urfinjus Posted April 22, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2013 http://s019.radikal.ru/i608/1304/c1/1142b51d0aad.jpghttp://s020.radikal.ru/i722/1304/a6/aa6a890cc488.jpghttp://i054.radikal.ru/1304/a6/b18dd47f0894.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted April 22, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2013 თავიდანვე გულრწფელად ვიტყვი არაფერი პრეტენზია არც მათხოვრების არც ეკლესიის წინააღმდეგ არა მაქვს. უბრალოდ მაინტერესებს როდესაც ბიუჯეტიდან ფინანსდება ეკლესია(რომელიც თავს ყოლისშემძლე აბსოლუტის სახელით მოლაპარაკედ თვლის) ისე რომ ანგარიშვალდებული სახელმწიფოს წინაშე არაა, როდესაც მღვდლები პირაპირ ერევიან საერო ინსტიტუტების ფუნქციონირებაში(მაგალითად არჩევნებში) და იღებს არავისაგან არ კონტროლირებულ შემოწირულებებს, ფლობს უამრავ უძრავ და მოძრავ ქონებას ფული არ ყოფნის? როგორც მოქალაქე რითია ეს მათხოვარი მღვდელი(თუ დიაკვანი, მორჩილი მნიშვნელობა არა აქვს რომელიც ეკლესიისა და ღმერთის სახელით მათხოვრობს)უკეთესი იმ ბოშა ბავშვებზე რომლებიც მეტროში მათხოვრობენ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
IamNumberOne Posted April 22, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2013 ძაან თავს გავიდა ამ ბოლო დროს ეს ეკლესია, უკვე ზედმეტებში გადავიდნენ ოღონდ ფული იშოვონ და რას აღარ კადრულობენ არა რა მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი უტოპია იყო ალალია მათი მადლი ამ ინსტიტუტზე არ გვაწყენდა ეხლა ერთი სტალინი ან ვინმე ეგეთი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 22, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2013 ცუდია, ნამდვილად, სირცხვილია, რა თქმა უნდა საერო საზოგადოება, ვისაც სურვილი აქვს უნდა დაეხმაროს ეკლესიას,მაგრამ ასეთი ფორმით ეს უკვე ნამეტანია, არანაირი დისციპლინა არაა ეკლესიაში, მიშვებულები არიან თავიანთ ნებაზე და მიდი მოვდივარ, მეც შევესწარი ანალოგიურ ფაქტს და პრინციპულად არ დავეხმარე, ერთხელ სახშიც იყო მოსული ახ. ბიჭი, მამაომ გამომაგზავნაო, ვვარაუდობ რომ არ იტყუებოდა, მათხოვარს არ გავდა არც აფერისტს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted April 22, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2013 (edited) საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, არ არის ლოცვა-კურთხება იმასთან დაკავშირებით, რომ სასულიერო პირი დახმარებას ხალხმრავალ ადგილებში ითხოვდეს.“არ არის კურთხევა სასულიერო პირი იდგეს მეტროსადგურის ფოიეში და ითხოვდეს იქ დახმარებას. მისმა უწმინდესობამ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ხალხი არის შეჭირვებული და სასულიერო პირების გამოჩენა და მოთხოვნა თანხის შემოწირულობაზე არ ხორციელდება საპატრიარქოს ლოცვა-კურთხევით”,- აცხადებს მამა მიქაელ ბოტკოველი. წყარო Edited April 22, 2013 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted April 22, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2013 (edited) მშვენიერია მაგრამ "ლოცვა კურთხევა" რომ არაა ამ საქმეზე ეს საკმარისი ვერ იქნება.... ეს ხალხი თუ არავის არ ემორჩილება სხვა საკითხია....ამასთან როცა ოკუპანტთა მოგვ კირილასთან კოცნაობაზე ან რელიგიის ფინანსების კანონის ფარგლებში მოქცევაზეა საუბარი მაშინ სტალინგრადის ბრძოლას მართავენ, მრევლს აქეზებენ იობი, ისაკაძე და სხვა რელიგიურ-პოლიტიკური მოღვაწენი და მრავალ სხვა რამეშიც ერევიან (პასპორტში რა უნდა ჩაიწეროს როდის გახდა მღვდელის საქმე? თუ მებაჟეები და მესაზღვრეები არიან?) ეს ვისი საქმეა მაგაზე ხომ არი ლოცვა კურთხევა.... რამეზე ზრდილობიანად მიუთითებ და ან იტყვიან ეს ჩვენ არ გვეხებაო ან კიდევ ქრისტიანობას ებრძვიო.... მეგობართან ოფისში ვიყავი ორი დღე და ერთი ექვსჯერ მღვდელი და სანთლების გამყიდლები შემოვიდნენ ისეთი ფარისევლური და აღმატებული ტონით მოითხოვეს დახმარება თითქოს მათი ვალი გვქონდა თან საშვილიშვილო, უარი რომ მიიღეს ისეთი ტონით გამოცრა მღვდელმა "ღმერთმა დაგლოცოსო"(არ მინდა არც მაგათი დალოცვა და არც ანათემა ორივე მშვიდობაში მოიხმარონ) რომ ლუციფერსაც კი შეშურდებოდა ესეთი ზიზღით და ფარისევლობით ღმერთის სახელის გამოყენება.... Edited April 22, 2013 by urfinjus Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted April 22, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2013 ეს არის გაუნათლებლობის ბრალი ვისი გაუნათლებლობისო იკითხავთ ალბათ ვისი და მრევლის ;)აბა მე და ჩემნაირები არც ეკლესიაში და არც მეტროში არ ჩავუჩქრიალებთ ფულებსეს არის სარფიანი და მზარდი ბიზნესი როგორც ჩანს, თავიდან ერთი-ოროლა აქა-იქა იყო და ახლა უკვე სრული დაფარვა აქვთ თითქმის დაფიქრდით ვის ხარჯზე იზრდება? ვისი და თქვენი მორწმუნეებო და ბოლოს"მე მომწონს ქრისტე, მაგრამ არ მომწონან ქრისტიანები. ისინი არ გვანან ქრისტეს" urfinjus ხანდახან ისეთ თემას გახსნი შენი კოცნა მომინდება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 22, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2013 (edited) ეს არის გაუნათლებლობის ბრალი ვისი გაუნათლებლობისო იკითხავთ ალბათ ვისი და მრევლის ;)აბა მე და ჩემნაირები არც ეკლესიაში და არც მეტროში არ ჩავუჩქრიალებთ ფულებსეს არის სარფიანი და მზარდი ბიზნესი როგორც ჩანს, თავიდან ერთი-ოროლა აქა-იქა იყო და ახლა უკვე სრული დაფარვა აქვთ თითქმისდაფიქრდით ვის ხარჯზე იზრდება? ვისი და თქვენი მორწმუნეებო და ბოლოს"მე მომწონს ქრისტე, მაგრამ არ მომწონან ქრისტიანები. ისინი არ გვანან ქრისტეს" urfinjus ხანდახან ისეთ თემას გახსნი შენი კოცნა მომინდება ზედაპირული აზროვნების მამა ხარ იმის გამო რომ ჯარისკაცი, ანდა თუნდაც ღენერალი არ ვარგა, ეს იმას არ ნიშნავს რომ ჯარი საჭირო არააა,ეს იმას გავს ადამიანში მხოლოდ ტრაწს ხედავდე დიახაც, ადამიანს აქვს ტრაწი, მაგრამ ადამიან ტრაწი არაა Edited April 22, 2013 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted April 22, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2013 ზედაპირული აზროვნების მამა ხარ იმის გამო რომ ჯარისკაცი, ანდა თუნდაც ღენერალი არ ვარგა, ეს იმას არ ნიშნავს რომ ჯარი საჭირო არააა რატომ გგონია ზედაპირული? პირიქით ძაანაც ჩავუღრმავდი და ისე გავაკეთე დასკვნები რადგან ჩემი ნაწერიდან აზრი ვერ გამოიტანე და ზედაპირული მოგეჩვენა მოდი ნანიჯ-ნაბიჯ აგიხსნი ლოგიკურად რო ვიმსჯელოთ მაგ ყულაბებში ფულს ყრიან ადამიანები რომლებიც ეკლესიურები არიან, მეთანხმები?ხოდა აქედან გამომდინარე, ეკლესიაში დადიან მარა ელემენტარული ის არ იციან რო მეტროში ზიარებას არანაირი ძალა არ აქვს და სხვა რაღა უნდა მოსხოვო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 22, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2013 რატომ გგონია ზედაპირული? პირიქით ძაანაც ჩავუღრმავდი და ისე გავაკეთე დასკვნები რადგან ჩემი ნაწერიდან აზრი ვერ გამოიტანე და ზედაპირული მოგეჩვენა მოდი ნანიჯ-ნაბიჯ აგიხსნი ლოგიკურად რო ვიმსჯელოთ მაგ ყულაბებში ფულს ყრიან ადამიანები რომლებიც ეკლესიურები არიან, მეთანხმები?ხოდა აქედან გამომდინარე, ეკლესიაში დადიან მარა ელემენტარული ის არ იციან რო მეტროში ზიარებას არანაირი ძალა არ აქვს და სხვა რაღა უნდა მოსხოვო? მართლმადიდებლობა გაცილებით ღრმაა და ეს რომ დაინახო, უნდა იცნობდა ამ მოძღვრებას და პრაქტიკული შეხება უნდა გქონდეს ქრისტიანულ ცხოვრებასთან, ეკლესიაში ყოველთვსი იყვნენ გაუნათლებელი თუ ვერცხლისმოყვარე სასულიერო პირები და მითუმეტეს მრევლი რომელიც ვერასდროს ვერ მიხვდება მართლმადიდებლობის აზრს, რასაც შენ ხედავ არის ზედაპირი, გარეგანი ფონი, რომლის შიგნით სულ სხვა სამყარო და გარემოა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted April 22, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2013 ეკლესიაში ყოველთვსი იყვნენ გაუნათლებელი თუ ვერცხლისმოყვარე სასულიერო პირები და მითუმეტეს მრევლი რომელიც ვერასდროს ვერ მიხვდება მართლმადიდებლობის აზრს,მერე "მიხვედრილების" ინტერესში არ უნდა იყოს "მიუხვედრელებისაგან" მათი რიგების გაწმენდა? რასაც შენ ხედავ არის ზედაპირი, გარეგანი ფონი, რომლის შიგნით სულ სხვა სამყარო და გარემოა რაც გარედან ჩანს იმდენად ცუდია რო ყოველგვარი ჩაღრმავების სურვილსა და ინტერესს მიკარგავს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted April 22, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2013 (edited) Siknadmo ეს მაგარი იცით მღვდელის კრიტიკა თეოლოგიურ სიბრტყეში გადაგყავთ და შემდეგ აბა ვინ გვებრძვის მართლმადიდებლებსო? იმ აბითურიენთის ანეკდოტი მახსენდება ყოველთვის: ბიოლოგიაში მხოლოდ რწყილის შესახებ რომ იცის საკითხი....შეხვდა ცხენი დაიწყო ცხენი....ცხენს ყავს რწყილი....შეხვდა თევზი....თევზს არ ყავს რწყილი.... ყველა რელიგია "ღრმაა" მაგრამ რამდენი სისხლიც ამ "ღრმა" რელიგიების დამკვიდრებამ დაღვარა იმდენი არც ერთ სხვა დოქტრინას არ უქნია... საუბარი იყო მღვდლებზე რომლებიც თავისი ბოსის სახელით მათხოვრობენ და ეკლესია რომელიც ბოლო ათწლეულია ყველა საერო საქმეში ცხვირს ყოფს ამჯერადაც როდესაც საქმე მათ შეეხო განზე გადგა(როგორც ყოველთვის) და რაღაც ფრაზებით შემოიფარგლა. "ღრმა" რელიგიის დამცველს კი უნდა მოეხსენებოდეს "ფეკალიების" ხსენებით არგუმენტი არც "ღრმა" და არც დამაჯერებელი არ ხდება.... საკვირველი ამბავია ყველა კონფესიის ქომაგი რაც დრო გადის მით უფრო შეუწყნარებელი ხდება მათი ფუნქციონერების ან ადეპტების კრიტიკის შემთხვევაში... Edited April 22, 2013 by urfinjus Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 22, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2013 მერე "მიხვედრილების" ინტერესში არ უნდა იყოს "მიუხვედრელებისაგან" მათი რიგების გაწმენდა? რაც გარედან ჩანს იმდენად ცუდია რო ყოველგვარი ჩაღრმავების სურვილსა და ინტერესს მიკარგავსარასათანადო სასულიერო პირებისგან ეკლესიის ასე ვთქვათ "გაწმენდა" ეს უმაღლესი იერარქის პრობლემა და საქმეა, რიგით მართლმადიდებელი კონცენტრირებულია საკუთარ თავზე, ოჯახზე, ახლობლებზე,სწორი სულიერი ცხოვრების შემთხვევაში ადამიანს ნაკლები სურვილი უჩნდება სხვებს მიუთითოს და რაღაც დაგმოს, ეს არაა პასიური ან აპატიური ან ფეხებზე მკიდია მდგომარეობა, ადამიანმა ჯერ საკუთარი თავი უნდა შეცვალოს და მერე შესაძლოა თუკი ამის შნო ექნება სხვებსაც მიუთითოს, ძალიან დელიკატურად, თუკი ისინი არასწორად იქცევიან-ვგულისხმობ რიგით მართლმადიდებელს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted April 22, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2013 სწორი სულიერი ცხოვრების შემთხვევაში ადამიანს ნაკლები სურვილი უჩნდება სხვებს მიუთითოს და რაღაც დაგმოს, ეს არაა პასიური ან აპატიური ან ფეხებზე მკიდია მდგომარეობა, ადამიანმა ჯერ საკუთარი თავი უნდა შეცვალოს და მერე შესაძლოა თუკი ამის შნო ექნება სხვებსაც მიუთითოს, ძალიან დელიკატურად, თუკი ისინი არასწორად იქცევიან-ვგულისხმობ რიგით მართლმადიდებელს ეგ თავისავად გასაგებიამაგრამ ხო იძახი ვერცხლისმოყვარეები არსებობენო? ასეი ვერცხლის მოყვარე შენს ახლობელს რო აბოლებს და მცდარ გზაზე ატარებს ეს როგორ არ ნდა განაღვლებდეს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 23, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 23, 2013 ეგ თავისავად გასაგებიამაგრამ ხო იძახი ვერცხლისმოყვარეები არსებობენო? ასეი ვერცხლის მოყვარე შენს ახლობელს რო აბოლებს და მცდარ გზაზე ატარებს ეს როგორ არ ნდა განაღვლებდეს?სასულიერო პირი, ისევე როგორც ექიმი, სამხედრო, ინჟინერი და ას. შ. შეიძლება იყოს კეთილსინდისიერიც და პირიქით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.