ლუსი@ Posted May 8, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted May 8, 2013 არა-ერთხელ განმეორებული სიტუაცია და ბანალური ფრაზები; - ავტობუსის გაჩერებაზე მყოფი ხალხი თავის სტიქიაშია; ორი ასაკოვანი ქალი გამწარებული ლანძღავს ექს-პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მთავრობას, რომელმაც ,,ქვეყანა დააქცია" და მიხეილ სააკაშვილის სახით თავისი ,,მემკვიდრე" დაგვიტოვა, მათ იქვე მყოფი, ხანში შესული მამაკაცი უერთდება და დისკურსიას ახალი შემართებით აგრძელებენ,... 45-50 წლის ქალი ახალგაზრდა გოგონას ლანძღავს, რომელმაც გაბედა და ,,დამსწრე საზოგადოების" თვალწინ სიგარეტს მოუკიდა,... :boli: ტაბლოზე ,,01" აციმციმდა; ავტობუსი გაჩერებას უახლოვდება; - გოგონამ სიგარეტი ჩააქრო და ნაგვის ყუთში ჩააგდო, ნაგვის ყუთთან მდგომ კაცს თავისი ,,ბიჩოკის" ყუთისთვის დამიზნება დაეზარა და პირდაპირ მის ძირში დააგდო,... ამას დასუფთავების მონიტორინგის ჯგუფი შეესწრო; კაცმა აქეთ გამოთქვა პრეტენზია; - ,,ქართველები ვართ, სიგარეტის ბიჩოკის დაგდებისათვის (ზუსტად ნაგვის ყუთის ძირში) როგორ მაჯარიმებთო(!),..." 17-18 წლის ახალგაზრდები შეთანხმდნენ რომ ,,მოსწავლის ბარათები" ყველას ერთად გაუტყდა, . . . :party: ავტობუსი ბოლომდე გაჩერებული არ არის, მაგრამ ხალხმა უკვე ,,ალყა შემოარტყა" რომ არ გაიქცეს,... ამ ზედახორაში ახალგაზრდა ბიჭს თავი ვიღაც ქალის ოფლიან იღლიაში გაეჭედა,... 50-55 წლის ქალმა სკამი ვერ ,,დაითრია" და ახალგაზრდა გოგონას დაადგა თავზე, რომელსაც მისდა-გასაოცრად სკამიდან ადგომა არც კი უფიქრია,... მას ასაკოვანი ქალი შეუერთდა, რომელიც ამოსვლამდე ყველაზე აქტიურად მოსდევდა და უბრახუნებდა ავტობუსს, კარები დროზე გააღეო; გოგონა ჯიუტად არ ჩქარობდა ვინმესთვის ადგილის დათმობას, ამან რა თქმა უნდა ,,დამსწრე საზოგადოების" (მათ შორის, სკამებზე მჯდომებისაც) ტრადიციული ,,აღშფოთება" გამოიწვია, რაც დაუყოვნებლივ გამოხატეს ტრადიციული, ბანალური ფრაზებით; - ,,რა თაობა მოდის!?", ,,ვის ოჯახშიც შენ შეხვალ!", ,,ამას ასწავლიან უნარებში!", გაისმა ავტობუსში,... (მადლობის მაგიერია!?, ბევრი ჯდომისაგან ,,ბუასილი" ჩნდება,... ) გაჩერებაზე მძღოლი ავტობუსს აჩერებს და კარებს აღებს; ქვემოთ მეგობრები ლაქლაქებენ, მძღოლმა კარები დაკეტა და ავტობუსი დაძრა, გაჩერებაზე მყოფი მეგობრები, რომლებსაც ახლაღა ახსენდებათ რომ ერთ-ერთი ავტობუსს მიყვება; მძღოლს სთხოვენ გააჩეროს, ერთმანეთს კოცნიან, ეხუტებიან, ემშვიდობებიან და ერთ-ერთი ავტობუსში ამოდის, მძღოლმა კარები ისევ დაკეტა და ავტობუსი დაძრა, ამ დროს ვიღაც კაცს ახსენდება რომ ისიც აქ უნდა ჩასულიყო და პრეტენზიულად მოითხოვს რომ ავტობუსი გაუჩერონ; მძღოლი ავტობუსის მართვას აგრძელებს და შემდეგ გაჩერებამდე აღარ აჩერებს ავტობუსს. ბილეთები წარმოადგინეთ!გაისმა ავტობუსში, კონტროლიორებმა მგზავრები შეამოწმეს და უბილეთო მგზავრი, რომელმაც თავხედურად განაცხადა რომ ფული ჰქონდა და პრინციპულად არ აიღებდა ბილეთს, (ნეტავ ვის ,,ეპრინციპება" ეს დამთხვეული ხალხი!?,...) უფრო პრინციპულად ჩაიყვანეს ავტობუსიდან და ბრბო ისევ ახმაურდა; - ,,ესენი არიან ფაშისტები!", :viking: ,,სისხლის მსმელები!", :lasha1997: ,,უგულავას წიწილები!", ,,სააკაშვილის მონები!", ,,თქვენი დროც მოვა!", ,,ქართველები არა ხართ!?" ,,გაისმა ,,ავტობუსის სხდომაზე", (რა შე...ით ამ ,,ქართველობით!") ,,საშინელი სუნია ავტობუსში, რამისაა გული წამივიდეს, ამათ მარტო ბილეთების შემოწმება იციან!", ახალი პრეტენზია გაჩნდა ,,ავტობუსის სხდომაზე,". . . (ცოტა ხანი კიდევ იჩხავლეთ, მთავრობა დაგბანთ იღლიებს, ნასკებსაც გაგირეცხავთ და ,,რექსონასაც" გიყიდით, . . . ) ,,რას გვიშვება ეს მთავრობა!", (მთავრობა კი არა, კაციშვილი რომ აღარ ,,გიშვებათ", ამიტომ გაქვთ ნერვები ასეთ დღეში! ) ოფლის სუნად აყროლებულმა მგზავრებმა, რომლებიც მთელი გზა არ გაჩუმებულან, ,,ციგანკებს" დაუწყეს ლანძღვა, რა სუნი ასდით და რამდენს ხმაურობენო,... ცოტა ხანში ვიღაცის ტელეფონმა დარეკა და ყველამ მას შეხედა; მერე იკადრეს და მიატრიალეს თავები, მაგრამ დაცქვეტილი ყურებით უსმენდნენ; - ,,დამსწრე საზოგადოებამ" თუ არ შემოგხედა და არ დაგაფიქსირა, როგორ შეიძლება!,... ( ამ დროს უნდა აიღო ტელეფონი და დაიწყო; - ,,ხო ჩემო საყვარელო,... მოვდივარ ჩემო მხეცო,... ერთი სული მაქვს როდის დამიპყრობ,... ჩემს მეუღლესაც წამოვიყვან,... " მერე მაგათ სიფათებზე უნდა იკაიფო და ბოლოს გამოლანძღო; - ,,რა პონტში" გისმენდნენ!?,... ახლა კი, კურიოზი, რომელიც მინდა რომ ვიხილო; - ავტობუსიდან ჩამოსული უბილეთო მგზავრი ატყუებს კონტროლიორს რომ ,,ბილეთი გადააგდო", კონტროლიორი რეკავს ,,დასუფთავების სამსახურში" და ამას ატყობინებს; - ასე გადარჩა უბილეთო მგზავრი 5 ლარიანი ჯარიმას 40 ლარიანი ჯარიმით, . . . მაგრად ვიღადავებ, . . . ბევრი ვერ მიხვდება ალბათ ამ თემის მნიშვნელობას; - უბრალოდ, რადგან ,,ქართველობა" ყველაფერში თავის გასამართლებელ საპატიო საბაბად მიგაჩნიათ; დავაკონკრეტე რაში გამოიხატება თქვენი ,,ქართველობა" მო....ანთ ასეთი ,,ქართველობა!,". . . Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted May 8, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted May 8, 2013 ძალიან მაგრად ასახე რეალობა... ყოჩაღ ... მართლა არაფერი არ უშველით.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლუსი@ Posted May 8, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 8, 2013 laci ჩემზე რომ იყოს და ჩემი თავი და ჩემი საყვარელი ადამიანები რომ არ მეცოდებოდნენ ამისთვის, ავტობუსებში რომ ბიჭი დადის, ხომ მაგარი პრეზიდენტი ვარო, მართლა დავუნიშნავდი ამ ხალხს პრეზიდენტად და მერე მაგრად ვიღადავებდი, . . . სხვათა შორის, სხვა კანდიდატიც მყავს ამათთვის; კაცი რომ დადის ყველა მიტინგზე საკუთარი ,,მეგაფონით", მე ამირჩიეთ პრეზიდენტადო, . . . შალვა ნათელაშვილი ამათთვის მეცოდება, . . . Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted May 8, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted May 8, 2013 http://s017.radikal.ru/i409/1305/01/88dfe29a76a5.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted May 9, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2013 :fear: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლუსი@ Posted May 9, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2013 :viking: :duel: ,,ვის შეაგინე, ჩემი დედა მო...ან!, დაგლეწავ ძვლებში ჩემი დედას შე...ი!,". . . <<<----- ,,ქართველობა,". . . Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 9, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2013 ეუფ, სარკეში ჩაგვახედა, თქვენ ალბათ ილია ჭავჭავაძე ხართ ნამდვილი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted May 9, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2013 (edited) ლუსი@, ის დაგავიწყდა, - უბნის ბატალიები.. ჯერ დაჯდებიან ეზოში (ბაცნები).. დაიდგამენ სასმელს........ მერე მიდის: "შენ ვის ეუბნები შე ნაბოზვარო (რაც შეიძლება ხმამაღლა)!" "შენი ბოზი დედის მუდელი..!" და ა.შ. მიდის ყეფა-ღრენა.. Edited May 9, 2013 by Shaten Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლუსი@ Posted May 9, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2013 (edited) Shaten მერე გადმოეფინება აივნებზე ,,დამსწრე საზოგადოება", :party: ხომ უნდა გაიგონ და დააფიქსირონ რა ხდება?!,... ერთი ლუდი და ,,ჩიფსები" აკლიათ ხოლმე, ან ყავა და პლიტკა, რომ სასწრაფოდ განიხილონ მომხდარი, . . . :beach: Edited May 9, 2013 by ლუსი@ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლუსი@ Posted May 9, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2013 Siknadmo ილია ჭავჭავაძე კი არა ნინო მეგულაშვილი ვარ, ინდივიდუალური პიროვნება და არა ვინმეს, თუნდაც ილია ჭავჭავაძის ,,კოპირება" ან მით უმეტეს დაპროგრამებული ბრბოს ნაწილი, რომლებსაც ფრაზებიც კი ერთნაირი აქვთ, ელემენტარულად, 20 წლის განმავლობაში ტექსტებიც კი ვერ შეცვალეს!, . . . სარკეში ჩახედვას რაც შეეხება; - ისედაც კარგად ხედავს თავის გამოსახულებას ღრმად პატივ..ცემული საზოგადოება, მაგრამ ბრბოს აწყობს ,,ქართველობით" ყველაფრის გამართლება!; - ელემენტარულად; ნაგვის ყუთის ძირში სიგარეტის ბიჩოკს რომ დააგდებს და მერე კიდევ იმას ექნება პრეტენზია; - ქართველი არა ხარ?!; სიგარეტის ბიჩოკის გულისთვის 40 ლარიან ჯარიმას როგორ მიწერო, - არ უნდა არტყმევინო თავი ნაგვის ყუთზე!?,... შე დედა....ნულო, (ზოგადად ვგულისხმობ) წინ გიდგას ნაგვის ყუთი, დაუმიზნე ეს დედა....ნული ბიჩოკი და ჩააგდე!; - არ შე...ი შენს ქართველობას!?, . . . არ არის საჭირო ამ პოსტის შეფასება, ისედაც ვიცი; - ვის ოჯახშიც მე შევალ, . . . Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted May 9, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2013 (edited) Shaten მერე გადმოეფინება აივნებზე ,,დამსწრე საზოგადოება", ხომ უნდა გაიგონ და დააფიქსირონ რა ხდება?!,... ადამიანი გამოიხედავს, აბა რა, ბუნებრივია.. - ვინაა რომ ბღავის, რა ხდება..?! აბა ურეაქციო ადამიანი მიცვალებულია.. ნუ.., ჭორიკნები და შოუს მაყურებლები რომ არ გვაკლია, ესეც თავისთავად ცხადია.. Edited May 9, 2013 by Shaten Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლუსი@ Posted May 9, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2013 Shaten სეირის ყურება ბევრს უნდა, მაგრამ ღმერთმა დაიფაროს, ადამიანი რომ დაიჭრას რამდენი მათგანი ჩავა მის დასახმარებლად?,... მე სამწუხაროდ მქონდა შემთხვევა, როდესაც ბიჭმა ძალით მაკოცა, (16 წლის ბავშვი ვიყავი) ამას ხედავდნენ ,,დამსწრე საზოგადოების" საპატიო, ასაკოვანი წარმომადგენლები, მაგრამ რატომღაც მაშინ არ ,,აღშფოთებულან!", მაშინ არ გასჩენიათ ,,ქართველობის" სურვილი!, . . . ახლა რომ ბიჭს ვკოცნიდე და ვიღაც ბებერი მოეთრეს, თქვე უნამუსოებოო, არ უნდა ჩავუმტვრიო დარჩენილი კბილები!?, . . . თავზე გადავამტვრევ იმ ჯოხს!, ჯოხი თუ არ ქონდა სათვალეს გადავაყლაპებ!, . . . რაც აწყობთ იმას ხომ კარგად ხედავენ!?,... დაახლოვებით ასე; - ,,როდესაც ჩემს სახლში ღამით მამაკაცი დარჩა, მეზობლებმა ყველა დეტალი ზეპირად იცოდნენ, მაგრამ როდესაც სადარბაზოს წინ თავს დამესხნენ, არავის არაფერი არ დაუნახავს და არც გაუგონია; ყველას ღრმად ეძინა,... " Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted May 10, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2013 ლუსი@, ო, კი, ამაში გეთანხმები.. ეს ჩვენი საზოგადოების სენია.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლუსი@ Posted May 10, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2013 Shaten აღდგომის დღეებში ვფიქრობდი, დღეს მაინც ავიტან ამ ხალხს და არავის არ ვაგინებ მეთქი, მაგრამ არ გამომივიდა; 5 წუთის განმავლობაში შარს ორჯერ გადავეყარე, . . . ჩემი მეგობარიც კი ჩემს წინააღმდეგ იყო; - საერთოდ, ისეთი ხასიათი აქვს, ნახევარი საათი მაინც მჭირდება ხოლმე, მისთვის იმის ასახსნელად, რატომ არის რომელიმე ქმედება შეურაცხოფა, ან რატომ არ არის აგრესიის გამოხატვა ის, რაც მან აგრესიად ჩათვალა,... მაგრამ იმ დღეს რატომღაც ,,ტვინი გაეხსნა" და გადაწყვიტა რომ ერთი სიტყვაც არ შეერჩინა ,,ნახირისთვის", როგორც თვითონ უწოდებს ,,საზოგადოებას,". . . თან ჩხუბის მიზეზიც 5 წუთში ორჯერ გამოჩნდა, . . . ავტობუსში ავედით ,,კოლმეურნეობის მოედანზე" და მაშინვე აეკიდა სასმელის სუნით გაჟღენთილი ,,მასტი", ჯერ მომეწონეო, მერე გამომწვევად გაცვიაო,... (იმ დღეს ,,შორტი" ეცვა, რომელიც ტოტებიან ნიფხავზე უფრო მოკლეა,... ) ამან კიდევ პირდაპირ მიახალა, სასმელის სუნად ხარ აყროლებული და გადაჯექიო,... მე გამეცინა, ,,დაარტყი" მეთქი,... ხელზე ხელი დამირტყა და იმ ბიჭს მიუბრუნდა, რას მიყურებ, გადაჯექი და თავი დამანებე, სასმელის სუნად ყარხარო, . . . (ეს კარგი იყო, მომეწონა,... ) ბოლოს ერთმანეთის სიტყვიერ შეურაცხოფაზე გადავიდნენ, იმ ბიჭის მეგობარი წყნარად იჯდა, მე ვცდილობდი რომ მეგობარი გამეჩერებინა და იმ დღეს მაინც არავისთან არ მეჩხუბა, მაგრამ იმ ბიჭს ზედმეტი მოუვიდა და შეურაცმხოფელი რაღაც უთხრა, ვერ მოვითმინე და საკადრისი პასუხი დავუბრუნე, მერე მეც გადმომწვდა და ჩასვლის წინ დროზე დაახვიეთო თუ რაღაც მაგის მსგავსი თქვა; პრინციპულად აღარ ჩავედი (ქაშუეთის ეკლესიასთან ჩავდიოდით) და ისევ ავტობუსს გავყევით, ბოლოს ერთმანეთს ,,თბილად" დავემშვიდობეთ და გავიყარეთ,... ჩემს მეგობარს გაახსენდა რომ ფილარმონიასთან ახლოს რაღაცის ყიდვა უნდოდა და ქვემოთ ჩასვლამდე ზემოთ ავყევით ავტობუსს; ასაკოვანი ქალბატონი ამოვიდა, არ ვაპირებდი სკამიდან წამოხტომას, მაგრამ მის ხელში ხელჯოხი დავინახე და მხარზე ხელი მივადე რომ მისთვის ადგილი დამეთმო, ქალბატონმა ვერ შეამჩნია, გზა გააგრძელა და ერთ-ერთ თავისუფალ სკამზე დაჯდა; ჩვენს გვერდზე რიგში მჯდარი ბაბუ აშკარად შარზე იყო; - გინდა თუ არა, ,,ინვალიდების" ადგილზე რატომ ზიხართო,... არადა, იმ ადგილზე მეც ვერ ვდგავ ნორმალურად ფეხებს (3-კარიან ავტობუსებში მძღოლის უკან რომ წინა სკამებია) და მით უმეტეს, ინვალიდებისთვის არ არის შესაფერისი, თანაც იმ ქალმა თავისუფალი ადგილი მოძებნა და იმ კაცს რა უნდოდა, ვერ გავიგე,... ჩაიხვია ,,ბოზებივით დადიხართო" და აღარ ჩერდებოდა,... (კოჭებამდე შარვალი მეცვა, რას მერჩოდა?,... ) ვერავინ ვერ აგებინებდა რომ ის ქალბატონი თავისუფალ სკამზე დაჯდა,... მე ისევ ვცადე სიმშვიდის შენარჩუნება, სხვა დროს ვეტყვოდი, დილიხორი არ მქონდა და არ ავდექი, თუ ძალიან გინდა შენ დასვი მეთქი, მაგრამ აღდგომა დღეს ვუწევდი ანგარიშს და ვცადე, ნორმალურად ამეხსნა რომ ავტობუსში იყო თავისუფალი სკამი, რომელზეც ქალბატონი დაჯდა,... ჩემს მეგობარს კი, რომელიც აქამდე სულ მეკითხებოდა, ასეთ რაღაცეებზე რატომ ბრაზდებიო და ტვინი მტკივდებოდა, ნერვები მეღლებოდა სანამ ავუხსნიდი, ბოლოს კი მაინც ვერ იგებდა, ჩემს ჯიბრზე, მაინც და მაინც მაშინ გაეხსნა ტვინი და მტკიცედ გადაწყვიტა რომ მისთვის არც ერთი სიტყვა არ დაეთმო!,... დაანებე თავი; დღეს მაინც არ ვიჩხუბოთ მეთქი და რატომ უნდა შევარჩინოო,... ის ბაბუც აღარ ჩერდებოდა და გაიძახდა, ბოზებივით დადიხართო(!),... ვეღარ მოვითმინე და მექანიკურად დავუბრუნე პასუხი, ბოზი დედაშენია მეთქი,... მოკლედ, ჯინი, პრინციპი და ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია რა!, . . . უკვე ვფიქრობდი, ახლა ამას ვცემ მეთქი(!), უკვე ხელები მექავებოდა და ვფიქრობდი, ნეტავ დროზე გაჩერდეს ავტობუსი, დღეს მაინც არ ვიჩხუბო მეთქი, . . . ავტობუსი გაჩერებას მიუახლოვდა და ფილარმონიასთან ჩამოვედით, ჩემი მეგობარი კი მეუბნება, აქ რა გვინდა, ფილარმონიის შემდეგ გაჩერებაზეა საცხობიო,... ავტობუსი აღარ მიხსენო მეთქი, გადავირიე, . . . 5 გაჩერება ვერ გავიარეთ ისე რომ შარს არ გადავყროდით, თანაც, 2-ჯერ!,... ვინმე რომ მოგვიახლოვდებოდა, უკვე ვიძაბებოდი სანამ გაივლიდა; - ნერვიული ხუმრობით ვიძახდი; აბა ვინ არის რიგში, ვინ არის შემდეგი, კიდევ ვინ მომიშლის ნერვებს მეთქი, რამის ხმამაღლა ვთქვი იგივე, . . . Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted May 10, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2013 (edited) და მაშინვე აეკიდა სასმელის სუნით გაჟღენთილი ,,მასტი", ჯერ მომეწონეო, მერე გამომწვევად გაცვიაო,... ამან კიდევ პირდაპირ მიახალა, სასმელის სუნად ხარ აყროლებული და გადაჯექიო,.. და ჩასვლის წინ დროზე დაახვიეთო თუ რაღაც მაგის მსგავსი თქვამე გოგო მეზრდება...იმას რომ ვინმე ასე მოექცეს.., იჯექი მერე ციხეში მასეთი ნაგავის გულისთვის.. ,,ბოზებივით დადიხართო" და აღარ ჩერდებოდა,.ესეც ზემოთხსენებულზე არანაკლებ ნაგავი და თავხედი.. ბოზი დედაშენია მეთქი ჰო და, იმასაც ეს უნდოდა ალბათ.. ..უხდება თემის სათაურს.. არაფერი თქვენ არ გეშველებათ! Edited May 10, 2013 by Shaten Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.