Jump to content
Planeta.Ge

27 აპრილს რუსმა სამხედროებმა სოფელ გიმრიში ათობით სახლი გადაწვეს და ასობით გაძარცვეს.

Recommended Posts

იცით, ვიცნობ ხალხს, რომლებიც 88-89 წლებში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის აქტიური მონაწილეები იყვნენ.. შემდეგ კი "ხუნტის" სასტიკი მოწინააღმდეგენი (ახლანდელ "ზვიადისტებს" არ ვგულისხმობ), რომლებიც ამბობენ რომ - რატომ არ მოატყდათ ის ხელი, რომელშიც საქართველოს ეროვნული დროშა ეჭირათ, თავის დროზე(?!).. და ეს ისეთი ხალხი, რომლებიც სულით და გულით იბრძოდნენ, უღალატოდ... ყოველივე ანგარების გარეშე.. და არამგონია, ახლაც, ამ ხალხს ამას ღალატი ალაპარაკებდეს.. და თავის აგდება იქნებოდა ჩემის მხრიდანაც, რომ მათ ამის მინიშნება მივცე..

სამწუხარო ფაქტია, არა..?

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten მეც ვიცნობ ამ ხალხს(ზვიადისტებსაც(თუმცა ეს ზედმეტსახელი როგორც მიშისტი რუსმა გებეშნიკებმა მოიგონეს და შემდეგ აბორიგენებმა აიტაცეს) და ანტიზვიადისტებსაც) და რაც ბრძანეთ ეს კონკრეტული პირების ტრაგედიებით გამოწვეული მეტამორფოზებია(ნამდვილად არაა ჩვენი გასაკითხი) ესე ხდება ხოლმე როდესაც ეროვნულ გამანთავისუფლებელი მოძრაობა იწყება იქ პიროვნული ტრაგედიებიც უხვადაა. ცხონებული კოსტავა ამბობდა: "ჩვენი თავი კი არ უნდა მოგვწონდეს ეროვნულ მოძრაობაში არამედ ეროვნული მოძრაობა უნდა მოგვწონდეს საკუთარ თავშიო". მეორე საკითხია რომ ეროვნულმა მოძრაობამ ვერ მიაღწია სასურველ მიზანს(ამას უამრავი მიზეზი აქვს წითელი ინტელიგენციის და კგებეს შემოგდებული შიდა განხეთქილება(ერთერთი მსხვილი ინიციატორი ამ განხეთქილებისა ირაკლი ბათიაშვილი თავს დღესაც ეროვნული მოძრაობის ლიდერს უწოდებს(კარგად მახსოვს იმ დღეებში როგორ ჩასისინებდა ხან გამსახურდიას ხან ჭანტურიას ჭორებს ერთმანეთზე) ეთნოკონფლიქტები, და მრავალი სხვა სადაც 60% ქართველების წინდაუხედაობის სიფიცხის და გამოუცდელობის ბრალი იყო). ამის შესახებ ბრწყინვალედ წერდა აკაკი ბაქრაძე. მაგრამ უმთავრესი კითხვა აქ იმაშია პირადული ამოძრავებს ადამიანს თუ საქვეყნო როდესაც ამ მოძრაობას უერთდება? როდესაც ჩემი ტოლები დროშებით დარბოდნენ თურმე ტყემალაძეები თოფაძეები და მრავალი სხვები ქარხნებს აპრივატებდნენ მიწებს იგდებდნენ ხელში და შემდეგ ამ ქონების ნარჩენებით დროშებიან ხალხს ყიდულობდნენ...... არავის გახსენებია უამრავი რიგითი გულანთებული ქართველი პატრიოტი რომლებიც აჩიგვარასთან, ავნევთან, ოჩამჩირესთან, ცხინვალთან თავს წირავდნენ და თუ გაიხსენებდნენ ისიც რაიმე ფი არ კამპანიის დროს ეს რა თქმა უნდა ამაზრზრზენია.... ჩვენ ვსწავლობდით, ჩვენ საკუთარი ძმების სისხლით ვსწავლობთ დამოუკიდებელი ქვეყანაში ცხოვრებას... ეს ხარკია თავისუფლებისათვის გულგატეხილობა ბოროტებას ბადებს, იმედი ძალას იძლევა. .არც ჩემი არც თქვენი ტრაგედიით(დაგიფაროთ კოსმოსმა) არ იწყება და არ მთავრდება საქართველო საბედნიეროდ. შეიძლება მხოლოდ მოღალატეების, სქელშუბლა იდიოტების გინებაში და თავზე ნაცრის ყრით ვიცხოვროთ კიდევ შეიძლება ქაქუცა ჩოლოყაშვილის, მერაბ კოსტავას და ათასობით იმ ქართველის(რომელთა სახელები დაგვიმალა ისტორიამ) გზამ გაგვამხნევოს ცხოვრების მძიმე წუთებში და მიგვიყვანოს მშვიდ აყვავებულ საქართველოში რომელიც ჩვენ გვსურს ვიხილოთ.

Giorgi Kiskeidze ორი დღე ცუდად ვიყავი, მგონი გამოვძვერი მერსი ქუთაისელო ბარონო!

:) ... (ლაიქი)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...