიტა ყველაზე ინტელექტუალური და რაციონალურია მსოფლიოში, ეხლა დაბლუ ბუშის ნაირი იდიოტები ვერანაირ გადაწყვეტილებას რომ ვერ ღებულობენ ესეც ცხადია, აი რა მოხდა სინამდვილეში, მართლაც მაკკეინის საპრეზიდენტო კომპანიას შეეწირა საქ. ტერიტორიული მთლიანობა??? არ მინდა დავიჯერო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted May 14, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted May 14, 2013 Siknadmoმართალია შეცდომა მოუვიდა მაგრამ რა შედეგები მივიღედ? 1. ვიცით, საგარეო მტერი ვინა! 2.ეროვნული ინტერესების დაცვა გვინდა და თავისი ინტერესების გატანანა! 3. რუსები უკვე იციან თავის, მთავრობის ნდობა რო არ შეილება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მაკიაველი Posted May 14, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted May 14, 2013 (edited) ჩემის აზრით იდიოტიზმით მოუვიდა ნაცები დარწმუნებულები იყვნენ, მოახდინეს თვითზომბირება რომ ღრუსები ომში არ ჩაებმებოდნენ რუსებმაც მიმართეს ეშმაკობას, მიხვდნენ რომ ამ სირისტიანებს დააგოიმებდნენ და თავი ისე მოაჩვენეს რომ მიდით ბიჭებო, ცხინვალი არაფერში გვჭირდებაო,ეხლა პუტინი და ღრუსული გენშტაბი ინტელექტუალურად 1/100 მაინც რომ აღემატებობდა ნაცებს ეს ზედაპირული შეხედვითაც ჩანს, მაგრამ საინტერესო აქ სხვა რამეა, ნუთუ ამერიკელებმა არ იცოდნენ რას აპირებდნენ ნაც-იდიოტები, რა, რა და ანგლოსაქსური პოლიტ-ელიტა ყველაზე ინტელექტუალური და რაციონალურია მსოფლიოში, ეხლა დაბლუ ბუშის ნაირი იდიოტები ვერანაირ გადაწყვეტილებას რომ ვერ ღებულობენ ესეც ცხადია, აი რა მოხდა სინამდვილეში, მართლაც მაკკეინის საპრეზიდენტო კომპანიას შეეწირა საქ. ტერიტორიული მთლიანობა??? არ მინდა დავიჯერო რა თქმა უნდა იცოდნენ ამერიკელებმა , რა თქმა უნდა იცოდნენ . მაგრამ აქ არის ძალიან საინტერესო მომენტი ...... ცოდნა ცოდნაა , მაგრამ რა უნდოდათ ამერიკელებს ეს არის მთავარი შეკითხვა .... აქ ის დრო უნდა გავიხსენოთ , როდის ხდებოდა ეს ყველაფერი ...ამერიკაში არჩევნები იყო , ეს არ დაივიწყო ასევე მეორე რამ .... მაშინდელი ამერიკის რესპუბლიკური პარტია , არ იყო ერთ პლატფორმაზე მდგარი , ერთიანი გუნდი . იქ იყვნენ ზომიერი პოლიტიკოსები თუ გინდ კონდოლიზა , მაგრამ იყვნენ ქორებიც , მაგალითად დიკ ჩეინი . ჩვენი დანამდვილებით ვიცით , რომ კონდოლიზამ არ დაიზარა , სპეციალურად ჩამოვიდა საქართველოში და დაჟინებით უმტკიცებდა სააკაშვილს , რომ სამხედრო გზით ცხინვალის პრობლემის გადაწყვეტა , დაღუპავდა საქართველოს .... სიტყვა-სიტყვით უთხრა შემდეგი ....არ გაბედო , თორემ მარტონი დარჩებით რუსეთის წინაშეო (რაც მოხდა კიდევაც ) . მაგრამ ჩვენ არ ვიცით რას ეუბნებოდა სააკაშვილს დიკ ჩეინი , მაკეინი . დიდი ალბათობა არის , რომ ისინი პირიქით აქეზებდნენ სააკაშვილს . ამაზე უნდა ვიფიქროთ .... მე პირადათ ღრმად მჯერა , რომ სააკაშვილმა , დიკ ჩეინიმ , მაკეინმა საქართველო ჩააბეს ამ ავანტიურაში , მხოლოდ ამერიკაში მიმდინარე მაკეინის საარჩევნო კომპანიის გამო . არ დაგავიწყდეთ ჯორჯ ბუშის სკანდალური საუბარი ნიკოლა სარკოზისთან , როდესაც ამერიკის პრეზიდენტმა ურჩია მას , რომ არ ჩაბმულიყო ჩვენი კონფლიქტის მოგვარებაში და უთხრა მას , რომ დაე შევიდნენ რუსები თბილისშიო .... ასევე ომის დროს მე მახსოვს პირველი ინტერვიუ პუტინის ამ თემაზე , რომელიც მისცა სნნ-ს ---- მან იქ პირდაპირ თქვა , რომ ეს კონფლიქტი ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანსო , მაკეინის წინასაარჩევნო კომპანიასო .... პუტინი კარგი ჩათლახია , არაფერს ტყუილად არ ამბობს , წამოცდა , ნამეტანი გაპიმპილებული იყო . ასევე გირჩევ უყურო ბბს-ის 4 სერიანი ფილმის , ,,პუტინი , დასავლეთი და დემოკრატია,, მესამე სერიას ---- იქ ბევრი -- კონდოლიზა რაისი , კოლინ პაუელი , გეითსი და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიკორსკი ერთხმად ამბობს --- საბრძოლო მოქმედებები საქართველომ დაიწყო , რითაც მოხვდნენ რუსეთის ხაფანგშიო . Edited May 14, 2013 by მაკიაველი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted May 14, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted May 14, 2013 მაკიაველიშენ მემგონი, ის ინტერვიუ ნახე, სადაც პუტინი დიდ რუხ მგელ ამერიკას აბრალებს :volk: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მაკიაველი Posted May 14, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted May 14, 2013 (edited) მაკიაველიშენ მემგონი, ის ინტერვიუ ნახე, სადაც პუტინი დიდ რუხ მგელ ამერიკას აბრალებს :volk: მე ვნახე პუტინის ინტერვიუ , 2008 წლის 12-15 აგვისტოს , ზუსტად არ მახსოვს . ეს იყო ინტერვიუ სნნ-ნთან , სადაც პუტინმა მაშინ აგვისტოს ომი პროვოცირება დააბრალა მაკეინს და მისი საარჩევნო კომპანიის ინტერესებს . ეს ძალიან ცუდი განცხადებაა , ვინაიდან პირდაპირი მინიშნება იყო ამერიკაში მიმდანარე არჩევნების მონაწილე ერთ-ერთი პრეტენდენტის მიმართ , მსოფლიოს მეორე სამხედრო სიძლიერით , ატომური სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძვანელობის მხრიდან damოკიდებულებაზე . ეგეთ იაღლიშებს პუტინი არ აკეთებდა არც ადრე და არც მის შემდგომ . მეტიც ეს მაკეინის ვერსია , არასდროს პუტინის მიერ განმეორებული აღარ ყოფილა მის შემდგომ . ეს მაძლევს ვარაუდს ვიფიქრო , რომ პუტინს ეს ფრაზა იმ ინტერვიუში წამოცდა და მან გაამჟღავნა ის ვერსია , რომელიც რუსულ პოლიტ-ელიტაში ტრიალებდა იმ პერიოდში . პუტინს ქონდა ამის საფუძველი : 1. მან პირადათ გააფრთხილა სააკაშვილი საჯაროდ , რომ სამხედრო მეთოდების გამოყენება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პრობლემის გადაჭრისას გამოიწვევდა რუსეთის ამ კონფლიქტში ღია ჩარევას . 2. კონდოლიზა რაისმა გააფრთხილა სააკაშვილი არ გამოეყენებია სამხედრო ძალა . რა უნდა ეფიქრა პუტინს ? ან სააკაშვილი შიშველი გადარეულია , ან სააკაშვილს მწვანე აუნთეს ვაშინგტონში ძალებმა , რომელთა წარმომადგენელი არ იყო კონდოლიზა რაისი --ეგეთი კი დიკ ჩეინი და მაკეინი იყვნენ . Edited May 14, 2013 by მაკიაველი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.