giorgi1987 Posted May 11, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted May 11, 2013 "ინვენცია" რა შეიცვალა, ო, იმ ტკბილი მომავლის შემდეგ,გულს რომ ჩაუთქვი, აისრულე, ხოლო დღეებიგადახალისდა, გაიზარდნენ შენი ხელებიდა ხვალინდელი სარჩოს ფიქრით აღარ იღლები.შენი სახელიც, ვით მდინარე, ისე ადიდდა,და ყველა ღამე წარსულიაახლა რატომღაც.რა შეიცვალა, იმ მწარე და ტკბილ მომავლიდან,როგორც ფოთოლი - მოწყვეტის ჟამს,ისევ მარტო ხარ. ********„პოეზია არის ასული,ერთი იღლია მწიფე თავთავებითანდა პოეზია საერთოდ არ არის.“(შოთა ჩანტლაძე) -----რა დარჩება ამ ქალაქისგან,თუკი გეტყვი, რომ შენს თვალებშიფოთლების სევდა ასვენიადა ქარს გადააქვს ისინი,როგორც უკანასკნელი ამბავი ზამთრიდან.რომ ტყისპირა ქოხში არავინ ცხოვრობსგარდა დედ-მამის ხსოვნისადა უშენობისა.რა დარჩება ამ სიტყვებისგანრომელთაც გულისკენ ვერ გაიკვალეს გზა.რა დარჩება სიტყვებშისადაც არ ურევია დუმილი,როგორცდახრილი თვალების პოეზია. *************რამდენჯერ იყო,წამოვიწყე თითქოს ბედნიერება,უფრო სწორედ წამომცდა.და ყოველთვის რაღაც მაკლდებოდა მისდამიდა მიკლავდა ამ მოულოდნელ სიხარულს.მაგრამ სასიამოვნო განცდად მრჩებოდა ის, რომ ასე ახლოს იდგა ჩემთან.მოკლედ,ყოველთვის იყო რაღაც, რაც ყველაფერს აფუჭებდა.ახლა კი საით, ჩემო მოჩვენებითო სიმშვიდევ,ჩემო სიჩუმევ,რომელ კედელზე ამოვკაწრო შენი სახელი,რომ მოვიშორო ყველა მოულოდნელობა - ბევრჯერ მატკინეს..ახლა კი თვითონ ამოვზილავ ჩემს გულის სამყოფსდა საკუთარ თავს ნაწილ-ნაწილ პეშვით მოგიტან.ალბათ ასეა, დაუმსახურებელი ბედნიერება - კაზინოში მოგებულ ფულს ჰგავს,ეს კი მალე გაივლის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.