Shaten Posted April 24, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 24, 2013 (edited) თბილისი, 22 აპრილი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დეპუტატ კობა დავითაშვილის მშობლებს უახლოეს მომავალში შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ივანიშვილმა კობა დავითაშვილის მშობლები მასთან სატელეფონო ჩხუბის შემდეგ დაიბარა. “მე დავურეკე კობას და საკმაოდ ვეჩხუბე” – განაცხადა ივანიშვილმა ბრიფინგზე. პრემიერის გაღიზიანება დავითაშვილის არაგუნდურმა ქცევებმა გამოიწვია. დავითაშვილი ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს, დაუპირისპირდა და მას სადაზღვეო კომპანიების ლობირებაში დასდო ბრალი.“მე ვუთხარი კობას, რომ ჯერ გუნდში უნდა განეხილა ეს ყველაფერი და მერე გამოეთქვა საჯარო პრეტენზიები.” დასძინა ივანიშვილმა. პრემიერის განცხადებით, სატელეფონო ტუქსვის დროს დავითაშვილი მას რამდენჯერმე შეეპასუხა, რის შედეგადაც ქართული ოცნების ლიდერმა მას მშობლების მიყვანა მოსთხოვა, რათა მათ მოახსენოს როგორი უზრდელი შვილი გაუზრდიათ. “მე ვფიქრობდი კობას კუთხეში დაყენებაზე, მაგრამ სააკაშვილის ხუშტურით აგებული პარლამენტის შენობა მრგვალია და ძალიანაც რომ მოგინდეს იქ კუთხეს ვერ იპოვი.” განაცხადა ივანიშვილმა.ჯერ-ჯერობით უცნობია როგორ დასჯიან დავითაშვილს, თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ ის შეიძლება სტამბულში წაიყვანონ და ქუჩაში დატოვონ.პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ გია ხუხაშვილი და 10 თბილისელი, რომლებმაც დავითაშვილს “შპიონი” უწოდეს და “შატალოზე” დარჩენა დასდეს ბრალად. მეშვიდე თბილისელის განცხადებით, “ხვალ რო მოვა პარლამენტში, მაგას ნახე რა მოუვა.”http://chiti.ge/news...iyvanemshobelio Edited April 24, 2013 by Shaten Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted April 24, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 24, 2013 Shaten აუ, რა მაგრები არიან ) ბებერო, მოხუცეს რას ერჩი თუ მთლად გააფრინე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted April 24, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 24, 2013 http://s020.radikal.ru/i705/1304/89/8ca8fef878ba.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted April 24, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 24, 2013 ჯერ-ჯერობით უცნობია როგორ დასჯიან დავითაშვილსსიმინდზე დააყენებენ გია ხუხაშვილი და 10 თბილისელი, აუ ამაზე რა ვიკაიფეე ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted April 24, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 24, 2013 აუ ამაზე რა ვიკაიფეე ბოლოსაც კარგად გვირგვინდება.. - მეშვიდე თბილისელის განცხადებით, “ხვალ რო მოვა პარლამენტში, მაგას ნახე რა მოუვა.” Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted April 25, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 25, 2013 Shaten ცნობილი ქართველი ექსპერტი (მათ შორის ფეხბურთის საკითხებშიც) გია ხუხაშვილი სამუშაო ვიზიტით მადრიდში იმყოფება. ის ხვალ დილიდან სამეფო გუნდის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს, მთავარ მწვრთნელ ჟოზე მაურინიოს და საზოგადოებასთან სამსახურის უფროსს ემილიო ბუტრაგენიოს შეხვდება. ხუხაშვილი ესპანური გრანდის ხელმძღვანელობას დორტმუნდის "ბორუსიათან" განცდილი მარცხის მიზეზების გაანალიზებაში დაეხმარება და გუნდის სამომავლო მზადების საკუთარ ხედვას გააცნობს. ექსპერტი მადრიდში საკუთარ სამწრთვნელო შტაბთან ერთად იმყოფება, რომელშიც ათი თბილისელი შედის. მათთან ერთად ხუხაშვილი გუშინდელი თამაშის ვიდეოჩანაწერს გაარჩევს და დასკვნას საფეხბურთო კლუბის მესვეურთ გააცნობს.ექსპერტი უკვე შეხვდა კლუბის ფეხბურთელებს. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე რეალის არცერთი მეკარე არ იმყოფებოდა, რადგან ხუხაშვილმა აუდიენცია მხოლოდ ათ მადრიდელთან ისურვა.შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა კრიშტიანუ რონალდომ. სუპერვარსკვლავის თქმით მას ისეთ დიდებულ მწრთვნელებთან უმუშავია, როგორებიც არიან ალექს ფერგიუსონი და ჟოზე მაურინიო, „მაგრამ ხუხაშვილი სულ სხვაა.“„ამხელა კაცი ვარ და ასეთი არაფერი მინახავს, არც მომისმენია,“ - დასძინა პორტუგალიელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.თავად ხუხაშვილი მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა, მისი განცხადებით არა მხოლოდ რეალის, არამედ ზოგადად ესპანური ფეხბურთის დეგრადაცია შეინიშნება და ამ ფაქტს მიუნხენის ბაიერნთან კატალონიის ბარსელონას სრული ფიასკოც ადასტურებს. „ამ პრობლემას უნდა მოევლოს“ - განაცხადა გიამ.„ამის გამო, ხვალ მადრიდელების ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების შემდეგ, ლა ლიგის ყველა გუნდის პრეზიდენტს ჩემთან ვიბარებ“ - აღნიშნა ექსპერტმა. ესპანური მედიის ცნობით ხუხაშვილი სამეფოში თვითონ ხუან კარლოსმა მიიწვია და საკუთარი ნდობით აღჭურვა. http://blogs.liberali.ge/ge/blog/1577/114631/.htm ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლუსი@ Posted May 10, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2013 (edited) Shatenთბილისი, 22 აპრილი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დეპუტატ კობა დავითაშვილის მშობლებს უახლოეს მომავალში შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ივანიშვილმა კობა დავითაშვილის მშობლები მასთან სატელეფონო ჩხუბის შემდეგ დაიბარა.თბილისი, 22 აპრილი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დეპუტატ კობა დავითაშვილის მშობლებს უახლოეს მომავალში შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ივანიშვილმა კობა დავითაშვილის მშობლები მასთან სატელეფონო ჩხუბის შემდეგ დაიბარა. “მე ვუთხარი კობას, რომ ჯერ გუნდში უნდა განეხილა ეს ყველაფერი და მერე გამოეთქვა საჯარო პრეტენზიები.” დასძინა ივანიშვილმა. პრემიერის განცხადებით, სატელეფონო ტუქსვის დროს დავითაშვილი მას რამდენჯერმე შეეპასუხა, რის შედეგადაც ქართული ოცნების ლიდერმა მას მშობლების მიყვანა მოსთხოვა, რათა მათ მოახსენოს როგორი უზრდელი შვილი გაუზრდიათ. “მე ვფიქრობდი კობას კუთხეში დაყენებაზე, მაგრამ სააკაშვილის ხუშტურით აგებული პარლამენტის შენობა მრგვალია და ძალიანაც რომ მოგინდეს იქ კუთხეს ვერ იპოვი.” განაცხადა ივანიშვილმა. ჯერ-ჯერობით უცნობია როგორ დასჯიან დავითაშვილს, თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ ის შეიძლება სტამბულში წაიყვანონ და ქუჩაში დატოვონ. გიჟია ეს ჩემისა!?, . . . :newstudio: ასეთი რა მოწია?, . . . :siriko: თან ესეც სააკაშვილის ბრალი ყოფილა; - როგორ გამორჩა პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობისას იმის გათვალისწინება, რომ იქ აუცილებლად უნდა ყოფილიყო კუთხე, რომელთანაც ურჩი დეპუტატები დადგებოდნენ?!, . . . პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ გია ხუხაშვილი და 10 თბილისელი, რომლებმაც დავითაშვილს “შპიონი” უწოდეს და “შატალოზე” დარჩენა დასდეს ბრალად. მეშვიდე თბილისელის განცხადებით, “ხვალ რო მოვა პარლამენტში, მაგას ნახე რა მოუვა.” რა ეშველება ამ ხალხს!?, . . . არაფერი!, . . . ექსპერტი უკვე შეხვდა კლუბის ფეხბურთელებს. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე რეალის არცერთი მეკარე არ იმყოფებოდა, რადგან ხუხაშვილმა აუდიენცია მხოლოდ ათ მადრიდელთან ისურვა. შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა კრიშტიანუ რონალდომ. სუპერვარსკვლავის თქმით მას ისეთ დიდებულ მწრთვნელებთან უმუშავია, როგორებიც არიან ალექს ფერგიუსონი და ჟოზე მაურინიო, „მაგრამ ხუხაშვილი სულ სხვაა.“ :bushti: არიან ალექს ფერგიუსონი და ჟოზე მაურინიო სულ ვფიქრობდი რომ მაგ სასტავს ვიღაცა აკლდა, . . . „მაგრამ ხუხაშვილი სულ სხვაა.“ ხვალ მადრიდელების ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების შემდეგ, ლა ლიგის ყველა გუნდის პრეზიდენტს ჩემთან ვიბარებ“ - აღნიშნა ექსპერტმა. რას ელოდებით?!, დროზე!; - უფროსი გიბარებთ!, . . . ესპანური მედიის ცნობით ხუხაშვილი სამეფოში თვითონ ხუან კარლოსმა მიიწვია და საკუთარი ნდობით აღჭურვა. კაი კაცო!?, . . . Edited May 10, 2013 by ლუსი@ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.