Jump to content
Planeta.Ge

ივანიშვილი: ტერორისტების მომზადების შესახებ მხოლოდ ეჭვი გამოვთქვი


Recommended Posts

ივანიშვილის თქმით, მას და მთავრობას განცხადება არ გაუკეთებია იმის შესახებ, რომ წინა ხელისუფლება ტერორისტებთან თანამშრომლობდა. ივანიშვილის თქმით, მას მხოლოდ ეჭვი გააჩნია.

"თქვენი დარწმუნება რთულია, მაგრამ მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ ამ საკითხით დაინტერესება სხვადასხვა ქვეყნებთან სქართველოს ურთიერთობებს არ დააზიანებს", - ამბობს ივანიშვილი.

პრემიერს მიაჩნია, რომ საზიანო იქნება მხოლოდ ის, თუ ასეთ საკითხებს სხვა ქვეყნები გამოიძიებენ და არა საქართველო. http://news.ge/ge/news/story/53357-ivanishvili-teroristebis-momzadebis-shesakheb-mkholod-echvi-gamovtqvi

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვენ კი ვიცით ამ "ეჭვებს" რომელი ქვეყანა(რუსეთი პრინციპში ეჭვს კი არ გამოთქვამდა არამედ (აქუბარდიასი არ იყოს) თავის ჭორებს აქსიომად და ფაქტებად ასაღებდა) გამოთქვამდა და ვისი უფრო ღრმად საამებლად გაუჩნდა ანგოლაგეიტის(ეს რუსული 750 მილიონის იარაღი რომ მიაწოდა ბიძინეს ბანკმა ტერორიზმითა და სამოქალაქო ომით მოცულ ანგოლას ის ისტორიაა მაგრამ აბა ანგოლელი ტერორისტებზე ეჭვის გამოთქმით რუსეთს როგორ ასიამოვნებ?) ფიგურანტსა და სპონსორ ოლიგარქ ივანიშვილს ეს "მრავლისმთქმელი ეჭვები". მაგრამ კაცი შვილი გამკითხავი არაა.... ოლიგარქმა ივანიშვილმა პირმოთნეობის ყველა რეკორდი მოხსნა რუსეთთან მიმართებაში და ღრმა კოლაბორაციონისტ კადიროვსაც კი დიდი ხანია გაასწრო(პალესტინის აღიარებით გაეროში დაწყებული, მოკუნტრუშე გოგო ბიჭების მოსკოვში გარეკვით გაგრძელებული, რუსეთისათვის მიუღებელი რეფორმირებული სახელმწიფო სტრუქტურების სრული დესტრუქტაჟით(პროფანებით ამ სტრუქტურების დაკომპლექტებით) და ბოლოს ევროპაში საქართველოს ყველა უბედურების მათ შორის საკუთარი სამშობლოს აგრესიაში დადანაშაულებით დამთავრებული).... საქმე იმაშია რომ კოლლაბორაციონიზმით კადიროვმა თავისთვის და საკუთარი ბანდისათვის ხეირი ნახა ხოლო ბიძინე ოკუპანტებმა მხოლოდ შეაქეს(ჯერჯერობით)...."სხვა ქვეყნები გამოიძიებენ" ეს საერთოდ ისეთი ანეკდოტია ბიძინესაც კი არ ეპატიება.... რომელი ქვეყნები ვეჟო? ის ხომ არა ვის საამებლადაც ამ არაკს მღერი თორემ სხვა ქვეყნებს არც ეჭვი გამოუთქვამს არც სურვილი რაიმეს გამოძიებით....http://s002.radikal.ru/i199/1304/ff/a738bd84371b.jpg Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ირაკლი ალასანია - ამ ეტაპზე არ არსებობს საფუძველი ვთქვათ, რომ საქართველოში ტერორისტები მომზადებას გადიოდნენ

 

 

27-04-2013თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას განცხადებით, ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი იმის თქმის, რომ საქართველოში ჩრდილოკავკასიელი ტერორისტები გარკვეულ მომზადებას გადიოდნენ, არ არსებობს.

როგორც ალასანიამ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებაზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს და წინასწარ რაიმე დასკვნის გაკეთება რთულია.

"გამოძიება მიმდინარეობს, შესაბამისად, წინასწარ ვერანაირ დასკვნებს ვერ გავაკეთებთ, თუმცა ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი ამის ფიქრის არ არის", – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

რაც შეეხება უშუალოდ ლაფანყურში ჩატარებულ სპეცოპერაციას, ალასანიას განმარტებით, გამოძიებას აღნიშნულთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა აქვს.

"გამოძიება მიმდინარეობს, ინციდენტს, რომელიც მოხდა ლაფანყურში, მსხვერპლი მოჰყვა. ჩვენ ბევრი შეკითხვა გვაქვს ამ საქმესთან მიმართებაში, მათ შორის ის თუ რატომ დაიგეგმა ეს ღონისძიება ისე რომ ამხელა მსხვერპლით დასრულდა და როგორ ურთიერთქმედებდნენ შინაგან და თავდაცვის სამინისტროების ქვედანაყოფები. ჩემი მხრივ უნდა ავღნიშნო, რომ ეს იყო არაკოორდინირებული ურთიერთქმედება რაც ერთ-ერთი მიზეზი და პრობლემა გახდა წარუმატებელი ოპერაციის", – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ საქართველოში ტერორისტები მომზადებას მართლაც გადიოდნენ და სახალხო დამცველის ანგარიშში ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ამ კუთხით გამოთქმული მოსაზრება სიმართლეს შეესაბამება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn ეგ ჩვენც ვიცით მაგრამ კაცს პუწინის მაამებელი ეჭვები აწუხებს და ჯანდაბას საქართველო ოღონდ ეგ დაწყნარდეს და მე ვაღიარებ: "მახათას მთაზე დოკუ უმაროვთან ერთად ტერორისტებს ვამზადებდი "რეჟიმის", მასონების, ცრუს-ს, მოსადისა და M-6-ის მითითებით". http://s019.radikal.ru/i628/1304/69/b222f1369983.jpg Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეილ რუ ზე არის ასეთი სტატია

ТБИЛИСИ, 29 апр — РИА Новости. Перспективы решения конфликтов на Южном Кавказе пока не видно, и все еще остается опасность их возобновления, заявил премьер-министр Грузии Бидзина Иванишвили в понедельник на 83-м семинаре Парламентской ассамблеи НАТО Rose-Roth в Тбилиси.

 

http://news.mail.ru/politics/12929900/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეც მაქვს და ყველას ააქვს ეჭვები, მაგრამ ამას მსოფლიოს გასაგონად არ ამბობენ..

ხეპრეა ბიძო და იმიტომაც დააბრეხვა ასეთი განცხადება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...