urfinjus Posted April 23, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 23, 2013 (edited) ქუთაისში მცხოვრებლები ქალაქში კრიმინალის ზრდასა და პროკურატურის მხრიდან დანაშაულის დაფარვის ფაქტებზე საუბრობენ.როგორც news.ge-ს მოქალაქეებმა განუცხადეს, ისინი დანაშულის ზრდასთან დაკავშირებით დასკვნას იმ ფაქტებზე დაყრდნობით აკეთებენ, რაც მათ ან მათ ახლობლებს შეემთხვათ."საფიჩხიაზე, განათლების ქუჩაზე დაახლოებით ორი თვის წინ მეზობელმა გვერდით მეზობელი მოკლა. ჯერ ბალიში ააფარა სახეზე, შემდეგ ესროლა. გარდაცვლილს სახიდან ტყვიის გულა ამოუღო და სახედასახიჩრებული ბიჭი ქუჩაში დააგდო. მართალია, საქმე გაიხსნა, მაგრამ პროკურატურა არ ახმაურებს. მკვლელის მთელი ოჯახი თანამზრახველობისთვის არის დაკავებული, რასაც გეუბნებით სინამდვილეა, თუმცა არ მინდა ჩემი სახელი დაიწეროს და შემდეგ პროკურატურა მომადგეს," - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.მოქალაქეთა ნაწილი მკვლელობის ფაქტების გარდა, ქალაქში მაღაზიების ძარცვისა და ავტომანქანების ქურდობის გახშირებასაც აღნიშნავს.„ორი მაღაზია გაიქურდა, ერთი ჭავჭავაძეზე, მეორე ავტომშენებლის ქუჩაზე. დღისით, მზისით ქალს ჩანთა გამოგლიჯეს ხელიდან „ზასტავაზე". ასევე, „ზასტავაზე" მოიპარეს მანქანა. პატრული ნამდვილად დარბის ყოველ წუთში, მაგრამ კრიმინალმა მოიმატა. ნიკეაზე ბინა გაქურდეს. დაზარალებულ ოჯახს პოლიციამ უთხრა, რომ მათთვის აჯობებდა თუ მომხდარს არ გაახმაურებდნენ," - ამბობენ მოქალაქეები.პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელი ეკა ბესელია აცხადებს, რომ ის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკას იცნობს. ეს უკანასკნელი კი მისი თქმით, დანაშაულის მატებას არ აფიქსირებს. http://news.ge/ge/ne...gaakhmaurebdnen Edited April 23, 2013 by urfinjus Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted April 23, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 23, 2013 (edited) ფრიად ნიშანდობლივი ამბავია(ეშმაკმა და იობმა უწყიან სინამდვილეში რამდენი ამბავი იმალება როდესაც ტელევიზიები, გაზეთები, პოლიცია, პროკურატურა, ომბუცმენი, ერთი ოლიგარქის გემოვნებითაა ნაყიდი, დანიშნული და მასვე ემორჩილებიან) ძალიან გავს რუსულ "сор из избы не стоит выносить"-ს და "как бы чего не вышло"-ს(ბოდიში ოკუპაციის ენაზე ციტატის მოყვანის გამო) პრინციპებს რომელიც მხოლოდ რუსულ და ავტოკრატიულ ქვეყნებში მოქმედებს....როგორც ვხედავთ მელორიზირებული "პოლიტპატიმრები" და "რეპრესირებული" კანონიერი ქურდები საქმეს გაათმაგებული ენთუზიაზმით შეუდგნენ....გახსოვთ ნეტარი ბიძინეს გაფრთხილება?: "კრიმინალმა თუ მოიმატა ამას გაგებით უნდა მოვეკიდოთ". ვეკიდებით ტოვარიშჩ ბორის გაგებით ოღონდ სხვა რამეს: თქვენი მოტყუებული და გაბითურებული 54% ამომრჩევლის სინანულს და გულგატეხილობას არჩევანის გამო...მე კი ვიცი რომ ეს დასაწყისია მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ რომ ბოსელია, ქუცუნაშვილი, წულუკიანი, აქუბარდია, გუბასი და სხვები ამჟამად თვითკმაყოფილების ნიბბანაში იმყოფებიან და ეს არაა პატარა ამბავი... Edited April 23, 2013 by urfinjus Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მაკიაველი Posted April 23, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 23, 2013 ქუთაისში მცხოვრებლები ქალაქში კრიმინალის ზრდასა და პროკურატურის მხრიდან დანაშაულის დაფარვის ფაქტებზე საუბრობენ.როგორც news.ge-ს მოქალაქეებმა განუცხადეს, ისინი დანაშულის ზრდასთან დაკავშირებით დასკვნას იმ ფაქტებზე დაყრდნობით აკეთებენ, რაც მათ ან მათ ახლობლებს შეემთხვათ."საფიჩხიაზე, განათლების ქუჩაზე დაახლოებით ორი თვის წინ მეზობელმა გვერდით მეზობელი მოკლა. ჯერ ბალიში ააფარა სახეზე, შემდეგ ესროლა. გარდაცვლილს სახიდან ტყვიის გულა ამოუღო და სახედასახიჩრებული ბიჭი ქუჩაში დააგდო. მართალია, საქმე გაიხსნა, მაგრამ პროკურატურა არ ახმაურებს. მკვლელის მთელი ოჯახი თანამზრახველობისთვის არის დაკავებული, რასაც გეუბნებით სინამდვილეა, თუმცა არ მინდა ჩემი სახელი დაიწეროს და შემდეგ პროკურატურა მომადგეს," - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.მოქალაქეთა ნაწილი მკვლელობის ფაქტების გარდა, ქალაქში მაღაზიების ძარცვისა და ავტომანქანების ქურდობის გახშირებასაც აღნიშნავს.„ორი მაღაზია გაიქურდა, ერთი ჭავჭავაძეზე, მეორე ავტომშენებლის ქუჩაზე. დღისით, მზისით ქალს ჩანთა გამოგლიჯეს ხელიდან „ზასტავაზე". ასევე, „ზასტავაზე" მოიპარეს მანქანა. პატრული ნამდვილად დარბის ყოველ წუთში, მაგრამ კრიმინალმა მოიმატა. ნიკეაზე ბინა გაქურდეს. დაზარალებულ ოჯახს პოლიციამ უთხრა, რომ მათთვის აჯობებდა თუ მომხდარს არ გაახმაურებდნენ," - ამბობენ მოქალაქეები.პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელი ეკა ბესელია აცხადებს, რომ ის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკას იცნობს. ეს უკანასკნელი კი მისი თქმით, დანაშაულის მატებას არ აფიქსირებს. http://news.ge/ge/ne...gaakhmaurebdnen რა არის ამ პოსტში გასაკვირი ..... კაცმა მოკლა მეორე კაცი .... პროკურატურამ დააკავა მკვლელი და მკვლელის ოჯახის წევრები , როგორც თანამზრახველები . რა უნდა ყოფილიყო აქ დასამალი ? პროკურატურამ , რომ კარგად იმუშავა და დამნაშავე პირები დააკავა ? რას არ ახმაურებს პროკურატურა ---- თავის კარგ და ეფექტურ მუშაობას ? თუ ეს ასეა --- ნამდვილად მივესალმები . დანაშაულის გახსნა არ უნდა იყოს პიარის საქმე , ეს ვალდებულებაა სამართალდამცავი ორგანოების , ამაში ხელფას იღებენ და ჩუმად იმუშაონ . აჟიოტაჟი რის გამოა ? მეორეც თუ ქუთაისში ორი თვის განმავლობაში სულ ოთხი დანაშაული მოხდა --- როგორც ეს სტატიაში არის ---- საღოლ ქუთაისის პოლიცია . ოთხი დანაშაული ორ თვეში ეს გარღვევაა . _--------------------------- რა არის ამ სტატიაში საინტერესო ? ..... რის გამო გაიხსნა თემა ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted April 23, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 23, 2013 (edited) http://s41.radikal.ru/i092/1304/2e/9b233f4a08c6.jpghttp://s020.radikal.ru/i700/1304/6c/725403b7f802.jpg Edited April 23, 2013 by urfinjus Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Sh@ko Posted April 23, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 23, 2013 რა არის ამ სტატიაში საინტერესო ? ..... რის გამო გაიხსნა თემა ? ფოტონაცოდვილარები აღარ უნდა დადოს კაცმა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted April 27, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 27, 2013 როგორც თანამზრახველები რის საფუძველზე, ან რა თანამზრახველი? :facepalm: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted April 29, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 29, 2013 http://s019.radikal.ru/i644/1304/d2/51e205188d77.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.