Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

11 აპრილს, საკონსტიტუციო სასამართლომ, მოქალაქე ბესიკ ადამიას სარჩელი დააკმაყოფილა და ბათილად ცნო, გააუქმა წინა პარლამენტის მიერ, ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივით მიღებული ანტიკონსტიტუციური ცვლილება საარჩევნო კანონში, რის საფუძველზეც უპარტიო მოქალაქეს, დამოუკიდებელ მაჟორიტარობის კანდიდატს, 5000 ლარის გირაოს გარეშე, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალებოდა. ცვლილების მიხედვით, აღნიშნული თანხა, კანდიდატს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდებოდა, თუ არჩევნებში მონაწილეთა ხმების, მინიმუმ 10%-ს მიიღებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დეპოზიტზე განთავსებული თანხა ბიუჯეტში ჩაირიცხებოდა.

სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული 5000 ლარიანი დეპოზიტის განთავსების ვალდებულება, მხოლოდ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან მიმართებაში მოქმედებს, სადავო ნორმა არსებითია და თანასწორ პირებს განსხვავებულ მდგომარეობაში აყენებს, რითაც საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით (დისკრიმინაციის აკრძალვა) გარანტირებული მისი უფლება ირღვევა.

სასამართლომ მიუთითა, რომ კანონმდებელმა, კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, უფლებაში ჩარევის თანაზომიერი გზა უნდა აირჩიოს, რისთვისაც, მის მიერ დაშვებული რეგულაცია უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული. სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმები, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატებს, პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატებთან შედარებით, მეტ ტვირთს აკისრებს, რადგან მათ დამატებით, საარჩევნო დეპოზიტის შეტანის ვალდებულებას უნიშნავს.

სასამართლომ აღნიშნა, რომ პოლიტიკურ პარტიებს თუ ცალკეულ კანდიდატებს, უნდა ჰქონდეთ ერთნაირი შესაძლებლობა, ამომრჩეველს შესთავაზონ რეალური პოლიტიკური არჩევანი. კანონმდებლობა უნდა იძლეოდეს საკმარის გარანტიებს იმისათვის, რომ ერთი მხრივ, პოლიტიკურ ძალთა, ხოლო, მეორე მხრივ, მათ მხარდამჭერთა შეჯიბრი პოლიტიკურ პროცესში თანაბარ პირობებში წარიმართოს.

"ეს გამარჯვება, არა მხოლოდ ჩემი, არამედ ქართველი ხალხის გამარჯვებაა, რომელიც "ადამიანთა უფლებათა დაცვის ცენტრის" თანადგომით იქნა მიღწეული და ამ გადაწყვეტილებით, ქვეყანაში, ქონებრივი ცენზის დაწესება აღიკვეთა, დაცულ იქნა ადამიანებს შორის თანასწორუფლებიანობა და დე ფაქტო და დე იურე, სამართალმა იზეიმა". - განუცხადა "თაიმერს" მოსარჩელე ბესიკ ადამიამ.

მისივე ინფორმაციით, "ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი", საარჩევნო პროცესებში ქართველი ხალხის მხარდასაჭერად, ამერიკული საგრანტო პროგრამით მოქმედებდა.

"ამ ორგანიზაციის თანადგომით, ჩემმა უკომპრომისო ბრძოლამ, გამარჯვება მოიპოვა, რისთვისაც ამერიკის საელჩოს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო და მინდა მათ ვაუწყო, რომ საქართველოს ცენტრალურმა ტელევიზიებმა ასეთი გამარჯვება დაბლოკეს. გამონაკლისი გახლდათ აჭარის ტელევიზია, რომელმაც ფაქტი იმ დღესვე გააშუქა". - განაცხადა ბესიკ ადამიამ, რომელიც იმედოვნებს, რომ ამერიკის საელჩო და ევროსაბჭოს მონიტორინგი საქართველოს ტელევიზიებში ჯერ კიდევ არსებული ცენზურით დაინტერესდებიან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...