Jump to content
Planeta.Ge

თეორიული საუბრები მარქსიზმზე და ლიბერალიზმზე - კანონზომიერების შესახებ


Recommended Posts

დიდი ხანია არ გამიხსნია ამგვარი თემა აქ.. :)

 

მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება უფრო თეორიულ ბაზებზე, რომელზედაც დაყრდნობილია მარქსიზმი და ლიბერალიზმი - რით განსხვავდებიან ისინი?

 

 

მარქიზმისთვის ეკონომიკური წესწყობილება და პოლიტიკური და სოციალური სტრუქტურები იცვლებიან. თავისთავად ეკონომიკა არ წარმოადგენს რაღაც მუდმივს. თამაშის წესები იცვლება იმის მიხედვით თუ როგორ არის მოწყობილი საზოგადოებრივი ურთიერთობები. სისტემის კანონები რომლითაც საზოგადოება ცხოვრობს, იცვლება იმის მიხედვით, თუ როგორ არის ეს ურთიერთობები მოწყობილი.

მარქზისმისთვის კაპიტალიზმი ისტორიული პროცესია - ანუ მას აქვს დასაწყისი და დასასრული.

 

ლიბერალიზმი სხვანაირად უყურებს საკითხს - მათი თეორიის მიხედვით კაპიტალისტური სისტემა ისეთივე ბუნებრივია, როგორც ბუნების კანონები, უბრალოდ ადამიანებს არ ესმით ეკონომიკური კანონები. კაპიტალიზმი აღქმულია როგორც ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა. არსებობდა ერთიდაიგივე კანონზომიერება როგორც ძველ ეგვიპტეში, ისე თანამედროვე აშშ-ში, ანუ მთავარი არ არის ის თუ როგორ ვითარდება საზოგადოება, არამედ მთავარია ის თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები ეკონომიურ კანონებს. ადამიანი თუ გააცნობიერებს ამ კანონებს და მიიღებს მათ, მაშინ ყველაფერი იდეალური იქნება და არაგრის შეცვლა არ იქნება საჭირო. ამის მიხედვით გამოდის, რომ თავისუფლება ესაა აუცილებლობის აღიარება.

ლიბერალურ თეორიაში - სახელმწიფო და საზოგადოება მუდმივად ერეოდნენ ეკონომიურ პროცესებში, რასაც ძალზე ცუდი შედეგები მოჰქონდა და მოაქვს. მათი აზრით პოლიტიკის მიზანი არის, რომ თვალყური ადევნოს და დაიცვას ის ბუნებრივი ეკონომიკური წესები, რომლებიც არსებობს.

მარქსიზმს ხშირად ადამაშაულებენ ინდივიდის როლის უგულებელყოფაში, დეტერმინიზმში. მაგრამ ლიბერალური თეორია ამ შემთხვევაში გაცილებით დეტერმინულია, ვიდრე მარქსიზმი. ისინი მთელ ისტორიას მკაცრ ეკონომიკურ პროცესს უკავშირებენ. მარქსიზმის დეტერმინულობა დაკავშირებულია ცვალებად პროცესთან. ადამიანები მართალია ზღუდავენ თავის მოქმედებას, მაგრამ ეს შეზღუდვები იცვლება ისტორიის პროცესში - ანუ შეზღუდულობა ცვლილებადი და გადალახვადია. ამიტომ ადამიანები თვითონ ქმნიან თავიანთ ისტორიას, სხვა ამბავია, რომ ამას ცალცალკე კი არ აკეთებენ, არამედ ამ კანონზომიერების შედეგად. ხოლო კანონზომიერება ასევე ადამიანების შექმნილია, მართალია არა ერთი პიროვნების, არამედ საზოგადოების.

 

 

თქვენ პირადად რისი გჯერათ, რომ არსებობს რაღაც კანონები - რომლებიც ადამიანისგან, საზოგადოებისგან არ არის გამოწვეული, არამედ გარედან არის, როგორც ბუნებრივი კანონი ისე მიღებული და ადამიანებს უწევთ ამ კანონის მიხედვით "თამაშის წესებით" თამაში თუ მარქსისტულ პოზიციას ეთანხმებით? ან საერთოდ სხვა პოზიცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით?

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukrikoძნელია ასე გადაჭრით თქვა, რადგან ცვლილებები არის და იქნება! ამას ორი აზრი არ სჭირდება :) მაგრამ ლიბერალიზმი მართალია, იმ მხრივ, რომ ბუნებრივია რადგან ფულის სისტემა! ადამიანი, კი ეთაყვანება ფულს :032: მაგრამ მარქსიზმი კარგია იმით, რომ გეუბნება "ზოგი რამე ფულზე მნიშვნელოვანია" :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მარქსიზმის სრული არასწორი ინტერპრეტაციაა

 

 

მაგრამ მარქსიზმი კარგია იმით, რომ გეუბნება "ზოგი რამე ფულზე მნიშვნელოვანია"

 

მარქსიზმის მორალურად გაგება, ცოტა ნეტოა..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shatenადამიანობა :)

ჰო, უბრალოდ, მე რელიგიურ ენაზე ვთქვი.. ;)

 

მარქსიზმის მორალურად გაგება, ცოტა ნეტოა..

:yes:

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგრამ მასე, გამოდის (ხანდახან)

მასე კი არ გამოდის, არამედ გამოგდის.. ეს ორი განსხვავდება ერთმანეთისგან..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მასე კი არ გამოდის, არამედ გამოგდის.. ეს ორი განსხვავდება ერთმანეთისგან..
მერე მაგია ;) ანუ შიდა, შეუსაბამობა.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shatenხო მკითხე, მე გიპასუხე

მემგონი შენთვის არაფერი მიკითხავს.. :D

 

რა უყვეს ჩემს თემას

:D გვაპატიე რა.. ცოტა ხანი ვიმაიმუნებთ და მერე წაშალე პოსტები, ოქ..? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მემგონი შენთვის არაფერი მიკითხავს..

ჰო, უბრალოდ, მე რელიგიურ ენაზე ვთქვი.. ;)

 

 

:yes:

 

ეს ხო გაინტერესებდა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...