Jump to content
Planeta.Ge

იუშენკო მზად არის ჩუსტებისა და პირსახოცის ფულით საქართველოს პარლამენტს დაეხმაროს


Recommended Posts

უკრაინის ექსპრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო მზად არის, საქართველოს დაუბრუნოს ის 400 აშშ დოლარი და თაფლი, რომელიც სავარაუდოდ თბილისში, ერთ–ერთ აბანოში მისი ვიზიტისას დახარჯა სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა.

ამის შესახებ იუშენკოს პრესმდივანი, ირინა ვანიკოვა განცხადებას ავრცელებს.

 

გამოცემა "უკრაინსკაია პრავდა" ვანიკოვას განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ 2011 წლის 6 აპრილს იუშენკო საქართველოში არ იმყოფებოდა და მთელი დღის განმავლობაში პარტიის ოფისში, კიევში მუშაობდა. პრესმდივნის განმარტებით, მიუხედავად ამისა, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი მზადაა, საქართველოს ჰუმანიტარული დახმარების სახით გადაურიცხოს ის 400 დოლარი, რომელიც, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის დაცვამ გადაიხადა მისი გამასპინძლებისთვის თბილისის ერთ–ერთ აბანოში.

 

"იმედი მაქვს, რომ ის 400 აშშ დოლარი, რომლის ჰუმანიტარული დახმარების სახით გადასარიცხად ვართ მზად, დაეხმარება ქართველ პარლამენტარებს კორუფციასთან ბრძოლაში და არ შერცხვებიან გამოყენებული საპნისა და დალეული ჩაის ოდენობის დაანგარიშებით. ასევე ჩვენ მზად ვართ, მათ გავუგზავნოთ 1 ქილა თაფლი, ჯემი, საპონი და შამპუნი", – განუცხადა "უკრაინსკაია პრავდას" ვიქტორ იუშენკოს პრესმდივანმა.

 

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური დაცვის სამსახურის მიერ გაწეული ხარჯების ამსახველი დოკუმენტების შესაბამისად, რომელიც 17 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ გამოაქვეყნა, სახელმწიფო სახსრები დახარჯულია "იუშენკოს აბანოს მომსახურეობისთვის" თბილისში, შპს "ნარიყალაში".

 

ხარჯებში ასახულია 7 კაცისთვის პირსახოცის, ჩუსტის, საპნისა და აბანოს მომსახურების ხარჯები, თაფლის მასაჟისთვის დანახარჯი კი 50 ლარია მითითებული. http://www.newposts.ge/politika/11206-iushenko-saqartvelos-parlamenti.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 33
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ყოველთვის ვიცოდი რომ ოლიგარქის ჯიბის პარლამენტი ვაიშ(ნ)ების კასტიდან იყვნენ.... იბრუნებენ დაკარგულ .....ტუგრიკებს.....http://s43.radikal.ru/i101/1304/43/e669a60f3bb5.gif
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს ჰუმანიტარული დახმარების სახით გადაურიცხოს ის 400 დოლარი

:read:

ძალიან დიდი სირცხვილია , აი ძალიან, მეტი რო არ შეიძლება..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კონდოლიზაც ჰილარიც, ლეხ კაჩინსკის ნათესავებიც ალბათ ჯიბეზე გაიკრავენ ხელს(აბა რა ეგონათ? უფასო იყო ბოსელიას დავთაშვილის და სხვა მართალი ხალხის ოფლით ნაშოვნი..) http://www.youtube.com/watch?v=VPnztrNNIgg Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

urfinjus

ბესელიას და დავითაშვილს არ ეკუთვნის ბიუჯეტი , მაგრამ ეს, ბოდიშით და ''ნიფხვების '' გამოფენა ძალიან საზიზღრობაა,,

საერთოდ მე თუ მკითხავთ, გაზეთებსაც არ უნდა დაეწრათ ამის შესახებ არაფერი,, სამარცხვინოა და მეტი არაფერი..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იუშენკოზე დახარჯული 500 ლარზე არავინ ედავება სააკაშვილს ..... ეს იუშენკოს მორიგი სირობაა , რა მაგარიც არის კი დაანახა უკრაინელმა ხალხმა , როდესაც პრეზიდენტმა კაცმა 6 პროცენტი აიღო არჩევნებზე .....

 

----------------

 

სააკაშვილს სხვა რამეს ედავებიან ...

 

ბიუჯეტის ფულით , კარგად გაკეთებული მინეტისთვის , ბოზებს სამაჯურებს არ უნდა ჩუქნიდეს ქვეყნის პრეზიდენტი ---- ამას ედავებიან

 

ქვეყნის პრეზიდენტი , ქვეყნის რომელშიც ჩვილი ბავშვები შიმშილით კვდებიან :

 

1. წონის დასაკლებად , კლიზმის გასაკეთებლად იტალიაში არ უნდა მიდიოდეს და იქ ამ პროცედურაში 120 ათას ლარს არ უნდა იხდიდეს . გაეკეთებია აქვე ეგ კლიზმა , 100 ლარად .

 

2. ახალი წლის აღსანიშნად , დუბაიში არ უნდა მიდიოდეს და ბიუჯეტის 250 ათას ლარს არ უნდა ხარჯავდეს

 

3. ბიუჯეტის ხარჯზე , ბოზებში ტაილანდში არ უნდა მიდიოდეს და 150 ათას ევროს არ უნდა ხარჯავდეს . თუ ბოზები უნდოდა , ახლოში მოეძია , მათში ვისაც ადგილზე ჩუქნიდა ფულებს .

 

4. მუცლის ამოსავსებად ესპანელი პობრისთვის , ბიუჯეტის 700 ათასი ლარი არ უნდა მიეცა ... ადგილობრივი პოვარი უნდა ეკმარა .

 

და კიდევ ბევრი რამ ..... მოდით ამაზე ვისაუბროთ და მივეჩვიოთ ჩვენი ფულის გამფლაგველების მიმართ სათანადო პოზიციების დაფიქსირება .

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn ამ კოლმეურნეებს რომ ვუყურებ განდის ამბავი მახსენდება ჰარიჯანები და შუდრები რომ ქვეყნის სამართავად მიიწვია(შესბამისად ქშატრიების სახლებში შეასახლა)....http://s020.radikal.ru/i717/1304/ed/a28b9338347e.jpg Edited by urfinjus
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1. წონის დასაკლებად , კლიზმის გასაკეთებლად იტალიაში არ უნდა მიდიოდეს და იქ ამ პროცედურაში 120 ათას ლარს არ უნდა იხდიდეს . გაეკეთებია აქვე ეგ კლიზმა , 100 ლარად .

:)) :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაკიაველი

იუშენკოზე დახარჯული 500 ლარზე არავინ ედავება სააკაშვილს
სააკაშვილს სხვა რამეს ედავებიან

არა და იმ სხვა რამეებთან ერთად აშკარად ედავებიან მაგ 500 ლარსაც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოდით ამაზე ვისაუბროთ და მივეჩვიოთ ჩვენი ფულის გამფლაგველების მიმართ სათანადო პოზიციების დაფიქსირება .

მაგაზე არავინ არ საუბრობს სამწუხაროდ, ასეთი წვრილმანები უფრო ადარდებთ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სახელმწიფო სახსრები დახარჯულია "იუშენკოს აბანოს მომსახურეობისთვის" თბილისში, შპს "ნარიყალაში". ხარჯებში ასახულია 7 კაცისთვის პირსახოცის, ჩუსტის, საპნისა და აბანოს მომსახურების ხარჯები, თაფლის მასაჟისთვის დანახარჯი კი 50 ლარია მითითებული.

ამის შემდეგ ეს

 

იუშენკო საქართველოში არ იმყოფებოდა და მთელი დღის განმავლობაში პარტიის ოფისში, კიევში მუშაობდა.

არ არის დანაშაული?

 

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური დაცვის სამსახურის მიერ გაწეული ხარჯები

სტუმარს რო უნდა გავუმასპინძლდეთ და პირში არ ვუყუროთ რამდენს შეჭამს ეს სააკაშვილისგან არ გვესწავლება მგონი, მარა მეორე საკითხია რატო უნდა იხდიდეს ამას დაცვის სამსახური თანაც გრიფით საიდუმლო ედებოდეს?

 

400 აშშ დოლარი, რომლის ჰუმანიტარული დახმარების სახით გადასარიცხად ვართ მზად

უკან გაიკეთოს :)

აქ 400დოლარზე არაა საუბარი და ამას თუ ვერ ხვდებით დანარჩენი საუბარი ზედმეია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან დიდი სირცხვილია , აი ძალიან, მეტი რო არ შეიძლება..

ra aris sircxvili?

400 დოლარზე არავინ წუწუნებს

საქმე ეხება თანხების არალეგალურ ხარჯვას

რატო უნდა იხდიდეს დაცვის სამსახური ამ ფულს?

 

''ნიფხვების '' გამოფენა ძალიან საზიზღრობაა,, საერთოდ მე თუ მკითხავთ, გაზეთებსაც არ უნდა დაეწრათ ამის შესახებ არაფერი,, სამარცხვინოა და მეტი არაფერი..

ციხის კადრებიც საზიზღრობა იყო, ამ ლოგიკით არც ისინი უნდა გავრცელებულიყო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mama

ზუსტად მაგაზეა ეგ სტატია და იმ 400 ლარზე რომელიც აბანოში გადაუხდიათ..

რასაც იუშენკოც კი გამოეხმაურა,,

ტეხავს მაგრად..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტეხავს მაგრად..

ტეხავს კიარა ეს დანაშაულია :)

კაცი კიევიდან არ გასულა და ამ დროს საქართველოს აბანოებში მასზე 400დოლარი დაიხარჯა. როგორ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...