Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ნატოს კოორდინატორი-ოფიცრის ჩრდილოეთ კავაკასიაში ვილიამ ლახუას განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ნატოსა და აზერბაიჯანს შორის. განიხილება აზერბაიჯანის ტერიტორიის გამოყენება, ავღანეთიდან კოალიციური ჯარების გაყვანის დროისთვის. ასეთი განცხადება გაკეთდა ნატოს წარმომადგენლის მხრიდან, ბაქოში გამართულ ზამთრის სესიაზე, რომელიც ჩატარდა აზერბაიჯანის ნატოს საერთაშორისო სკოლაში, სახელწოდებით "უსაფრთოების გამოწვევები კასპიის რეგიონში".

 

ლახუას განცხადებით - აზერბაიჯანი წარმოადგენს ემ სატრანზიტო გზის ნაწილს, რომლითაც ავღანეთიდან გამოყვანილი ჯარები დაბრუნდებიან ევროპაში. ასევე აღნიშნა რომ ნატოს მისია ავღანეთში 2014 წლისათვის სრულდება და ამ დროისათვის იქიდან აზერბაიჯანელი სამხედროებიც გამოვლენ.

 

ექსპერტების აზრით, ისრეალის მიერ შეიარაღებული აზერბაიჯანი, ნატოს უარს არ ეტყვის. ასევე ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ აშშ ამზადებს პლაცდარმს ირანზე თავდასმისთვის. ექსპერტები მიანიშნებენ რომ აზერბაიჯანში აშშ-ს სამხედრო კონტიგენტის განთავსებით, პენტაგონი მოიპოვებს გასასვლელს კასპიის ზღვაზე და შესაბამისად რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიაზე.

 

ამ ყველაფერს კი წინ უძღოდა რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის, გაბალის ადრეული აღმოჩენის რადიოლოკაციური სადგურის იჯარის შესახებ ჩაშლილი მოლაპარაკებები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Giorgi Kiskeidze ტერიტორიის ან ბაზის გამოყენება ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა და ჯარის შეყვანასთან საერთო არაფერი აქვს(აფრიკელმა ტურისტმა ობამამ ლამის ამერიკადანაც გაიყვანოს ჯარი რომ თავისი პარასიტი ლევაკი ელექტორატის გული მოიგოს და ეხლა სადმე ეგ ჯარის შემყვანია? თუნდაც ნატოს ეგიდით). სხვათა შორის ნატო ავღანეთში ჯარების მომარაგებისათვის იყენებს რუსულ ბაზას ულიანოვსკში(რაზეც რუსი შავრაზმელები და ძერჟიმორდა ველიკოროსსები დღესაც დუმილს ამჯობინებენ) და ყირგიზეთის ბაზას ბიშკეკთან ახლოს ეს ძალიან მომგებიანია ვინაიდან ამ ქვეყნებს ბაზების არენდისათვის ნატო სოლიდურ თანხას უხდის. ამ ბაზებზე რეგულალურად დაახლოებით 500-700 ჯარისკაცი იმყოფება დაცვის მიზნით დანარჩენები მომსახურე პერსონალია(რა თქმა უნდა სამხედრო და სამოქალაქო კონტინგენტიდან)...... ეს ამბავი თუ ბაქოსთან განხორციელდა აზერბაიჯანისათვის უფრო პრესტიჟის საქმეა ვიდრე ფულის.... რაც შეეხება "ირანში შეჭრის" არაკს ეს უფრო სომხურ-რუსული გეოპოლიტიკური ჭორიკანების საზრდო თემა ვიდრე სინამდვილე.... თურქეთსა და არაბულ ქვეყნებში(ქუვეითი და მთელ სპარსეთის ყურის გასწვრივ) ზღვაში და ხმელეთზეც ნატოს არაერთი სამხედრო ბაზა და ფლოტია გამართული ინფრასტრუქტურით და საჭიროების შემთხვევაში მათი გამოყენება არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, ამასთან თუნდაც ჰიპოტეტურად რომ დავუშვათ აზერბაიჯანის აეროდრომების გამოყენება თეირანის დასაბომბად ეს შეუძლებელი იქნებოდა ორი მიზეზის გამო 1. აზერბაიჯაინს არ გააჩნია შესაბამისი ინფრასტრუქტურა ნატოს საჰარეო ჯარების მოსამსახურებლად(მარტო სთელსის თაობის ერთ თვითმფრინავს თავისი რადარი ჭირდება უამრავი სპეციალისტითა და ა.შ), 2. აზერბაიჯანის მხრიდან ირანის ტერიტორიაზე რამოდენიმე ასეული კილომეტრის მანძილზე არ არი განლაგებული რაიმე ფასეული სამხედრო სამიზნე რის გამოც ამდენი ვაიუშველებელი ხარჯების გაწევა ღირდეს... Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სხვათა შორის უზბეკეთი დიდი ხანია თავაზობს ნატოს თავის ტერიტორიას ტრანზიტისათვის და ბაზისათვის.... ნატოს ბაზები მთელი სამხედრო ინფრასტრუქტურით განლაგებულია პაკისტანში(რომელზეც ლომის წილი მოდის ნატოს ტრანზიტისა და ამაში არაერთ მილიარდ დოლარს იღებს ყოველწლიურად) იაპონიაში, სამხრეთ კორეაში ბალტიის ქვეყნებში, ჩეხეთში პოლონეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, თურქეთში, იტალიაში და ა.შ. ეს ქვეყნები საკმაო თანხებსა და პოლიტიკურ დივიდენდებს იღებენ ნატოს მასპინძლობით..
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეყვანა - გამოყვანაში სხვაობა არაა?! :))

 

 

P.S. ყარაბაღის დაბრუნებაში ეხმარებიან :))

Edited by erfiro
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

-

მტერი ერთი ოთხმოცზე იქნება, ვისაც ბრძოლა არ უნდა, ახლავე ჩავიდეს და გენერალთან დაბრუნდეს პოზიციებზე, არავის ვუსაყვედურებ, მე სამშობლოსთვის უეჭველ სიკვდილზე გეპატიჟებით! © ვალოდია გოგუაძე

 

ომი კი არა ბალეტია, ვისაც გინდათ იომეთო :)

გებატიჟებითო,

და თანაც სად იყო ერთი-80ცზე საინტერესოა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...