urfinjus Posted April 21, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 21, 2013 (edited) ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრედ მარტენსის განცხადებით ნდობა თბილისსა და ბრიუსელს შორის სამწუხაროდ გატყდა. ამის შესახებ მარტენსი "ნაციონალური მოძრაობის" 19 აპრილის მიტინგთან დაკავშირებით გამოგზავნილ მიმართვაში წერს, რომელიც პარტიამ გამოაქვეყნა. „ნდობა თბილისსა და ბრიუსელს შორის სამწუხაროდ გატყდა. ამ ურთიერთობის მთავარი ელემენტი კი სწორედ ნდობაა. ჩვენ შეგვიძლია მოვიპალარაკოთ შესანიშნავ ხელშეკრულებაზე - მაგალითად როგორიცაა ასოცირების ხელშეკრულება, მაგრამ თავისთავად მოლაპარაკებების დასრულება არაა თვითმიზანი თუკი არ გვაქვს ამ ხელშეკრულების ცხოვრებაში გატარების იმედი. მხოლოდ ეს მოუტანს კონკრეტულ სარგებელს საქართველოს მოქალაქეებს. ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების დაწყებამდე მას სჭირდება ხელმოწერა და წევრი სახელმწიფოების პარლამენტების მიერ რატიფიკაცია. სამწუხაროა მაგრამ უნდა ვაღიარო რომ მოცემულ გარემოებებში ხელმოწერისა და რატიფიკაციის მოლოდინი მთლიანად არარეალისტური და შეცდომაში შემყვანიც კი იქნებოდა. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ემყარება რწმენას რომ ჩვენ მართლაც ვიზიარებთ საერთო ფასეულობებსა და პრინციპებს და მათი განვითარების ვალდებულებას. ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესიც იგივე ჩარჩოში წარიმართება. მაგრამ სწორედ ამ ნდობის ნაკლებობის გამო, ევროპული საზოგადოებრივი აზრი ვერასდროს მიიღებს ისეთ ქვეყანასთან დაახლოებას რომელიც პატივს აღარ სცემს ამ ფასეულობებსა და პრინციპებს. http://www.frontnews...=18185&lang=geo Edited April 21, 2013 by urfinjus Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted April 21, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 21, 2013 "გატყდაო" ეს ისეთი რბილი ნათქვამია რომ ევროპელთა კორექტულობით გულიც კი ამიჩუყდა.... მოკლედ ივანიშვილი თავის თანამხარჯველებთან ერთად ევროტურიდან რომ ჩამოვა ისეთ "გარღვევებზე" ისაუბრებენ "მკვდარსაც კი გაეცინება".....აი უსუფაშვილს და მე(ბიძინე) ვიღაც ევროპელმა ლევაკმა ხელი ჩამოგვართვაო, აი ვილაპარაკეთ ურთიერთობის "გაღრმავებაზე"-ო, აი ხიდაშელმა ვიღაც ფრანგ(ან გერმანელ) მაღალჩინოსანს თვალი ჩაუკრა იმან კი გაუღიმაო.... ვისაც ჯერ კიდევ რამე ტუგრიკის იმედი აქვს ბიძინეს ჯიბიდან ან მხოლოდ წინა "რეჟიმის" გელიოტინაზე დასწრების გადაულახავი სურვილი ხრავს ვერ და არ დაინახავს რომ დიდი ძალების დაუხარჯავად ივანიშვილის სავაჭრო არტელმა მოახერხა ევროპის კარების აქედან გამოჯახუნება რაც დიდ კმაყოფილებას იწვევს კრემლის ადმინისტრაციაში.... ვერ ვიტყვი რომ ეს უსუფაშვილის ეპისტოლეების(ხომ თქვა ბიძინემ უსუფაშვილი წერილებს კარგად წერსო?) ან საგანელიძის ჰეროიკული განცხადებების(ეგეთ განცხადებებს მამაშვილი კიმები, აჰმადინეჯადი და სხვა ჩვენი დროის "გმირები" აკეთებდნენ მაგრამ მაინცდამაინც არავინ უსმენდა ვეჭვობ საგანელიძის გმირული შეძახილი ევროპაში ვინმეს გაეგო) გამო მოხდა მაგრამ ევროპელებმა დაინახეს რომ ივანიშვილის ქვეყნის მართვის სტილი და წარმოდგენები ძალიან გავს ვლადიმირ პუწინის პოლიტიკას და ხელი ჩაიქნიეს....-------------------------------------------------------------------------------- http://www.youtube.com/watch?v=M14fI0gD9hA Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
რა მინდოდა ! Posted April 21, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 21, 2013 ვილფრედ მარტენსიდაინტერესებული მხარეა და მისი აზრი არავის აინტერესებს. წავიდა ეგ დრო . Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.